ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (27 მუხლი)
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №27 |
|
2024 წლის 2 თებერვალი ქ. თბილისი |
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, 91 მუხლის და 212 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესი“.
|
| ¶მუხლი 2 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის სერტიფიცირების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 31 მაისის №111 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
¶მუხლი 1.
რეგულირების სფერო
|
ეს წესი ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის და ინსტრუქტორის მომზადების პროგრამებს, მათი ცოდნის შეფასების პირობებს, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის და ზსხ-ის პილოტისთვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელების და ვადის განახლების მოთხოვნებს და ასევე, განსაზღვრავს მოწმობასთან დაკავშირებული უფლებამოსილების გამოყენების პირობებს.
|
¶მუხლი 2.
ტერმინები და განმარტებები
|
1. ამ წესში მოცემულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:
ა) ზსხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა (შემდგომში – საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა) – ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციის განხორციელების უფლებამოსილების მქონე მოწმობის მფლობელი პირები; ბ) ვადის გაგრძელება – კვალიფიკაციის მოქმედების ვადის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც მოწმობის მფლობელს საშუალებას აძლევს, დადგენილი მოთხოვნების შესრულებით გააგრძელოს კვალიფიკაციით მინიჭებული უფლებების გამოყენება შემდგომი განსაზღვრული პერიოდით; გ) ვადის განახლება – კვალიფიკაციის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, რომელიც დადგენილი მოთხოვნების შესრულების შემდეგ, აახლებს შესაბამისი კვალიფიკაციით მინიჭებულ უფლებებს შემდგომი განსაზღვრული პერიოდით; დ) ზსხ-ის მეთაური – საჰაერო ხომალდის ფრენისას, მის მართვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პილოტი; ე) ინსტრუქტორთან ერთად ფრენა – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პილოტის (ინსტრუქტორობის კანდიდატი, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი) მიერ პილოტ-კურსანტის ან მოწმობის მფლობელი პირისთვის ჩატარებული საფრენოსნო მომზადება; ვ) კვალიფიკაცია – სერტიფიკატში აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ადგენს აღნიშნული სერტიფიკატისთვის სპეციალურ პირობებს, უფლებებს ან შეზღუდვებს; ზ) მგზავრი – პირი, რომელიც იმყოფება ზსხ-ის ბორტზე ზსხ-ის მეთაურის თანხმობით, გარდა საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობისა; თ) მოწმობა – საჰაერო ხომალდის ბორტზე განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების დამადასტურებელი დოკუმენტი; ი) საფრენოსნო დრო – საერთო დრო, აფრენის მიზნით ზსხ-ის მიერ მოძრაობის დაწყებიდან (შვეულმფრენისთვის: მზიდი ხრახნის ბრუნვის დაწყებიდან) ფრენის დასრულებისას მის სრულ გაჩერებამდე (შვეულმფრენისთვის: შვეულმფრენის სრულ გაჩერებამდე და მზიდი ხრახნის ბრუნვის შეჩერებამდე); კ) სერტიფიკატი – დოკუმენტი, რომელიც მოწმობის მფლობელს განსაზღვრული ვადით ანიჭებს უფლებას ზსხ-ის ბორტზე შეასრულოს ამ დოკუმენტით მინიჭებული ფუნქციები; ლ) შეთანხმებული სწავლება – სააგენტოს მიერ დადგენილი პროგრამის შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული სწავლება, რომელიც ტარდება სააგენტოსთან შეთანხმებული შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირების მიერ; მ) უფლებამოსილი გამომცდელი – სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც ახორციელებს ამ წესით გათვალისწინებულ შესაბამის თეორიულ და საფრენოსნო შემოწმებებს; ნ) უფლებამოსილი ინსტრუქტორი – ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი, რომელიც ფლობს ამ წესით განსაზღვრულ შესაბამის კვალიფიკაციას სწავლების ჩატარების ან შემოწმების განხორციელების მიზნით; ო) პილოტ-კურსანტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორის მიერ საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობაში დაშვებული პირი, რომელიც გადის საფრენოსნო მომზადებას (ინსტრუქტორთან ერთად ან დამოუკიდებლად ფრენის შესრულებისას). 2. ამ წესში მოცემულ განმარტებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) ზსხ – ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი; ბ) სთ – საათი; გ) სდ – სასწავლო დაწესებულება. |
¶მუხლი 3.
ზსხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა
|
1. პირი უფლებამოსილია დაიწყოს საფრენოსნო მომზადება ზსხ-ის პილოტის მოწმობის მიღების მიზნით, თუ ფლობს ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა).
2. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა) გაცემული უნდა იყოს ნევროლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის, ენდოკრინოლოგიური (შაქრიანი დიაბეტი – ჰიპოგლიკემიის რისკი) და მამოძრავებელი სისტემების კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ანამნეზში ინფექციურ დაავადებებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული კვლევებით არ უნდა დგინდებოდეს მწვავე და ქრონიკული დეკომპენსირებული დაავადებები. 4. იმ შემთხვევაში, თუ პირი, მოწმობის მოქმედების პერიოდში, ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 პუნქტის პირობას, დაუშვებელია მის მიერ საფრენოსნო ეკიპაჟის წევრის რანგში ზსხ-ის ბორტზე მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენება. 5. საფრენოსნო მომზადების დაწყების მიზნით, პირს შეუძლია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა №IV-100/ა) ნაცვლად ფლობდეს I ან II კლასის მოქმედ სამედიცინო სერტიფიკატს. შენიშვნა: I და II კლასის სამედიცინო სერტიფიკატი გაცემული უნდა იყოს ჩიკაგოს კონვენციის 1-ლი დანართის ან 2011 წლის 3 ნოემბრის ევროკავშირის რეგულაციის No 1178/2011 (Commission Regulation (EU) No 1178/2011) ANNEX IV (PART-MED)-ის პირობების ან სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2019 წლის 8 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასამედიცინო ცენტრის და ავიასამედიცინო ექსპერტის სერტიფიცირების, ავიასპეციალისტის სამედიცინო სერტიფიცირების წესის“ შესაბამისად. |
¶მუხლი 4.
