საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №524 |
|
2023 წლის 26 დეკემბერი ქ. თბილისი |
|
1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
5. სამინისტროს აქვს ბეჭედი, სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდებით, პროგრამული ბიუჯეტი, დასრულებული ბალანსი და ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში.
6. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52, საფოსტო ინდექსი: 0146.
1. სამინისტრო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ორგანოა. საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტრო ახორციელებს თავის დაქვემდებარებაში არსებული ყოველი რგოლის საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს. უზრუნველყოფს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სრულყოფას, მეცნიერების ყველა დარგის განვითარებას, ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ქმნის განვითარების მხარდამჭერ ეკოსისტემას, მონაწილეობს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის პრიორიტეტული მიმართულებების განხორციელებაში.
2. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში სამინისტრო:
ა) უზრუნველყოფს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის კონსტიტუციური უფლების განხორციელებას;
ბ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის შექმნას;
გ) იკვლევს და აფასებს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე პროცესებს;
დ) გეგმავს განათლებისა და მეცნიერების სფეროს შემდგომი განვითარების მიმართულებებს და ახორციელებს მათი განვითარების პროგნოზირებას;
ე) ხელს უწყობს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის განხორციელებას, სახელმწიფო ენის სწავლას, სწავლებას, შეფასებასა და განვითარებას, მეცნიერების ყველა დარგის მხარდაჭერით;
ვ) ამტკიცებს სკოლამდელი აღზრდის სტანდარტებს;
ზ) შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს;
თ) იღებს გადაწყვეტილებას ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების, რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის შესახებ, ამტკიცებს მათ წესდებებს და ახორციელებს მათ სახელმწიფო კონტროლს;
ი) უფლებამოსილია, დააფუძნოს კერძო სამართლის არასამეწარმეო იურიდიული პირები (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა);
კ) ევროპისა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეების ჰარმონიზაციისა და ინტეგრაციის მიზნით, თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
ლ) ხელს უწყობს საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციას;
მ) უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ნორმატიული აქტების შესრულებას;
ნ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
ნ.ა) მასწავლებლობის მაძიებელთა რეგისტრაციისა და მაძიებლის პერიოდის გავლის წესს;
ნ.ბ) მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუშსა და მისი გაცემის წესს;
ნ.გ) მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს;
ნ.დ) მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს;
ნ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტს;
ო) ამტკიცებს არაფორმალური განათლებისა და ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარების წესებს;
პ) შეიმუშავებს და ამტკიცებს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ჟ) ამტკიცებს პროფესიული განათლების სფეროში კრედიტების სისტემას;
რ) განსაზღვრავს სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების სტრუქტურას, ამტკიცებს მათ საშტატო ნუსხებსა და ტიპურ დებულებას, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მათ ხელმძღვანელებსა და მოადგილეებს;
ს) უზრუნველყოფს მასწავლებელთა და მეცნიერთა სოციალური დაცვის ღონისძიებების განხორციელებას;
ტ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს წინადადებებს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ და უზრუნველყოფს მის განხორციელებას, საბიუჯეტო ასიგნებათა ხარჯზე აფინანსებს და ამუშავებს სამეცნიერო კვლევებს;
უ) მონაწილეობს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციების, სიმპოზიუმების, გამოფენებისა და კონკურსების გამართვაში;
ფ) შეიმუშავებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას;
ქ) შეიმუშავებს განათლების სისტემისა და უმაღლესი განათლების სისტემის ინდიკატორების ამსახველ ძირითად დოკუმენტს;
ღ) ადგენს საგანმანათლებლო დაწესებულებათა მატერიალურ-ტექნიკური, პროგრამული და ადამიანური რესურსების ნორმატივებს;
ყ) უზრუნველყოფს საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრიორიტეტებისა და მიზნების მისაღწევად განსახორციელებელი საბიუჯეტო პროგრამებისა და პროექტების შესრულებასა და კოორდინაციას. ასევე ხელს უწყობს არასაბიუჯეტო პროგრამების/პროექტების განხორციელებას;
შ) ამტკიცებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის წესს, ადგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს სახელმწიფო სასწავლო გრანტის თანხის რაოდენობას, სოციალური პროგრამით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსების რაოდენობასა და პირობებს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთათვის ვაუჩერების გაცემისა და გადატანის წესს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად;
ჩ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვის წესს;
ც) ამტკიცებს მოსწავლის პირადი საქმის ფორმასა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის პირადი საქმისწარმოების წესს;
ძ) ადგენს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისა და მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესსა და პირობებს;
წ) ამტკიცებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესსა და საფასურს;
ჭ) ახორციელებს საჯარო სკოლების ნუმერაციას და ადგენს მათთვის სახელის მინიჭების წესს;
ხ) ამტკიცებს ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტის/პროფესიული დიპლომის ნიმუშს, უმაღლესი განათლების სპეციალობათა ნუსხას, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დანართის ფორმას;
ჯ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს:
ჯ.ა) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს;
ჯ.ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებას;
ჯ.გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებას;
ჯ.დ) მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან;
ჰ) შეიმუშავებს მეცნიერების განვითარების პრიორიტეტებს, უზრუნველყოფს სახელმწიფო სამეცნიერო პოლიტიკის განხორციელებას, შემოქმედების თავისუფლებისა და სამეცნიერო სფეროს მართვის თანმიმდევრული დემოკრატიზაციის, სამეცნიერო სკოლების შენარჩუნებისა და განვითარების, საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით საქმიანობაში მონაწილეობის ხელშეწყობის, აგრეთვე განათლების მეცნიერებასთან ინტეგრირების მიზნით;
ჰ1) სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით, აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;
ჰ2) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე, სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;
ჰ3) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად, ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით) ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურითა და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;
ჰ4) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის წარმოების წესს, ადგენს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის წესს;
ჰ5) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავებს საგანმანათლებლო რესურსებსა და პროგრამებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას;
ჰ6) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ატარებს სხვადასხვა კვლევას;
ჰ7) ადგენს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ახორციელებს მის შეფასებასა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას;
ჰ8) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივ სისწორეს;
ჰ9) მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებითა (მოსწავლის წიგნით) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოებისა (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგად წესსა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს;
ჰ10) ამტკიცებს სასკოლო კონკურსის/კონკურსების ჩატარების წესს;
ჰ11) მონაწილეობს ახალგაზრდობის სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში;
ჰ12) უზრუნველყოფს ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდების საქმიანობისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებასა და მხარდაჭერას, ახალგაზრდების მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე;
ჰ13) უზრუნველყოფს ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას;
ჰ14) უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის აქტუალური თემებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გარშემო (ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაცია, ძლიერი ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრიორიტეტი, გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, დანაშაულის პრევენცია და სხვა) ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას;
ჰ15) უზრუნველყოფს არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარებას, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას, მათი ინიციატივების მხარდაჭერას, ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით;
ჰ16) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, ხელს უწყობს ახალგაზრდული ცენტრების, სივრცეების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნასა და განვითარებას;
ჰ17) უზრუნველყოფს, ახალგაზრდული თემატიკის, პროექტების, საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, საკომუნიკაციო ღონისძიებების ხელშეწყობასა და ახალგაზრდული პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას;
ჰ18) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. სამინისტროს ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომში − მინისტრი), რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი დაწესებულებების მართვასა და საქმიანობის კოორდინაციას.
