ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (20 მუხლი)
|
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2024 წლის 18 იანვარი დაბა ლენტეხი |
|
2. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამის მიზანია- ეკონომიურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სოციალური დაცვა. მძიმე სენით დაავადებულთა, ვეტერანთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება.
2. მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მთხოვნელთა განცხადების რეგისტრაციას.
3. მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს ამოწმებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის გამოსასწორებლად.
ა) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება;
ბ) დაბადებიდან შშმ პირებზე ყოველთვიური ფინანსური დახმარება;
გ) დიალიზზე დამოკიდებულ ბენეფიციართა დახმარება;
დ) ხანდაზმულთა ფინანსური დახმარება;
ე) სარიტუალო მომსახურება;
ვ) მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი) და მარტოხელა დედის/მამის ფინანსური დახმარება;
ზ) ომის ვეტერანთა ფინანსური დახმარებები;
თ) სტიქიური მოვლენების (ხანძრის) შედეგად დაზარალებულთა დახმარება;
ი) უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა.
2. სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევების თანადაფინანსება, რომლებიც არ ფინანსდება დაზღვევით ან ფინანსდება დაზღვევით, მაგრამ ძვირადღირებულია (300 ლარზე მეტი) პირის გადასახდელი თანხის 50% არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.
დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ -ფორმა №100/ა , გაცემიდან 3 თვის განმავლობაში;
დ) ანგარიშფაქტურა სამკურნალო დაწესებულებიდან ჩატარებული მკურნალობის შესახებ, ქვითარი წარმოდგენილი უნდა იყოს სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ არაუმეტეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერადი ფინანსური დახმარება მიეცემათ ლენტეხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იმ ბენეფიციარებს, რომლებიც დაავადებული არიან:
ა) ეპილეფსიით;
ბ) პარკინსონით;
გ) თავის ტვინის სისლის მოიმოქცევის მოშლით დაავადებული პაციენტი, მძიმე ფორმის იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი;
დ) შაქრიანი დიაბეტით - ტიპი 1 , მძიმე მიმდინარეობით გართულებები მხედველობის, გულის, თირკმლის, ტვინის სისხლძარღვების ანგიოპათიით;
ე) ღვიძლის ციროზი, ასციტი;
ვ) შიზოფრენია;
ზ) ცერებრალური დამბლა და პარალიზებული სინდრომებით დაავადებული პაცინეტები;
თ) გულის იშემიური დაავადებები (გულის უკმარისობა მე-2, მე-3 ხარისხი);
ი) სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები. სუნთქვის უკმარისობა მე-2 ხარისხით;
კ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით მე-3, მე-4 სტადია;
ლ) უსინათლო ინვალიდები.
ოჯახს დახმარება გაეწევა ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს 100-დან 200 ლარამდე, აღნიშნულ დაავადებათა შემთხვევაში თუ სამედიცინო ფორმა 100/ა შევსებულია სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში.
დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დიაგნოსტიკური კვლევის დოკუმენტაცია და მის საფუძველზე შექმნილი ფორმა 100/ა, გაცემიდან 3 თვის ვადაში.
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ა) ცერებრალური დაბლა;
ბ) დაუნის სინდრომი;
გ) ლეიკემია;
დ) ყრუ-მუნჯი;
ე) შაქრიანი დიაბეტი I ტიპი.
დახმარება გაიცემა 18-წლამდე ყოველთვიურად 80(ოთხმოცი)ლარის ოდენობით იმ ბენეფიციარზე, რომელიც ვერ გადაადგილდება და სარგებლობს ეტლით, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებზე დახმარება გაიცემა 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.
თანხა გაიცეს 2023 წლიდან არსებული ბაზის საფუძველზე და ახალი ბენეფიციარის გამოვლენის შემთხვევაში დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუბსიდიების სააგენტოდან);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა – №100/ა იმ სამედიცინო დაწესებულებიდან, სადაც უტარდება დიალიზი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დახმარების თანხა განისაზღვრება 90-94 წლამდე 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით, 95 დან 99 წლამდე 250 (ორასორმოცდაათი) ლარი და 100 წლის ზევით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაციაა:
ა) ხანდაზმულის ან მისი ოჯახის წევრის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ა) მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურეობა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
ბ) მარტოხელა ბენეფიციართა (კანონიერი მემკვიდრე არ გააჩნიათ) სარიტუალო მომსახურეობა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით;
მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა)დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე (ბენეფიციარის გარდაცვალებიდან ერთი თვის ვადაში);
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილი იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე)ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია გარდაცვლილის უპატრონობის და განმცხადებლის მიერ გარდაცვლილი მოქალაქის დასაკრძალად გაწეულ ხარჯების თაობაზე;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
ა) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 შვილი (18 წლამდე ) - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი ერთჯერადად; 4 შვილი - 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად; 5 შვილი და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე 20 ( ოცი) ლარი;
ბ) მარტოხელა დედის/მამის ერთჯერადი დახმარება.
დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ)შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი;
ვ) მარტოხელა დედის/მამის სტატუსი.
თანხა განისაზღვროს 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახების დახმარება, თანხა განისაზღვროს 400(ოთხასი) ლარის ოდენობით.
დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერნის მოწმობის ასლი;
დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს;
ე) გარდაცვალების მოწმობა;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) განმცხადებლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
3.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის საბრძოლო მოქმედების მონაწილე ვეტერანთა დახმარების თანხა განისაზღვროს 200 (ორასი)ლარის ოდენობით.
დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერნის მოწმობის ასლი;
დ) საბანკო რეკვიზიტები;
ე) განმცხადებლის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ხანძრის შედეგად უსახკლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო ოჯახს რომლის საცხოვრებელ სახლსაც ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა - 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
დაზარალებული ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) აქტი სახანძრო-სამაშველო დაწესებულებიდან სახლის დაზიანების ხარისხის შესახებ;
დ) საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) განმცხადებლის საბანკო დაწესებულებაში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
უსახლკარო ბენეფიციარმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლების პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ქირავნობის ხელშეკრულების ასლი;
დ)ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ინფორმაცია ბენეფიციარის საცხოვრებელი პირობების (უსახლკარობის) შესახებ;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 7 წევრისგან. კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის 1/3-ისა. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება.
კომისია იკრიბება თვეში ერთხელ და ამზადებს დასკვნას.
2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება, დასკვნის სახით აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას.
3. კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.
2. წინამდებარე წესის ბენეფიციართა დახმარება შეიძლება გაიცეს სოციალური კომისიის ოქმის გარეშე-ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი (ბრძანებით) აქტით.
2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშწორებით.
2. ინფორმაცია დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება მუნიციპალიტეტის მერს ხელმოსაწერად კონტიგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად.
3. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1
+
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ – ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1 -ის მიხედვით.
+
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 31 იანვრის №1 (www.matsne.gov.ge 010250020.35.115.016372 01/02/2023 წ.) დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გაზდელიანი
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი
+
მუხლი 1. პროგრამის სფერო და მიზანი
ბენეფიციარის (დახმარების მიმღების) მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
+
მუხლი 2. ბენეფიციარის (დახმარების მიმღების) მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
+
მუხლი 3. სოციალური დახმარების ქვემოპოგრამები
ი) უსახლკარო ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფა;
კ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 25.03.2024წ.
+
მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება
ა) ეპილეფსიით;
გ) დიაგნოსტიკური კვლევის დოკუმენტაცია და მის საფუძველზე შექმნილი ფორმა 100/ა, გაცემიდან 3 თვის ვადაში.
+
მუხლი 5. დაბადებიდან შშმ პირებზე ფინანსური დახმარება;
+
მუხლი 6. დიალიზზე დამოკიდებულ ბენეფიციართა დახმარება
+
მუხლი 7. ხანდაზმულთა ერთჯერადი ფინანსური დახმარება
+
მუხლი 8. სარიტუალო მომსახურეობა
+
მუხლი 9. მრავალშვილიანი ოჯახების (სამი და მეტი შვილი) და მარტოხელა დედის/მამის ფინანსური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:
ა) მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 შვილი (18 წლამდე) –150 (ას ორმოცდაათი) ლარი ერჯერადად; 4 შვილი – 300 (სამასი) ლარი ერთჯერადად;
ბ) მარტოხელა დედის/მამის ერთჯერადი დახმარება 300 (სამასი) ლარი.
2. დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 25.03.2024წ.
მუხლი 91. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა:🔗
1. მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:
ა) ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 5 (ხუთი) შვილი და ზევით 18 (თვრამეტ) წლამდე ყოველთვიური დახმარება ბავშვზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით;
2. დახმარების მიმღებმა განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;
ე) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 25.03.2024წ.
+
მუხლი 10. ომის ვეტერანთა დახმარებები
დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) კავშირს;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
დ) საბანკო რეკვიზიტები;
+
მუხლი 11. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება
1. ფინანსური დახმარება გაეწევა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი. აგრეთვე გაიცემა დიდთოვლობის, ღვარცოფის, მეწყერის, ქარბუქის შედეგად მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული სახლების კომპენსაცია.
2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს გაეწევა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარიდან 10.000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, ხოლო, ოჯახს რომლის საცხოვრებელ სახლსაც ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა – 1500 (ათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. სტიქიის შედეგად (დიდთოვლობა, ღვარცოფი, მეწყერი, ქარბუქი) დაზარალებული მოსახლეობისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ დაზარალებული კერძო სახლები) კომპენსაცია გაიცემა 1000 (ერთი ათასი) ლარიდან 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით ერთჯერადად, კერძო სახლების დაზიანების ხარისხის მიხედვით.
4. დაზარალებულმა ოჯახის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) აქტი შესაბამისი კომისიის მიერ გაცემული სახლის დაზიანების ხარისხისა და ზარალის ოდენობის შესახებ.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 21 მარტის დადგენილება №10 - ვებგვერდი, 25.03.2024წ.
+
მუხლი 12. უსახლკარო ოჯახების დახმარება
+
მუხლი 13. კომისია
+
მუხლი 14. კომისიის სხდომის ოქმი
+
მუხლი 15. სოციალური დახმარების გაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
+
მუხლი 16. დახმარების გაცემის წესი.
+
მუხლი 17. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
3. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.01.2025.
- როდის იქნა მიღებული „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 18.01.2024. მიმღები ორგანო — ლენტეხის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.115.016405.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.01.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 20 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.01.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №2, 18.01.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016405 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6078562/