საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
1
+
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ
|
თავდაცვის კოდექსის 138-ე მუხლის მე-11 ნაწილის, 144-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 145-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
+
| მუხლი 1 |
|
დამტკიცდეს:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა წახალისების გამოყენების წესი (დანართი №1);
ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა დისციპლინურ გადაცდომათა ნუსხა (დანართი №2);
გ) დისციპლინური ოქმის ფორმა (დანართი №3);
დ) დისციპლინური ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №4);
ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირების ნუსხა (დანართი №5);
ვ) სადისციპლინო საბჭოების რაოდენობა, ტერიტორიული განსჯადობა და შემადგენლობა (დანართი №6).
|
+
| მუხლი 2 |
|
ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2 გავრცელდეს ამ ბრძანების გამოქვეყნებამდე დაწყებულ დისციპლინურ წარმოებაზე თავდაცვის კოდექსის 135-ე მუხლით დადგენილ დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ნორმის უკუძალის წესის გათვალისწინებით.
|
+
| მუხლი 3 |
|
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანება.
|
+
| მუხლი 4 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სამხედრო დისციპლინის უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ“, №33, 05.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 120050000.22.026.017210 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6118113-1/