“სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.007.585
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება №258
2005 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს თანდართული დებულება (დანართი №1);

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.
3. კონტროლი წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამსახურის აპარატის უფროსს, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკ გ. სალაძეს.
სახელმწიფო დაცვის
გენერალ-მაიორი ო. ქველიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
დანართი №1
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (საკანონმდებლო მაცნე, 01.05.2003 წ. №39) დამტკიცებული ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების” მე-15 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) ფუნქციონირებს სამეურნეო სამმართველო (შემდგომში – სამმართველო), რომელიც წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს.
2. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით.
თავი II
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები
სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განვითარება;
ბ) სამსახურის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების უზრუნველყოფა მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით.
მუხლი 3. სამმართველოს ფუნქციები
სამმართველოს ფუნქციებში შედის:
ა) სამსახურის კუთვნილი ავტოტრანსპორტის საექსპლუატაციო მზადყოფნის ორგანიზება, აღრიცხვაზე აყვანა და აღრიცხვიდან მოხსნა, ავტომანქანების ტექნიკური გამართულობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საწვავ-საცხები მასალების შემოტანის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ბალანსზე მყოფი შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ხარჯთაღრიცხვების შედგენა, მატერიალურ ფასეულობათა შენახვისა და გაცემის სწორი ორგანიზაცია;
გ) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის აუცილებელი შეკვეთების დროული განხორციელება, მატერიალური ფასეულობების, იარაღისა და საბრძოლო მასალების სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებზე გაცემა;
დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული დაზიანებული და დეფექტური ინვენტარის ჩამოწერის უზრუნველყოფა;
ე) გამოუსადეგარი – ზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური ქონების და იმ საბრძოლო მასალების ჩამონათვალის პერიოდულად შედგენა, რომელიც ექვემდებარება ჩამოწერას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ზ) სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფების მორიგე განწესში მყოფ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა.
თავი III
სამმართველოს ორგანიზაცია და მმართველობა
მუხლი 4. სამმართველოს ორგანიზაცია
1. სამმართველოს შიდასტრუქტურული ორგანიზაცია ეფუძნება ერთმმართველობისა და ცენტრალიზების პრინციპებს. სამმართველოს ანგარიშვალდებულება განისაზღვრება სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მართვის ფუნქციონალური განაწილების შესახებ სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.
2. სამმართველოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით.
მუხლი 5. სამმართველოს ხელმძღვანელობა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი;
2. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 6. სამმართველოს უფროსის კომპეტენცია
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის ხელმძღვანელობას სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს პირადი შემადგენლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
ე) აკონტროლებს სამმართველოს საქმისწარომებას;
ვ) სამმართველოს ქვედანაყოფებისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გასცემს მითითებებსა და განკარგულებებს;
ზ) აკონტროლებს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს პირად შემადგენლობას შორის;
ი) სამსახურის უფროსთან და სამსახურის უფროსის მოადგილესთან (კურატორი) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამსახურებრივი მივლინების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის თაობაზე;
კ) ასრულებს სამსახურის უფროსისა და მის მიერ უფლებამოსილი პირის კონკრეტულ დავალებებს;
ლ) პასუხს აგებს სამმართველოს წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე.
მუხლი 7. სამმართველოს უფროსის მოადგილე
1. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსის მითითებების შესაბამისად კონტროლს უწევს სამმართველოს ქვედანაყოფების საქმიანობას.
2. სამმართველოს უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სამმართველოს საქმიანობას წარმართავს სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელიც მოქმედებს სამმართველოს უფროსის კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა.
მუხლი 8. განყოფილების უფროსის კომპეტენცია
განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) სამმართველოს უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
გ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, განყოფილების პირადი შემადგენლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს;
ე) აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) წინადადებით შედის სამმართველოს უფროსთან განყოფილების თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების თაობაზე;
ზ) კონტროლს უწევს განყოფილების მიერ სამმართველოს უფროსის კონკრეტული დავალების შესრულებას და განსაზღვრავს მასზე პასუხისმგებელ პირს;
თ) ზედამხედველობას უწევს განყოფილებაში საიდუმლო საქმისწარმოების რეჟიმის მოთხოვნათა შესრულებას.
ი) პასუხს აგებს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე.
თავი IV
სამმართველოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
მუხლი 9. სამმართველოს სტრუქტურა
სამმართველოს სტრუქტურულ შემადგენლობაშია:
ა) ტრანსპორტის განყოფილება;
ბ) მშენებლობისა და საკომენდანტო განყოფილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
დ) შეიარაღებისა და აღკაზმულობის განყოფილება;
ე)უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის შემადგენლობაში შედის კვების ბლოკი (ქვეგანყოფილება).