მოწმობის გაცემის მიზნით საფრენოსნო შემოწმებაზე დაშვების პირობები |
1. პირი არ დაიშვება საფრენოსნო შემოწმებაზე, ვიდრე არ ჩააბარებს საერთო თეორიული საგნების გამოცდას და სპეციფიკურ სახმელეთო შემოწმებას (დანართი №2). საფრენოსნო შემოწმებაზე პირი უნდა წარადგინოს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორმა ან ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სერტიფიცირებულმა სდ-მ, რომელიც ადასტურებს, რომ პირს გააჩნია მოწმობის მიღებისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და საფრენოსნო გამოცდილება.
2. მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ პირი აკმაყოფილებს მის მისაღებად ამ წესით დადგენილ ყველა პირობას. |
¶მუხლი 5.
მოწმობის მოქმედების ვადის შეჩერება, აღდგენა და გაუქმება
|
1. სააგენტო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მოწმობის შეჩერებასთან და გაუქმებასთან ან შესაბამისი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში არ იქნა აღმოფხვრილი მოწმობის შეჩერების საფუძველი ან პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. მოწმობის გაუქმების შემთხვევაში პირმა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში დოკუმენტი უნდა დაუბრუნოს სააგენტოს. 3. მოწმობის ან შესაბამისი უფლებამოსილების მოქმედების ვადა შესაძლებელია შეჩერდეს იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება შეჩერების საფუძველი, მაგრამ შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს – 90 დღით. 4. მოწმობის ან შესაბამისი უფლებამოსილების მოქმედება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლამდე გამოსწორდება შეჩერების საფუძველი. |
¶მუხლი 6.
სპეციალური უფლებამოსილებები |
ზსხ-ის პილოტი უფლებამოსილია მოწმობაში მიიღოს შემდეგი სპეციალური უფლებამოსილებები:
ა) რადიოსატელეფონო კავშირით სარგებლობის უფლებამოსილება – ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირი ინგლისურ ენაზე ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან სპეციფიკური სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმების გავლის შემდეგ, რომელიც დასტურდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტების გაცემით; ბ) პლანერის ბუქსირების უფლებამოსილება – პლანერის ბუქსირების უფლებამოსილების მისაღებად ზსხ-ის პილოტს გავლილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი სწავლება, რომლის გავლა დასტურდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტის გაცემით; გ) მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილება – მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილების მისაღებად ზსხ-ის პილოტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 15 სთ ან მეტი დამოუკიდებლად ფრენის გამოცდილება, რომელიც საკმარისია მგზავრთან ერთად ფრენის უსაფრთხოდ განხორციელებისთვის. მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილება გაიცემა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან სპეციფიკური სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმების გავლის შემდეგ, რომელიც დასტურდება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ შესაბამისი დოკუმენტების გაცემის საფუძველზე. |
¶მუხლი 7.
რადიოსატელეფონო კავშირი
|
1. ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილების მისაღებად პირმა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან უნდა გაიაროს სპეციფიკური სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმება. რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სწავლება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ უნდა განხორციელდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბრის №595 დადგენილებით დამტკიცებული „საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესის“ და ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად შემუშავებული პროგრამის მიხედვით, შესაბამისი კლასის ზსხ-ის გათვალისწინებით.
2. შემოწმებისას, ზსხ-ის პილოტმა ფრენის დაგეგმვისა და მისი შესრულების განმავლობაში რადიოსატელეფონო კავშირის გამოყენებით უნდა განახორციელოს კომუნიკაცია. 3. ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილება გაიცემა ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ, ხოლო მოწმობაში შესაბამისი აღნიშვნა შეაქვს სააგენტოს. |
¶მუხლი 8.
უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარება
|
1. უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების ან შესაბამისი უწყების მიერ გაცემული მოწმობით სააგენტოს მიერ აღრიცხულ ზსხ-ზე მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებების გამოყენება შესაძლებელია სააგენტოს მიერ აღნიშნული მოწმობის და მასში განსაზღვრული უფლებამოსილების აღიარების შემდგომ.
2. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული ზსხ-ის მოწმობის აღიარება ხორციელდება, შემდეგ შემთხვევაში: ა) დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე; ბ) მოწმობის გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება ან შესაბამისი უწყება ადმინისტრაციული წარმოების ვადაში დაადასტურებს წარმოდგენილი მოქმედი მოწმობის და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობას; და გ) მოწმობის მფლობელი პირის მიერ სააგენტოში თეორიული გამოცდის გავლისას, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 3. მოწმობის მფლობელი პილოტი უფლებამოსილია აღიარების თარიღიდან არაუმეტეს 24 თვის განმავლობაში განახორციელოს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებები, რომლის ვადაც იზღუდება მოწმობის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის (კვალიფიკაციის) მოქმედების ვადით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადით, რომელიც უფრო ნაკლებია. 4. აღიარებას ექვემდებარება უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობით მინიჭებული მხოლოდ ის უფლებამოსილებები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ წესით. |
¶მუხლი 9.
