თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2023 წლის 28 დეკემბერი ქ. თელავი |
|
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
წინამდებარე პროგრამის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა. მუხლი 2. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა
პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერია. ინფორმაციის გავრცელების საშუალებებია: ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია; ბ) სოციალური ქსელი; გ) თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდი; დ) მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში. მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი
პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება თელავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. მუხლი 4. სოციალური დახმარების ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა: მრავალშვილიან ოჯახებში, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან და ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სადაც 18 წლამდე 4 და მეტი ბავშვია, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 30 ლარის ოდენობით. ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება; ა.ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ა.დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ა.ე) განმცხადებლის (მშობლის) საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რიცხულ ახალშობილ ბავშვთა ოჯახებზე ფინანსური დახმარება გაიცეს წლის განმავლობაში ერთჯერადად, ბავშვის დაბადებიდან 6 თვის ვადაში, შემდეგი სახით: ა) ყოველ სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, პირველ ახალშობილზე გაიცეს ფინანსური დახმარება 400 ლარის ოდენობით, მეორე ახალშობილზე – 500 ლარის ოდენობით, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 800 ლარის ოდენობით, ხოლო სამი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 1200 ლარის ოდენობით; ბ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭიროა: ბ.ა) ერთ-ერთი მშობლის განცხადება; ბ.ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები; ბ.გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.დ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (აუცილებელია, რომ წარმოდგენილ ამონაწერში ფიქსირდებოდეს ბავშვების მონაცემები); ბ.ე) განმცხადებლის (მშობლის) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე შვილების დახმარების ქვეპროგრამა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ პირთა 18 წლამდე ასაკის თითოეულ შვილზე ყოველთვიურად გაიცეს ფინანსური დახმარება 150 ლარის ოდენობით. ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები; ა.გ) შესაბამისი სტატუსის მქონე მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; ა.დ) განმცხადებლის (მშობლის) საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულ პირთა დახმარების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს 1989 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებული პირების ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას 200 ლარის ოდენობით. ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) განცხადება; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 5. სარიტუალო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა: მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (აფხაზეთი-სამაჩაბლო) მებრძოლ, ვეტერანთა და დევნილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცეს ფინანსური დახმარება 500 ლარის ოდენობით. ა) ვეტერანის ან დევნილის გარდაცვალების შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ოჯახის წევრის განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ა.დ) გარდაცვალების მოწმობა; ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირი; ბ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში დაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ბ.ა) განცხადება; ბ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული დასკვნა, რომ გარდაცვლილი ნამდვილად უპატრონოა; ბ.დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ბ.ე) გარდაცვალების მოწმობა; ბ.ვ) უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში განცხადების წარდგენის უფლებამოსილება გააჩნია შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, გარდაცვლილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 6. სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარების ღონისძიებების ქვეპროგრამა: საერო, რელიგიურ და სხვა სახის დღესასწაულებზე, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სასაჩუქრე ამანათების ან/და ფულადი თანხების გაცემა, ასევე სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა შემდეგი სამიზნე ჯგუფებისათვის: მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც 18 წლამდე ოთხი და მეტი ბავშვია და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს; უდედმამო ბავშვები; 100 წელს გადაცილებული მოხუცები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე ბავშვები; ომის მონაწილეები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა 18 წლამდე ასაკის შვილები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახები; იძულებით გადაადგილებული პირები; სოციალურად დაუცველი ოჯახები; მარტოხელა მშობლები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; ახალშობილთა ოჯახები. ა) საერო და რელიგიური დღესასწაულების ჩამონათვალი: ა.ა) 1 იანვარი – ახალი წელი; ა.ბ) 3 მარტი – დედის დღე; ა.გ) 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე; ა.დ) 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე; ა.ე) სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, იესო ქრისტეს აღდგომის დღე, მიცვალებულთა მოხსენიების დღე (აღდგომის მეორე დღე – ორშაბათი); ა.ვ) 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე; ა.ზ) 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; ა.თ) 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე – მარიამობა; ა.ი) 23 ნოემბერი – გიორგობის დღე; ა.კ) თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების რელიგიური დღესასწაულები; ბ) გასაწევი დახმარების ფარგლები: ბ.ა) პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 20-დან 60 ლარის ფარგლებში; ბ.ბ) ფულადი საჩუქრის ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 100-დან 1000 ლარის ფარგლებში; ბ.გ) სასაჩუქრე ამანათის ღირებულება თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრება 10-დან 1000 ლარის ფარგლებში; გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ფულადი დახმარების გაცემის შემთხვევაში ასევე საბანკო ანგარიშის ნომერი. 