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
მუხლი 10. ტრანსპორტის განყოფილება
ტრანსპორტის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამსახურის კუთვნილი ავტოტრანსპორტის შეძენისა და ექსპლუატაცის ორგანიზება;
ბ) სამსახურის კუთვნილი ავტოტრანსპორტის აღრიცხვაზე აყვანა და აღრიცხვიდან მოხსნა;
გ) სამსახურის კუთვნილი ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, პერიოდული დათვალიერება დროული შეკეთების უზრუნველყოფის მიზნით;
დ) ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგების უზრუნველყოფა.
მუხლი 11. მშენებლობისა და საკომენდანტო განყოფილება
მშენებლობისა და საკომენდანტო განყოფილების ამოცანებია:
ა) სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
ბ) სამსახურისთვის საჭირო საამშენებლო მასალების შემოტანა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლი;
გ) შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლი.
მუხლი 12. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ამოცანებია:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება, შესყიდვების შესახებ განცხადებების დადგენილი წესით გამოქვეყნება და ანგარიშების მომზადება;
გ) სამსახურის სატენდერო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა;
დ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამის ორგანიზაციებთან და მომწოდებლებთან შეთანხმება;
ე) სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენი შესაბამისი ინფორმაციის მომზადება.
მუხლი მე-121. შეიარაღებისა და აღკაზმულობის განყოფილება
შეიარაღებისა და აღკაზმულობის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების იარაღით, საბრძოლო მასალით, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით და საბრძოლო აღკაზმულობით უზრუნველყოფა;
ბ) საიარაღო საწყობის ფუნქციონირება, იარაღის, საბრძოლო მასალის, სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და საბრძოლო აღკაზმულობის მიღების, გაცემის, ჩაბარებისა და ჩამოწერის შესაბამისი აღრიცხვით უზრუნველყოფა.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
მუხლი 13. უზრუნველყოფის განყოფილება
1. უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამსახურისათვის საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სახის სამეურნეო საქონლის შეძენის უზრუნველყოფა;
ბ) ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სახის სამეურნეო საქონლის სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებზე განაწილება და გაცემა.
2. უზრუნველყოფის განყოფილებაში შემავალი კვების ბლოკის (ქვეგანყოფილება) ამოცანაა სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფების მორიგე განწესში მყოფ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა და მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ობიექტის (ობიექტების) ფუნქციონირება.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
მუხლი 14. დასკვნითი დებულებები
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების ან დამატებების შეტანა ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.007.585
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის
ბრძანება №258
2005 წლის 25 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს თანდართული დებულება (დანართი №1);
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნების დღიდან.
3. კონტროლი წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამსახურის აპარატის უფროსს, სახელმწიფო დაცვის ვიცე-პოლკოვნიკ გ. სალაძეს.
სახელმწიფო დაცვის
გენერალ-მაიორი ო. ქველიძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
დანართი №1
2. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №232-სსმIII, №35, 06.04.2010წ.;მუხ.589
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს
დებულება
დანართი №1
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულება
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
1. ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №157 ბრძანებულებით (საკანონმდებლო მაცნე, 01.05.2003 წ. №39) დამტკიცებული ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დებულების” მე-15 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (შემდგომში – სამსახური) ფუნქციონირებს სამეურნეო სამმართველო (შემდგომში – სამმართველო), რომელიც წარმოადგენს სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებს.
2. სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით.
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები🔗
სამმართველოს ამოცანებია:
ა) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფა და განვითარება;
ბ) სამსახურის ცალკეული სტრუქტურული დანაყოფების უზრუნველყოფა მატერიალური და ტექნიკური საშუალებებით.
