პროგრამული კოდი დასახელება 2024 წლის პროექტი (ათ. ლარი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა განსაზღვრავს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დროებით რეგისტრირებული დევნილი, მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამა“.
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის, გათვალისწინებულია 1 382 700 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაორი ათას შვიდასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის – 227 700 (ორასოცდაშვიდიათას შვიდასი) ლარი. ჯამში: – „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 1 610 400 (ერთი მილიონ ექვსას ათიათიათას ოთხასი ) ლარი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.
პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება, პროგრამის დანართი, N2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თანერთვის).
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება:
ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, პირთა მხარდაჭერა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება;
დ) უსინათლო პირთა დახმარება;
ე) აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე (18 წლამდე) ბავშვთა დახმარება ;
ვ) იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარება;
ზ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, საჭიროებიდან გამომდინარე ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების ხელშეწყობა;
თ) იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე (18 წლამდე) ბავშვთა დახმარება;
2. სამედიცინო კვლევების, სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა.
ა) ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.
ბ) ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარება.
გ) იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადებით მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების მედიკამენტური და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების დახმარება;
დ) დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვების დახმარება;
ე) გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 18 დან 65 წლამდე ოჯახების მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობა;
ვ) კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსების ხელშეწყობა;
ზ) ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები, რომლებიც არ არიან ჩართული სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში, საჭიროებენ ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობას.
3.ოჯახებისა და ბავშვების დახმარება.
ა) მარტოხელა მშობლების, ობოლთა და მარჩენალდაკარგულ,ოჯახების დახმარება;
ბ) ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების (ბავშვები, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება;
გ) ახალშობილების დახმარება;
დ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ე) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ოჯახებისა დახმარება;
ვ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა;
ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება. საყოფაცხოვრებო ნივთებით (საწერი მაგიდა, სკამი, საწოლი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა) უზრუნველყოფა.
4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, თბობის სეზონთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.
5. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა ოჯახები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
6. სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ამავე პროგრამის ფარგლებში, ოჯახში, ძალადობის მსხვერპლთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.
7. ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში.
8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულთა დახმარება.
9. მარტოხელა ან/და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯით უზრუნველყოფა;
10. ომისა და სამხედრო ძალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა:
ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხოქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა, გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯი;
ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში, ფინანსური დახმარება. (8 მარტს ვეტერან ქალბატონებს, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის დახმარება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ ვეტერანთა ოჯახები).
11. უფასო კვების ობიექტებისათვის ბენეფიციარების შერჩევა და შემდგომი მონიტორინგი.
12. უმწეო ხანდაზმულთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
13. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი.

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა ოჯახისათვის:
ა) განცხადება (დაინტერესებული პირის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დაინტერესებული პირის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის);
გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ან და პირადობის მოწმობის ასლი, სადაც დატანილია მისი სტატუსის შესახებ ინფორმაცია.
დ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდეასაკის) ოჯახისათვის:
ა) განცხადება (მშობლის,მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);
ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანიდა-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან
ე) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურიდან, აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
3. აუტისტური სპექტრის მქონე პირთა დახმარებისათვის:
ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ) ის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ვ) ბანკიდან ანგარიშის ნომერი.
4. უსინათლო პირების დახმარებისათვის:

გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
დ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ან და პირადობის მოწმობის ასლი, სადაც დატანილია მისი სტატუსის შესახებ ინფორმაცია.
ე) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ვ) ბანკიდან ანგარიშის ნომერი.
5. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის კვებით ხელშეწყობა (ცელიაკი, ფენილკეტონურია და ჰემოფილია) .

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“
ვ) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;
6. იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარების ხელშეწყობა;

დ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი/ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის) საბანკო რეკვიზიტი;
7. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, საჭიროებიდან გამომდინარე ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების ხელშეწყობა.
ა) განცხადება (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრიდან.
დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; (გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);
ე) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;

ზ) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;
8. ოჯახისათვის, რომლის წევრ( ებ) ი საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;
ვ) ცნობა – საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან ან/და კერძო დაზღვევის შემთხვევაში ცნობა, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს, ლიმიტის ამოწურვას
ზ) ხელშეკრულება ან /და ცნობა ვალის აღიარების თაობაზე (დავალიანების გადახდის შესახებ);
თ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
9. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების, თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (მშობლის ან/ და ოჯახის წევრის მიერ);

გ) პაციენტის პირადობის ან/დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა, შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულებიდან.
ვ) საყოველთაო ჯანდაცვის ან/და კერძო დაზღვევის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან/ დალიმიტის ამოწურვას.
ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
10. იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადებით მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების დახმარება;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი ან/და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;

11. დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებისათვის სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების და შესაბამისი რაოდენობის სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსების დაფინანსების ან თანადაფინანსების დახმარება;

გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი/ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;(გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);

12. გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 18 დან 65 წლამდე ოჯახების მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობა;

ე) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;(გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);

13. კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსების ან თანადაფინასების ხელშეწყობა;

ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“
14. ობოლ, მარჩენალდაკარგულ ბავშვთა და მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილ (ებ)ი:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ვ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურიდან, აბონენტის, რეგისტრაციის ნომერი.
ზ) გადაწყვეტილება (მარტოხელა ან/და მარჩენალდაკარგულ) მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ;
თ) საბანკო რეკვიზიტი.
15. ახალშობილთა ოჯახზე (პირველი და მეორე შვილი).
ა) განცხადება;
ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ;
ე) საბანკო რეკვიზიტი;
16. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას:

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი.

17. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
ე) ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან სოციალური ქულების შესახებ;
ვ) საბანკო რეკვიზიტი.
18. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახისათვის:
18.1 მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:

გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
18. 2. სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში:

გ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ე) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ;
ე) საბანკო ანგარიში
18. 3 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ფინანსური დახმარებისათვის;

გ) მეომრის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ ) საბანკო ანგარიში;
19. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარების პროგრამა
19.1 იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის (აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით)
ა) განცხადება;
ბ) პირადობი სმოწმობის ასლი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
ე) საბანკო ანგარიში;
19.2. იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის (თბობის სეზონთან დაკავშირებით)

დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
ე) საბანკო ანგარიში.
20. მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია წერილობით;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი/პირზე, რომელზეც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა რეკომენდაცია/;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან;
21. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, აგრეთვე, ოჯახში, ძალადობის მსხვერპლთათვის, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
ა) განცხადება;
ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი, შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში , ავარიული სახლის შესახებ;
დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ვ) ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან;
ზ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება;
თ) საცხოვრებელი სახლის, საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) დამქირავებლის საბანკო ანგარიში;
ვ) მოძალადეზე გარკვეული მოქმედებების შეზღუდვისა ან აკრძალვისას, გაცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერის ასლი.
22. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
დ) მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი ( შემაკავებელი ან დამცავი ორდერი /სასამართლოს გადაწყვეტილება ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად).

23. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
დ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“, ლაგოდეხის აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი, ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან, აბონენტის რეგისტრაციის ნომერი ან / და გადახდის ქვითარი.

24. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულთა დასახმარებლად:

გ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი;

25. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიის უზრუნველსაყოფად:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი);
დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სადაც გადის მკურნალობას.

ვ) საბანკო ანგარიში.
26. უდედმამო ბავშვები დახმარება (18 წლამდე), ბავშვები, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავს ერთი მშობელი ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება; ან /და იმ ბავშვების დახმარება რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის სტსტუსი;

ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) მშობლების ან/და მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ცნობა მშობლის უფლება - მოვალეობების შეზღუდვის თაობაზე;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
ზ) კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.
27. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, მისი ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით, პროფესიული განათლების ხელშეწყობის დაფინანსება.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საოქმო გადაწყვეტილება სახელმწიფო მზურნველობიდან ამორიცხვის შესახებ.
დ)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
ე) პოტენციური მომწოდებლიდან ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან, წესდება /სადამფუძნებლო დოკუმენტი, საანგარიშსწორებო დოკუმენტი/ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა და ა.შ.
28. ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეტყველების და ქცევითი თერაპიული კურსის თანადაფინანსება.

ე) ადოსის ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
თ) ცნობა – საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას ან/და უარს.
29. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება, საყოფაცხოვრებო ნივთებითა (საწერი მაგიდა, სკამი და საწოლი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა) უზრუნველყოფა.
დახმარება გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შედეგად გამოვლენილ იმ მოწყვლად ოჯახებზე, სადაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭირო გახდა მათი მხარდაჭერა.

