ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (24 მუხლი)
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2023 წლის 25 დეკემბერი ქ. ჩხოროწყუ |
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
|
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა;
ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა და დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა სოციალური დაცვა;
დ) ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა სოციალური დაცვა;
ე) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2024 წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა),
ვ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა;
ზ) ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა დახმარება;
თ) გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება;
ი) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა;
კ) ჰემოდიალიზის პაციენტთა დახმარება;
ლ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;
მ) მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება;
ნ) შესაბამისი საჭიროების მქონე პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა;
ო) მიუსაფართა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
პ) სადღესასწაულო დღეების დახმარება;
ჟ) „C” ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და შიდსის სკრინინგული კვლევების თანადაფინანსება.
ა) ერთჯერად ფულად დახმარებას –საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
ბ) ომისა და სამხედრო ძალების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების (გარდა იძულებით გადაადგილებული პირებისა – დევნილებისა) ერთჯერად დახმარებას 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
გ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. სარიტუალო მომსახურების დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);
გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში – დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
4.ომისა და სამხედრო ძალების და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანების ერთჯერადი დახმარების მისაღებად ომის ვეტერანმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. ერთი შვილის მიერ სრულწლოვანი ასაკის მიღწევა იწვევს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების გაცემის შეწყვეტას, თუ აღნიშნული გარემოების შედეგად შვილთა რაოდენობა აღმოჩნდა ოთხზე ნაკლები.
4. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული დახმარება განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) პირველი-მე-2 შვილის შეძენა – 200 (ორასი) ლარი;
ბ) მე-3 შვილის შეძენა – 300 (სამასი) ლარი;
გ) მე-4 შვილის შეძენა – 400 (ოთხასი) ლარი;
დ) მე-5 შვილის შეძენა – 500 (ხუთასი) ლარი;
ე) მე-6 და ყოველი მომდევნო შვილის შეძენა – 1000 (ათასი) ლარი.
5. დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
6. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის ერთჯერადი დახმარება შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.
7. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დევნილის შემთხვევაში – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემაკავებელი ან დამცავი ორდერი/სასამართლოს გადაწყვეტილება);
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
8. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება გაიცემა შესაბამისი სტატუსის მოხსნამდე.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) ან დედ-მამით ობლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) მშობლის ან მეურვის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. უსინათლო პირებისთვის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით,
4. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
5. შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განისაზღვროს სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა.
6. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ხანდაზმულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა შესაბამისი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან-ხანძრის შემთხვევაში, შესაბამისი კომისიის აქტი-სტიქიის შემთხვევაში ან გეოლოგიური დასკვნა- მეწყრის შემთხვევაში;
დ) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათები;
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. დახმარება მიეცემათ:
ა) პრობაციონერებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებს, რომელთა გათავისუფლებიდან გასულია არაუმეტეს 3 წელი;
ბ) მშობელს, რომელიც მარტო ზრდის არასრულწლოვან ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილებს;
გ) უსახლკარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
დ) ხანდაზმულ (პენსიონერი) პირებს.
5. ხანძრის, სტიქიური მოვლენების და მეწყრული პროცესის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, მერიის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე.
6. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის ქონების არარსებობის შესახებ;
დ) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები;
ე) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ;
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
7. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, განისაზღვრება თვეში 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა პირის თავშესაფრით ან საცხოვრისით უზრუნველყოფამდე.
8. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ცნობა რეესტრიდან მისი და მისი ოჯახის წევრის ქონების არარსებობის შესახებ;
ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა და სხვა არსებული დოკუმენტები;
ვ) ნოტარიულად დადასტურებული სამი მოწმის (მეზობლის) ჩვენება მოქალაქის უსახლკარობის შესახებ;
ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) დევნილის მემკვიდრის მოწმობის ასლი;
დ) მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;
ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობის ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები);
ზ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი პირის სოციალური მდგომარეობისა და საბინაო პირობების შესახებ;
ე) ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა;
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
3. გადაწყვეტილება მიიღება მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის საფუძველზე.
2. დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ნოტარიალურად დადასტურებული მოწმეთა ჩვენება დაინტერესებული პირის (განმცხადებლის) მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დაკრძალვის ხარჯების გაწევის/გასაწევის თაობაზე;
დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მიცვალებული არის უპატრონო;
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს:
ა) არაუმეტეს 200 (ორასი) ლარის ღირებულების შემთხვევაში – 50%-დან 100 %-მდე;
ბ) 201 (ორას ერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 20%-დან 40%-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
3. სოციალურად დაუცველი პირებისთვის, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 100 000-ისა, 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან 60 %-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
4. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან 60 %-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარისა.
5. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე:
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ) ანგარიშფაქტურა:
ე) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) კალკულაცია;
ზ) სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით;
თ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ი) დაბადების მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში).
6. ამ პროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარები, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირები.
7. მერი, მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს.
8. საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 კალენდარული დღით.
9. საგარანტიო წერილის გაცემა მოხდება სამედიცინო მომსახურების გაწევამდე.
10. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ ნაწილობრივ დაფინანსებული და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ან/და კერძო სადაზღვევო კომპანიის მიერ დაუფინანსებელი სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება/დაფინანსება განხორციელდეს როგორც წინასწარი კალკულაციის, ისე შესაბამის სამედიცინო დაწესებულებასთან ბენეფიციარის მიერ დადებული ორმხრივი შეთანხმების (ვალის აღიარების) საფუძველზე.
11. ბენეფიციარი და დაწესებულება ვალდებულია დაწესებულების საბანკო ანგარიშზე თანხის გადარიცხვის მიზნით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება.
12. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი.
13. ამ პროგრამით არ დაფინანსდება:
ა) სანატორიულ-კურორტული მომსახურება;
ბ) ესთეტიკური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული.
ა) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთა სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა აღემატება 65000-ს;
ბ) პენსიონრებზე, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე ფულადი შემოსავალი პენსიის გარდა;
გ) მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები და არ სარგებლობენ ამ დადგენილებით გათვალისწინებული სხვა დახმარებით;
დ) პირებზე, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები;
ე) პირებზე, რომლებიც არიან მწოლიარე ავადმყოფები;
ვ) პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობას.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ე) სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებას;
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შესაბამისი საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. კვებით უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
ა) მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციარებზე;
ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე;
გ) სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებულ პირებზე;
დ) უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე.
2. ბენეფიციარების შერჩევა ხდება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.
3. საკვები პროდუქტების პაკეტი შეიძლება გაიცეს იმ პირებზეც, რომლებიც სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დროებით საჭიროებენ ასეთ დახმარებას, რაც დასტურდება შესაბამისი გარემოებებით/დოკუმენტაციით.
2. ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №100) შესაბამისი დაწესებულებიდან;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.
2. პროგრამა ხორციელდება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის“ მეშვეობით.
2. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური პასუხისმგებელია ყველა სახის დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, სამსახურის დასკვნის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანებით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
3. კომისია შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 7 წევრისგან.
4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან, თავმჯდომარის დავალებით, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
6. კომისიას ჰყავს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას.
7. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისია იკრიბება კვირაში ერთხელ და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მერისთვის წარსადგენად. გადაუდებელი შემთხვევის დროს კომისია რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.
9. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
10. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
11. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში.
12. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
1
+
+
+
+
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია
+
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშოთა წურწუმია
+
+
მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები
ჟ) „C” ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და შიდსის სკრინინგული კვლევების თანადაფინანსება;
რ) ცელიაკიით დაავადებულ პირთა დახმარება.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
+
+
მუხლი 2. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა
ა) ერთჯერად ფულად დახმარებას – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისთვის – 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
+
მუხლი 3. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
4. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული დახმარება განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) პირველი-მე-2 შვილის შეძენა – 400 (ოთხასი) ლარი;
ბ) მე-3 შვილის შეძენა – 500 (ხუთასი) ლარი;
გ) მე-4 შვილის შეძენა – 600 (ექვსასი) ლარი;
დ) მე-5 შვილის შეძენა – 1000 (ათასი) ლარი;
ე) მე-6 შვილის შეძენა – 5000 (ხუთი ათასი) ლარი;
ვ) მე-7 და ყოველი მომდევნო შვილის შეძენა – 15000 (თხუთმეტი ათასი).