2. მინისტრი:
ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულებაზე იმ სფეროებში, რომლებიც სამინისტროს სისტემას/მმართველობას განეკუთვნება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას, ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გამონაკლისისა), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს;
ვ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგენს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დირექტორის კანდიდატურას;
ზ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს, აგრეთვე წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის ასიგნებებისა და ხარჯების შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მოთხოვნის თაობაზე;
თ) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
ი) პასუხისმგებელია სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე;
კ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებს, საბჭოებს – სათათბირო უფლებით;
ლ) კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად, ასევე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას, გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და პასუხისმგებელია მათ კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე;
მ) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი/მოქმედი იურიდიული პირების დებულებებს/წესდებებს;
ნ) ამტკიცებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმასა და ჟურნალის წარმოების წესს;
ო) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ წარდგენილ ინფრასტრუქტურის განვითარების სამოქმედო გეგმას;
პ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საჯარო სკოლებში საქმისწარმოების წესს;
ჟ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით აცხადებს კონკურსებს;
რ) ამტკიცებს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებაში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მონაწილეობის მიღების წესებს და განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს;
ს) საჭიროების შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოსამსახურეთა საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების, მათ შორის, საამისოდ აუცილებელი ფინანსური უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ მოსამსახურეთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ტ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების წარდგინებით, იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების წარმატებით შესრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სამსახურებრივ მოვალეობათა მაღალპროფესიულ დონეზე განხორციელებისათვის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წახალისების ამა თუ იმ ფორმის გამოყენების თაობაზე;
უ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ თანამშრომელთათვის სამინისტროს ჯილდოს გაცემის წესს;
ფ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, წყვეტს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის ფულადი ჯილდოს ან/და სახელფასო დანამატის გაცემის, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების საკითხებს;
ქ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ითანხმებს სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების ბიუჯეტს (გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებისა), საშტატო ნუსხას, სახელფასო ფონდსა (გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) და მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, შესაძენი საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტებს (გარდა საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა). სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულებით დასასაქმებელი პირების ფუნქციებსა და რაოდენობას. ახორციელებს კონტროლს და, საჭიროების შემთხვევაში, იძლევა შესაბამის მითითებებს;
ღ) უფლებამოსილია, რომ ამ დებულების მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული უფლებამოსილებები (გარდა ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილებისა) დელეგირების უფლებით გადასცეს თავის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს;
ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 4 მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
3. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, რომლითაც დგინდება სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაციის, შეფასებისა და ზედამხედველობის წესი.
4. მინისტრის შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.
5. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის შვებულებაში, მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
6. მინისტრის პირველი მოადგილე ან ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.
7. მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე ამავდროულად შეიძლება იყოს სამინისტროს სისტემაში შემავალი ან/და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
1. სამინისტროს სისტემა მოიცავს:
ა) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებს;
ბ) ტერიტორიულ ორგანოებს – საგანმანათლებლო რესურსცენტრებს;
გ) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
დ) სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს, სამინისტროს მიერ/მონაწილეობით დაფუძნებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს.
2. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
ბ) იურიდიული დეპარტამენტი;
გ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი;
დ) შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;
ზ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი;
თ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი;
ი) უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი;
კ) მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი.
3. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;
ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი;
გ) საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო;
დ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;
ე) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური;
ვ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
ზ) შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი;
თ) ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა;
ი) განათლების საერთაშორისო ცენტრი;
კ) საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი;
ლ) ახალგაზრდობის სააგენტო.