7. ზამთრის სეზონზე ოჯახების სათბობით უზრუნველსაყოფად დაფინანსების ქვეპროგრამა: ზამთრის სეზონზე სათბობით უზრუნველსაყოფად, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს, კომუნალური გადასახადების (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) სუბსიდირება განხორციელდება მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან, თითოეულ ოჯახზე 100 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით განცხადებების მიღება დაიწყება მიმდინარე წლის აგვისტოს თვიდან. ანგარიშსწორება მოხდება ბუნებრივი აირის/ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით, წლის განმავლობაში ერთჯერადად. ა) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) განცხადება; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ა.დ) შესაბამისი მომსახურების განმახორციელებელი კომპანიის ქვითარი; ა.ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია. 8. ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამა: ელექტროენერგიის გადასახადის თანადაფინანსების ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: მკვეთრად გამოხატული შშმ პირები; დევნილები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვები; 18 წლამდე ასაკის უდედმამო ბავშვების; მარტოხელა მშობლები და მარჩენალდაკარგული ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილები; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლთა მარჩენალდაკარგული ოჯახები; მრავალშვილიანი ოჯახები, ვისაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის ოთხი და მეტი შვილი და რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს. ა) ქვეპროგრამის ფარგლებში, თითოეულ ოჯახზე ყოველთვიურად გაიცეს ელექტროენერგიის თანადაფინანსების თანხა 10 ლარის ოდენობით, ამასთან, სავალდებულოა, რომ დახმარების მიმღები რეგისტრირებული იყოს თელავის მუნიციპალიტეტში. ანგარიშსწორება განხორციელდება ელექტროენერგიის მიმწოდებელი/სადისტრიბუციო კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით; ბ) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმანტაცია: ბ.ა) განცხადება; ბ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.დ) ელექტროენერგიის ქვითარი; ბ.ე) მრავალშვილიანი ოჯახების შემთხვევაში ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები. 9. დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსების ქვეპროგრამა: ოჯახებს, რომელთაც აქვთ საცხოვრებლად უვარგისი ბინები, სადაც ცხოვრება საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, მათი უსაფრთხოების ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მოხდეს დროებითი საცხოვრებლის ქირის თანხით დაფინანსება ყოველთვიურად 120 ლარის ფარგლებში. დაფინანსების თაობაზე, ოჯახის ადგილზე შემოწმების შემდეგ, გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: ა) თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, შშმ პირთა ოჯახები, პირები, რომლებიც გასული არიან სახელმწიფოს ზრუნვიდან ბოლო 1 წლის განმავლობაში; ბ) რეგისტრაციის არმქონე პირები, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; გ) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: გ.ა) განცხადება; გ.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ.გ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; გ.დ) მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, სადაც დადასტურებული იქნება ოჯახის ქირით ცხოვრების ფაქტი და ინფორმაცია გამქირავებლის შესახებ; გ.ე) გამქირავებლის განცხადება, სადაც დადასტურებული იქნება საცხოვრებლის გაქირავების ფაქტი და ქირავნობის თანხის ოდენობა; გ.ვ) განმცხადებლის ანგარიშის ნომერი; გ.ზ) გამქირავებლის პირადობის მოწმობის ასლი. 10. 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების დაფინანსებას 0-1 წლამდე ასაკის ბავშვების ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველსაყოფად. ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს. ქვეპროგრამაში ვერ ჩაერთვებიან ოჯახები, რომლებიც უკვე სარგებლობენ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ბავშვთა ხელოვნური კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში გაცემული კვების ვაუჩერით. ქვეპროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 2 (ორი) თვეს, რომლის ფარგლებშიც თითოეულ ბავშვზე გაიცემა ყოველთვიური დაფინანსება 150 ლარის ოდენობით. ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით განმცხადებლის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის მიერ შევსებული მომართვის ფორმა; ა.ბ) ამონაწერი სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ა.გ) განმცხადებლის (ერთ-ერთი მშობლის) პირადობის მოწმობის ასლი; ა.დ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ა.ე) ფორმა NIV-100/ა, სადაც აღნიშნული უნდა იყოს, რომ ბავშვს ესაჭიროება ხელოვნური კვება; ა.ვ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა). 11. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ან/და ფაქტობრივად ცხოვრობენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფას წელიწადში ერთჯერადად. ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული საქონლის ან/და სამუშაოს ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 2000 ლარს. განსაზღვრული საქონლის, სამუშაოს ან/და თანმდევი მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ა) ქვეპროგრამაში ჩართვის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ერთ - ერთი მშობლის (მეურვე/მზრუნველი) განცხადება; ა.ბ) მეურვეობის/მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.გ) ერთ - ერთი მშობლის (მეურვე/მზრუნველი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი/ასლები; ა.დ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი/ასლები; ა.ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ცნობა ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ა.ვ) თელავის თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების დასკვნა ოჯახის შეფასების შესახებ; ა.ზ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულების შესახებ; სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემატებოდეს 100 000-ს (აუცილებელია ამონაწერში ფიქსირდებოდეს ბავშვის/ბავშვების მონაცემები); ა.თ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია. მუხლი 5. ჯანდაცვის ქვეპროგრამები, სამიზნე ჯგუფები, დაფინანსების ოდენობა და წარსადგენი დოკუმენტაცია