პილოტის საფრენოსნო წიგნაკი და საფრენოსნო დროის დათვლა
|
1. ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელმა პირადად უნდა აწარმოოს საფრენოსნო დროის აღრიცხვა პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, სადაც მითითებული უნდა იყოს, სულ მცირე, ზსხ-ის აღრიცხვის ნიშანი, ფრენის სახეობა (სასწავლო, შემოწმება და სხვა), ფრენის თარიღი, გაფრენისა და მოფრენის დრო, აეროდრომი/ადგილი.
2. ზსხ-ის პილოტი უფლებამოსილია სრულად ჩაითვალოს საფრენოსნო დრო, რომელიც იფრინა ზსხ-ის მეთაურის რანგში. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან ერთად ნაფრენი დრო ჩაითვლება სრულად.
|
¶მუხლი 10.
საერთო თეორიული გამოცდა და თეორიული ცოდნის შეფასება
|
1. საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის მისაღებად პილოტის მოწმობის მიღების/აღიარების მსურველმა პირმა სააგენტოში უნდა ჩააბაროს თეორიული გამოცდა, რომელიც ეფუძნება ამ წესის დანართ №1-ში განსაზღვრულ პროგრამას. გამოცდა:
ა) არის 90 წუთის ხანგრძლივობის; ბ) შედგება 60 ღია ტიპის კითხვისგან, კითხვებზე პასუხის რამდენიმე ვარიანტის ფორმატით (MCQ). 2. გამოცდის ჩასაბარებლად ამ მუხლის 1-ელ პუნქტში აღნიშნულმა პირმა სწორად უნდა უპასუხოს კითხვების არანაკლებ 75%-ს. გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში სააგენტოს მიერ გაიცემა ზსხ-ის პილოტის საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 3. საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი მოქმედია გაცემის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში. 4. ზსხ-ის პილოტის საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის ეკვივალენტური დოკუმენტის მფლობელად მიიჩნევა პირი, იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას: ა) ფლობს თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას, რომელიც გაცემულია ევროკომისიის 2011 წლის 3 ნოემბრის რეგულაციის „Commission Regulation (EU) No 1178/2011“ I დანართის (ANNEX I (PART-FCL)) შესაბამისად; ბ) ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის მოქმედ მოწმობას; გ) ფლობს არაუმეტეს 24 თვით ადრე გაცემულ თეორიული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატს, რომელიც მიღებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და/ან „ბ“ ქვეპუნქტებში მითითებული მოწმობების მიღების მიზნით. 5. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის თეორიული ცოდნის შეფასებაში დამაკმაყოფილებელი შედეგის მისაღებად პირმა სწორად უნდა უპასუხოს საერთო თეორიული გამოცდის კითხვების არანაკლებ 90%-ს. |
¶მუხლი 11.
საერთო თეორიული გამოცდის ჩატარების და გამოცდაზე დაშვების პირობები |
1. საერთო თეორიული გამოცდის ჩატარებას, საგამოცდო კითხვების შედგენას და შესაბამისი საგამოცდო პროცედურების დადგენას ახორციელებს სააგენტო.
2. პირს, რომელიც გამოცდის განმავლობაში განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც ეწინააღმდეგება სააგენტოს მიერ დადგენილ საგამოცდო პროცედურას, ეკრძალება სააგენტოს მიერ მომდევნო დანიშნულ საგამოცდო სესიაზე დასწრება. აღნიშნული ქმედების განმეორების შემთხვევაში პირს ეკრძალება მომდევნო ორ დანიშნულ საგამოცდო სესიაზე დასწრება.
|
¶მუხლი 12.
სპეციფიკური სახმელეთო შემოწმება
|
სახმელეთო შემოწმება სპეციფიკურია ზსხ-ის თითოეული კლასისთვის და ითვალისწინებს პირის ცოდნის შემოწმებას შესაბამისი კლასის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ. ამ წესის დანართი №2-ში განსაზღვრული სპეციფიკური სახმელეთო შემოწმების პროგრამა უნდა შემუშავდეს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ, შესაბამისი კლასის ზსხ-ის გათვალისწინებით.
|
¶მუხლი 13.
პილოტ-კურსანტი
|
1. მოწმობის მიღების მიზნით, ზსხ-ის პილოტ-კურსანტმა საფრენოსნო მომზადების განმავლობაში, დამოუკიდებელი ფრენა უნდა განახორციელოს შემდეგი პირობების დაცვით:
ა) ასაკი – არანაკლებ 16 წელი; ბ) გააჩნია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული საფრენოსნო მომზადების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი (დეკლარაცია), რომლის ასლი ეგზავნება სააგენტოს, პილოტ-კურსანტის პერსონალურ მონაცემებთან ერთად; გ) გააჩნია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული წერილობითი თანხმობა, რომელიც ინსტრუქტორმა უნდა გასცეს ყოველი დამოუკიდებელი ფრენის განხორციელებამდე. 2. დამოუკიდებლად შესრულებული სასწავლო ფრენების დროს, ზსხ-ის პილოტ-კურსანტს ბორტზე მუდმივად უნდა ჰქონდეს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული დოკუმენტი.
|
¶მუხლი 14.
ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემის პირობები
|
1. ზსხ-ის პილოტის მოწმობის მისაღებად პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
ა) ასაკი – არანაკლებ 16 წელი; ბ) გავლილი აქვს საერთო თეორიული ცოდნის დონის სერტიფიკატის მისაღებად სწავლების პროგრამა და ფლობს საერთო თეორიული საგნების გამოცდის გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს; გ) შესაბამისი კლასის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან, მათ შორის, იმ ინსტრუქტორთან, რომელთანაც გაიარა საფრენოსნო მომზადება, ჩაბარებული აქვს: გ.ა) სპეციფიკური სახმელეთო შემოწმება ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად; გ.ბ) საფრენოსნო შემოწმება; დ) გააჩნია ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმებების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. ზსხ-ის პილოტის მოწმობა სააგენტოს მიერ გაიცემა უვადოდ. |
¶მუხლი 15.
მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება
|
ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს ფრენა მგზავრის გარეშე, მხოლოდ იმ კლასის ზსხ-ით, რომლის კვალიფიკაციასაც ფლობს; ბ) განახორციელოს ფრენა მგზავრთან ერთად, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას შესაბამისი კლასის ზსხ-ისთვის ამ წესის მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; გ) განახორციელოს პლანერის ბუქსირება, გარდა ზემსუბუქი პლანერისა, იმ შემთხვევაში, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირი ინგლისურ ენაზე, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას ამ წესის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესბამისად. |
¶მუხლი 16.
ზსხ-ის კლასის კვალიფიკაცია
|
1. ზსხ-ის პილოტს, კონკრეტულ ზსხ-ზე მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, უნდა გააჩნდეს შესაბამისი კლასის ზსხ-ის კვალიფიკაცია.
2. კლასის კვალიფიკაცია მოითხოვება შემდეგი კლასის ზსხ-ებისთვის: ა) 1-ლი კლასი – მოტოდელტაპლანი; ბ) მე-2 კლასი – თვითმფრინავი; გ) მე-3 კლასი – ავტოჟირი; დ) მე-4 კლასი – შვეულმფრენი.
|
¶მუხლი 17.
ზსხ–ს პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია |
1. ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემის, მოქმედების ვადის გაგრძელების ან განახლების მიზნით ფრენის ინსტრუქტაჟის დაწყების გადაწყვეტილების მისაღებად ან ფრენის ინსტრუქტაჟის განსახორციელებლად ზსხ-ის პილოტს უნდა გააჩნდეს ფრენის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია.
2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი უფლებამოსილია განახორციელოს სწავლება ზსხ-ის ერთ ან რამდენიმე შემდეგ კლასზე: ა) 1-ლი კლასი – მოტოდელტაპლანი; ბ) მე-2 კლასი – თვითმფრინავი; გ) მე-3 კლასი – ავტოჟირი; დ) მე-4 კლასი – შვეულმფრენი.
|
¶მუხლი 18.
საწყისი სწავლება და პედაგოგიური მომზადება |
ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მისაღებად, პირი უფლებამოსილია დაიწყოს ინსტრუქტორის საწყისი სწავლება, იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ფლობს ზსხ-ის პილოტის მოწმობას და გავლილი აქვს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის თეორიული ცოდნის შეფასება ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად; ბ) აქვს შემდეგი საფრენოსნო გამოცდილება, ზსხ-ის კლასის გათვალისწინებით, რომელზეც პირმა უნდა მიიღოს ინსტრუქტორის კვალიფიკაცია: ბ.ა) 1-ლი კლასი – 100 სთ; ბ.ბ) მე-2 კლასი – 150 სთ; ბ.გ) მე-3 კლასი – 200 სთ; ბ.დ) მე-4 კლასი – 200 სთ; გ) პირი საფრენოსნო გამოცდილებას ადასტურებს შესაბამისი განცხადებით (დეკლარირებით); დ) ფლობს მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილებას არანაკლებ 6 თვის განმავლობაში; ე) ფლობს ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირით სარგებლობის უფლებამოსილებას; ვ) გავლილი აქვს ფრენისას კომპეტენციის საწყისი შეფასება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სერტიფიცირებულ სდ-ში. |
¶მუხლი 19.
ინსტრუქტორობის კანდიდატი
|
ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორობის კანდიდატის საქმიანობის უფლება ზსხ-ის შესაბამის კლასზე ან კლასებზე ეძლევა პირს, რომელიც გადის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მომზადებას და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი; ბ) სრულად გავლილი აქვს საწყისი სწავლება და მიღებული აქვს დამაკმაყოფილებელი შეფასება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სერტიფიცირებულ სდ-ში, რომელსაც გააჩნია საწყისი სწავლების დასრულების შემდეგ კომპეტენციის შეფასების უფლებამოსილება. |
¶მუხლი 20.
ინსტრუქტორობის კანდიდატის საქმიანობის უფლება
|
1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორობის კანდიდატი უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის პილოტ-კურსანტის თეორიული და საფრენოსნო მომზადება ზსხ-ის პილოტის მოწმობის მიღების მიზნით, ამ წესით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორობის კანდიდატი მთელ მის პედაგოგიურ მომზადებას ახორციელებს იმ სდ-ში, სადაც მან მოიპოვა ინსტრუქტორობის კანდიდატის საქმიანობის უფლება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებლის და სდ-ის სწავლების მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ. |
¶მუხლი 21.
ზსხ–ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია
|
1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია ენიჭება პირს, რომელიც შესაბამისი კლასის ზსხ-ზე აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) არის ზსხ-ის ინსტრუქტორობის კანდიდატი; ბ) სრულად და დამაკმაყოფილებლად გაიარა პედაგოგიური მომზადება სდ-ში, რომელსაც გააჩნია სწავლების დასრულების შემდეგ ზსხ-ის შესაბამის კლასზე კომპეტნციის შეფასების უფლებამოსილება. 2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია მიუთითებს ზსხ-ის კლასს ან კლასებს, რომელთათვისაც ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორობის კანდიდატმა დააკმაყოფილა კვალიფიკაციის მინიჭების პირობები. 3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციაში ზსხ-ის ახალი კლასის დამატება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოწმობაში ზსხ-ის დაკავშირებულ კლასზე ფლობს მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილებას; ბ) გავლილი აქვს დამატებითი სწავლება, რომლის მოცულობა დამოკიდებულია ზსხ-ის კლასზე და სწავლების დასრულების შემდეგ გავლილი აქვს კომპეტენციის შეფასება. 4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ და სერტიფიკატის ნომერი მიეთითება ზსხ-ის პილოტის მოწმობაში. |
¶მუხლი 22.