1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) კომპეტენციაა:
ა) სამინისტროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება, საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
ბ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
გ) მინისტრის ბრძანებათა რეესტრის წარმოება, კომპეტენციის ფარგლებში;
დ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ე) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის, არსებული წესის შესაბამისად;
ვ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება. ასევე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის მომზადების უზრუნველყოფა;
ზ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციებისა და შესაბამისი პროცედურების შემუშავება;
თ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და მისი დაცვის უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საშტატო ნუსხების პროექტების შედგენა და მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
კ) სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, თითოეული თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, თანამდებობების აღწერების შედგენის პროცესის კოორდინირება;
ლ) პერსონალის შერჩევა, კონკურსების ორგანიზება, ასევე სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და შრომითი/ ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება;
მ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა;
ნ) თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება, ასევე სამინისტროს სისტემის შესაბამის თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების წარდგენის/აღრიცხვის კონტროლი;
ო) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი, ასევე სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა/ ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი რესურსების მოძიება;
პ) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების აღრიცხვა და ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა;
ვ) სამინისტროში მომზადებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება და სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
თ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილის მიერ სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ი) სამინისტროს სისტემაში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან, აგრეთვე სხვა უწყებებიდან შესული ნორმატიული აქტების პროექტების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შესახებ სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ლ) იურიდიული დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება, ყველა სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით;
ბ) სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და უწყებებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;
დ) ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციებისა და სხვა საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
ე) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა, პრესრელიზებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება;
ვ) კამპანიური ხასიათის ცალკეული პროექტების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
ზ) მასმედიის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება;
თ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროს საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება;
ი) მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს თანამშრომლების ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება, აგრეთვე მინისტრისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიებების გატარება;
კ) საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების პროტოკოლის სამსახურებთან, საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
ლ) სამინისტროს ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სახის ფორუმის, სემინარის, კონფერენციისა და სხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ ორგანიზება;
მ) მინისტრის, მისი მოადგილეების დიპლომატიური პასპორტებით უზრუნველყოფა, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
ნ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) სამინისტროს საქმიანობის ეკონომიკურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
დ) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ე) სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ვ) სისტემური აუდიტის, შესაბამისობის აუდიტის, ეფექტიანობის აუდიტის, ფინანსური აუდიტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აუდიტის განხორციელება და მონიტორინგი;
ზ) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა/მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიღების მიზნით, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის მოწვევა. აღნიშნულ კომპეტენციასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის;
თ) დეპარტამენტის მიერ შედგენილ ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებზე შემოწმებული ობიექტის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ სრული ინფორმაციის შესაბამის ვადებში წარდგენის კონტროლი;
ი) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების (მათ შორის, ელექტრონული) შეგროვება, დამუშავება და შესწავლა-ანალიზი;
კ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ლ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
მ) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ნ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ო) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
პ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ჟ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
რ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ს) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი და სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება;
ტ) საქმიანობის პროცესში მისთვის საჭირო ყველა ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტის მოთხოვნა/მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის შესაბამისი ინფორმაციის ან განმარტების მიღების მიზნით გამოძახება;
უ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
5. ეკონომიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად;
ბ) სამინისტროს სისტემის საბიუჯეტო პროცესის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროში ფინანსური რეგულაციების სწორად და სრულად დანერგვის ხელშეწყობა;
დ) ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობით, სამინისტროს ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის თავსებადობის უზრუნველყოფა;
ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის მხარდაჭერა ფინანსური მართვისა და კონტროლის გეგმის მომზადების, მისი დანერგვის, განვითარებისა და განხორციელების მონიტორინგის პროცესში;
ვ) სამინისტროს შესყიდვების დაგეგმვა, განხორციელება და ანგარიშგება;
ზ) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება. სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) კონტროლი ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე. ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით, მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი;
ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მოსამსახურეთა სხვადასხვა გასაცემლის, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება, აღრიცხვა და კონტროლი;
კ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენაზე კონტროლი;
ლ) სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა;
მ) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;
ნ) სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით მიღებული (გაცემული) და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული (გაცემული) მოძრავი აქტივების აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნილების შესაბამისად გაცემაზე/ განაწილებაზე კონტროლი; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ო) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობათა, ასევე სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე კონტროლი;
პ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და იურიდიული პირებისათვის უძრავი ქონების აღრიცხვისა და ელექტრონული რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს სისტემაში შემავალი ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და იურიდიული პირებისათვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით სარგებლობაში გადაცემასა და განკარგვასთან, ასევე ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა-მომზადების უზრუნველყოფა;
რ) ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
6. საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესების კოორდინაცია, მათ შორის, ევროკავშირთან ასოციირების შესახებ შეთანხმებითა და ასოციირების დღის წესრიგით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში;
გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;
დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;
ე) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
ვ) საერთაშორისო ღონისძიებების დაგეგმვის კოორდინაცია, განხორციელება, მონიტორინგი, პოპულარიზაციის ხელშეწყობა და საზღვარგარეთ საერთაშორისო ღონისძიებებში სამინისტროს მონაწილეობის მიღების უზრუნველყოფა;
ზ) პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავება, კონკურსების ადმინისტრირება და შესრულების მონიტორინგი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
ი) განათლებისა და მეცნიერების სფეროებში/დარგებში სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის წარმართვა, კოორდინაცია, განხორციელების ხელშეწყობა, მონიტორინგი და შეფასება;
კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროების/დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კვლევითი საქმიანობის ინიციირება/წარმართვა/ კოორდინაცია;
ლ) განათლებისა და მეცნიერების სფეროებში/დარგებში ეროვნულ დონეზე არსებული სიტუაციის, საერთაშორისო სტანდარტებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების, ინსტრუქციებისა და მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების შემუშავება;