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
+
მუხლი 4. შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა და დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა სოციალური დაცვა
1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა ყოველთვიური დახმარება განისაზღვრება 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით, ხოლო დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ბავშვთა ყოველთვიური დახმარება – 100 (ასი) ლარის ოდენობით .
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
3. უსინათლო პირებისთვის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში – ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
+
მუხლი 5. ხანდაზმულ (100 და მეტი წლის) პირთა სოციალური დაცვა
1. 100 და მეტი წლის ხანდაზმულთა წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა განისაზღვრება 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
გ) ოჯახის წევრის ან განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
+
მუხლი 6. უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2024 წელს ხანძრით, სტიქიით და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა)
1. ხანძრით, სტიქიური მოვლენებით (დიდთოვლობა, მიწისძვრა, წყალდიდობა და ა.შ.) და მეწყრული პროცესებით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაიცემა ერთჯერადად 1000 (ათასი) ლარიდან 8000 (რვა ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით, მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შედგენილი დასკვნის შესაბამისად.
3. უსახლკაროდ დარჩენილი მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ოჯახის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, თითოეულ ოჯახზე განისაზღვრება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. ხანძრის, სტიქიური მოვლენების და მეწყრული პროცესის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, მერიის შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირით უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარისა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფამდე.
7. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირის დახმარება ყოველთვიურად, ბინის ქირის გადახდის სახით, განისაზღვრება თვეში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. აღნიშნული დახმარება გაიცემა პირის თავშესაფრით ან საცხოვრისით უზრუნველყოფამდე.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
+
მუხლი 7. დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა
+
მუხლი 8. ჩერნობილის აეს-ის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეთა დახმარება
+
მუხლი 9. გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება
+
მუხლი 10. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა
+
მუხლი 11. მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
ა) არაუმეტეს 300 (სამასი) ლარის ღირებულების შემთხვევაში – 50%-დან 100 %-მდე;
ბ) 301 (სამას ერთი) ლარიდან ზემოთ ღირებულების შემთხვევაში – 20%-დან 50%-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
4. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისათვის სამედიცინო მომსახურების ღონისძიებების დაფინანსება პაციენტის დაუფინანსებელ წილში განისაზღვროს მომსახურების ღირებულების 30%-დან 60 %-მდე ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარისა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
+
მუხლი 12. მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
+
მუხლი 13. შესაბამისი საჭიროების მქონე პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
+
მუხლი 14. მიუსაფართა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა
+
მუხლი 15. საკვები პროდუქტებით დახმარება
+
მუხლი 16. ჰემოდიალიზის პაციენტთა დახმარება
1. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პაციენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებისთვის თითოეულზე გაიცემა თვეში თანხა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
+
მუხლი 161. ცელიაკიით დაავადებული პირების დახმარება
1. ცელიაკიით დავადებულ პირთა ყოველთვიური დახმარების ოდენობა განისაზღვრება 300 (სამასი) ლარის ოდენობით.
2. ბენეფიციარმა თვითონ ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №100;
დ) ანგარიშფაქტურა და/ან საბანკო ანგარიშის ნომერი;
ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 22 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 24.01.2024წ.
+
მუხლი 17. „C” ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და შიდსის სკრინინგული კვლევების თანადაფინანსება
+
+
მუხლი 18. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური
+
მუხლი 19.🔗
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა+
მუხლი 19. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა
+
მუხლი 20. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
+
+
მუხლი 21. დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა
12. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.12.2023. მიმღები ორგანო — ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.107.016438.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 24 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №24, 25.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.107.016438 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6035234/