„ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტარტუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.03.2005 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№149
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.007.152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 22/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (1)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.152

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №149

2005 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

„ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების, ჩამორთმევის წესის და ერთიანი რეესტრის წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3, 30-ე და 32-ე მუხლების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების, ჩამორთმევის წესის და ერთიანი რეესტრის წარმოების შესახებ“ (თანდართულ დანართებთან ერთად).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ჩეჩელაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ბრძანება №370 - სსმ III, №68, 06.06.2005 წ., მუხ.733

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილ ის ბრძანება №413 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.686

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრ ის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

ინსტრუქცია

ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმების, ჩამორთმევის წესის და ერთიანი რეესტრის წარმოების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

მოცემული ინსტრუქცია შემუშავებულია საგადასახადო კოდექსის მე-3 და 32-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 30-ე მუხლით განსაზღვრული ორგანიზაციებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების და რეესტრის წარმოების წესს.

    მუხლი 1. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების საფუძველი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელსაც ამავე კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს ,,საქველმოქმედო ორგანიზაციის” სტატუსი.

2. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი ენიჭება ორგანიზაციას, რომელიც შექმნილია საქველმოქმედო საქმიანობის (საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის შესაბამისად) განხორციელების მიზნით, რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქვს საქველმოქმედო საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება და აკმაყოფილებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

3. დამხმარე ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ემსახურება ორგანიზაციის ძირითად მიზნებს, არ ცვლის მის საქველმოქმედო ხასიათს.

    მუხლი 2. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების, გაუქმებისა და ჩამორთმევის უფლებამოსილება

ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებას, გაუქმებასა და ჩამორთმევას შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარდგინებით ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

    მუხლი 3. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების პროცედურები

 1. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭება ხდება ორგანიზაციის წერილობითი განცხადების საფუძველზე (დანართი №1), რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

ა) ორგანიზაციის სახელწოდება;

ბ) (ამოღებულია);

გ) სამართლებრივი ფორმა;

დ) ძირითადი მიზნები;

ე) უკანასკნელი წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;

ვ) ხელმძღვანელი ორგანოს და ფილიალების მისამართები.

2. ორგანიზაციის განაცხადს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ უნდა ერთვოდეს:

ა) ორგანიზაციის წესდების ასლი;

ბ) სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის ასლი;

გ) უკანასკნელი წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (პროექტების, მომსახურების) აღწერას;

დ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული უკანასკნელი წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

3. განცხადების თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი 1 თვის ვადაში იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. თუ ამ ვადაში გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, სტატუსი ჩაითვლება მინიჭებულად. სტატუსი ენიჭება უვადოდ. სტატუსი ძალაში შედის მინიჭებისთანავე.

4. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაციების ერთიან რეესტრს (დანართი №3) აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური. ერთიანი რეესტრის მონაცემები სრულად შეიტანება მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში არსებულ ფანჯარაში ,,საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი“.

5. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირები ვალდებულნი არიან განუმარტონ გადასახადის გადამხდელს საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით განსაზღვრული მოთხოვნები, მიიღონ გადასახადის გადამხდელის განცხადება (დანართი №1) ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ, შეამოწმონ განცხადებისა და წარმოდგენილი დოკუმენტების სისრულე, შემდგომში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში წარდგენის მიზნით. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ორგანიზაციის მონაცემები შეიტანება საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში და გაიცემა ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა (დანართი №2), ხოლო საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შემთხვევაში ორგანიზაციას ეგზავნება მოტივირებული, წერილობითი პასუხი. გადაწყვეტილება და მოწმობა ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ორგანიზაციის უფლებამოსილ პირს გადაეცემა პირადად ან ეგზავნება დაზღვეული საფოსტო გზავნილით.

6. ორგანიზაციას, რომელსაც მიენიჭა საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი, გადაეცემა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა, სადაც აღინიშნება:

ა) ორგანიზაციის სრული სახელწოდება;

ბ) სამართლებრივი ფორმა;

გ) სტატუსი;

დ) ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი;

ე) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი;

ვ) ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ბრძანება №370 - სსმ III, №68, 06.06.2005 წ., მუხ.733

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №413 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.686

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

    მუხლი 4. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის გაუქმების პირობები

1. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსი უქმდება:

ა) ორგანიზაციის ინიციატივით;

ბ) სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში.

2. საქველმოქმედო ორგანიზაციას სტატუსი ჩამოერთმევა, თუ:

ა) დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები;

ბ) გაუუქმდა სახელმწიფო ან/და საგადასახადო რეგისტრაცია.

2​1. საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო საქველმოქმედო ორგანიზაციისათვის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსისათვის წარდგინების მომზადებამდე, საქველმოქმედო ორგანიზაციას უგზავნის შეტყობინებას და განუსაზღვრავს დამატებით ერთ თვიან ვადას საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად.

3. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევის გამო სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია დააბრუნოს სტატუსიდან გამომდინარე საგადასახადო შეღავათებით მიღებული სარგებელის ის ნაწილი, რომელიც დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების დარღვევასთან. ამასთან, ორგანიზაცია საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის ჩამორთმევის შემთხვევაში, ვალდებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დააბრუნოს ორგანიზაციაზე გაცემული საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობა.

4. საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელსაც ჩამოერთვა სტატუსი, უფლება აქვს მისი აღდგენის თაობაზე განცხადება შეიტანოს სტატუსის ჩამორთმევის მიზეზის აღმოფხვრიდან არა უადრეს 1 წლისა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

    მუხლი 5. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე ორგანიზაციების დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა

1. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მიღებასთან ერთად ამ ორგანიზაციებს ეკისრებათ საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქველმოქმედო ორგანიზაციამ შესაბამის საგადასახადო ორგანოს ყოველი წლის პირველ აპრილამდე უნდა წარუდგინოს:

ა) ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს საქმიანობის (მათ შორის ეკონომიკურის) აღწერას;

ბ) ფინანსური ანგარიში მიღებული შემოსავლების შესახებ, წყაროების და გაწეული ხარჯების მიზნობრიობის მითითებით;

გ) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დადასტურებული ბოლო წლის ფინანსური დოკუმენტები (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში).

2. ორგანიზაცია უზრუნველყოფს მისი ბოლო წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიშის და ფინანსური დოკუმენტების (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში) გამოქვეყნებას პერიოდულ პრესაში და ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის.

3. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში შეტანილი ნებისმიერი მონაცემის ცვლილების შემთხვევაში ორგანიზაცია ვალდებულია ცვლილებისთანავე წერილობით აცნობოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს ამ ცვლილების შესახებ.    

4. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშებს წარადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აღრიცხვის, ანალიზისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

5. დაუშვებელია საქველმოქმედო ორგანიზაციის მოგების, აქტივების განაწილება ორგანიზაციის წევრებს, დამფუძნებლებს, გამგეობისა და კურატორიუმის წევრებს შორის.

6. საქველმოქმედო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ მისი ქონება უფლებამოსილი ორგანოს ან პირის გადაწყვეტილებით გადაეცემა მსგავსი მიზნების მქონე საქველმოქმედო ორგანიზაციას, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას. საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ბრძანება №370 - სსმ III, №68, 06.06.2005 წ., მუხ.733

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

    მუხლი 6. საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი და მისი წარმოების წესი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აწარმოებს საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრს.

2. რეესტრში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) ორგანიზაციის სახელწოდება;

ბ) ხელმძღვანელი ორგანოს, ფილიალებისა და წარმომადგენლობების მისამართები;

გ) ძირითადი მიზნები;

დ) სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი;

ე) მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭებიდან (აგრეთვე, მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიან რეესტრში (კომპიუტერულ ბაზაში) შეიტანოს შესაბამისი მონაცემები.

4. ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შემდეგ გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო აღრიცხვის (რეგისტრაციის) მონაცემებში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა – ,,საქველმოქმედო ორგანიზაცია”.

5. საქველმოქმედო ორგანიზაციების რეესტრი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ბრძანება №370 - სსმ III, №68, 06.06.2005 წ., მუხ.733

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №413 - სსმ III, №60, 30.04.2007 წ., მუხ.686

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

 

 

 


დანართი №1

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო

ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების თაობაზე

——————————————————————————————————————————

(განცხადების წარმომდგენი ორგანიზაციის სახელწოდება)

——————————————————————————————————————————

(სამართლებრივი ფორმა)

——————————————————————————————————————————

——————————————————————————————————————————

(ძირითადი მიზნები)

 

——————————————————————————————————————————

——————————————————————————————————————————

——————————————————————————————————————————

(უკანასკნელი წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები)

 

——————————————————————————————————————————

(ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი)

 

——————————————————————————————————————————

ფილიალების მისამართები

 

 

 

ორგანიზაციის ხელმძღვანელი

(ან შესაბამისი უფლებამოსილი პირი)

 /ხელმოწერა/

 

,, . . . “ ,, . . . . . . . . . . “ 20 წელი

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

დანართი №2

საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის დამადასტურებელი

მ ო წ მ ო ბ ა №

 

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ორგანიზაციის სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სტატუსი)

 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი)

––––––––––––––––––––––––––

(სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი)

მოცემული მოწმობის მფლობელი არის ორგანიზაცია, რომელსაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად მინიჭებული აქვს სტატუსი ,,საქველმოქმედო ორგანიზაცია“.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

შემოსავლების სამსახურის უფროსი

———————————————-

/ხელმოწერა/

 

ბ.ა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

დანართი №3

საქველმოქმედო ორგანიზაციების ერთიანი რეესტრი

№

ორგანიზაციის სახელწოდება

ხელმძღვანელი ორგანოს მისამართი

ფილიალების და წარმომადგენლობების მისამართ ებ ი

ძირითადი მიზნები

სტატუსის მინიჭების თარიღი და ნომერი

მმართველობის უმაღლესი ორგანოს ყველა წევრის ვინაობა და მისამართები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 30 მაისის ბრძანება №370 - სსმ III, №68, 06.06.2005 წ., მუხ.733

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება №650 - სსმ III, №124, 13.10.2009 წ., მუხ.1431

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ორგანიზაციისათვის საქველმოქმედო ორგანიზაციის სტარტუსის მინიჭების წესის და რეესტრის წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №149, 17.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.152 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59818-3/