მ) განათლებისა და მეცნიერების სფეროების/დარგების მიმართულებით სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაცია და გეგმის შესრულების კონტროლი/მონიტორინგი;
ნ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, მის სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება, განათლებისა და მეცნიერების სფეროების მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით;
ო) განათლებისა და მეცნიერების სფეროებში/დარგებში ინკლუზიური განვითარების (საზოგადოების მარგინალიზებული/მოწყვლადი და ნაკლებად დაცული ჯგუფების ჩართულობის) ხელშეწყობა, ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სხვა პროგრამების/პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;
პ) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
ჟ) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლებისა და მეცნიერების სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში;
რ) უწყებათაშორისი თანამშრომლობის კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სფეროების/დარგების მიმართულებით სახელმწიფო სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით;
ს) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოებისა/კომისიებისა და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
ტ) განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიების დაგეგმვის, განხორციელების პროცესისა და შედეგების გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უზრუნველყოფა;
უ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
7. სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) წინადადებების მომზადება, სკოლამდელი და ზოგადი განათლების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების მიზნით;
ბ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებისა და პროგრამების, მათ შორის, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტისა და პროგრამის შემუშავება/ განვითარება, პილოტირება და მათი დანერგვის ხელშეწყობა;
გ) ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის/საგნების პროგრამის შემუშავება/განვითარება და პილოტირება და მისი დანერგვის ხელშეწყობა;
დ) ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობა;
ე) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა კვლევის ჩატარება;
ვ) საქართველოს საგანმანათლებლო სივრცისთვის სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროში ტერმინებისა და ცნებების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ზ) მუნიციპალიტეტების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, გამომცემლობების, ავტორის/ავტორთა ჯგუფების, საგანმანათლებლო ასოციაციებისა და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების კონსულტირება ხარისხიანი და თანაბრად ხელმისაწვდომი სკოლამდელი და ზოგადი განათლების ორგანიზაციულ-ადმინისტრაციულ და კონცეპტუალურ საკითხებზე, ასევე საგანმანათლებლო სტანდარტებისა და პროგრამების თაობაზე;
თ) ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ხელშესაწყობად, წინადადებების წარდგენა სახელმძღვანელოს/სახელმძღვანელოს სერიის გრიფირების გამოცხადების, მასთან დაკავშირებული პირობების, შინაარსობრივი შეფასების კრიტერიუმების, ვადებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ;
ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორების შესარჩევ კონკურსში მონაწილე პირების შეფასების შინაარსობრივი კრიტერიუმების განსაზღვრა;
კ) სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის სავალდებულო ზოგადი განათლების მიღების უფლებისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა;
ლ) რესურსსკოლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და ამავე სკოლების მიერ განხორციელებული პანსიონური მომსახურების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
მ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების დამხმარე მეთოდოლოგიური და სასწავლო რესურსების შემუშავება/განვითარება და გავრცელებისა და დანერგვის ხელშეწყობა;
ნ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარებაზე პასუხისმგებელ სხვა ქვეყნების ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით;
ო) ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრირების ხელშემწყობი საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავება, მათ შორის, ბილინგვური განათლების კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება;
პ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და ამ მიზნით სხვადასხვა პროგრამის/პროექტის ინიციირება და განხორციელება;
ჟ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
რ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზოგადი განათლების განვითარების სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
ს) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია;
ტ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისგან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღება/ დამუშავება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
უ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
8. პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) პროფესიული განათლების პოლიტიკის განხორციელება; პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;
გ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
დ) მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ხელშეწყობა;
ე) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა;
ვ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ზ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფაში მონაწილეობა;
თ) პროფესიული განათლების სფეროში სოციალური პარტნიორობის მხარდაჭერა;
ი) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
9. უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულებაზე ზრუნვა;
ბ) უმაღლესი განათლების განვითარების ინსტიტუციური რეგულირება;
გ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას;
დ) სისტემის სრულყოფის მიზნით, უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ წინადადებათა მომზადება;
ე) უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობისა და სხვა ორგანიზაციულ საკითხთა უზრუნველყოფა;
ვ) სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება;
ზ) უცხო ქვეყნების მოქალაქეებისა და სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტებისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტების გაცემის პროცესის ორგანიზება;
თ) უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების/ხელშეკრულებების შემუშავება;
ი) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინაცია, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და წლიური ანგარიშების მომზადება, სამინისტროს კომპეტენტურ სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;
კ) საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის კვლევა და ანალიზი, ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან თავსებადობისა და შესაბამისობის დადგენის მიზნით;
ლ) საერთაშორისო დონორების, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერით, უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა;
მ) უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
10. მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიის შესრულების ხელშეწყობა;
ბ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციას;
გ) ქვეყნის საჭიროებებზე ორიენტირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუციების განვითარების მხარდაჭერა;
დ) მეცნიერებაში საბაზო დაფინანსების პარალელურად, შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების სისტემის იმპლემენტაცია;
ე) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროს მართვის სისტემის სრულყოფა;
ვ) უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში კვლევების გზით ახალი ცოდნის შეტანის პროცესის ხელშეწყობა;
ზ) სამეცნიერო კვლევების სამართლიანი, ობიექტური (მონაცემებზე დაფუძნებული) და გამჭვირვალე შეფასების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
თ) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაფართოება; ქართველ მკვლევართა საერთაშორისო კვლევით კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილეობის წახალისება;
ი) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებებისა და კვლევების წახალისება საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ;
კ) ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდამჭერი პროგრამების წახალისება;
ლ) მეცნიერების პოპულარიზაცია;
მ) კერძო სექტორსა და მეცნიერებას შორის კავშირის გაღრმავება; ტექნოლოგიური ტრანსფერისა და კომერციალიზაციაზე ორიენტირებული პროექტების კვლევითი ნაწილის განხორციელების მხარდაჭერა;
ნ) ეროვნული სამეცნიერო საგრანტო კონკურსების ეფექტიანობის შეფასების პროცესში ჩართულობა/ხელშეწყობა;
ო) ქვეყნის მასშტაბით სამეცნიერო-კვლევითი ინფორმაციის ეროვნული ელექტრონული პლატფორმის შექმნის ხელშეწყობა;
პ) უნივერსიტეტებში ინტეგრირებული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების საქმიანობის ხელშეწყობა;
ჟ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციასა და მდგრადი განვითარების გეგმების განხორციელებაში ჩართულობა;
რ) საქართველოს სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის სტრატეგიის გათვალისწინებით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ენის კვლევისა და განვითარების მხარდაჭერა;
ს) საერთაშორისო დონეზე ქართული ენის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
ტ) ქართული დიასპორის წარმომადგენლებისათვის ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა;
უ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების, გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა, ენობრივი სისწორის შემოწმება;
ფ) მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
სამინისტროს ქონებას შეადგენს სახელმწიფოს მიერ მის სარგებლობაში გადაცემული ძირითადი და საბრუნავი საშუალებები და ფინანსური რესურსები.
სამინისტროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიღებული/გამოცემული იყო „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილების საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ დებულების საფუძველზე ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
1
+
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ
+
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება“.
+
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულება“.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილება.
+
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო, ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია🔗
და
კომპეტენციაჰ1) სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით, აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;
ჰ1) სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით, აყალიბებს და სრულყოფს ქართული მეცნიერების განვითარების კონცეფციასა და ნორმატიულ ბაზას;
ჰ2) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე, სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;
ჰ2) ამუშავებს წინადადებებს სახელმწიფო სახსრების გამოყოფის თაობაზე, სამეცნიერო-კვლევითი ობიექტების მშენებლობისა და რეკონსტრუირების მიზნით, ამზადებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებათა პროექტებს ეროვნული მნიშვნელობის მქონე სამეცნიერო-კვლევითი ბაზებისა და ექსპერიმენტული დანადგარების მოვლა-შენახვის შესახებ;
ჰ3) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად, ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით) ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურითა და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;
ჰ3) სახელმწიფო მართვის სხვა უწყებებთან ერთად, ამზადებს წინადადებებს ტექნოლოგიური განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისა და მაღალ ტექნოლოგიათა ტრანსფერის სახელმწიფო მხარდაჭერის თაობაზე, აგრეთვე სახელმწიფოს პირდაპირ (ინვესტირებით) ან არაპირდაპირ (საგადასახადო შეღავათებით, ინოვაციური ინფრასტრუქტურითა და სხვ.) მონაწილეობის შესახებ სათანადო პროცესებში;
ჰ4) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის წარმოების წესს, ადგენს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის წესს;
ჰ4) განსაზღვრავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელთა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელთა, ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერთა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების რეესტრის წარმოების წესს, ადგენს საჯარო სკოლების დირექტორების, დირექტორების მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მათი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილეების, მოვალეობის სხვა შემსრულებლების, სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის წესს;
ჰ5) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავებს საგანმანათლებლო რესურსებსა და პროგრამებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას;
ჰ5) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისათვის ხარისხიანი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, შეიმუშავებს საგანმანათლებლო რესურსებსა და პროგრამებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას;
ჰ6) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ატარებს სხვადასხვა კვლევას;
ჰ6) ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ატარებს სხვადასხვა კვლევას;
ჰ7) ადგენს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ახორციელებს მის შეფასებასა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას;
ჰ7) ადგენს სკოლის სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ახორციელებს მის შეფასებასა და სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭებას;
ჰ8) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივ სისწორეს;
ჰ8) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივ სისწორეს;
ჰ9) მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებითა (მოსწავლის წიგნით) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოებისა (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგად წესსა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს;
ჰ9) მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებითა (მოსწავლის წიგნით) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით, ამტკიცებს სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლისათვის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოებისა (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგად წესსა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს;
ჰ10) ამტკიცებს სასკოლო კონკურსის/კონკურსების ჩატარების წესს;
ჰ10) ამტკიცებს სასკოლო კონკურსის/კონკურსების ჩატარების წესს;
ჰ11) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ჰ11) მონაწილეობს ახალგაზრდობის სრულფასოვანი განვითარებისთვის, მათი პოტენციალის რეალიზებისა და საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაში;
ჰ12) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ჰ12) უზრუნველყოფს ახალგაზრდული სფეროს, ახალგაზრდების საქმიანობისა და მოხალისეობის ინსტიტუტის განვითარებასა და მხარდაჭერას, ახალგაზრდების მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე;
ჰ13) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ჰ13) უზრუნველყოფს ახალგაზრდებში სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას;
ჰ14) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ჰ14) უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის აქტუალური თემებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გარშემო (ქვეყანაში მიმდინარე ოკუპაცია, ძლიერი ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრიორიტეტი, გენდერული თანასწორობა, გარემოს დაცვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი, დანაშაულის პრევენცია და სხვა) ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობას;
ჰ15) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ჰ15) უზრუნველყოფს არაფორმალური და ფორმალური გარე განათლების განვითარებას, ახალგაზრდებისთვის ხელსაყრელი სტარტაპ-ეკოსისტემის შექმნას, მათი ინიციატივების მხარდაჭერას, ახალგაზრდების დასაქმებისა და ახალგაზრდების სწავლიდან დასაქმებაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით;
ჰ16) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ჰ16) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და ახალგაზრდების ინტერესების შესაბამისად, ხელს უწყობს ახალგაზრდული ცენტრების, სივრცეების, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფილური კლუბებისა და სტუდიების შექმნასა და განვითარებას;
ჰ17) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ჰ17) უზრუნველყოფს, ახალგაზრდული თემატიკის, პროექტების, საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, საკომუნიკაციო ღონისძიებების ხელშეწყობასა და ახალგაზრდული პროექტებისა და ღონისძიებების მხარდაჭერას;
ჰ18) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ჰ18) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №406 - ვებგვერდი, 16.09.2025წ.
დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და მათ მოადგილეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელებს (გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი გამონაკლისისა), პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების დირექტორებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოსამსახურეებს;
ე) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დირექტორებს;
ვ) (ამოღებულია - 22.08.2025, №368);
ო) (ამოღებულია - 22.08.2025, №368);
ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
შ) უფლებამოსილია, ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწეროს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №368 - ვებგვერდი, 25.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №392 - ვებგვერდი, 29.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №406 - ვებგვერდი, 16.09.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 28.11.2025წ.