1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 15 (თხუთმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის) -15 (თხუთმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
3. უსინათლოთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, 13 ნოემბერს უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
4. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვ(ებ)ის (18 წლამდეასაკის) ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით დახმარება გაეწევა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება ან თანადაფინანსება განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საჭიროების მიხედვით).
6. იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარების ხელშეწყობის მიზნით, მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
7. ობოლ, მარჩენალდაკარგულ ბავშვთა და მარტოხელა მშობელზე, რომელსაცჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 15 (თხუთმეტი) ლარი ყოველთვიურად აგრეთვე, პროგრამის მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, უფლებამოსილი სამსახურის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ საახალწლოდ, დამატებით, ერთჯერადად, ჩაერიცხებათ თანხა - 300 (სამასი) ლარი;
8. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 100 (ასი) ლარი და ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარი. აგრეთვე, ყველა ახალშობილს გადაეცემა ,,ახალშობილის კალათი“ (შპს ,, არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხიდან ყოველკვირეულად გადმოგზავნილ ინფორმაციის საფუძველზე << socialurisamsaxuri2019@gmail.com>, აგრეთვე მოქალაქის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე.
9. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას, ერთჯერადად ფულადი დახმარების თანხა-500 (ხუთასი) ლარი.
10. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თითოეულ 18-წლამდე ასაკის შვილზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. აგრეთვე, პროგრამის მე-8 მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, უფლებამოსილი სამსახურის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ საახალწლოდ, დამატებით, ერთჯერადად, ჩაერიცხებათ თანხა - 300 (სამასი) ლარი;
11. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:
ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 1000 (ერთიათასი) ლარი;
ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში -300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 500 (ხუთასი) ლარი.
12. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 1000 (ერთიათასი) ლარი;
13. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახებზე ფულადი დახმარების სახით არა უმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ( აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით - 150 ლარი და თბობის სეზონზე - 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
14. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მკურნალობის კვლევის თანადაფინანსებას ან დაფინანსებას, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება განისაღვრება შემდეგნაირად:
ა) 100 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში დაფინასება განისაზღვრება - თანხის 100%;
ბ) 200 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში, თანადაფინანსება განისაზღვრება - 100 ლარის ოდენობით;
გ) 200 ლარს ზევით, 1400 ლარამდე, ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში - თანხის 50%.
დ) 1400 ლარს ზევით ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში - თანხის არაუმეტეს 700 ლარისა.
ე) წლის განმავლობაში ლიმიტირებული თანხა განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, რომლის გამოყენება შესაძლებელია წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მე-9 მუხლის, მე-12 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ლიმიტირებული თანხის შევსებამდე.
15. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის, საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება, განისაზღვრება, წლიური ლიმიტი 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით.
16. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე, 18 წლამდე ასაკის, პაციენტები, დაფინანსდებიან წელიწადში ერთჯერადად -500 ლარის ოდენობით.
17. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზიანებული აქვს საცხოვრებელი სახლი და საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, ბინის ქირის დასაფარად, წლის განმავლობაში. ამავე პროგრამის ფარგლებში, ძალადობის მსხვერპლ ოჯახისათვის, დროებითი თავშესაფრით (ქირით) უზრუნველყოფა.
18. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტსტუსის მქონე პირებს მათ მიმართ ჩადენილი ერთი დანაშაულის ფარგლებში გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება -500 ლარის ოდენობით.
19. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე, და თბობის სეზონთან დაკავშირებით, საჭიროებენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებას, ჩაერიცხებათ ერთჯერადად, 140 (ასორმოცი) ლარი აბონენტის სარეგისტრაციო ნომერზე.
20. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 ლარი.
21. ჰემო-დიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის - მთელი წლის განმავლობაში , ყოველთვიურად-200 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება).
22. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება, ბავშვები რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - თითოეულ ბავშვზე (18 წლამდე) - 100 ლარი, ყოველთვიურად განცხადების შემოტანიდან მთელი წლის განმავლობაში.
23. იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადება , რომლისთვისაც საჭიროა კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების შეძენა, წელიწადში ორჯერ- 500-500 ლარის ოდენობით;
24. დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებისათვის სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების და შესაბამისი რაოდენობის სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსების შესაძენად დაფინანსება ან თანადაფინანსება განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
25. გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 18 დან 65 წლამდე ოჯახების მედიკამენტური მკურნალობის ხელშეწყობა, წელიწადში ორჯერ 500-500 ლარის ოდენობით.
26. კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსება ან თანადაფინანსება განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
27. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, მისი ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით, პროფესიული განათლების ხელშეწყობის თანადაფინანსება არაუმეტეს - 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
28. ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეტყველების და ქცევითი თერაპიული კურსის თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
29. მე-8 მუხლის 29 -ე პუნქტის ფარგლებში გამოვლენილ მოწყვლად ოჯახს დახმარება გაეწევათ არაუმეტეს -1200 ლარის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, ბავშვებისათვის აუცილებელი ავეჯის (საწერი მაგიდა, სკამი და საწოლი) და საოჯახო ტექნიკის (მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა) შეძენა და გადაცემა მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.

1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის - ონკოლოგიური მედიკამენტების; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჰიგიენური საშუალებების, დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებისათვის გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების, გაფანტული სკლეროზის, კოლოსტომიით დაავადებულ პირთათვის და საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის კურსის დაფინანსებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მოქალაქის მიერ, მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით განსახილველად, დაუყოვნებლივ, გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს, რომელიც ამოწმებს განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის პროგრამასთან შესაბამისობას და ამზადებს მოხსენებით ბარათს, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, ხოლო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისათვის მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახური სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით გასცემს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
2. რეინტეგრაციაში მყოფი პირის პროფესიული განათლების დაფინანსება/თანადაფინანსება განხორციელდება წინასწარ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის, სერთიფიკატის და ა.შ) შემთხვევაში.
3. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის, კახეთის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
4. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა მოხდება 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.

სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:
1. სოციალური დახმარების გასაცემად, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (მერის გადაწყვეტილებით).
2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ, წარმოდგენილი საბუთების სისწორეს, აკონტროლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
3. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების გაცემიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება.
4. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა მის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას .
5. 2023 წლის ბოლოს და 2024 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე, დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.
6. საახალწლო სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე (18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე, მარტოხელა, მრავალშვილიან, მაჩენელდაკარულ ან სხვა მოწყვლად ოჯახებზე.
7. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.
8. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ბინის ქირა გაიცემა, ოჯახის სრულწლოვან წევრზე.
დანართი №2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2024წ. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
1
+
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2023 წლის 26 დეკემბერი
ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამა“ დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა“ დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 3
გამოცხადდეს ძალადაკარგულად ლაგოდეხის მუნციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 დეკემბრის №28 დადგენილება „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2023 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.“
+
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია 2024 წლის 1 იანვრიდან.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კარლო ჯამბურია
+
დანართი №1
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამა პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა🔗
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა განსაზღვრავს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ამავდროულად ფაქტობრივად მაცხოვრებელი მოსახლეობისათვის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, დროებით რეგისტრირებული დევნილი, მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობას და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მუხლი 2. პროგრამის სახელწოდება🔗
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა „ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2024 წლის პროგრამა“.
მუხლი 3. პროგრამის განხორციელების ვადა🔗
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 4. პროგრამის ბიუჯეტი🔗
პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მუხლი 5. პროგრამის დაფინანსების წყარო და ბიუჯეტი🔗
პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის, გათვალისწინებულია 1 382 700 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაორი ათას შვიდასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის – 227 700 (ორასოცდაშვიდიათას შვიდასი) ლარი. ჯამში: – „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 1 610 400 (ერთი მილიონ ექვსას ათიათიათას ოთხასი ) ლარი.
პროგრამის დაფინანსების წყაროა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისათვის, გათვალისწინებულია - 1 399 800 (ერთი მილიონ სამას ოთხმოცდაცხრამეტი ათას რვაასი) ლარი, ხოლო ჯანდაცვის პროგრამებისთვის - 227 700 (ორას ოცდაშვიდი ათას შვიდასი) ლარი. ჯამში: - „მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფისათვის“ დაფინანსება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტიდან განსაზღვრულია 1 627 500 (ერთი მილიონ ექვსას ოცდაშვიდი ათას ხუთასი) ლარი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 23.08.2024წ.
მუხლი 6. ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა🔗
პროგრამის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა განისაზღვრება, პროგრამის დანართი, N2-ის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თანერთვის).
მუხლი 7. სოციალური პროგრამის ღონისძიებები და აქტივობები🔗
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება:
ა) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა დახმარება;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის (18 წლამდე ასაკის) ბავშვთა დახმარება;
გ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, პირთა მხარდაჭერა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება;
დ) უსინათლო პირთა დახმარება;
ე) აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე (18 წლამდე) ბავშვთა დახმარება ;
ვ) იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარება;
ზ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, საჭიროებიდან გამომდინარე ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების ხელშეწყობა;
თ) იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე (18 წლამდე) ბავშვთა დახმარება;
2. სამედიცინო კვლევების, სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა.
ა) ჯანდაცვის ღონისძიებების – სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსება ან/და თანადაფინანსება.
ბ) ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტთა მედიკამენტებით დახმარება.
გ) იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადებით მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების მედიკამენტური და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების დახმარება;
დ) დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვების დახმარება;
ე) გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 18 დან 65 წლამდე ოჯახების მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობა;
ვ) კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსების ხელშეწყობა;
ზ) ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები, რომლებიც არ არიან ჩართული სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში, საჭიროებენ ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობას.
3.ოჯახებისა და ბავშვების დახმარება.
ა) მარტოხელა მშობლების, ობოლთა და მარჩენალდაკარგულ,ოჯახების დახმარება;
ბ) ობოლ და მზრუნველობამოკლებული ბავშვების (ბავშვები, რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება-მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება) დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება;
გ) ახალშობილების დახმარება;
დ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება;
ე) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე ოჯახებისა დახმარება;
ვ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა;
ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება. საყოფაცხოვრებო ნივთებით (საწერი მაგიდა, სკამი, საწოლი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა) უზრუნველყოფა.
4. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, თბობის სეზონთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.
5. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა ოჯახები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა.
6. სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად, გაუსაძლის პირობებში მცხოვრები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის, უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ამავე პროგრამის ფარგლებში, ოჯახში, ძალადობის მსხვერპლთა დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა.
7. ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება ყოველთვიურად, მთელი წლის განმავლობაში.
8. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულთა დახმარება.
9. მარტოხელა ან/და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯით უზრუნველყოფა;
10. ომისა და სამხედრო ძალების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა:
ა) მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხოქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა, გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯი;
ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში, ფინანსური დახმარება. (8 მარტს ვეტერან ქალბატონებს, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის დახმარება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველ ვეტერანთა ოჯახები).
11. უფასო კვების ობიექტებისათვის ბენეფიციარების შერჩევა და შემდგომი მონიტორინგი.
12. უმწეო ხანდაზმულთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა;
13. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.
მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია🔗
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა ოჯახისათვის:
ა) განცხადება (დაინტერესებული პირის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დაინტერესებული პირის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის);
გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ან და პირადობის მოწმობის ასლი, სადაც დატანილია მისი სტატუსის შესახებ ინფორმაცია.
დ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდეასაკის) ოჯახისათვის:
ა) განცხადება (მშობლის,მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);
ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანიდა-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან
ე) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურიდან, აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
3. აუტისტური სპექტრის მქონე პირთა დახმარებისათვის:
ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ) ის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
ვ) ბანკიდან ანგარიშის ნომერი.
4. უსინათლო პირების დახმარებისათვის:
ა) განცხადება (დაინტერესებული პირის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი (დაინტერესებული პირის ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლის);
გ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
დ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ან და პირადობის მოწმობის ასლი, სადაც დატანილია მისი სტატუსის შესახებ ინფორმაცია.
ე) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ვ) ბანკიდან ანგარიშის ნომერი.
5. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტებისათვის კვებით ხელშეწყობა (ცელიაკი, ფენილკეტონურია და ჰემოფილია) .
ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“
ვ) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;
6. იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარების ხელშეწყობა;
ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
დ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი/ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
ვ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის) საბანკო რეკვიზიტი;
7. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, საჭიროებიდან გამომდინარე ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების ხელშეწყობა.
ა) განცხადება (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და ცნობა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვის ცენტრიდან.
დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; (გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);
ე) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
ზ) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;
8. ოჯახისათვის, რომლის წევრ( ებ) ი საჭიროებენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას:
ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) ინვოისი – ანგარიშფაქტურა – კალკულაცია;
ვ) ცნობა – საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან ან/და კერძო დაზღვევის შემთხვევაში ცნობა, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს, ლიმიტის ამოწურვას
ზ) ხელშეკრულება ან /და ცნობა ვალის აღიარების თაობაზე (დავალიანების გადახდის შესახებ);
თ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
9. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების, თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (მშობლის ან/ და ოჯახის წევრის მიერ);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის ან/დაბადების მოწმობის (18 წლამდე ასაკის ბავშვი) ასლი;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV100/ა;
ე) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა, შესაბამისი სააფთიაქო დაწესებულებიდან.
ვ) საყოველთაო ჯანდაცვის ან/და კერძო დაზღვევის მიერ გაცემული საგარანტიო ფურცელი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას, უარს ან/ დალიმიტის ამოწურვას.
ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
10. იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადებით მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტების კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების დაფინანსების დახმარება;
ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი ან/და ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
11. დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებისათვის სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების და შესაბამისი რაოდენობის სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსების დაფინანსების ან თანადაფინანსების დახმარება;
ა) განცხადება (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი/ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;(გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);
ე) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
12. გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 18 დან 65 წლამდე ოჯახების მედიკამენტური მკურნალობის დაფინანსების ხელშეწყობა;
ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;(გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
13. კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსების ან თანადაფინასების ხელშეწყობა;
ა) განცხადება (მშობლის, მეურვის, მზრუნველის, მხარდამჭერის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;(გაცემული არაუმეტეს 6 თვის ვადით);
ე) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“
14. ობოლ, მარჩენალდაკარგულ ბავშვთა და მარტოხელა მშობლისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილ (ებ)ი:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
ვ) სს. ენერგო-პრო ჯორჯია“-ს სამსახურიდან, აბონენტის, რეგისტრაციის ნომერი.
ზ) გადაწყვეტილება (მარტოხელა ან/და მარჩენალდაკარგულ) მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ;
თ) საბანკო რეკვიზიტი.
15. ახალშობილთა ოჯახზე (პირველი და მეორე შვილი).
ა) განცხადება;
ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ;
ე) საბანკო რეკვიზიტი;
16. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას:
ა) განცხადება;
ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი.
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ოჯახის წევრთა შემადგენლობის შესახებ;
ე) საბანკო რეკვიზიტი;
17. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი /18 წლამდე ასაკის/ შვილი;
ა) განცხადება;
ბ) მშობლის ან/და მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
ე) ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან სოციალური ქულების შესახებ;
ვ) საბანკო რეკვიზიტი.
18. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების ოჯახისათვის:
18.1 მეორე მსოფლიო ომის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
18. 2. სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
ე) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ;
ე) საბანკო ანგარიში
18. 3 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახის ფინანსური დახმარებისათვის;
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეომრის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ ) საბანკო ანგარიში;
19. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარების პროგრამა
19.1 იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის (აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით)
ა) განცხადება;
ბ) პირადობი სმოწმობის ასლი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
ე) საბანკო ანგარიში;
19.2. იძულებით გადაადგილებული (დევნილი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკებიდან) ოჯახისათვის (თბობის სეზონთან დაკავშირებით)
ა) განცხადება;