1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამით სარგებლობა მოიცავს სტაციონალური, ამბულატორიული და სარეაბილიტაციო მომსახურების დაფინანსებას, გარდა სტომატოლოგიური მომსახურებისა. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; შშ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად. დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება: ა) პაციენტის მხრიდან გადასახდელი თანხის 80%-ით, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით; ბ) ქვეპროგრამის მოქმედება აგრეთვე გავრცელდეს იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც არ განეკუთვნებიან ქვეპროგრამით გათვალისწინებულ არც ერთ სამიზნე ჯგუფს, მაგრამ განიცდიან ეკონომიკურ გაჭირვებას, საჭიროებენ დახმარებას და პაციენტის გადასახდელი თანხა აღემატება 1500 ლარს. ასეთი კატეგორიის ბენეფიციარებზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია. დაფინანსება განხორციელდეს პაციენტის მიერ გადასახდელი თანხის 80%-ის ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარის ოდენობით; გ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: გ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; გ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ.გ) ქვეპროგრამით განსაზღვრული სამიზნე კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); გ.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი; გ.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია (მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დავალიანების ცნობა და სხვა). 2. მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირები, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს; თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული: მარტოხელა მშობლები; 18 წლამდე ასაკის ბავშვები; მარჩენალდაკარგულები; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები; იძულებით გადაადგილებული პირები; 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულები; ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები. ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 350 ლარს. ლიმიტის ათვისება შესაძლებელია ერთჯერადად ან საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამდენჯერმე. ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ა.გ) ქვეპროგრამით განსაზღვრული სამიზნე კატეგორიის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ა.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია. 3. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტთა სამედიცინო მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსებას. სარგებლობა შეუძლიათ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ან ირიცხებიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ფაქტიური საცხოვრებელი არის თელავის მუნიციპალიტეტი. ა) ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული თანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 1800 ლარს. ლიმიტის ათვისება შესაძლებელია ერთჯერადად ან საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამდენჯერმე, სხვადასხვა სახის სამედიცინო (სტაციონარული, ოპერაციული ან/და ამბულატორიული) მომსახურების, მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების ან/და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დასაფინანსებლად; ბ) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ბ.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ბ.დ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია (მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დავალიანების ცნობა და სხვა). 4. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ყოველთვიური ფინანსური დახმარების გაცემას მხოლოდ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირებზე. გასაცემი თანხის ოდენობა განისაზღვრება დასახლებების ზონირების შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ა.ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია. 5. სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი (მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები) ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, თელავის მუნიციპალიტეტში არსებული (ქ. თელავი და სოფ. კურდღელაური) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები 18 წლამდე ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსებას წლის განმავლობაში 300 ლარის ფარგლებში. ა) ბენეფიციარის დაფინანსება ხდება სოციალური მუშაკის მიერ წარდგენილი მიმართვის საფუძველზე, სადაც ასახული იქნება ბენეფიციარის კონკრეტული საჭიროება, თანდართული დოკუმენტებით: ა.ა) სპეციალური ფორმა, რომელიც ივსება სოციალური მუშაკის მიერ; ა.ბ) დახმარების მიმღები ბენეფიციარის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მომწმობის ასლი; ა.გ) სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა; ა.დ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას დამატებითი დოკუმენტაცია. 6. მუსიკათერაპიის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს წლის განმავლობაში თითოეული ბენეფიციარისთვის მუსიკათერაპიის არანაკლებ ერთი სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებას და ბენეფიციარის სპეციალური სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში განმეორებით მეორე კურსის დაფინანსებას. ერთი კურსი მოიცავს 15 თერაპიულ სეანსს, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ჯგუფური თერაპიის შემთხვევაში 40-45 წუთით, ხოლო ინდივიდუალური თერაპიის შემთხვევაში 20-30 წუთით. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 1-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები. ა) ინდივიდუალური თერაპიის ერთი კურსის (15 თერაპიული სეანსი) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 750 ლარის ოდენობით; ბ) ჯგუფური თერაპიის ერთი კურსის (15 თერაპიული სეანსი) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით; გ) ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადა განისაზღვრება მიმდინარე საბიუჯეტო წლით; დ) ადმინისტრაციული დაპირება ბენეფიციარის მიერ მომსახურების გამწევთან წარდგენილი უნდა იქნას მომსახურების დაწყებამდე; ე) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ე.ა) ბენეფიციარის წარმომადგენლის განცხადება; ე.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე.გ) ბენეფიციარის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ე.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია; ვ) მომსახურების გამწევის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ვ.ა) აკადემიური განათლება მუსიკათერაპიის მიმართულებით; ვ.ბ) არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ვ.გ) უპირატესობა მიენიჭება მუსიკათერაპიის სფეროში საერთაშორისო განათლების და პრაქტიკის მქონე სპეციალისტს; ზ) გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ზ.ა) მომსახურების გამწევის წერილობითი მომართვა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესახებ; ზ.ბ) გაწეული მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ზუსტად უნდა მიეთითოს მომსახურების დაწყების და დასრულების პერიოდი; ზ.გ) მომსახურების გამწევის საიდენტიფიკაციო და საბანკო რეკვიზიტები; ზ.დ) თითოეული სეანსის ამსახველი ფოტო, აუდიო ან ვიდეო მასალა (წარმოდგენილი იქნას ელექტრონულ ფორმატში დისკის სახით); თ) ბენეფიციარის მიერ ზედიზედ 2-ჯერ არასაპატიო მიზეზით ინდივიდუალური ან/და ჯგუფური თერაპიის გაცდენის შემთხვევაში (გაცდენის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს მომსახურების გამწევის წერილობითი მომართვით) ბენეფიციარი ჩაითვლება პროგრამიდან მოხსნილად და მისი ჩანაცვლება მოხდება სხვა ბენეფიციარით. 7. აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება: დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) განვითარების ზოგადი აშლილობების (F84.0- F84.9) ჯგუფის დიაგნოზის მქონე 2-დან 18 წლამდე ასაკის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვები, ასევე ქვეპროგრამის მოქმედება ვრცელდება ამავე ტერიტორიაზე მოქმედ მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვებზე. ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) წერილობითი განცხადება; ა.ბ) დაბადების მოწმობის ასლი; ა.გ) მშობლის ან წარმომადგენელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ა.დ) სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №IV100/ა; ა.ე) მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. 7 წლამდე ასაკის ბენეფიციარების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 1200 ლარით, ხოლო 7-დან 18 წლამდე ასაკის ბენეფიციარების დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 2400 ლარით. ქვეპროგრამის ბენეფიციარს რეაბილიტაციის კურსი დაუფინანსდება ადმინისტრაციულ დაპირებაში მითითებული ფიქსირებული თანხით. ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადა განისაზღვრება მიმდინარე საბიუჯეტო წლით. 8. მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება: თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და შშმ ბავშვები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ესაჭიროებათ ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების შეძენა. ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია კვარტალურად; დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ყოველ კვარტალში 300 ლარის ფარგლებში. ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ა.გ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ა.ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია; ა.ზ) განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს არა უგვიანეს ყოველი შესაბამისი კვარტლის დასრულებამდე. მუხლი 6. ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დაფინანსების გაცემის წესი
1. თელავის მუნიციპალიტეტში ჯანდაცვის ქვეპროგრამებით დაფინანსება ხორციელდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის გზით, რაც გულისხმობს: ა) წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისრულის შესწავლას; ბ) ბენეფიციარის სტატუსის შესწავლას; გ) ბენეფიციარის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას; დ) ბენეფიციარის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ფაქტის შესწავლას. 2. განცხადება არ დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) ბენეფიციარი არ მიეკუთვნება შესაბამისი ქვეპროგრამით გათვალისწინებულ სამიზნე ჯგუფს; ბ) სამედიცინო დაწესებულების წინაშე არსებული დავალიანების დასაფარად განაცხადი შემოსულია მომსახურების დასრულებიდან 30 კალენდარული დღის შემდგომ; გ) განცხადების შესწავლის პროცესში ან ადმინისტრაციული დაპირების გაცემამდე ბენეფიციარი გარდაიცვალა; დ) ბენეფიციარი ითხოვს მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსებას. 3. ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში მითითებული თანხის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული თანხის შესაბამისად. თუ სააგენტოდან წარმოდგენილი დუკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ მოთხოვნილი მომსახურება არ ფინანსდება, მაშინ დაფინანსება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად. 4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ადმინისტრაციულ დაპირებას, ხოლო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ანგარიშსწორებას მოახდენს მე-5 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესის შესაბამისად. 5. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადები: ა) „სამედიცინო მომსახურების დაფინანსების“, „ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დაფინანსების“ და „ბავშვთა სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების“ ქვეპროგრამების ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 90 კალენდარულ დღეს; ბ) „მედიკამენტების დაფინანსების ქვეპროგრამის“ და „მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამის“ ფარგლებში გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე გაწეული მომსახურების წარმოდგენის ვადა შეადგენს ადმინისტრაციული დაპირების გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეს. 6. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება ბენეფიციარის/მისი წარმომადგენლის ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების წერილობითი მომართვის საფუძველზე, რა დროსაც განმცხადებელი ვალდებულია წარმოადგინოს გაცემული ადმინისტრაციული დაპირების ასლი. ადმინისტრაციულ დაპირებაში ცვლილების შეტანა დაიშვება: ა) ადმინისტრაციულ დაპირებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების მიზნით; ბ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შემთხვევაში. |
1
+
+
+
+
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზი მთვარელიშვილი
+
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთენგიზი მთვარელიშვილი
თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამა
მუხლი 1. პროგრამის მიზანი🔗
წინამდებარე პროგრამის მიზანია თელავის მუნიციპალიტეტში არსებული საერთო სოციალური ფონის უკეთესობისკენ შეცვლა, უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა.მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის (აფხაზეთი, სამაჩაბლო) მებრძოლ, ვეტერანთა და დევნილ მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, ყოველი გარდაცვლილის ოჯახზე გაიცეს ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით, ხოლო უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების დაფინანსების მიზნით, გაიცეს ფინანსური დახმარება 700 ლარის ოდენობით.
ა.ა) ოჯახის წევრის განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ა.დ) გარდაცვალების მოწმობა; ა.ე) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება განმცხადებლისა და გარდაცვლილის ნათესაური კავშირი;
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
მუხლი 41. თელავის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა🔗
1. ზოგადი დებულებები
თელავის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა“) „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №558 დადგენილების დანართი №1.6-ით დამტკიცებული პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის პროგრამის შესაბამისად განსაზღვრავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების განხორცილების პირობებს, მოცულობას, მომსახურებაში ჩართვისა და მომსახურების მიწოდების წესებს.
2. პროგრამის მიზანი და ამოცანა
ა) პროგრამის მიზანია შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების და საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა, პერსონალური ასისტირების საშუალებით;
ბ) პროგრამის ამოცანაა დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად სახელმწიფოსგან დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში მომსახურების მიმღები პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მომსახურების მიმღებთა მიერ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მოთხოვნებზე მორგებული მომსახურების მიღება, ხელი შეუწყოს მათ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში.