მუხლი 4. მინისტრის მოადგილეები🔗
1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და 3 მოადგილე, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, თუ კანონითა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. მინისტრის შვებულებაში, საზღვარგარეთ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის პირველი მოადგილე.
5. მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის შვებულებაში, საზღვარგარეთ მივლინებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
7. (ამოღებულია - 15.09.2025, №406).
8. მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები უფლებამოსილი არიან, ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწერონ მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 5 ნოემბრის დადგენილება №382 - ვებგვერდი, 05.11.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №392 - ვებგვერდი, 29.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №406 - ვებგვერდი, 16.09.2025წ.
მუხლი 5. სამინისტროს სისტემა🔗
ვ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი;
ვ1) სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტი;
ზ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი;
თ) პროფესიული განათლების დეპარტამენტი;
ი) უმაღლესი განათლების დეპარტამენტი;
კ) მეცნიერების დეპარტამენტი;
ლ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406).
გ) (ამოღებულია - 22.08.2025, №368);
ი) (ამოღებულია - 31.10.2025, №490);
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული, სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები უფლებამოსილი არიან, ქვეყნის ფარგლებს შიგნით სამსახურებრივი მივლინების დროს ხელი მოაწერონ მათ უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სამართლებრივ აქტებს, ხელშეკრულებებსა და სხვა სახის დოკუმენტაციას.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის დადგენილება №76 - ვებგვერდი, 13.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 მაისის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 28.05.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 აგვისტოს დადგენილება №368 - ვებგვერდი, 25.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №392 - ვებგვერდი, 29.08.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №406 - ვებგვერდი, 16.09.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 ოქტომბრის დადგენილება №490 - ვებგვერდი, 05.11.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 28.11.2025წ.
მუხლი 6. სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეულების ძირითადი კომპეტენცია🔗
1. ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა, სამინისტროს სისტემაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის სრულყოფის მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თითოეული თანამდებობის სამუშაო აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების შედგენა;
გ) პერსონალის შერჩევის მიზნით, კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, ასევე სამინისტროსა და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებათა გამოყენების, შვებულებისა და მივლინებების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება და შრომითი/ადმინისტრაციული ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) სამინისტროში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა, სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის ზედამხედველობა;
ე) სამინისტროს პერსონალისა და სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა მონაცემთა ბაზის შექმნა და ადმინისტრირება, მათი პირადი საქმეების წარმოება;
ვ) სამინისტროს თანამშრომელთა საქმიანობის შეფასების თანამედროვე სისტემის დანერგვა და შეფასების პროცესის მონიტორინგი;
ზ) სამინისტროს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების დაგეგმვა /ორგანიზება და ამ მიზნით შესაბამისი რესურსების მოძიება;
თ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ი) საქმისწარმოების საკითხების შესახებ ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა;
კ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ლ) სამინისტროს არქივის მართვა, დოკუმენტების დაცულობისა და მათზე სწრაფი წვდომის უზრუნველყოფა;
მ) საქმისწარმოებაში დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და გადაცემა არქივისათვის არსებული წესის შესაბამისად;
ნ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება;
ო) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის წევრის კითხვაზე შესაბამისი რეაგირება;
პ) საშვთა ბიუროს გამართულად და ეფექტიანად მუშაობის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მისაღების მართვა;
პ1) სამინისტროსათვის სხვადასხვა ფორმით მიღებული (გაცემული) და/ან სამინისტროს სისტემიდან მიღებული (გაცემული) მოძრავი აქტივების აღრიცხვა, დასაწყობება და მოთხოვნების შესაბამისად გაცემაზე/ განაწილებაზე კონტროლი; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
პ2) სამინისტროს ბალანსზე რიცხულ შენობა-ნაგებობათა, ასევე სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფაზე კონტროლი;
ჟ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
რ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ს) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ტ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
უ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ფ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ქ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფა;
ღ) სახელმწიფო უწყებებსა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;
ყ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
შ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ჩ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ც) საგანგებო სიტუაციების (სტიქიური მოვლენები, ინფრასტრუქტურული კრიზისები, ჯანმრთელობის სფეროს საგანგებო მდგომარეობები და სხვ.) შემთხვევაში, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ერთიანი რეაგირების კოორდინაცია;
ძ) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს პარლამენტისა და სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია და საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) სამართალშემოქმედებითი საქმიანობა, მათ შორის, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში სასამართლო დავებზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა;
ე) სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებებისა (გარდა შრომითი/ადმინისტრაციული, შესყიდვის და საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებებისა) და მემორანდუმების პროექტების მომზადება;
ვ) სამინისტროში მომზადებული სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და მემორანდუმების პროექტების შესაბამისობის დადგენა უპირატესი იურიდიული ძალის მქონე სამართლებრივ აქტებთან და მათი ვიზირება;
ზ) სამინისტროს მიერ სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის უზრუნველყოფა;
თ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილის მიერ დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დაკისრებული სხვა სამართლებრივი ხასიათის ამოცანების შესრულება, რომლებიც არ შედის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში და მიეკუთვნება სამინისტროს მმართველობის სფეროს;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) იურიდიული დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობით, ერთიანი საკომუნიკაციო კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად, სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და უკუკავშირის მიღება;
გ) საზოგადოებასთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;
დ) სამინისტროს საკომუნიკაციო ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და აღსრულება;
ე) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეებისა და მიღწეული შედეგების საკომუნიკაციო მხარდაჭერა;
ვ) სამინისტროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ ორგანიზება;
ზ) საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;
თ) ციფრული მედიაარხების განვითარება – სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სოციალური ქსელებისთვის საჭირო და ხარისხიანი საკომუნიკაციო მასალების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს ოფიციალური სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
