1. ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელმა პირადად უნდა აწარმოოს საფრენოსნო დროის აღრიცხვა პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, სადაც მითითებული უნდა იყოს, სულ მცირე, ზსხ-ის აღრიცხვის ნიშანი, ფრენის სახეობა (სასწავლო, შემოწმება და სხვა), ფრენის თარიღი, გაფრენისა და მოფრენის დრო, აეროდრომი/ადგილი.
2. ზსხ-ის პილოტი უფლებამოსილია სრულად ჩაითვალოს საფრენოსნო დრო, რომელიც იფრინა ზსხ-ის მეთაურის რანგში. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან ერთად ნაფრენი დრო ჩაითვლება სრულად.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 06/02/2024.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება