ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის“ (პროგრამული კოდი: 0 4 0 7 ) განხორციელების წესი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესი (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები 18 წლის ასაკიდან პირებისთვის პროფესიული სწავლების წახალისებისა და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
1. ქვეპროგრამის მიზანია, რუსთავში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე, 18 წლის ასაკიდან პირებისთვის, პროფესიული პროგრამების შესწავლის წახალისება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა.
2. ქვეპროგრამის მიზანია ასევე, შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი პროფესიული პროგრამების დანერგვის და პოპულარიზაციის მხარდაჭერა.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება ემსახურება მოქალაქეებისთვის პროფესიების შესწავლის და შემდგომში დასაქმების ინტერესის
ამაღლებას.
4. ამ წესით გათვალისწინებული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან, საქართველოში ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სწავლების მსურველი პირები.
5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მოიცავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სტუდენტთათვის/მსმენელთათვის ყოველთვიურად სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში 200 ლარით წახალისებას, პროფესიული პროგრამის დასრულებამდე.
6. (ამოღებულია - 20.12.2024, №185);
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ პროფესიულ პროგრამებს განახორცილებენ საქართველოში ავტორიზებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან კოორდინაციის და შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს პრიორიტეტულ პროგრამა(ებ)ს;
3. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები 18 წლის ასაკიდან პირები, რომლებიც ქალაქში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს რეგისტრაციის წყვეტის ისეთი შემთხვევა, როდესაც წყვეტა არ ფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ. ასევე, გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება მიეცემა პირს, თუ უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე დასტურდება მისი 1 (ერთი) წლიანი ცხოვრების ფაქტი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
4. ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი პირი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) განმცხადებლის/ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
ბ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი -საინფორმაციო ბარათი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ, კანონით დადგენილი წესით;
დ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რაც ობიექტურად საჭირო გახდება წარმოებისას, გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
5. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან და მიზნებთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური.
6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაფინანსების მსურველთა სიას (მონაცემები) ამოწმებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში.
7. ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროცესის მიმდინარეობასა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური.
1. წახალისება არ გაიცემა, თუ თვის განმავლობაში მსმენელი არ დაესწრება სასწავლო პროცესის 80%- ზე მეტს.
2. დაფინანსება სრულდება:
ა) პროფესიული პროგრამის დასრულებისას;
ბ) სტუდენტის/მსმენელის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში.
3. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
4. ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს.
5.ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბენეფიციარებისთვის თანხის პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე ჩარიცხვის გზით.
+
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №101
2023 წლის 21 დეკემბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარი შეროზია
+
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის“ (პროგრამული კოდი: 0 4 0 7 ) განხორციელების წესი
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისთვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესი (შემდგომში-წესი) განსაზღვრავს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები 18 წლის ასაკიდან პირებისთვის პროფესიული სწავლების წახალისებისა და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში.
2. ქვეპროგრამის განმახორციელებელია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახური.
1. ქვეპროგრამის მიზანია, რუსთავში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე, 18 წლის ასაკიდან პირებისთვის, პროფესიული პროგრამების შესწავლის წახალისება და შემდგომში დასაქმების ხელშეწყობა.
2. ქვეპროგრამის მიზანია ასევე, შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი პროფესიული პროგრამების დანერგვის და პოპულარიზაციის მხარდაჭერა.
3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება ემსახურება მოქალაქეებისთვის პროფესიების შესწავლის და შემდგომში დასაქმების ინტერესის
ამაღლებას.
4. ამ წესით გათვალისწინებული დაფინანსების მიმღები სუბიექტები არიან, საქართველოში ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სწავლების მსურველი პირები.
5. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მოიცავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული პროფესიული პროგრამების სტუდენტთათვის/მსმენელთათვის ყოველთვიურად სასწავლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში 200 ლარით წახალისებას, პროფესიული პროგრამის დასრულებამდე.
6. (ამოღებულია - 20.12.2024, №185);
1. ქვეპროგრამით გათვალისწინებულ პროფესიულ პროგრამებს განახორცილებენ საქართველოში ავტორიზებული „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.
2. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებთან კოორდინაციის და შრომის ბაზრის მოთხოვნადი პროფესიების გათვალისწინებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, განსაზღვრავს პრიორიტეტულ პროგრამა(ებ)ს;
3. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირებს წარმოადგენენ, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებულნი/მუდმივი ბინადრობის მქონე და მცხოვრები 18 წლის ასაკიდან პირები, რომლებიც ქალაქში რეგისტრირებულნი არიან განცხადებით მომართვამდე უწყვეტად არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში. გამონაკლისს წარმოადგენს რეგისტრაციის წყვეტის ისეთი შემთხვევა, როდესაც წყვეტა არ ფიქსირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების გარეთ. ასევე, გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ ქალაქი რუსთავი. ქვეპროგრამით სარგებლობის უფლება მიეცემა პირს, თუ უფიქსირდება აქტიური რეგისტრაცია რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე დასტურდება მისი 1 (ერთი) წლიანი ცხოვრების ფაქტი რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
4. ქვეპროგრამით სარგებლობის მსურველი პირი განცხადებით მიმართავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს და წარადგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა) განმცხადებლის/ქვეპროგრამაში ჩართვის მსურველის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
ბ) ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი -საინფორმაციო ბარათი (საჭიროების შემთხვევაში);
გ) საბანკო ანგარიშის ნომერი, გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ, კანონით დადგენილი წესით;
დ) სხვა დამატებითი დოკუმენტაცია, რაც ობიექტურად საჭირო გახდება წარმოებისას, გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
5. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის პროგრამით დადგენილ კრიტერიუმებთან და მიზნებთან შესაბამისობას ადგენს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური.
6. ქვეპროგრამის განმახორციელებელი დაფინანსების მსურველთა სიას (მონაცემები) ამოწმებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ რეესტრში.
7. ქვეპროგრამით გათვალისწინებული პროცესის მიმდინარეობასა და შედეგების მონიტორინგს ახორციელებს ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური.
1. წახალისება არ გაიცემა, თუ თვის განმავლობაში მსმენელი არ დაესწრება სასწავლო პროცესის 80%- ზე მეტს.
2. დაფინანსება სრულდება:
ა) პროფესიული პროგრამის დასრულებისას;
ბ) სტუდენტის/მსმენელის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში.
3. დაფინანსება ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული ასიგნების ფარგლებში.
4. ქვეპროგრამიდან თანხის გამოყოფის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს.
5.ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბენეფიციარებისთვის თანხის პირად საბანკო ანგარიშის ნომერზე ჩარიცხვის გზით.
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის „პროფესიული სწავლება დასაქმების ხელშეწყობისათვის“ (პროგრამული კოდი: 04 07) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“, №101, 21.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016834 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6011490-2/