საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.03.2005 ძალადაკარგული 27.07.2012
ნომერი
№265
სარეგისტრაციო კოდი
140.130.000.22.034.007.174
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 25/03/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (15)

წინა ცვლილებები (13)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.174

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №265

2005 წლის 23 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა”, ,,კ” და ,,ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ი. მერაბიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისი ს ბრძანება №666 - სსმ III, №79, 04.07.2005წ., მუხ.839

2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტო ს ბრძანება №878 - სსმ III, №102, 31.08.2005წ., მუხ.1140

3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრი ს ბრძანება №1245 - სსმ III, №142, 08.12.2005წ., მუხ.1568

4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრი ს ბრძანება №117 - სსმ III, №15, 06.02.2006წ., მუხ.187

5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 მაისი ს ბრძანება №642 - სსმ III, №69, 22.05.2006წ., მუხ.877

6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტო ს ბრძანება №954 - სსმ III, №106, 09.08.2006წ., მუხ.1465

7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 ნოემბრი ს ბრძანება №1364 - სსმ III, №159, 27.11.2006წ., მუხ.2183

8. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 14 დეკემბრი ს ბრძანება №1468 - სსმ III, №170, 20.12.2006წ., მუხ.2292

9. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლი ს ბრძანება №230 - სსმ III, №22, 16.02.2007წ., მუხ.254

10. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტი ს ბრძანება №372 - სსმ III, №36, 19.03.2007წ., მუხ.427

11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 30 ივლისი ს ბრძანება №1046 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1245

12. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრი ს ბრძანება №1314 - სსმ III, №145, 18.10.2007წ., მუხ.1635

13. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის ბრძანება №95 - სსმ III, №11, 29.01.2010წ., მუხ.123

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სტატუსი და ანგარიშვალდებულება

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც ახორციელებს კანონმდებლობით, სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით დაკისრებულ ამოცანებს.

2. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

    მუხლი 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ორგანიზაციული საფუძვლები

დეპარტამენტი თავისი საქმიანობის პროცესში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ბრძანებებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები

    მუხლი 3. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები

დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს დანაყოფებისათვის (სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის) კვალიფიციური კადრების შერჩევის ორგანიზება;

ბ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურებისა და საშტატო განრიგების (ნუსხების) მომზადება და სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა, აგრეთვე სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების საშტატო განრიგების (ნუსხების) სამინისტროსთან შეთანხმების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროში საკადრო საკითხებთან დაკავშირებული საქმისწარმოების სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი;

დ) სამინისტროს სხვა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მომზადება-გადამზადების, მათი ფიზიკური მომზადების, სამხედრო სამსახურის გავლისას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონტროლის ორგანიზების უზრუნველყოფა;

ე) (ამოღებულია);

ვ) სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია და სამინისტროს დანაყოფების (სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების) საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ორგანიზება;

ზ) სასამართლოებსა და სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობაში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

თ) სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;

ი) სამინისტროში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვა;

კ) სამინისტროს საბუღალტრო-სააღრიცხვო-საანგარიშგებო საქმიანობის განხორციელება-ორგანიზება;

ლ) სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

მ) (ამოღებულია);

ნ) (ამოღებულია);

ო) (ამოღებულია).

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლი ს ბრძანება № 230 - სსმ III, № 22 , 16 . 02 .200 7 წ ., მუხ .2 54

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტი ს ბრძანება № 372 - სსმ III, № 36 , 19 . 03 .200 7 წ ., მუხ . 427

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრი ს ბრძანება № 1314 - სსმ III, № 145 , 18 . 10 .200 7 წ ., მუხ . 1635

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 4. დეპარტამენტის დირექტორი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს (მოადგილეების მეშვეობით) დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულებას;

ბ) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის და საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ;

გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს დასანიშნი დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურების განხილვა-დამტკიცებას;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა პრემირების, წახალისების ან მათი დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ე) მოადგილეთა წარდგინებით და პასუხისმგებლობით ხელს აწერს და ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს (მათ შორის ბრძანებებს);

ვ) დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე (დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან წინასწარი შეთანხმებით), კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით, მინისტრს წარუდგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების და სტრუქტურულ დანაყოფში შემავალი ქვედანაყოფების სტრუქტურასა და უფლება-მოვალეობათა განაწილების წესს;

ზ) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეთა წინადადებებისა და წარდგინებების საფუძველზე სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს იმ ფინანსური სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის თაობაზე, რომელიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

თ) უფლებამოსილია გააფორმოს შრომითი ხელშეკრულებები დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან;

ი) შუამდგომლობს მინისტრთან (კურატორ მინისტრის მოადგილესთან), დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

კ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს იმ საკითხებზე, რომლებიც დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დირექტორის მოვალეობას მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებით ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ან სამმართველოს უფროსი.

4. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამინისტროში საკადრო პოლიტიკის რეგულირებაზე, სამინისტროს დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევის ორგანიზებაზე, სამსახურებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე სამინისტროსა და მისი დანაყოფების (სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების) სტრუქტურებისა და საშტატო განრიგების სრულყოფაზე.

5. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფაზე, სამინისტროს დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის ხელმძღვანელობაზე, სასამართლო და სახელმწიფო დაწესებულებებში სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფაზე და სხვა სამართლებრივი საკითხების რეგულირებაზე, ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამინისტროში საკადრო საქმიანობის ინსპექტირების განხორციელებაზე, ინსპექტირებისას სამსახურებრივ შემოწმებაზე.

6. დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია სამინისტროს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობაზე, სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე, სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებასა და შესაბამის ინსტანციებში მის დროულ წარდგენაზე, საბიუჯეტო ხარჯების დროულ მოზიდვასა და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე; საბუღალტრო ანგარიშების შედგენასა და შესაბამის ინსტანციებში დაწესებულ ვადებში წარდგენაზე, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვასა და დროულ გაცემაზე; სამინისტროში სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზაციის უზრუნველყოფაზე; სამინისტროს მიერ შესყიდული კვების (სასურსათო) პროდუქტების ხარისხის მონიტორინგის ორგანიზაციაზე, სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების და მატერიალურ ფასეულობათა სწორ ექსპლუატაციასა და დაცვაზე, აღნიშნულ ნაგებობათა მიმდინარე და კაპიტალური რემონტების ჩატარების ორგანიზაციაზე, სამუშაოთა მიმდინარეობისას სამშენებლო მასალების ნორმირებულ ხარჯვაზე; ასევე საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს და სამინისტროს სხვა დანაყოფების (მათ შორის სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების) მიერ საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგისა და კონტროლის განხორციელებაზე.

7. (ამოღებულია).

8. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები პასუხისმგებელნი არიან მათ საკურატორო სფეროში შემავალი დანაყოფებისა და ქვედანაყოფების მიერ გაწეულ საქმიანობაზე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 5 წლის 30 ნოემბრი ს ბრძანება № 1245 - სსმ III, № 142 , 08 . 12 .200 5 წ ., მუხ . 1568

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 200 6 წლის 18 მაისი ს ბრძანება № 642 - სსმ III, № 69 , 22 . 05 .200 6 წ ., მუხ . 877

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 14 დეკემბრი ს ბრძანება № 1468 - სსმ III, № 170 , 2 0 . 12 .2006 წ ., მუხ .2 292

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლი ს ბრძანება № 230 - სსმ III, № 22 , 16 . 02 .200 7 წ ., მუხ .2 54

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტი ს ბრძანება № 372 - სსმ III, № 36 , 19 . 03 .200 7 წ ., მუხ . 427

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №1314 - სსმ III, №145, 18.10.2007წ., მუხ.1635

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები.სტრუქტურული დანაყოფების კომპეტენცია

    მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები

1. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) კადრების მთავარი სამმართველო;

ა ​1 ) კადრების ინსპექტირების სამსახური (სამმართველო);

ბ) იურიდიული სამმართველო;

გ) საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო;

დ) (ამოღებულია);

ე) (ამოღებულია);

ვ) (ამოღებულია);

ზ) კანცელარია (განყოფილება).

2. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად.

3. დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის პირველი მოადგილე.

4. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფის უფროსის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს სტრუქტურული დანაყოფის უფროსის მოადგილე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ან დეპარტამენტის დირექტორის დავალებით – სტრუქტურულ დანაყოფში შემავალი ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსი.

5. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების, სტრუქტურულ დანაყოფებში შემავალი ქვედანაყოფების სტრუქტურას, უფლება-მოვალეობების განაწილებისა და საქმიანობის წესს დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №666 - სსმ III, №79, 04.07.2005წ., მუხ.839

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №1245 - სსმ III, №142, 08.12.2005წ., მუხ.1568

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის ბრძანება №117 - სსმ III, №15, 06.02.2006წ., მუხ.187

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №230 - სსმ III, №22, 16.02.2007წ., მუხ.254

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №372 - სსმ III, №36, 19.03.2007წ., მუხ.427

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №1314 - სსმ III, №145, 18.10.2007წ., მუხ.1635

    მუხლი 7. კადრების მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

1. კადრების მთავარი სამმართველო:

ა) მინისტრის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევას;

ბ) სამსახურში მიღებისას კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს კანდიდატთა შერჩევას, შესწავლას და სპეციალურ შემოწმებას;

გ) სამინისტროს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თავალსაზრისით მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო პროგრამების განხორციელების ორგანიზებაში;

დ) პირად შემადგენლობასთან მუშაობის და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების სამინისტროს თანამშრომელთათვის გაცნობის უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს;

ე) ახორციელებს კონტროლს სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე;

ვ) (ამოღებულია);

ზ) ორგანიზაციას უწევს სამინისტროს თანამშრომელთა ატესტაციას;

თ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე, საკურატორო ქვედანაყოფებში აყალიბებს სამინისტროში დაწინაურების რეზერვს;

ი) შეისწავლის და ამზადებს მასალებს თანამშრომელთა თანამდებობრივი გადაადგილებების, სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების, წახალისების შესახებ, აგრეთვე მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;

კ) (ამოღებულია);

ლ) (ამოღებულია);

მ) ამზადებს წინადადებებს სამინისტროს სისტემაში შემავალი დანაყოფების (სტრუქტურული ქვედანაყოფების და ტერიტორიული ორგანოების) სტრუქტურების სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური გამოყენების შესახებ;

ნ) აწარმოებს სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების აღრიცხვასა და დამუშავებას, ასევე საარქივო პირადი საქმეების აღრიცხვას და ქმნის მათზე შესაბამის საცნობარო ბაზას;

ო) ამზადებს დოკუმენტაციას სამინისტროდან დათხოვნილ მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით;

პ) განიხილავს ყოფილი თანამშრომლების სამსახურში ხელახალ მიღებაზე შემოსულ განცხადებებსა და მასალებს;

ჟ) უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისა და დეპარტამენტის თანამშრომლების სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვების მასალების მომზადებას. კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს და ითანხმებს ,,განსაკუთრებით მნიშვნელოვან, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო მონაცემებზე დასაშვებ მუშაკთა თანამდებობების ნომენკლატურებს.

2. (ამოღებულია).

3. კადრების მთავარი სამმართველოს საქმიანობაზე პასუხისმგებელია კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი და სამმართველოს კურატორი შესაბამისი დირექტორის მოადგილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №878 - სსმ III, №102, 31.08.2005წ., მუხ.1140

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №1245 - სსმ III, №142, 08.12.2005წ., მუხ.1568

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №954 - სსმ III, №106, 09.08.2006წ., მუხ.1465

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 30 ივლისის ბრძანება №1046 - სსმ III, №112, 10.08.2007წ., მუხ.1245

    მუხლი 7 ​1 . კადრების ინსპექტირების სამსახური (სამმართველო)

1. კადრების ინსპექტირების სამსახური (სამმართველო):

ა) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საკადრო საქმიანობის შემოწმებას მოქმედი კანონმდებლობისა და შიდა ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს მინისტრის ბრძანებებისა და მითითებების შესრულებას;

გ) საკადრო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას აწარმოებს სამსახურებრივ შემოწმებას;

დ) ახორციელებს საკადრო საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეთა საჩივრებისა და განცხადებების განხილვას.

