საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.140
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №455
2005 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის (მკაცრი აღრიცხვის საბუთის) თანდართული ნიმუში (დანართი 1):
პირადობის მოწმობა – შესრულებულია ბამბის 100+–10გრ/მ2 ქაღალდის გამოყენებით, რომელიც შეიცავს ექსკლუზიურ წყლის ნიშნებს, ხილული და უხილავი ფიბრებით. პირადობის მოწმობა ორგვერდიანია, ზომები 196X68მმ, შეიცავს 15 დამცავ ნიშანს. დაცული ქაღალდის უკანა ზედაპირი დაფარულია ნივთიერებით, რომელიც 900C-ზე ძლიერმოქმედ წებოდ გარდაიქმნება. პირადობის მოწმობაზე დატანილია ჰოლოგრამა, რომელიც ნაწილობრივ ფარავს ფოტოს. პირადობის მოწმობა შეიცავს ექსკლუზიურ ნომერს, შესრულებულს საღებავით, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას იღებს მწვანე შეფერილობას, ხოლო ქაღალდის უკანა ზედაპირზე ჩანს წითლად. პირველ გვერდზე გამოსახულია სიტყვა “საქართველო”, მოწმობის დასახელება და საქართველოს გერბი, რომელიც ფონზე დატანილია კონტურის სახით. ფონი წარმოადგენს ცისფერ, იისფერ, წითელ და თეთრ ფერთა მონაცვლეობას.
პირადობის მოწმობის ბლანკი დაფარულია დამცავი გარსით (პაუჩით), რომლის წონა შეადგენს 150+–25გრ/მ2. დამცავ გარსზე უხილავი საღებავით დატანილია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელზეც ულტრაიისფერი სხივებით დანათებისას მიიღება სრულფეროვანი გამოსახულება.
საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს შემდეგ გრაფებს:
1) სახელი;
2) გვარი;
3) დაბადების წელი, რიცხვი, თვე;
4) დაბადების ადგილი;
5) პირადი ნომერი;
6) ფოტოსურათი;
7) პირადი ხელმოწერა;
8) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელება;
9) თანამდებობის პირის ხელმოწერა;
10) მოწმობის გაცემის თარიღი;
11) მოწმობის მოქმედების ვადა;
12) მისამართი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 26 აპრილის ბრძანება №719 - სსმ III, №50, 26.04.2005 წ., მუხ.525
2. დაევალოს ეკონომიკურ დეპარტამენტს (გ. შონვაძე) და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტს (ირაკლი ფორჩხიძე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.
3. ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკი ძალაშია მათ სრულ გახარჯვამდე.
4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს.
5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 26 აპრილის ბრძანება №719 - სსმ III, №50, 26.04.2005 წ., მუხ.525
დანართი №1
+

11. პირადობის მოწმობის ბლანკის მეორე გვერდზე, ქვედა კუთხეში, დატანილ იქნეს პირადობის მოწმობის ბლანკის დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, რეგისტრაციის ნომერი და ინდივიდუალური ნომერი (არანაკლებ 6 ციფრი).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №1885 - სსმ III, №120, 19.10.2005 წ., მუხ.1346
2. დაევალოს ეკონომიკურ დეპარტამენტს (გ. შონვაძე) და სამოქალაქო რეესტრის დეპარტამენტს (ირაკლი ფორჩხიძე) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკის დასამზადებლად ორგანიზაციული ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა.
3. ამჟამად მიმოქცევაში არსებული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ბლანკი ძალაშია მათ სრულ გახარჯვამდე.
4. ამ ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს კ. ვარძელაშვილს.
5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კ. კემულარია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 26 აპრილის ბრძანება №719 - სსმ III, №50, 26.04.2005 წ., მუხ.525
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 ოქტომბრის ბრძანება №1885 - სსმ III, №120, 19.10.2005 წ., მუხ.1346
დანართი №1
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ქართულ და ქართულ-აფხაზურენოვანი ბლანკების დამტკიცების შესახებ შესახებ“, №455, 16.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.007.140 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59728-1/