3. ტერმინთა განმარტება
ამ პროგრამაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პერსონალური ასისტენტის სერვისი – სერვისი (მომსახურება), რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას;
ბ) რეგულარული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა ფიზიკური, სენსორული, ასევე მსუბუქი ან საშუალო გონებრივი შეზღუდვის და ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და არ მოითხოვს სპეციალიზებულ მომზადებას, სატრენინგო კურსის გავლას. ამ დროს, საკმარისია ზოგადი/ძირითადი მოსამზადებელი სატრენინგო კურსის გავლა;
გ) სპეციალიზებული ასისტირების მომსახურება – ასისტირების ტიპი, რომელიც გაეწევა მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდვის, მძიმე ფიზიკური, ასევე მრავლობითი შეზღუდვის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მოითხოვს სპეციალიზებულ/დამატებით მომზადებას – სატრენინგო კურსის გავლას.
დ) მიმწოდებელი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ თელავის მუნიციპალიტეტში პერსონალურ ასისტირების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული იურიდიული პირი (ორგანიზაცია);
ე) მომსახურების მიმღები – თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (მათ შორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული), 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტით (ფორმა №IV-50/2) დაუდგინდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.
ვ) ვაუჩერი – თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამ პროგრამის მიზნობრივი ჯგუფისთვის გადაცემული მიმოქცევადი მატერიალიზებული ან არამატერიალიზებული ფორმის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც განკუთვნილია პერსონალური ასისტენტის მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად.
ზ) მომსახურების მიღების მსურველთა სია - სია, რომელშიც შეიყვანება მომსახურების მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა.
თ) მომსახურების მაძიებელი – პირი, რომელიც განაცხადით მიმართავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიას პერსონალური ასისტენტის მომსახურებაში ჩარიცხვის შესახებ.
ი) მოსარგებლე – პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმღები პირი.
კ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ლ) სააგენტო – სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
4. პროგრამის აღწერა და ინფორმაციის გავრცელება
ა) პერსონალური ასისტენტის სერვისი მიმართულია ხელი შეუწყოს მომსახურების მიმღებ პირს საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის განხორციელებაში, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და სოციალურ აქტივობაში. ამ მიზნით, პერსონალური ასისტენტის სერვისი მომსახურების მიმღები პირის ინდივიდუალური საჭიროებისა და სურვილის მიხედვით შეიძლება მოიცავდეს კვების, საკუთარი თავის მოვლის, ჩაცმის, სახლის საქმის, საყიდლებზე სიარულის, მობილობისა და კომუნიკაციის, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციისა და განვითარების მომსახურების მიღებაში, ასევე მუშაობისა და დასვენების, დღის დაგეგმვის ან/და სხვა მსგავს აქტივობებში დახმარებას.
ბ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების პროგრამის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერია შემდეგი საშუალებებით:
ბ.ა) ადგილობრივი საინფორმაციო მედია;
ბ.ბ) სოციალური ქსელი;
ბ.გ) თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდი;
ბ.დ) მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
5. პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირები და პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმები
ა) პროგრამით დადგენილი მომსახურების მიმღები პირია თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები 18 წლის და მეტი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, რომელსაც სამინისტროს მიერ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი.
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი პირებისთვის პროგრამაში ჩართვის დამატებითი კრიტერიუმებია:
ბ.ა) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 18 წლის და მეტი ასაკის შ.შ.მ პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;
ბ.ბ) მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე 18 წლის და მეტი ასაკის შ.შ.მ პირი;
ბ.გ) მარტოხელა შ.შ.მ პენსიონერი (ამ პროგრამის მიზნებისთვის მარტოხელა პენსიონერი არის პირი, რომელსაც არ ჰყავს შვილები და/ან მარჩენალი);
ბ.დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე 18 წლის და მეტი ასაკის შ.შ.მ პირი.
გ) პროგრამაში ჩართვის გამომრიცხავი კრიტერიუმებია:
გ.ა) პირი, რომელიც ცხოვრობს სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში დიდ ინსტიტუციაში, 24-საათიან სათემო და/ან მცირე საოჯახო მომსახურებაში;
გ.ბ) არის ამ პროგრამის ღონისძიებების მსგავსი შინმოვლის ან პერსონალური ასისტენტის სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის/მომსახურების მოსარგებლე.
დ) პროგრამაში ჩართვის პრიორიტეტებია:
დ.ა) წინა წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით სარგებლობა;
დ.ბ) ერთდროულად ორი და მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება;
დ.გ) მომსახურების მიღების მსურველთა სიაში რეგისტრაცია.
6. პროგრამაში ჩართვის პროცედურები და წარსადგენი დოკუმენტაცია
ა) მომსახურების მიღების მსურველი შშმ პირი/მხარდამჭერი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს თელავის მუნიციპალიტეტის მერიას შემდეგი დოკუმენტაციით:
ა.ა) შევსებული განაცხადის ფორმა;
ა.ბ) ასისტირების საჭიროების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ა.გ) კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ პირს ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი/მხარდამჭერი;
ა.დ) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ბ) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამით მოსარგებლეთა ზღვრული რაოდენობა წლის განმავლობაში განისაზღვროს 10 (ათი) ბენეფიციარით.
7. კომისიის ფორმირება და მუშაობის წესი
ა) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას და დადგენილი სტანდარტების დაცვას უზრუნველყოფს თელავის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისია (შემდგომ ტექსტში - „კომისია“), რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვას და დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას.