ზსხ–ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება და განახლება
|
1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია მოქმედია უკანასკნელი კომპეტენციის შეფასების გავლიდან 36 თვის განმავლობაში.
2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მოქმედების ვადის გაგრძელდება ხორციელდება, იმ შემთხვევაში, თუ: ა) კვალიფიკაციის ვადის გასვლამდე 36 თვის განმავლობაში ინსტრუქტორს გავლილი აქვს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის ცოდნის განახლების სწავლება; ბ) კვალიფიკაციის ვადის გასვლამდე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში გავლილი აქვს შემოწმება, რომელიც მოიცავს გაფრენისწინა ინსტრუქტაჟს, საფრენოსნო შემოწმებას და ფრენის შემდგომ ინსტრუქტაჟს; გ) ერთზე მეტი ზსხ-ის კლასის კვალიფიკაციის გაგრძელების შემთხვევაში, ყოველი მომდევნო შემოწმება გავლილი აქვს მოწმობაში მინიჭებულ ზსხ-ის განსხვავებულ კლასზე. 3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის ვადის განახლება ხორციელდება, თუ ინსტრუქტორი დაადასტურებს, რომ კვალიფიკაციის განახლების მიზნით განცხადების წარდგენამდე უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში: ა) გავლილი აქვს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის ცოდნის განახლების კურსი, რომელიც მოიცავს არანაკლებ 12 სთ სწავლებას; ბ) ზსხ-ის შესაბამისი კლასზე გავლილი აქვს კომპეტენციის შეფასება, რომელიც მოიცავს სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმებას; გ) ერთზე მეტი ზსხ-ის კლასის კვალიფიკაციის განახლების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შეფასება გავლილი აქვს მოწმობაში მინიჭებული ზსხ-ის თითოეული კლასისთვის. 4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია და მოქმედების ვადა აღინიშნება ზსხ-ის პილოტის მოწმობაში. |
¶მუხლი 23.
ზსხ–ის პილოტის ინსტრუქტორის უფლებამოსილებები
|
1. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია მის მფლობელს ანიჭებს უფლებამოსილებას, ზსხ-ის შესაბამის კლას(ებ)ზე განახორციელოს:
ა) თეორიული და საფრენოსნო მომზადება ზსხ-ის პილოტის მოწმობის მიღების მიზნით; ბ) სწავლება ამ წესის მე-6 მუხლის „გ“ პუნქტში აღნიშნული მგზავრთან ერთად ფრენის უფლებამოსილების მიღების მიზნით; გ) სწავლება ამ წესის მე-6 მუხლის „ბ“ პუნქტში აღნიშნული პლანერის ბუქსირების უფლებამოსილების მიღების მიზნით; დ) სწავლება ამ წესის მე-7 მუხლის 1-ელი პუნქტში აღნიშნული ინგლისურ ენაზე რადიოსატელეფონო კავშირის უფლებამოსილების მიღების მიზნით; 2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის პილოტის მომზადების შემოწმება და მისი დაშვება: ა) სპეციფიკურ სახმელეთო შემოწმებაზე; ბ) საფრენოსნო შემოწმებაზე; გ) შემოწმებაზე, ამ წესის მე-6 მუხლის „ა-გ“ პუნქტებში განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მიღების მიზნით; 3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი უფლებამოსილია განახორციელოს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის თეორიული სწავლება და პრაქტიკული მომზადება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებლის რანგში, იმ შემთხვევაში თუ მას ზსხ-ის პილოტ-კურსანტებისთვის ჩატარებული აქვს არანაკლებ 100 სთ თეორიული და პრაქტიკული სწავლება. |
¶მუხლი 24.
ზსხ–ს პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილების მინიჭება |
1. პირს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილება ენიჭება, თუ:
ა) ფლობს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციას; ბ) ფლობს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის სწავლებისა და მომზადების უფლებამოსილებას ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მასწავლებლის რანგში, ამ წესის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად; გ) დაადასტურებს, რომ ინსტრუქტორობის კანდიდატებისთვის ჩატარებული აქვს არანაკლებ 100 სთ თეორიული და პრაქტიკული სწავლება. 2. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილება მოქმედია მანამ, სანამ პირი ინარჩუნებს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მოქმედ კვალიფიკაციას. 3. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელი, ზსხ-ის იმ კლას(ებ)-ზე, რომელზეც დაშვებასაც ფლობს, უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი, გარდა ზსხ-ის პილოტის იმ ინსტრუქტორებისა, რომელთა სწავლებაც თვითონ განახორციელა: ა) კომპეტენციის შეფასება და შემოწმება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მიღების, მოქმედების ვადის გაგრძელების და განახლების მიზნით; ბ) კომპეტენციის შეფასება და შემოწმება, ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორისთვის კვალიფიკაციაში ზსხ-ის ახალი კლასის დამატების მიზნით. 4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილების დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ და სერტიფიკატის ნომერი მიეთითება ზსხ-ის პილოტის მოწმობაში. |
1
+
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, 91 მუხლის და 212 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, 91 მუხლის და 212 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
+
+
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი
+
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი
+
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
+
მუხლი 2. ტერმინები და განმარტებები
ო) პილოტ-კურსანტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ინსტრუქტორის მიერ საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობაში დაშვებული პირი, რომელიც გადის საფრენოსნო მომზადებას (ინსტრუქტორთან ერთად ან დამოუკიდებლად ფრენის შესრულებისას);
პ) ზსხ-ის განსხვავებული მოდელი – ერთ კლასს მიკუთვნებული ზსხ ან ზსხ-თა ჯგუფი, რომელსაც გააჩნია სხვაობები იმ ზსხ-თან მიმართებით, რომლის ექსპლუატაციასაც ახორციელებს ზსხ-ს პილოტი და საჭიროებს გაცნობით (Familiarisation training) ან სხვაობათა სწავლებას (Differences training);
შენიშვნა: გაცნობითი სწავლება გულისხმობს ზსხ-ის განსხვავებულ ვარიანტზე დამატებითი თეორიული ცოდნის მიღებას, ხოლო სხვაობათა სწავლება გულისხმობს შესაბამის ზსხ-თან დაკავშირებით დამატებითი თეორიული ცოდნისა და საფრენოსნო წვრთნის მიღებას.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 7 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 11.03.2025წ.
+
+
მუხლი 3. ზსხ-ის საფრენოსნო ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა
+
მუხლი 4. მოწმობის გაცემის მიზნით საფრენოსნო შემოწმებაზე დაშვების პირობები
+
მუხლი 41. მოწმობის/სერტიფიკატის მფლობელის ზოგადი ვალდებულებები
პირი, რომელიც ახორციელებს ზსხ-ის საფრენოსნო ექსპლუატაციას, ვალდებულია:
ა) დაიცვას ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები;
ბ) ფრენა შეასრულოს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის პირობებს;
გ) გააჩნდეს ამ წესის საფუძველზე გაცემული ზსხ-ის პილოტის მოწმობა ან სერტიფიკატი განსახორციელებელი საქმიანობის შესაბამისი უფლებამოსილებით.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 7 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 11.03.2025წ.
+
მუხლი 5. მოწმობის და აღიარების სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერება, აღდგენა, გაუქმება, დუბლიკატის გაცემა
1. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოწმობის, მოწმობაში არსებული შესაბამისი უფლებამოსილების ან აღიარების სერტიფიკატის შეჩერებასთან დაკავშირებით, თუ:
ა) საინსპექციო შემოწმებისას გამოვლინდა ნაკლოვანება;
ბ) პირი ვეღარ აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
2. სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მოწმობის, მოწმობაში არსებული შესაბამისი უფლებამოსილების ან აღიარების სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებით, თუ:
ა) მოითხოვს მოწმობის/აღიარების სერტიფიკატის მფლობელი პირი
ბ) მოწმობის/აღიარების სერტიფიკატის მფლობელმა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა შეჩერების საფუძველი;
გ) მოწმობის/აღიარების სერტიფიკატის მფლობელი პირი ახორციელებდა საფასურის სანაცვლოდ ზსხ-ით მგზავრის, ტვირთის ან ფოსტის გადაყვანა-გადაზიდვას.
3. მოწმობის/აღიარების სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია სააგენტოს მიმართოს ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემის ან უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარების მიზნით, დოკუმენტის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
4. მოწმობის/აღიარების სერტიფიკატის გაუქმების შემთხვევაში, პირმა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 დღის ვადაში, დოკუმენტი უნდა დაუბრუნოს სააგენტოს.
5. მოწმობის, აღიარების სერტიფიკატის ან შესაბამისი უფლებამოსილების მოქმედების ვადა შესაძლებელია შეჩერდეს იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება შეჩერების საფუძველი, მაგრამ შეჩერებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს – 90 დღით.
6. მოწმობის, აღიარების სერტიფიკატის ან შესაბამისი უფლებამოსილების მოქმედება აღდგება იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული ვადის გასვლამდე გამოსწორდება შეჩერების საფუძველი.
7. მოწმობის ან სერტიფიკატის დაზიანების/დაკარგვის შემთხვევაში მოწმობის/სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს მოწმობის ან სერტიფიკატის დუბლიკატის გაცემის მიზნით. დუბლიკატი გაიცემა მოწმობის/სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. მოწმობის ან სერტიფიკატის დაზიანების შემთხვევაში მოწმობის/სერტიფიკატის მფლობელმა სააგენტოს უნდა დაუბრუნოს დაზიანებული დოკუმენტი.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 15.08.2024წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 7 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 11.03.2025წ.
+
მუხლი 6. სპეციალური უფლებამოსილებები
+
მუხლი 7. რადიოსატელეფონო კავშირი
+
მუხლი 8. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარება
2. უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის აღიარება და აღიარების სერტიფიკატის, ამ წესის №7 დანართის შესაბამისად გაცემა, ხორციელდება შემდეგ შემთხვევაში:
ა) თუ პირი ფლობს ზსხ-ის პილოტის მოწმობას:
ა.ა) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე;
ა.ბ) მოწმობის გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება ან შესაბამისი უწყება ადმინისტრაციული წარმოების ვადაში დაადასტურებს წარმოდგენილი მოქმედი მოწმობის და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობას; და
ა.გ) მოწმობის მფლობელი პირის მიერ სააგენტოში თეორიული გამოცდის გავლისას, რომელიც შესაძლებელია ჩატარდეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თეორიული გამოცდის გავლა არ მოეთხოვება პირს, თუ უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემული დოკუმენტის აღიარების მიზნით, სააგენტოში საერთო თეორიული გამოცდის ჩაბარებიდან გასულია არაუმეტეს 24 თვე.