4. შიდა აუდიტის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ზ) საქმიანობის პროცესში ყველა საჭირო ინფორმაციის, განმარტებისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა/მიღება, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის მოთხოვნა, დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენის მოთხოვნა, დოკუმენტის ასლების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის ან/და განმარტების მიღების მიზნით, სამინისტროს სისტემის ნებისმიერი თანამშრომლის მოწვევა. აღნიშნულ კომპეტენციასთან დაკავშირებული მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებისთვის;
კ) სამინისტროს სისტემიდან დეპარტამენტში შესული ინფორმაციების დამუშავება, ანალიზი და დეპარტამენტის უფროსისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ლ) სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებებში სხვადასხვა საკითხზე მონიტორინგის განხორციელება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და ფინანსური საქმიანობის მხრივ არსებული პრობლემების გამოვლენის მიზნით;
მ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს ინტერესებიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებსა და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ნ) სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და აღმოჩენა, მათი გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
ო) სამინისტროს სისტემაში სამსახურებრივი ეთიკის ნორმების შესრულების კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
პ) სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების თაობაზე ინფორმაციის შემცველი განცხადებებისა და წერილების შესწავლის შედეგად ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
ჟ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმების შედეგად გამოვლენილ ფაქტებზე სამინისტროსათვის წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
რ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ს) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების, კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
ტ) სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
უ) სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი და სამსახურებრივი ინსპექტირების განხორციელება;
ფ) შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
5. ეკონომიკური დეპარტამენტის კომპეტენციაა:
გ) სამინისტროში ფინანსური რეგულაციების სრულყოფილად დანერგვის ხელშეწყობა;
ე) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის კოორდინატორის მხარდაჭერა ფინანსური მართვისა და კონტროლის გეგმის მომზადების, დანერგვის, განვითარებისა და განხორციელების მონიტორინგის პროცესში;
ზ) სამინისტროს ფულადი სახსრებისა და მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობათა აღრიცხვა, ანგარიშგება, სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება;
ი) ბიუჯეტიდან მიღებული და კანონმდებლობით განსაზღვრული დაფინანსების სხვა წყაროების მიხედვით, მარაგებისა და ნაკადების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი;
კ) სამინისტროს მოსამსახურეთა სხვადასხვა გასაცემლის, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორება, აღრიცხვა და კონტროლი;
ლ) ოპერაციული ინფორმაციის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენა და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
მ) სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების (ბალანსის) შედგენა და დანიშნულებისამებრ წარდგენის უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისათვის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების ერთიანი სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება;
ო) ფინანსური და არაფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით და აღრიცხვაში ასახვა;
პ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
ჟ) (ამოღებულია - 15.09.2025, №406);
რ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისათვის უძრავი ქონების აღრიცხვისა და ელექტრონული რეესტრების წარმოების უზრუნველყოფა;
ს) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირებისათვის საჭირო უძრავ-მოძრავი ქონების მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით სარგებლობაში გადაცემასა და განკარგვასთან, ასევე ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა-მომზადების უზრუნველყოფა;
ს1) სამინისტროსა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აღჭურვის უზრუნველყოფა;
ტ) ეკონომიკური დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
6. საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, მათი განხორციელების, ევროკავშირის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და ამ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;
ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამების კოორდინაცია;
ვ) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის ხელშეწყობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
თ) საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებსა და სხვადასხვა ღონისძიებაში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ი) უცხო სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულების აღსრულების მიზნით შექმნილ უწყებათაშორის საბჭოებში/კომისიებში და/ან სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა;
კ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 ნოემბრის დადგენილება №520 - ვებგვერდი, 28.11.2025წ.
61. სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების/განხორციელების პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და წარმართვა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება, განათლებისა და მეცნიერების სფეროების მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით;
გ) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
დ) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში;
ე) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიებისა და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;
ვ) სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული აქტივობების/პროექტების/პროგრამების ეფექტიანობისა და დაგეგმილი ცვლილებების პერიოდული შეფასება, ადგილობრივი კვლევების, საერთაშორისო შეფასებებისა და სხვა რელევანტური დოკუმენტების გაანალიზების საფუძველზე;
ზ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული აქტივობების/ პროექტების/პროგრამების განხორციელების რისკებისა და დამატებითი საჭიროებების პროგნოზირება;
თ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანაბარი შესაძლებლობებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი პროგრამების/პროექტების განვითარება და მათი დანერგვის მხარდაჭერა/ კოორდინაცია; აღნიშნული პროექტების/პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და მათი აღსრულების მონიტორინგი;
ი) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანასწორობის პოლიტიკის განვითარებისა და მისი ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობა;
კ) განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისათვის საჭირო სერვისების დანერგვის/მიწოდების კოორდინაცია;
ლ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა, თანასწორობისა და თანაბარი ხელმისაწვდომობით სერვისების ეფექტიანად განვითარებისა და განხორციელებისათვის;
მ) სტრატეგიული და ინკლუზიური განვითარების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
7. სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სკოლამდელი და ზოგადი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა, ასევე სკოლამდელი განათლების პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში და ზოგადი განათლების პოლიტიკის განხორციელება;
ბ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია;
გ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფაში მონაწილეობა და საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება;
დ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა და ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ე) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სტანდარტის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;
ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობა;
თ) ადრეული და სკოლამდელი განათლებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების პერსონალის მდგრადი პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა;
ი) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მართვისა და ადმინისტრირების მიმართულებით შესაბამისი პოლიტიკის განსაზღვრა;
კ) საგანმანათლებლო რესურსების/სახელმძღვანელოების განვითარების ხელშეწყობა;