მუხლი 3. სამმართველოს ფუნქციები🔗
სამმართველოს ფუნქციებში შედის:
ა) სამსახურის კუთვნილი ავტოტრანსპორტის საექსპლუატაციო მზადყოფნის ორგანიზება, აღრიცხვაზე აყვანა და აღრიცხვიდან მოხსნა, ავტომანქანების ტექნიკური გამართულობისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილებისა და საწვავ-საცხები მასალების შემოტანის უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ბალანსზე მყოფი შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ჩატარება, ხარჯთაღრიცხვების შედგენა, მატერიალურ ფასეულობათა შენახვისა და გაცემის სწორი ორგანიზაცია;
გ) სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის აუცილებელი შეკვეთების დროული განხორციელება, მატერიალური ფასეულობების, იარაღისა და საბრძოლო მასალების სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებზე გაცემა;
დ) სამსახურის ბალანსზე რიცხული დაზიანებული და დეფექტური ინვენტარის ჩამოწერის უზრუნველყოფა;
ე) გამოუსადეგარი – ზღვრულ მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური ქონების და იმ საბრძოლო მასალების ჩამონათვალის პერიოდულად შედგენა, რომელიც ექვემდებარება ჩამოწერას;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება, აგრეთვე, შესყიდვებისა და პრივატიზების პროცესში სამსახურის სატენდერო, საკონკურსო და სააუქციონო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა;
ზ) სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფების მორიგე განწესში მყოფ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №232-სსმIII, №35, 06.04.2010წ.;მუხ.589
სამმართველოს ორგანიზაცია და მმართველობა
მუხლი 4. სამმართველოს ორგანიზაცია🔗
1. სამმართველოს შიდასტრუქტურული ორგანიზაცია ეფუძნება ერთმმართველობისა და ცენტრალიზების პრინციპებს. სამმართველოს ანგარიშვალდებულება განისაზღვრება სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების მართვის ფუნქციონალური განაწილების შესახებ სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.
2. სამმართველოს საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის მიხედვით.
მუხლი 5. სამმართველოს ხელმძღვანელობა🔗
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი;
2. სამმართველოს უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 6. სამმართველოს უფროსის კომპეტენცია🔗
სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
გ) წარუდგენს ანგარიშს სამსახურის ხელმძღვანელობას სამმართველოს საქმიანობის შესახებ;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, სამმართველოს პირადი შემადგენლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ, აგრეთვე მათი თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;
ე) აკონტროლებს სამმართველოს საქმისწარომებას;
ვ) სამმართველოს ქვედანაყოფებისთვის დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გასცემს მითითებებსა და განკარგულებებს;
ზ) აკონტროლებს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს პირად შემადგენლობას შორის;
ი) სამსახურის უფროსთან და სამსახურის უფროსის მოადგილესთან (კურატორი) შუამდგომლობს სამმართველოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და სამსახურებრივი მივლინების, აგრეთვე სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის თაობაზე;
კ) ასრულებს სამსახურის უფროსისა და მის მიერ უფლებამოსილი პირის კონკრეტულ დავალებებს;
ლ) პასუხს აგებს სამმართველოს წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე.
მუხლი 7. სამმართველოს უფროსის მოადგილე🔗
1. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსის მითითებების შესაბამისად კონტროლს უწევს სამმართველოს ქვედანაყოფების საქმიანობას.
2. სამმართველოს უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სამმართველოს საქმიანობას წარმართავს სამმართველოს უფროსის მოადგილე, რომელიც მოქმედებს სამმართველოს უფროსის კომპეტენციის ფარგლებში, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის ,,დ” პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებისა.
მუხლი 8. განყოფილების უფროსის კომპეტენცია🔗
განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) სამმართველოს უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების საქმიანობის შესახებ;
გ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების სტრუქტურის, საშტატო ერთეულების, მუშაობის ორგანიზაციის, განყოფილების პირადი შემადგენლობის წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
დ) ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს;
ე) აკონტროლებს განყოფილების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) წინადადებით შედის სამმართველოს უფროსთან განყოფილების თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების თაობაზე;
ზ) კონტროლს უწევს განყოფილების მიერ სამმართველოს უფროსის კონკრეტული დავალების შესრულებას და განსაზღვრავს მასზე პასუხისმგებელ პირს;
თ) ზედამხედველობას უწევს განყოფილებაში საიდუმლო საქმისწარმოების რეჟიმის მოთხოვნათა შესრულებას.
ი) პასუხს აგებს განყოფილების წინაშე დასმული ამოცანების ზუსტ და დროულ შესრულებაზე.
სამმართველოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები
მუხლი 9. სამმართველოს სტრუქტურა🔗
სამმართველოს სტრუქტურულ შემადგენლობაშია:
ა) ტრანსპორტის განყოფილება;
ბ) მშენებლობისა და საკომენდანტო განყოფილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების და პრივატიზების განყოფილება;
დ) შეიარაღებისა და აღკაზმულობის განყოფილება;
ე)უზრუნველყოფის განყოფილება, რომლის შემადგენლობაში შედის კვების ბლოკი (ქვეგანყოფილება).