ბ) თუ პირი ფლობს ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის (Annex 1 - Personnel Lisensing) შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოწმობას მოქმედი ოსტატობით:
ბ.ა) დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე;
ბ.ბ) მოწმობის გამცემი სახელმწიფოს უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლება ადმინისტრაციული წარმოების ვადაში დაადასტურებს წარმოდგენილი მოწმობისა და მასში არსებული მონაცემების ნამდვილობას, ასევე, დაადასტურებს, რომ მოწმობის მფლობელი პირი დოკუმენტის გამცემ სახელმწიფოში უფლებამოსილია, განახორციელოს ზსხ-ს შესაბამისი კლასის (თვითმფრინავი ან შვეულმფრენი) საფრენოსნო ექსპლუატაცია;
ბ.გ) ამ წესის შესაბამისად სერტიფიცირებულ ზსხ-ის პილოტს ინსტრუქტორთან ჩაბარებული აქვს საფრენოსნო შემოწმება.
შენიშვნა: საფრენოსნო შემოწმებაზე პირი დაიშვება ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც გაივლის გაცნობით ან სხვაობათა სწავლებას და დამატებით საფრენოსნო მომზადებას (თუ პირის საფრენოსნო უნარ-ჩვევები მოცემულ დროს არ იძლევა ზსხ-ის უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობას). დამატებითი საფრენოსნო მომზადების ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწმობის აღიარებისათვის განმეორებით მიმართვისას, იმ შემთხვევაში, თუ აღიარების სერტიფიკატის ვადის ამოწურვიდან გასული პერიოდი:
ა) არ აღემატება 12 თვეს ზსხ-ის მე-2 კლასის, ხოლო 6 თვეს – მე-4 კლასის შემთხვევაში, პირს აღარ მოეთხოვება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესრულება;
ბ) აღემატება 12 თვეს ზსხ-ის მე-2 კლასის, ხოლო 6 თვეს – მე-4 კლასის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების ნაცვლად, პირს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან ერთად უნდა ჰქონდეს შესრულებული არანაკლებ 1-საათიანი ფრენა.
შენიშვნა: ფრენის შესახებ ჩანაწერი აღინიშნება პილოტის საფრენოსნო წიგნაკში, რომელსაც ხელს აწერს ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი.
4. მოწმობის მფლობელი პილოტი უფლებამოსილია, აღიარების თარიღიდან არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში განახორციელოს მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილებები, რომლის ვადაც იზღუდება მოწმობის გამცემი სახელმწიფოს მიერ გაცემული მოწმობის (კვალიფიკაციის) მოქმედების ვადით ან ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი კლასის სამედიცინო სერტიფიკატის მოქმედების ვადით, რომელიც უფრო ნაკლებია
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 15.08.2024წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 7 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 11.03.2025წ.
+
მუხლი 9. პილოტის საფრენოსნო წიგნაკი და საფრენოსნო დროის დათვლა
+
+
მუხლი 10. საერთო თეორიული გამოცდა და თეორიული ცოდნის შეფასება
3. საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა ამ წესის №5 დანართის შესაბამისად და მოქმედია გაცემის თარიღიდან 24 თვის განმავლობაში.
4. ზსხ-ის პილოტის საერთო თეორიული ცოდნის დონის დამადასტურებელი სერტიფიკატის ეკვივალენტური დოკუმენტის მფლობელად მიიჩნევა პირი იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა) ფლობს თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას, რომელიც გაცემულია ჩიკაგოს კონვენციის პირველი დანართის შესაბამისად;
ბ) ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას;
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 15.08.2024წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 7 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 11.03.2025წ.
+
მუხლი 11. საერთო თეორიული გამოცდის ჩატარების და გამოცდაზე დაშვების პირობები
1. საერთო თეორიული გამოცდის ჩატარებას და საგამოცდო კითხვების შედგენას ახორციელებს სააგენტო.
2. საერთო თეორიული გამოცდის ჩატარების წესები და პირობები განსაზღვრულია ამ წესის №8 დანართის შესაბამისად.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 15.08.2024წ.
+
მუხლი 12. სპეციფიკური სახმელეთო შემოწმება
+
+
მუხლი 13. პილოტ -კურსანტი
1. პილოტ-კურსანტი უფლებამოსილია მოწმობის მიღების მიზნით დაიწყოს საფრენოსნო მომზადება შემდეგი პირობების დაცვით:
ბ) გააჩნია სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემული საფრენოსნო მომზადების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტი (დეკლარაცია ამ წესის №6 დანართის შესაბამისად), რომლის ასლი ეგზავნება სააგენტოს პირველი ფრენის განხორციელებამდე არანაკლებ 72 საათით ადრე, პილოტ-კურსანტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლთან ერთად. დეკლარაცია მოქმედია სააგენტოს მიერ მისი მიღების დადასტურების შემდეგ;
შენიშვნა: დეკლარაცია იგზავნება სააგენტოს შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: ULM@gcaa.ge.
2. ზსხ-ს პილოტ-კურსანტმა საფრენოსნო მომზადების განმავლობაში დამოუკიდებელი ფრენა უნდა განახორციელოს, თუ ფლობს სააგენტოს მიერ სერტიფიცირებული ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის მიერ გაცემულ წერილობით თანხმობას, რომელიც ინსტრუქტორმა უნდა გასცეს ყოველი დამოუკიდებელი ფრენის განხორციელებამდე.
3. დამოუკიდებლად შესრულებული სასწავლო ფრენების დროს ზსხ-ის პილოტ-კურსანტს ბორტზე მუდმივად უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტი.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 15.08.2024წ.
+
მუხლი 14. ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემის პირობები
შენიშვნა: არასრულწლოვანმა პირმა სააგენტოს უნდა წარუდგინოს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
გ) შესაბამისი კლასის ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორთან ჩაბარებული აქვს:
გ.ა) სპეციფიკური სახმელეთო შემოწმება ამ წესის №2 დანართის შესაბამისად;
შენიშვნა: ზსხ-ზე სპეციფიკური სახმელეთო შემოწმების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №9 დანართის შესაბამისად.
