აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.03.2024 ბოლო ცვლილება 24.09.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№73
სარეგისტრაციო კოდი
420000000.10.003.024465
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №73

2024 წლის 6 მარტი

 ქ. თბილისი

 

აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე
+
მუხლი 1
საქართველოს საჰაერო კოდექსის 41-ე მუხლის მე-6 ნაწილისა და 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის,  შეზღუდვისა და ნიშანდების წესი“.

 

+
მუხლი 2
საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება არ ვრცელდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე აშენებულ იმ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც სათანადოდ ნიშანდებული არ არის, აგრეთვე იმ ასაშენებელ შენობა-ნაგებობაზე, რომლის მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2023 წლის 31 დეკემბრამდე ან რომლის მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

 

+
მუხლი 2​1
საავიაციო დაბრკოლებად იდენტიფიცირებული შენობა-ნაგებობის ნიშანდების ვალდებულება ასევე არ ვრცელდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე აშენებულ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტები), რომლებიც სათანადოდ ნიშანდებული არ არის, აგრეთვე იმ ასაშენებელ განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებზე (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტები), რომელთა მშენებლობის ნებართვა გაცემულია 2023 წლის 31 დეკემბრამდე ან რომელთა მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 იანვრის დადგენილება №23 - ვებგვერდი, 28.01.2025წ.

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „აეროდრომისა და ვერტოდრომის დაცვის არის დადგენისა და ამ არეში საავიაციო დაბრკოლების შემქმნელი შენობა-ნაგებობის მშენებლობის, აგრეთვე აღნიშნული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის, შეზღუდვისა და ნიშანდების წესის დამტკიცების თაობაზე“, №73, 06.03.2024, სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.024465 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6127510-1/