ბ) კომისია ვალდებულია 10 სამუშაო დღის ვადაში განიხილოს წარდგენილი დოკუმენტები. თუ დოკუმენტები სრულყოფილად არის წარდგენილი და განმცხადებელი აკმაყოფილებს მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, მერია აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად 1 თვის ვადაში მიმართოს უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც სტანდარტიზებული კითხვარის საფუძველზე განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას (რეგულარული/სპეციალიზებული).
გ) მომსახურების მაძიებლის შეფასების შემდგომ უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულება გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას/დასკვნას, რომელიც 1 თვის ვადაში წარდგენილ უნდა იქნეს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში პროგრამაში ჩართვის საკითხის განხილვის მიზნით.
დ) კომისია ერთი თვის ვადაში განიხილავს განმცხადებლის პროგრამაში ჩართვის საკითხს განცხადების, თანდართული დოკუმენტების, შეფასების ფორმის/დასკვნის საფუძველზე და მიზნობრივი ტრანსფერის სახით პროგრამის განხორციელებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მაძიებელი პირის პროგრამაში ჩართვის ან ჩართვაზე უარის შესახებ.
ე) თუ მომსახურების მაძიებელი აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს და აქვს მომსახურების მიღების საჭიროების შეფასების დადებითი დასკვნა, მაგრამ მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობიდან გამომდინარე (ფინანსური რესურსის ნაკლებობა) ვერ ხერხდება მისი პროგრამაში ჩართვა, სურვილის შემთხვევაში, პირი შეყვანილ იქნება მომსახურების მიღების მსურველთა სიაში. მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში შესაბამისი რესურსის გამოთავისუფლების შემთხვევაში (მოსარგებლეთა გამოთიშვა პროგრამიდან, ტრანსფერის მოცულობის ზრდა, და ა.შ.) ამ სიაში შეყვანილ პირთა დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
8. პროგრამაში ჩართვის ორგანიზება
ა) პროგრამაში ჩართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მომსახურების მაძიებელს ეცნობება დადებითი გადაწყვეტილება და ეგზავნება მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებული ორგანიზაციების სია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ბ) შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების მაძიებელმა უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტში მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრირებულ მისთვის სასურველ ორგანიზაციას პერსონალური ასისტენტის შერჩევის, ასისტირების მოცულობისა და პირობების შეთანხმების მიზნით.
გ) მომსახურების მიღების მსურველის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ მიმწოდებელი ორგანიზაციისათვის გაკეთებული მიმართვის საფუძველზე, მიმწოდებელი ორგანიზაცია არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს მომსახურების მიღების მსურველი პირის საჭიროებების შეფასებას „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 18 თებერვლის N01-13/ნ ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
გ.ა) ცხოვრების სტილის, გარემოს და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის, სასურველი აქტივობების განხორციელების და მათთან დაკავშირებული საჭიროებების, ასისტირებისთვის საჭირო საათების ოდენობის და მომსახურების სახეების განსაზღვრას ვაუჩერით დადგენილი თანხის ფარგლებში და უზრუნველყოფს მომსახურების მიმღები პირის მიერ პერსონალური ასისტენტის/ასისტენტების შერჩევას, მისი სურვილის, შესაძლებლობების, საჭიროებების (მაგ.: ასაკი, სქესი, პიროვნული თვისებები, კულტურული თავისებურებები, ინტერესები, საკომუნიკაციო ენა, ჩვევები და ა.შ.) და ასისტენტის კომპეტენციების გათვალისწინებით.
გ.ბ) მიმწოდებელი ორგანიზაცია მომსახურების მიმღებ პირთან შეთანხმებით თანამშრომლობს მასთან დაკავშირებულ სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო, სამედიცინო და სხვა სფეროს სპეციალისტებთან და უზრუნველყოფს არსებული ინდივიდუალური განვითარების გეგმების მიზნების შესაბამისად მომსახურების მიმღები პირისთვის დანიშნული პროცედურების/დავალებების შესრულებაში, უნარების განვითარებაში დახმარებას.
დ) პერსონალური ასისტენტის შერჩევის შემდეგ 5 სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელს, პერსონალურ ასისტენტს და მომსახურების მიმღებ პირს შორის ფორმდება პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მიერ გასაწევი საქმიანობების/მომსახურების სფეროებს, ვალდებულებებს, ვადებს, მომსახურების განრიგს, კონფიდენციალურობის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს, ურთიერთობის წესებს და მომსახურებასთან დაკავშირებულ სხვა სპეციფიკურ ასპექტებს. მხარეებს შორის გასაფორმებელი სამმხრივი ხელშეკრულების პროექტი მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წარედგინება თელავის მუნიციპალიტეტის მერიას.
ე) მე-8 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვადების არასაპატიო მიზეზით დარღვევა ან მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციას, მომსახურების მიმღებსა და პერსონალურ ასისტენტს შორის შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს პროგრამაში მაძიებლის ჩართვაზე უარის თქმის საფუძველს.