ლ) ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრირების ხელშეწყობა, მათ შორის, ბილინგვური მიდგომით სასწავლო პროცესის მხარდაჭერა;
მ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების − საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერა და მართვა;
ნ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების − სკოლების კოორდინაცია და ზედამხედველობა;
ო) რესურსსკოლების მეთოდოლოგიური მხარდაჭერა და კოორდინაცია;
პ) ეროვნული სასწავლო გეგმის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავება;
ჟ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საგანმანათლებლო ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობა;
რ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;
ს) სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, კერძო სექტორთან, სასკოლო საზოგადოების წევრებთან თანამშრომლობა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისთვის;
ტ) სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
8. პროფესიული განათლების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) პროფესიული განათლების პოლიტიკის ფორმირებაში ჩართულობა და განხორციელება; პროფესიული განათლების სტრატეგიის შემუშავების, განხორციელებისა და ანგარიშგების კოორდინაცია;
ბ) პროფესიული განათლების სფეროს მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფაში მონაწილეობა და საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება;
გ) პროფესიულ განათლებაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა და განათლების სხვა საფეხურებთან კავშირის გაძლიერება;
დ) ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა;
ვ) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ზ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის ღონისძიებებში მონაწილეობა;
თ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საქმიანობის კოორდინაცია, მონიტორინგი და შეფასება;
ი) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და მათი სტრატეგიული განვითარების გეგმების განხორციელების ხელშეწყობა;
კ) პროფესიული განათლების სფეროში მიზნობრივი პროგრამების განხორციელების კოორდინაცია;
ლ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, მათი ინსტიტუციური მოწყობის ანალიზი და, საჭიროების შესაბამისად, სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
მ) პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობის მხარდაჭერა;
ნ) პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე დონორ ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; თანამშრომლობის კოორდინაცია;
ო) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე პროფესიულ სტუდენტთა ჩარიცხვის პროცესის კოორდინაცია;
პ) პროფესიული განათლების დაფინანსების მექანიზმების/მოდელის განსაზღვრისა და პროფესიული განათლების დაფინანსების პროცესის კოორდინაცია;
ჟ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
რ) პროფესიული განათლების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
9. უმაღლესი განათლების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) უმაღლესი განათლების პოლიტიკის ფორმირების პროცესში ჩართულობა და პოლიტიკის განხორციელების უზრუნველყოფა;
გ) საკანონმდებლო წინადადებების ინიციირება, რომლებიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების სახელმწიფო პოლიტიკის მოდერნიზაციასა და ეფექტიან ფუნქციონირებას;
ი) უმაღლესი განათლების სისტემისა და მასში შემავალი ინსტიტუტების უმაღლესი განათლების ევროპულ და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ბოლონიის პროცესის კოორდინაცია და მონიტორინგი, ასევე ბოლონიის პროცესის სამუშაო ჯგუფში (BFUG) მონაწილეობა, უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტების/ინიციატივების დაგეგმვა, შესრულება და კოორდინირება, აღებული ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობა, კოორდინაცია და მონიტორინგი, ბოლონიის პროცესის ეროვნული ანგარიშების მომზადება, სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, ასევე შესაბამის საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა;
მ) უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
ნ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობა;
ო) უმაღლესი განათლების სისტემის საერთაშორისო მასშტაბით პოზიციონირება და პოპულარიზაცია;
პ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ჟ) საქართველოს მოქალაქეების ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელების უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღების ხელშეწყობა;
რ) უმაღლესი განათლების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
10. მეცნიერების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) მეცნიერების განვითარების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, მეცნიერების ეროვნული პრიორიტეტების დადგენის პროცესში ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;
ბ) სამეცნიერო-კვლევითი სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება;
გ) მეცნიერების განვითარებასთან დაკავშირებული ანალიტიკური დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობა;
დ) სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ე) სამეცნიერო კვლევების საგრანტო პროგრამების შემუშავება-შეფასებაში ჩართულობა;
ვ) სამეცნიერო კვლევითი დაწესებულებების საბიუჯეტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა;
ზ) სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების პერსონალის ახალი ცოდნისა და უნარების განვითარების მექანიზმების ხელშეწყობა;
თ) მეცნიერებისა და კვლევის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, მათ შორის, საერთაშორისო კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო ორგანიზაციებში მონაწილეობის მხარდაჭერა (ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების ჩათვლით);
ი) სამეცნიერო კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
კ) მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა/გაზიარება, რესურსებზე წვდომისა და მეცნიერების პოპულარიზაციის გლობალურ სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით. ასევე საერთაშორისო ქსელებსა და პროგრამებში მონაწილეობა, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოების ჩართულობას მეცნიერებაში;
ლ) ქართველოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია. ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და იდენტობისადმი ცნობიერების ამაღლება და ინტერესის გაზრდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. დიასპორის ჩართულობა;
მ) საზღვარგარეთ ქართველოლოგიისა და ქართული ენის ცენტრებთან პარტნიორობის (კავშირების) დამყარება და მათი განვითარების მხარდაჭერა;
ნ) ქართული ენის სწავლების მხარდაჭერა. ქართული ენის ფლობისა და დადასტურების ერთიანი სტანდარტის შემუშავებისა და მისი შემდგომი სრულყოფის პროცესში ჩართულობა;
ო) ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების პროგრამა „ირბახის“ განხორციელება;
პ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (გარდა განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისა) ენობრივი სისწორის თვალსაზრისით შეთანხმება;
ჟ) Horizon Europe-ის ეროვნული ოფისის საქმიანობის კოორდინაცია და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
რ) მეცნიერების დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
11. (ამოღებულია - 15.09.2025, №406).
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 12 მარტის დადგენილება №76 - ვებგვერდი, 13.03.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 23 მაისის დადგენილება №175 - ვებგვერდი, 28.05.2025წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 სექტემბრის დადგენილება №406 - ვებგვერდი, 16.09.2025წ.
მუხლი 8. სამინისტროს რეორგანიზაცია-ლიკვიდაცია🔗
მუხლი 9. გარდამავალი დებულება🔗
სამართლებრივი აქტები, რომლებიც მიღებული/გამოცემული იყო „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილების საფუძველზე, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ დებულების საფუძველზე ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №524. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.024359.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.03.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.03.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, №524, 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.024359 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6033867/