1. სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება (გადამოწმება) ხდება იმ მონაცემებზე დაყრდნობით, რომლებიც აქვს სააგენტოს.
2. სამედიცინო შემოწმება პირს შესაძლებელია, ჩაუტარდეს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გამოძახების შემდეგ, რომელიც ტარდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ განსაზღვრული სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესითა და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხით.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 25, №543, 29.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 120160010.10.003.024378 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6057062/muxli-25/