9. მომსახურების შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები
ა) მომსახურების შეჩერების საფუძვლებია:
ა.ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ა.ბ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეჩერება, შეჩერების ვადით ან არაუმეტეს პროგრამის მოქმედების ვადისა;
ა.გ) გარემოების ცვლილება, რომელიც საჭიროებს ასისტირების ტიპის ცვლილებას;
ბ) მომსახურების შეწყვეტის საფუძვლებია:
ბ.ა) მოსარგებლე პირის პირადი განცხადება;
ბ.ბ) მომსახურების ზედიზედ 60 დღის მანძილზე გამოუყენებლობა;
ბ.გ) მუნიციპალიტეტში ყველა რეგისტრირებული მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციონირების შეწყვეტა;
ბ.დ) მომსახურების მიმღების რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, როდესაც ახალი რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი სცილდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიას;
ბ.ე) მოსარგებლის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების არსებითი დარღვევა;
ბ.ვ) მოსარგებლე ერთვება სხვა მსგავს პროგრამაში;
ბ.ზ) გარემოებების არსებითი ცვლილება, რომლის შედეგადაც მოსარგებლე ვეღარ აკმაყოფილებს პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს;
ბ.თ) მოსარგებლის გარდაცვალება.
10. პროგრამის ბიუჯეტი და დაფინანსება
ა) პროგრამის ყოველწლიური ბიუჯეტი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერით.
ბ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსება, რომელიც ხორციელდება მატერიალიზებული ან არამატერიალიზებული ვაუჩერის ფორმით, მოიცავს მიმწოდებლის მიერ მომსახურების მიმღები პირის შეფასებას, პერსონალური ასისტენტის ხელფასს, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ადმინისტრირების და საზედამხედველო ხარჯებს.
გ) მომსახურების მიმღები პირისთვის მისი სურვილისა და საჭიროების გათვალისწინებით პერსონალური ასისტენტის მომსახურება დაფინანსდება:
გ.ა) რეგულარული ასისტირებისთვის - არაუმეტეს თვეში 60 საათი;
გ.ბ) სპეციალიზებული ასისტირებისთვის - არაუმეტეს თვეში 120 საათი.
4. რეგულარული ასისტირებისთვის დაფინანსების ოდენობა (ტარიფი) არის საათში 12 ლარი, ხოლო სპეციალიზებული ასისტირებისთვის - საათში 13 ლარი.
5. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერის მეშვეობით ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიმიტის ფარგლებში, მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისად.
6. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი პროგრამის განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
11. მომსახურების მონიტორინგი
პერონალური ასისტენტის მომსახურების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით კომისია:
ა) პერიოდულად ახორციელებს მიწოდებული მომსახურების სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, პერსონალის მიმართ დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმებას;
ბ) მომსახურების არასათანადოდ განხორციელების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახდენს კონკრეტული ფაქტის შესწავლას;
გ) მონიტორინგის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს მიმწოდებლისთვის და ახორციელებს რეკომენდაციების შესრულების კონტროლს;
დ) პერიოდული მონიტორინგის და კონკრეტული ინფორმაციის მიღების შედეგად განხორციელებული მონიტორინგის, ასევე გაცემული რეკომენდაციების გონივრულ ვადაში შესრულების შემოწმების საფუძველზე, უფლებამოსილია დასვას მიმწოდებლისთვის რეგისტრაციის შეწყვეტის საკითხი.
12. პერსონალური მონაცემების დამუშავება
ა) ამ პროგრამით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თელავის მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია დაამუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური მონაცემები და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემები გადასცეს სხვა პირს/ორგანიზაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ შესაბამისი სარგებლის მისაღებად.
ბ) მომსახურების მიღების მსურველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სიის და მომსახურების მიმღები პირების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოებისას (მონაცემების დამუშავებისას) გამოიყენება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.
13. დასკვნითი დებულებები
ა) თელავის მუნიციპალიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამას ახორციელებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში და დელეგირებისთვის განკუთვნილი მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობით.
ბ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს:
ბ.ა) პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ ინფორმაციის (სერვისის შინაარსი, ფორმები, ასისტირების სფეროები, მოცულობა, სამიზნე ჯგუფი, უფლებები და სხვა) გავრცელება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირება/კონსულტირება პერსონალური ასისტენტის მომსახურების შესახებ;
ბ.ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ პერსონალური ასისტენტის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრირებულ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების გაფორმება მომსახურების განხორციელების თაობაზე;
ბ.გ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების მისაღებად განაცხადის მიღება. მომსახურების მიღების მსურველი პირების სიის და მომსახურების მიმღები პირების ერთიანი ელექტრონული რეესტრის წარმოება;
ბ.დ) მომსახურების მიმღები პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება პერსონალური ასისტენტის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის/ორგანიზაციების შესახებ;
ბ.ე) პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამაში ჩართვის შესახებ განცხადებების განხილვა და პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე პროგრამაში ჩართვის გადაწყვეტილებების მიღება;
ბ.ვ) პერსონალურ ასისტენტს, მომსახურების მიმღებ პირსა და მიმწოდებელს შორის პერსონალური ასისტირების მომსახურების თაობაზე სამმხრივი ხელშეკრულების დადგენილ სტანდარტებთან და შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობა;
ბ.ზ) მომსახურების მიმღები პირის და მომსახურების მიღების მსურველი პირების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
ბ.თ) მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ინფორმაციის, მ.შ. მოხმარებელთა კმაყოფილებისა და საჩივრების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში აუცილებელი რეაგირება მომსახურების სათანადოდ განსახორციელებლად;
ბ.ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პერსონალური ასისტენტის მომსახურების მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგებზე რეაგირება;