ბ) პირადობი სმოწმობის ასლი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
ე) საბანკო ანგარიში.
20. მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის:
ა) ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია წერილობით;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი/პირზე, რომელზეც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა რეკომენდაცია/;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან ან/და შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან;
21. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, აგრეთვე, ოჯახში, ძალადობის მსხვერპლთათვის, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
ა) განცხადება;
ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი, შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში , ავარიული სახლის შესახებ;
დ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“
ვ) ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან;
ზ) უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულება;
თ) საცხოვრებელი სახლის, საკუთრების/ფაქტობრივი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) დამქირავებლის საბანკო ანგარიში;
ვ) მოძალადეზე გარკვეული მოქმედებების შეზღუდვისა ან აკრძალვისას, გაცემული შემაკავებელი და დამცავი ორდერის ასლი.
22. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირთა დახმარება:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
დ) მომხდარი ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი ( შემაკავებელი ან დამცავი ორდერი /სასამართლოს გადაწყვეტილება ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილება სტატუსის მოქმედების ვადის შესაბამისად).
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“
23. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის თბობის სეზონთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება:
ა) განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი.
გ) ცნობა, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ლაგოდეხის სერვის ცენტრიდან სარეიტინგო ქულების შესახებ;
დ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“, ლაგოდეხის აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი, ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიიდან, აბონენტის რეგისტრაციის ნომერი ან / და გადახდის ქვითარი.
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
24. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე ხანდაზმულთა დასახმარებლად:
ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
ე) საბანკო ანგარიში.
25. დიალიზის პროგრამით მოსარგებლე პირთა კატეგორიის უზრუნველსაყოფად:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ფორმა IV-100 (დედანი);
დ) ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან სადაც გადის მკურნალობას.
ე) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ.“
ვ) საბანკო ანგარიში.
26. უდედმამო ბავშვები დახმარება (18 წლამდე), ბავშვები, რომლებსაც გარდაცვლილი ჰყავს ერთი მშობელი ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება; ან /და იმ ბავშვების დახმარება რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის სტსტუსი;
ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) განმცხადებლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
დ) მშობლების ან/და მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ე) ცნობა მშობლის უფლება - მოვალეობების შეზღუდვის თაობაზე;
ვ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“.
ზ) კანონიერი წარმომადგენლის საბანკო ანგარიში.
27. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, მისი ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით, პროფესიული განათლების ხელშეწყობის დაფინანსება.
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საოქმო გადაწყვეტილება სახელმწიფო მზურნველობიდან ამორიცხვის შესახებ.
დ)ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
ე) პოტენციური მომწოდებლიდან ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან, წესდება /სადამფუძნებლო დოკუმენტი, საანგარიშსწორებო დოკუმენტი/ინვოისი, ანგარიშ-ფაქტურა და ა.შ.
28. ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეტყველების და ქცევითი თერაპიული კურსის თანადაფინანსება.
ა) განცხადება (კანონიერი წარმომადგენლის);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვ(ებ) ის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ე) ადოსის ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მომწოდებლიდან შესაბამისი ანგარიშ- ფაქტურა;
ზ) ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ,,ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“;
თ) ცნობა – საყოველთაო ჯანდაცვის მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანდაცვის დეპარტამენტიდან რომელიც ადასტურებს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობას ან/და უარს.
29. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება, საყოფაცხოვრებო ნივთებითა (საწერი მაგიდა, სკამი და საწოლი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა) უზრუნველყოფა.
დახმარება გაიცემა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების მიერ მარტივი ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შედეგად გამოვლენილ იმ მოწყვლად ოჯახებზე, სადაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭირო გახდა მათი მხარდაჭერა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.
მუხლი 10. სოციალური დახმარების ოდენობა🔗
1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - 15 (თხუთმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვი (18 წლამდე ასაკის) -15 (თხუთმეტი) ლარი ყოველთვიურად, მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარად;
3. უსინათლოთა ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, 13 ნოემბერს უსინათლოთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით.
4. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვ(ებ)ის (18 წლამდეასაკის) ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით დახმარება გაეწევა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება ან თანადაფინანსება განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საჭიროების მიხედვით).
6. იშვიათი, მძიმე დაავადების – დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფია) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარების ხელშეწყობის მიზნით, მთელი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
7. ობოლ, მარჩენალდაკარგულ ბავშვთა და მარტოხელა მშობელზე, რომელსაცჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - 15 (თხუთმეტი) ლარი ყოველთვიურად აგრეთვე, პროგრამის მე-8 მუხლის მე-14 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, უფლებამოსილი სამსახურის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ საახალწლოდ, დამატებით, ერთჯერადად, ჩაერიცხებათ თანხა - 300 (სამასი) ლარი;
8. ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე პირველ შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით 100 (ასი) ლარი და ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახზე მეორე შვილზე - ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 (ორასი) ლარი. აგრეთვე, ყველა ახალშობილს გადაეცემა ,,ახალშობილის კალათი“ (შპს ,, არქიმედეს კლინიკა“ ლაგოდეხიდან ყოველკვირეულად გადმოგზავნილ ინფორმაციის საფუძველზე << socialurisamsaxuri2019@gmail.com>, აგრეთვე მოქალაქის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე.
9. ტყუპი ბავშვის (ორი და მეტი) ახალშობილის შეძენისას, ერთჯერადად ფულადი დახმარების თანხა-500 (ხუთასი) ლარი.
10. მრავალშვილიან ოჯახზე, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი 18- წლამდე ასაკის შვილი, დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თითოეულ 18-წლამდე ასაკის შვილზე 100 (ასი) ლარის ოდენობით. აგრეთვე, პროგრამის მე-8 მუხლის მე-17 პუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის საფუძველზე, უფლებამოსილი სამსახურის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ საახალწლოდ, დამატებით, ერთჯერადად, ჩაერიცხებათ თანხა - 300 (სამასი) ლარი;
11. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე:
ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 1000 (ერთიათასი) ლარი;
ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში -300 (სამასი) ლარის ოდენობით;
გ) 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთ - საქართველოს ომის დროს, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად - 500 (ხუთასი) ლარი.
12. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 1000 (ერთიათასი) ლარი;
13. იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახებზე ფულადი დახმარების სახით არა უმეტეს 300 (სამასი) ლარისა. ( აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით - 150 ლარი და თბობის სეზონზე - 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
14. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, მკურნალობის კვლევის თანადაფინანსებას ან დაფინანსებას, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება განისაღვრება შემდეგნაირად:
ა) 100 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში დაფინასება განისაზღვრება - თანხის 100%;
ბ) 200 ლარამდე ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში, თანადაფინანსება განისაზღვრება - 100 ლარის ოდენობით;
გ) 200 ლარს ზევით, 1400 ლარამდე, ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში - თანხის 50%.
დ) 1400 ლარს ზევით ასანაზღაურებელი თანხის შემთხვევაში - თანხის არაუმეტეს 700 ლარისა.
ე) წლის განმავლობაში ლიმიტირებული თანხა განისაზღვროს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით, რომლის გამოყენება შესაძლებელია წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ მე-9 მუხლის, მე-12 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტების გათვალისწინებით, ლიმიტირებული თანხის შევსებამდე.
15. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის, საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება, განისაზღვრება, წლიური ლიმიტი 1000 (ერთიათასი) ლარის ოდენობით.
16. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე, 18 წლამდე ასაკის, პაციენტები, დაფინანსდებიან წელიწადში ერთჯერადად -500 ლარის ოდენობით.
17. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის (მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი) შედეგად დაზიანებული აქვს საცხოვრებელი სახლი და საფრთხე ექმნება ადამიანთა სიცოცხლეს, – ყოველთვიურად, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა, ბინის ქირის დასაფარად, წლის განმავლობაში. ამავე პროგრამის ფარგლებში, ძალადობის მსხვერპლ ოჯახისათვის, დროებითი თავშესაფრით (ქირით) უზრუნველყოფა.
18. ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტსტუსის მქონე პირებს მათ მიმართ ჩადენილი ერთი დანაშაულის ფარგლებში გაეწევათ ერთჯერადი ფულადი დახმარება -500 ლარის ოდენობით.
19. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთაც განსაზღვრული აქვთ ყველაზე დაბალი სარეიტინგო ქულა 0-დან 65 000-მდე, და თბობის სეზონთან დაკავშირებით, საჭიროებენ ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსებას, ჩაერიცხებათ ერთჯერადად, 140 (ასორმოცი) ლარი აბონენტის სარეგისტრაციო ნომერზე.
20. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე – ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით – 500 ლარი.
21. ჰემო-დიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთათვის - მთელი წლის განმავლობაში , ყოველთვიურად-200 ლარი (ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება).
22. დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება, ბავშვები რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება რომელთა ორივე მშობლებს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - თითოეულ ბავშვზე (18 წლამდე) - 100 ლარი, ყოველთვიურად განცხადების შემოტანიდან მთელი წლის განმავლობაში.
23. იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადება , რომლისთვისაც საჭიროა კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების შეძენა, წელიწადში ორჯერ- 500-500 ლარის ოდენობით;
24. დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებისათვის სისხლში გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების და შესაბამისი რაოდენობის სისხლის ასაღები ლანცეტის ნემსების შესაძენად დაფინანსება ან თანადაფინანსება განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
25. გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 18 დან 65 წლამდე ოჯახების მედიკამენტური მკურნალობის ხელშეწყობა, წელიწადში ორჯერ 500-500 ლარის ოდენობით.
26. კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსება ან თანადაფინანსება განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 100 (ასი) ლარის ოდენობით.
27. რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და ბრუნდება ბიოლოგიურ ოჯახში, მისი ეკონომიკურად გაძლიერების მიზნით, პროფესიული განათლების ხელშეწყობის თანადაფინანსება არაუმეტეს - 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
28. ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების მეტყველების და ქცევითი თერაპიული კურსის თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
29. მე-8 მუხლის 29 -ე პუნქტის ფარგლებში გამოვლენილ მოწყვლად ოჯახს დახმარება გაეწევათ არაუმეტეს -1200 ლარის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, ბავშვებისათვის აუცილებელი ავეჯის (საწერი მაგიდა, სკამი და საწოლი) და საოჯახო ტექნიკის (მაცივარი, სარეცხი მანქანა და გაზქურა) შეძენა და გადაცემა მოხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.
მუხლი 11. სოციალური პროგრამის დაფინანსება🔗
1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის - ონკოლოგიური მედიკამენტების; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჰიგიენური საშუალებების, დიაბეტით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვებისათვის გლუკოზის საანალიზო ტესტ-ჩხირების, გაფანტული სკლეროზის, კოლოსტომიით დაავადებულ პირთათვის და საჭიროების მქონე ბავშვებისათვის მეტყველებისა და ქცევითი თერაპიის კურსის დაფინანსებისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, მოქალაქის მიერ, მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით განსახილველად, დაუყოვნებლივ, გადაეგზავნება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს, რომელიც ამოწმებს განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის პროგრამასთან შესაბამისობას და ამზადებს მოხსენებით ბარათს, მუნიციპალიტეტის მერის სახელზე, ხოლო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისათვის მოთხოვნის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახური სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით გასცემს ადმინისტრაციული ორგანოს დაპირებას. სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (თანხის გადარიცხვა სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე) განხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) სამედიცინო მომსახურების შემდგომი, სამუშაოს (სამედიცინო მომსახურების) დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.
2. რეინტეგრაციაში მყოფი პირის პროფესიული განათლების დაფინანსება/თანადაფინანსება განხორციელდება წინასწარ გაცემული ადმინისტრაციული დაპირებიდან არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში, წარმოდგენილი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის, სერთიფიკატის და ა.შ) შემთხვევაში.
3. უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამა - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველებისათვის, კახეთის რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ“ - ხორციელდება, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
4. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების, აგრეთვე, სადღესასწაულო ღონისძიებების დაფინანსება მოხდება 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
5. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე და მიტოვების რისკს მიღმა მყოფ პირთა ფუნქციური უნარების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო ცნობიერების ამაღლება, სოციალური ინტეგრაციის და ინკლუზიის ხელშეწყობა მოხდება 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.
მუხლი 12. სოციალური დახმარების გაცემის წესი🔗
სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმია:
1. სოციალური დახმარების გასაცემად, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება, მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში (მერის გადაწყვეტილებით).
2. სოციალური დახმარების მისაღებად, მოქალაქეთა მიერ, წარმოდგენილი საბუთების სისწორეს, აკონტროლებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.
3. სამედიცინო კვლევის, მკურნალობის მომსახურების თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, საანგარიშსწორებო დოკუმენტში მითითებულ რეკვიზიტებზე, ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების გაცემიდან ორი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურება დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება.
4. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა მის კანონიერ წარმომადგენელზე, რომელმაც განცხადებით მიმართა მუნიციპალიტეტის მერიას .
5. 2023 წლის ბოლოს და 2024 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე, დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში.
6. საახალწლო სადღესასწაულო საჩუქრები გაიცემა იმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე (18 წლამდე ასაკის) ბავშვებზე, მარტოხელა, მრავალშვილიან, მაჩენელდაკარულ ან სხვა მოწყვლად ოჯახებზე.
7. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება, საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე.
8. ოჯახზე, რომელიც არის უსახლკარო, ან სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, ბინის ქირა გაიცემა, ოჯახის სრულწლოვან წევრზე.
+
დანართი №2
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი და რეალიზაციის ვადა
პროგრა-მული
კოდი
დასახელება
2024 წლის
პროექტი (ათ.ლარი)
2024 წლის
პროექტი (ათ.ლარი)
06 00
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
1 382 700
1 399 800
06 01
ჯანმრთელობის დაცვა
227 700
06 01 01
საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
06 02
სოციალური დაცვა
06 02 01
ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა სოციალური დაცვა
ჰემოდიალიზზე და პერიტონიალურ დიალიზზე მყოფ მოქალაქეთა ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება.
80 000
ყოველთვიურად
06 02 02
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
279 000
296 100
წელიწადში ერთხელ და ახალწელს ერთჯერადად.
რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა;
არაუმეტეს 1000ლარის ოდენობით
ტყუპი შვილის შეძენისას ოჯახების დახმარება.
წელიწადში ერთხელ
ახალდაბადებულ ბავშვთა ოჯახის დახმარება.
დაბადებიდან 6 თვის ვადაში
ახალშობილთა ოჯახზე სასაჩუქრე კალათის გადაცემა
პროგრამის შესაბამისად
დედ-მამით ობოლი ბავშვების, ბავშვები,ყოველთვიურად პროგრამის
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სიღატაკეში ან/და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების სრულფასოვანი განვითარებისა და კეთილდღეობის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარება. საყოფაცხოვრებო ნივთებისა (საწერი მაგიდა, სკამი, საწოლი) და საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, სარეცხის მანქანა, გაზქურა) უზრუნველყოფა.
წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს - 1000 ლარს.
რომელთაც გარდაცვლილი ჰყავს ერთ-ერთი მშობელი, ხოლო მეორე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის უფლება - მოვალეობა ან /და იმ ბავშვების დახმარება, რომელთა ორივე მშობელს შეზღუდული აქვს მშობლის სტსტუსი;
შესაბამისად
ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვთა ოჯახი რომელსაც ჰყავს ერთი და მეტი არასრულწლოვანი შვილი.
პროგრამის შესაბამისად
მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი შვილი
პროგრამის შესაბამისად
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირების დახმარება.
პროგრამის შესაბამისად
წელიწადში ერთხელ.
06 02 03
სამედიცინო კვლევების, სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსების პროგრამა.
სამედიცინო კვლევებისა და სტაციონარული მომსახურების თანადაფინანსება.
510 000
509 900
პროგრამის შესაბამისად (აღნიშნული თანხის შევსებამდე)
ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნეების) დაავადების მქონე პაციენტების მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების თანადაფინანსება
პროგრამის შესაბამისად
(აღნიშნული თანხის შევსებამდე)
იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე დაავადების მქონე 18 წლამდე პაციენტებისათვის (საკვები დანამატის) შეძენა
პროგრამის შესაბამისად
წელიწადში ერთხელ.
იშვიათი, მძიმე დაავადების - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (მიოდისტროფიის) მქონე პაციენტებისათვის ჟანგბადის სპეციალური ბალონების დატვირთვით დახმარება
პროგრამის შესაბამისად
იქთიოზი/ კანის ქრონიკული დაავადება , რომლისთვისაც საჭიროა კანის დამატენიანებელი ჰიგიენური საშუალებების შეძენა.
პროგრამის შესაბამისად
წელიწადში ორჯერ.
გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 18 დან 65 წლამდე ოჯახების ხელშეწყობა,პროგრამის შესაბამისად
წელიწადში ორჯერ.
კოლოსტომის არსებობის შემთხვევაში, პაციენტებისათვის სამედიცინო ჩანთის დაფინანსება ან თანადაფინანსების ხელშეწყობა.
პროგრამის შესაბამისად
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება ან თანადაფინანსების ხელშეწყობა.
პროგრამის შესაბამისად
ადრეული ინტერვენციის საჭიროების მქონე აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები, რომლებიც არ არიან ჩართული სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამაში, საჭიროებენ ენისა და მეტყველების, ქცევითი და ფიზიკური თერაპიის კურსის თანადაფინანსების ხელშეწყობა
წლის განმავლობაში ერთჯერადად - 500 ლარის ოდენობით.
06 02 04
უმწეო ხანდაზმულთა სოციალური რეაბილიტაციის თანადაფინანსების პროგრამა
87 000
პროგრამის შესაბამისად
06 02 05
06 02 06
მზრუნველობამოკლე-ბულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის პროგრამა
160 000
ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად
02 06 07
იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) დახმარების პროგრამა
19 200
პროგრამის შესაბამისად
02 06 08
ომის მონაწილე ვეტერანებისა და მათი ოჯახების დახმარების პროგრამა
5500
5600
პროგრამის შესაბამისად
02 06 09
მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა
90 000
პროგრამის შესაბამისად
02 06 10
უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის გათბობის სეზონთან დაკავშირებით ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი აირის ღირებულების თანადაფინანსება.
56 000
პროგრამის შესაბამისად
06 02 11
100 და მეტი წლის ასაკის ხანდაზმულ პირთა დახმარების პროგრამა
3000
პროგრამის შესაბამისად
06 02 12
სარიტუალო ხარჯი
სამშობლოს დასაცავად მებრძოლთა ოჯახებისა და ვეტერანების ინტერესების დაცვა
15 000
პროგრამის შესაბამისად
უკიდურესად გაჭირვებული ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ფულადი დახმარება (სარიტუალო ხარჯებისათვის)
პროგრამის შესაბამისად
06 02 13
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფი) პირთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) დახმარების პროგრამა
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება
78 000
პროგრამის შესაბამისად
მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა (18 წლამდე) ოჯახების დახმარება. საახალწლოდ ბავშვებისათვის ტკბილეულის პაკეტების შეძენა
პროგრამის შესაბამისად
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, პირთა მხარდაჭერა, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების განვითარება
პროგრამის შესაბამისად
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვ(ებ)ის (18 წლამდეასაკის) ოჯახის დახმარება
წელიწადში ერთჯერადად
უსინათლოთა დახმარება
პროგრამის შესაბამისად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 13 მაისის დადგენილება №8 - ვებგვერდი, 14.05.2024წ.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 აგვისტოს დადგენილება №17 - ვებგვერდი, 23.08.2024წ.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „პროგრამული კოდი დასახელება 2024 წლის პროექტი (ათ. ლარი)“, №30, 26.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.167.016585 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6034573-1/