2. კადრების ინსპექტირების სამსახურის (სამმართველო) საქმიანობაზე პასუხისმგებელია კადრების ინსპექტირების სამსახურის (სამმართველო) უფროსი და სამსახურის (სამმართველო) კურატორი შესაბამისი დირექტორის მოადგილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 30 ნოემბრის ბრძანება №1245 - სსმ III, №142, 08.12.2005წ., მუხ.1568

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №954 - სსმ III, №106, 09.08.2006წ., მუხ.1465

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №1314 - სსმ III, №145, 18.10.2007წ., მუხ.1635

    მუხლი 8. იურიდიული სამმართველოს კომპეტენცია

1. იურიდიული სამმართველო:

ა) კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული ნორმატიული აქტების პროექტებზე უზრუნველყოფს სათანადო დასკვნების მომზადებას;

ბ) სამინისტროს ამოცანებთან დაკავშირებულ საკითხებზე უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებასა და სამინისტროს დანაყოფების სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციას;

გ) სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების (მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული) საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის მათ წარდგენამდე უზრუნველყოფს სავალდებულო დასკვნების მომზადებას;

დ) შეიმუშავებს სამართლებრივი ხასიათის საცნობარო მასალებს;

ე) წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს სახელმწიფო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში;

ვ) (ამოღებულია);

ზ) (ამოღებულია);

თ) (ამოღებულია);

ი) მინისტრის მიერ მინიჭებული რწმუნებულების საფუძველზე წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს სასამართლოში;

კ) თავისი ამოცანების შესასრულებლად დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ლ) საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების გამოყენების მიზნით ახორციელებს მათი საქმიანობის შესახებ ნორმატიული აქტების და სხვა მასალის შესწავლას, შედარებით ანალიზს, უზრუნველყოფს შესაბამისი რეკომენდაციების, წინადადებების, საექსპერტო დასკვნების მომზადებას.

2. (ამოღებულია).

3. იურიდიული სამმართველოს საქმიანობაზე, პასუხისმგებელია იურიდიული სამმართველოს უფროსი და სამმართველოს კურატორი შესაბამისი დირექტორის მოადგილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 მაისის ბრძანება №642 - სსმ III, №69, 22.05.2006წ., მუხ.877

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №954 - სსმ III, №106, 09.08.2006წ., მუხ.1465

    მუხლი 9. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კომპეტენცია

1. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო:

ა) ახორციელებს სამინისტროს დანაყოფების ფინანსურ უზრუნველყოფას; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სამინისტროს საფინანსო საქმიანობის სწორად წარმართვას;

ბ) შეიმუშავებს სამინისტროს ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს და უზრუნველყოფს შესაბამის ინსტანციებში მის დროულ წარდგენას;

გ) უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების მოზიდვას და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით მის ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას;

დ) ახდენს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ განხორციელებული ღონისძიებების დაფინანსებას;

ე) შექმნილი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე უზრუნველყოფს საფინანსო დოკუმენტაციის მომზადებას საბიუჯეტო ასიგნებათა გადანაწილების ან გაზრდის თაობაზე. ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას, სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების დარიცხვას და გაცემას;

ვ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებების და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, უზრუნველყოფს ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრას და აღრიცხვას;

ზ) უზრუნველყოფს საბუღალტრო ანგარიშების შედგენას და შესაბამის ინსტანციებში დაწესებულ ვადებში წარდგენას;

თ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებას მემორიალურ-ორდერული ფორმით; პირველადი დოკუმენტების შედგენას ოპერაციის მოხდენის მომენტში; შემოსული პირველადი საბუთების აუცილებელ შემოწმებას დადგენილი წესით;

ი) უზრუნველყოფს ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვას და დადგენილი წესით არქივში ჩაბარებას;

კ) უზრუნველყოფს სალაროს ოპერაციების წარმოების შესახებ არსებული დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას;

ლ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს;

მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს სამინისტროს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გეგმას; ადგენს სახელმწიფო შესყიდვების პერიოდულ, კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს;

ნ) უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ დაგეგმილი ტენდერების, ფასთა კოტირებისა და ერთ პირთან მოლაპარაკების წესით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვას და შენახვას;

ო) უზრუნველყოფს სამინისტროს დანაყოფებს საკანცელარიო ნივთებით, ინვენტარით, ოპერატიულ-ტექნიკური და კავშირგაბმულობის საშუალებებით, კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა ორგტექნიკით, სატრანსპორტო საშუალებებით, საკვები პროდუქტებით და სხვა მატერიალური საშუალებებით;

პ) (ამოღებულია);

ჟ) (ამოღებულია);

რ) (ამოღებულია);

ს) ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების აღრიცხვაზე დაყენებას, აღრიცხვიდან მოხსნას, ტექნიკური გამართულობის შემოწმებას და შეკეთების განხორციელებას, ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველყოფას;