შენიშვნა: ზსხ-ზე საფრენოსნო შემოწმების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფორმა განისაზღვრება ამ წესის №10 დანართის, ხოლო საფრენოსნო შემოწმების საკითხები ზსხ-ს კლასების გათვალისწინებით, განისაზღვრება ამ წესის №12 დანართის შესაბამისად
2. თვითმფრინავის ან შვეულმფრენის მოყვარული პილოტის, კომერციული პილოტის ან ავიაკომპანიის სატრანსპორტო პილოტის მოწმობის საფუძველზე ზსხ-ის პილოტის მოწმობის გაცემა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:
ა) პირის განცხადების საფუძველზე;
ბ) პირი ფლობს სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებული „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების“ შესაბამისად გაცემულ თვითმფრინავის ან შვეულმფრენის პილოტის მოქმედ მოწმობას;
გ) პირს ამ წესის ძალაში შესვლამდე ნაფრენი აქვს ზსხ-ზე, რომელიც დასტურდება პილოტის საფრენოსნო წიგნაკით და მოქმედია ის ოსტატობა, რომლის საფუძველზეც ხორციელდებოდა ზსხ-ის ექსპლუატაცია;
დ) იმ შემთხვევაში, თუ პირს ამ წესის ძალაში შესვლამდე ნაფრენი არ აქვს ზსხ-ზე, ზსხ-ს შესაბამისი კლასის ინსტრუქტორთან ჩაბარებული უნდა ჰქონდეს საფრენოსნო შემოწმება.
შენიშვნა: საფრენოსნო შემოწმებაზე პირი დაიშვება ზსხ-ის პილოტის ფრენის ინსტრუქტორის გადაწყვეტილებით, მას შემდეგ, რაც გაივლის გაცნობით ან სხვაობათა სწავლებას და დამატებით საფრენოსნო მომზადებას (თუ პირის საფრენოსნო უნარ-ჩვევები მოცემულ დროს არ იძლევა ზსხ-ის უსაფრთხოდ მართვის შესაძლებლობას). დამატებითი საფრენოსნო მომზადების ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად
3. იმ შემთხვევაში, თუ პირი ამ წესის ძალაში შესვლამდე ზსხ-ზე ახორციელებდა ინსტრუქტორის საქმიანობას, აღნიშნულის საფუძველზე შესაძლებელია განხორციელდეს ზსხ-ს პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მინიჭება ზსხ-ს პილოტის მოწმობაში იმ პირობით, თუ:
ა) ავიასპეციალისტის მოწმობაში მოქმედია პილოტ-ინსტრუქტორის ოსტატობა;
ბ) ზსხ-ზე საინსტრუქტორო საქმიანობა დასტურდება პილოტის საფრენოსნო წიგნაკის ჩანაწერებით.
4. ზსხ-ის პილოტის მოწმობა სააგენტოს მიერ გაიცემა უვადოდ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 15.08.2024წ.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 7 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 11.03.2025წ.
+
მუხლი 15. მოწმობით მინიჭებული უფლებამოსილება
1. ზსხ-ის პილოტის მოწმობის მფლობელი უფლებამოსილია:
დ) განახორციელოს რადიოსატელეფონო კავშირი ინგლისურ ენაზე, თუ ფლობს აღნიშნულ უფლებამოსილებას ამ წესის მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. დაუშვებელია ზსხ-ით ფრენა მგზავრთან ერთად, თუ პილოტს უკანასკნელი 90 დღის განმავლობაში შესაბამისი კლასის ზსხ-ის მეთაურის რანგში არ შეუსრულებია არანაკლებ 3 აფრენა და დაფრენა.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 7 მარტის ბრძანება №49 - ვებგვერდი, 11.03.2025წ.
+
მუხლი 16. ზსხ-ის კლასის კვალიფიკაცია
+
+
მუხლი 17. ზსხ–ს პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია
+
მუხლი 18. საწყისი სწავლება და პედაგოგიური მომზადება
+
მუხლი 19. ინსტრუქტორობის კანდიდატი
+
მუხლი 20. ინსტრუქტორობის კანდიდატის საქმიანობის უფლება
+
მუხლი 21. ზსხ–ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაცია
+
მუხლი 22. ზსხ–ის პილოტის ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მოქმედების ვადა, მოქმედების ვადის გაგრძელება და განახლება
+
მუხლი 23. ზსხ–ის პილოტის ინსტრუქტორის უფლებამოსილებები
გ) შემოწმებაზე, ამ წესის მე-6 მუხლის „ა-გ“ პუნქტებში განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მიღების მიზნით.
21. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორი უფლებამოსილია განახორციელოს პილოტ-კურსანტის/პილოტის სპეციფიკური სახმელეთო და საფრენოსნო შემოწმება, ასევე, შემოწმებები ამ წესის მე-6 მუხლის „ა-გ“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული სპეციალური უფლებამოსილების მიღების მიზნით, გარდა იმ პირებისა, რომელთა სწავლებაც თვითონ განახორციელა.
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №184 - ვებგვერდი, 15.08.2024წ.
+
+
მუხლი 24. ზსხ–ს პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილების მინიჭება
4. ზსხ-ის პილოტის ინსტრუქტორის გამომცდელის უფლებამოსილების დამადასტურებელი სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ და სერტიფიკატის ნომერი მიეთითება ზსხ-ის პილოტის მოწმობაში.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 02.02.2024. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016324.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 27 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №27, 02.02.2024, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016324 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6097929/