ბ.კ) პერსონალური ასისტენტის პროგრამის ვაუჩერის ფორმის დამტკიცება მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
თანხა
70
II ზონა შალაური90
კურდღელაური ვარდისუბანი III ზონა ნასამხრალი110
კისისხევი კონდოლი გულგულა ყარაჯალა რუისპირის ადმ. ერთეული (სოფლები: რუისპირი, ახატელი) იყალთო IV ზონა წინანდალი120
ქვემო ხოდაშენი ბუშეტი ვანთა აკურა V ზონა ნაფარეული130
ლაფანყური სანიორის ადმ. ერთეული (სოფლები: სანიორე, ჯუღაანი) ართანა ფშავლის ადმ. ერთეული (სოფლები: ფშაველი, ლეჩური) ლალისყური თეთრიწყლების ადმ. ერთეული (სოფლები: თეთრიწყლები, კობაძე, სეროდანი, პანტიანი, ნადიკვარი) ა) ქვეპროგრამით სარგებლობის მიზნით წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა.ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება; ა.ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი; ა.ე) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია. 5. სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფი (მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები) ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი, თელავის მუნიციპალიტეტში არსებული (ქ. თელავი და სოფ. კურდღელაური) მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები 18 წლამდე ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსებას წლის განმავლობაში 300 ლარის ფარგლებში. ა) ბენეფიციარის დაფინანსება ხდება სოციალური მუშაკის მიერ წარდგენილი მიმართვის საფუძველზე, სადაც ასახული იქნება ბენეფიციარის კონკრეტული საჭიროება, თანდართული დოკუმენტებით: ა.ა) სპეციალური ფორმა, რომელიც ივსება სოციალური მუშაკის მიერ; ა.ბ) დახმარების მიმღები ბენეფიციარის დაბადების ან პირადობის დამადასტურებელი მომწმობის ასლი; ა.გ) სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა NIV-100/ა; ა.დ) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაცემული თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ა.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას დამატებითი დოკუმენტაცია. 6. მუსიკათერაპიის სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების ქვეპროგრამა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს წლის განმავლობაში თითოეული ბენეფიციარისთვის მუსიკათერაპიის არანაკლებ ერთი სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებას და ბენეფიციარის სპეციალური სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციიდან გამომდინარე, წლის განმავლობაში განმეორებით მეორე კურსის დაფინანსებას. ერთი კურსი მოიცავს 15 თერაპიულ სეანსს, თითოეული სეანსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ჯგუფური თერაპიის შემთხვევაში 40-45 წუთით, ხოლო ინდივიდუალური თერაპიის შემთხვევაში 20-30 წუთით. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 1-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და მოზარდები. ა) ინდივიდუალური თერაპიის ერთი კურსის (15 თერაპიული სეანსი) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 750 ლარის ოდენობით; ბ) ჯგუფური თერაპიის ერთი კურსის (15 თერაპიული სეანსი) დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება 500 ლარის ოდენობით; გ) ქვეპროგრამის ფარგლებში გასაცემი ადმინისტრაციული დაპირების მოქმედების ვადა განისაზღვრება მიმდინარე საბიუჯეტო წლით; დ) ადმინისტრაციული დაპირება ბენეფიციარის მიერ მომსახურების გამწევთან წარდგენილი უნდა იქნას მომსახურების დაწყებამდე; ე) ქვეპროგრამით სარგებლობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ე.ა) ბენეფიციარის წარმომადგენლის განცხადება; ე.ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე.გ) ბენეფიციარის თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა); ე.ე) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამის, ან კერძო დაზღვევის ფარგლებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაცემული დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტი; ე.ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია;ვ) მომსახურების გამწევი უნდა იყოს სერტიფიცირებული განათლების მქონე მუსიკათერაპიის მიმართულებით;
8. მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისა და შშმ ბავშვებისათვის ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამა:
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს მიეკუთვნება: თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მკვეთრად გამოხატული შშმ პირები, შშმ ბავშვები და სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი (თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები) შშმ ბავშვები, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ესაჭიროებათ ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების შეძენა.
ქვეპროგრამით სარგებლობა შესაძლებელია კვარტალურად; დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება ყოველ კვარტალში 300 ლარის ფარგლებში.
ა.ზ) განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს არაუგვიანეს ყოველი შესაბამისი კვარტლის დასრულებამდე.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 ივლისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 29.07.2024წ.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 28.12.2024 წ.
3. ჯანდაცვის ქვეპროგრამების ფარგლებში დასაფინანსებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემულ მიმართვაში მითითებული თანხის, კერძო სადაზღვევო კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ მითითებული თანხის, ან სამედიცინო დაწესებულების მიმართ არსებული დავალიანების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად. თუ სააგენტოდან წარმოდგენილი დუკუმენტის საფუძველზე ირკვევა, რომ მოთხოვნილი მომსახურება არ ფინანსდება, ან სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობა დაზუსტდება საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირების შემდეგ, მაშინ დაფინანსება მოხდება სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად.
ბ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის ცვლილების შემთხვევაში.
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 26 ივლისის დადგენილება №13 - ვებგვერდი, 29.07.2024წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.12.2023. მიმღები ორგანო — თელავის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.163.016603.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თელავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროგრამის დამტკიცების შესახებ“, №24, 28.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.163.016603 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6041460/