ტ) უზრუნველყოფს სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ჩატარებას, ხარჯთაღრიცხვის შედგენას, საჭირო სამშენებლო მასალების შეძენას, სამუშაოთა მიმდინარეობის და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლს;

უ) ახორციელებს სამინისტროს ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზებას კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;

ფ) უზრუნველყოფს წინაწარ კონტროლს საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებასა და ფინანსური ოპერაციების კანონიერებაზე;

ქ) ახორციელებს კონტროლს სახსრების სწორად და ეკონომიურად ხარჯვაზე და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე;

ღ) სამინისტროს მიერ გაწეული ხარჯებისა და მიღებული დაფინანსების ეკონომიკურ ანალიზს;

ყ) საფინანსო-სამეურნეო-ბუღალტრულ საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;

შ) უზრუნველყოფს კონტროლს მატერიალურ ფასეულობათა დაცულობაზე მათი შენახვისა და ექსპლუატაციის ადგილებში;

ჩ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებსა და ტერიტორიულ ორგანოებში ახორციელებს საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგს; ასევე სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა და ფულად საშუალებათა მიღების, შენახვის და რეალიზაციის ოპერაციების დოკუმენტური გაფორმებისა და სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენას; უზრუნველყოფს აღრიცხვისა და ანგარიშების მოთხოვნებთან და მოქმედ ნორმატიულ აქტებთან საბუღალტრო აღრიცხვაში სამეურნეო-საფინანსო ოპერაციების ასახვის შესაბამისობის განსაზღვრას;

ც) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს ბალანსზე რიცხული სახელმწიფო ქონების მართვას, პრივატიზებისა და  სარგებლობაში გადაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

2. საფინანსო-სამეურნეო საქმისწარმოების მონიტორინგის შედეგები, როგორც წესი, ფორმდება დასკვნის სახით და წარედგინება მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს.

3. (ამოღებულია).

4. საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს საქმიანობაზე, პასუხისმგებელია საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს უფროსი და მთავარი სამმართველოს კურატორი შესაბამისი დირექტორის მოადგილე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №666 - სსმ III, №79, 04.07.2005წ., მუხ.839

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის ბრძანება №117 - სსმ III, №15, 06.02.2006წ., მუხ.187

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 18 მაისის ბრძანება №642 - სსმ III, №69, 22.05.2006წ., მუხ.877

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №954 - სსმ III, №106, 09.08.2006წ., მუხ.1465

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №372 - სსმ III, №36, 19.03.2007წ., მუხ.427

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 28 იანვრის ბრძანება №95 - სსმ III, №11, 29.01.2010წ., მუხ.123

    მუხლი 10. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 30 იანვრის ბრძანება №117 - სსმ III, №15, 06.02.2006წ., მუხ.187

    მუხლი 11. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №666 - სსმ III, №79, 04.07.2005წ., მუხ.839

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №954 - სსმ III, №106, 09.08.2006წ., მუხ.1465

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 8 თებერვლის ბრძანება №230 - სსმ III, №22, 16.02.2007წ., მუხ.254

მუხლი 12. (ამოღებულია)

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანება №666 - სსმ III, №79, 04.07.2005წ., მუხ.839

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 3 აგვისტოს ბრძანება №954 - სსმ III, №106, 09.08.2006წ., მუხ.1465

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 22 ნოემბრის ბრძანება №1364 - სსმ III, №159, 27.11.2006წ., მუხ.2183

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 9 მარტის ბრძანება №372 - სსმ III, №36, 19.03.2007წ., მუხ.427

    მუხლი 13. კანცელარიის კომპეტენცია

1. კანცელარია (განყოფილება):

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში განსახილველად შემოსული, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების აღრიცხვას, მათი შესრულების კონტროლსა და ანალიზს (ვადების მიხედვით):

ბ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის კორესპონდენციების მიღება-დაგზავნას, დეპარტამენტის მიერ მომზადებული, შემოსული და გასული დოკუმენტების რეგისტრაციას.

2. კანცელარიის საქმიანობაზე პასუხისმგებელია კანცელარიის უფროსი.

    მუხლი 14. დეპარტამენტის რეორგანიზაციის, საქმიანობის შეწყვეტის და წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი

1. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ან მისი საქმიანობის შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №265, 23.03.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.007.174 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/59890-13/