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №232-სსმIII, №35, 06.04.2010წ.;მუხ.589
მუხლი 10. ტრანსპორტის განყოფილება🔗
ტრანსპორტის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამსახურის კუთვნილი ავტოტრანსპორტის შეძენისა და ექსპლუატაცის ორგანიზება;
ბ) სამსახურის კუთვნილი ავტოტრანსპორტის აღრიცხვაზე აყვანა და აღრიცხვიდან მოხსნა;
გ) სამსახურის კუთვნილი ავტოტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის კონტროლი, პერიოდული დათვალიერება დროული შეკეთების უზრუნველყოფის მიზნით;
დ) ავტომეურნეობის საჭირო სათადარიგო ნაწილებითა და საწვავ-საცხები მასალით მომარაგების უზრუნველყოფა.
მუხლი 11. მშენებლობისა და საკომენდანტო განყოფილება🔗
მშენებლობისა და საკომენდანტო განყოფილების ამოცანებია:
ა) სამსახურის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების მიმდინარე და კაპიტალური სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელება და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენა;
ბ) სამსახურისთვის საჭირო საამშენებლო მასალების შემოტანა, სამუშაოთა მიმდინარეობისა და მასალათა ნორმირებული ხარჯვის კონტროლი;
გ) შენობა-ნაგებობების სწორი ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის დაცვაზე კონტროლი.
მუხლი 12. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება
მუხლი 12. სახელმწიფო შესყიდვების და პრივატიზების განყოფილება🔗
სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ამოცანებია:
სახელმწიფო შესყიდვების და პრივატიზების განყოფილების ამოცანებია:
ა) კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და შესყიდვების პროცესში სამსახურის სატენდერო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა;
ბ) სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება, შესყიდვების შესახებ განცხადებების დადგენილი წესით გამოქვეყნება და ანგარიშების მომზადება;
ბ) პრივატიზების პროცესში სამსახურის საკონკურსო და სააუქციონო კომისიების საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) სამსახურის სატენდერო კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო შესყიდვებისათვის და პრივატიზების განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება, განცხადებების დადგენილი წესით გამოქვეყნება და ანგარიშების მომზადება;
დ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამის ორგანიზაციებთან და მომწოდებლებთან შეთანხმება;
დ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრივატიზების თაობაზე ხელშეკრულებების მომზადება და შესაბამის ორგანიზაციებთან და მომწოდებლებთან შეთანხმება;
ე) სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენი შესაბამისი ინფორმაციის მომზადება.
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენი შესაბამისი ინფორმაციის მომზადება;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საპრივატიზებო ქონების შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში წარსადგენი ინფორმაციის მომზადება.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2010 წლის 6 აპრილის ბრძანება №232-სსმIII, №35, 06.04.2010წ.;მუხ.589
მუხლი მე-121. შეიარაღებისა და აღკაზმულობის განყოფილება
შეიარაღებისა და აღკაზმულობის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების იარაღით, საბრძოლო მასალით, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით და საბრძოლო აღკაზმულობით უზრუნველყოფა;
ბ) საიარაღო საწყობის ფუნქციონირება, იარაღის, საბრძოლო მასალის, სპეციალური ფორმის ტანსაცმლისა და საბრძოლო აღკაზმულობის მიღების, გაცემის, ჩაბარებისა და ჩამოწერის შესაბამისი აღრიცხვით უზრუნველყოფა.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
მუხლი 13. უზრუნველყოფის განყოფილება🔗
1. უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანებია:
ა) სამსახურისათვის საჭირო ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სახის სამეურნეო საქონლის შეძენის უზრუნველყოფა;
ბ) ინვენტარის, ტექნიკის, აპარატურის, საკანცელარიო და სხვა სახის სამეურნეო საქონლის სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებზე განაწილება და გაცემა.
2. უზრუნველყოფის განყოფილებაში შემავალი კვების ბლოკის (ქვეგანყოფილება) ამოცანაა სამსახურის ცალკეული ქვედანაყოფების მორიგე განწესში მყოფ თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა და მოსამსახურეთა კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო ობიექტის (ობიექტების) ფუნქციონირება.
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2009 წლის 11 მაისის ბრძანება №254-სსმIII, №59, 14.05.2009წ.;მუხ.662
მუხლი 14. დასკვნითი დებულებები🔗
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებების ან დამატებების შეტანა ხორციელდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.
როგორ დავიმოწმოთ
სხვა ადმინისტრაციული ორგანო “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სამეურნეო სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ", №258, 25.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.40.036.007.585 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.05.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/60970-1/