მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს _ საბჭოს შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.773
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №397
2005 წლის 5 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს _ საბჭოს შექმნის თაობაზე
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას სათათბირო ორგანო - საბჭო (შემდგომში - საბჭო).
11. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული შემადგენლობა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1182-სსმIII, №153, 14.11.2006წ.;მუხ.2126
2. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1182-სსმIII, №153, 14.11.2006წ.;მუხ.2126
მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს _ საბჭოს შექნის თაობაზე
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში _ მინისტრი) სათათბირო ორგანო _ საბჭო შექმნილია (შემდგომში _ საბჭო) მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით.
2. საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. საბჭოს მიზანი და საქმიანობის წესი
1. საბჭოს მიზანია:
ა) ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების პროცესის საერთო კოორდინაციისათვის წინადადებების მომზადება;
ბ) მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ გამოყოფილი გრანტით განსახორციელებელი საქმიანობების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადება;
გ) სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის, როგორც სექტორალური პოლიტიკის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან ინტეგრირების პროცესისათვის, წინადადებების მომზადება.
2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საბჭოს სხდომაზე. სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ კვარტალში ერთხელ (სამ თვეში ერთხელ) მაინც.
3. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის იმავდროულად საბჭოს წევრი.
4. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით. რიგგარეშე სხდომის შესახებ საბჭოს წევრებს დღის წესრიგის მითითებით უნდა ეცნობოთ სხდომამდე 10 დღით ადრე.
5. სხდომის დღის წესრიგს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე და მას ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
6. საბჭოს სხდომების, აგრეთვე სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება ევალება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს.
7. საბჭო რეკომენდაციებს იღებს სხდომებზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 5 წევრი.
8. საბჭოს რეკომენდაციები საბჭოს მდივნის მიერ ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერს ყველა ის წევრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეკომენდაციის მიღებას. საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი რეკომენდაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

მუხლი 3. ამოღებულია

მუხლი 4. საბჭოს უფლება-მოვალეობანი
საბჭო უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, ამ მიზნისათვის გაწეული საქმიანობის ანგარიშები და წარადგინოს შესაბამისი წინადადებები. ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები;
ბ) განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი კომპენტენტური სპეციალისტები (ექსპერტები);
გ) ექსპერტთა მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზე განიხილოს გამარჯვებული სუბიექტის წინადადება და რეკომენდაცია გაუწიოს გრანტის გამცემ ორგანიზაციასთან.
+

1. მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას სათათბირო ორგანო _ საბჭო (შემდგომში _ საბჭო).
2. დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.
3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1182-სსმIII, №153, 14.11.2006წ.;მუხ.2126
მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს _ საბჭოს შექნის თაობაზე
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში _ მინისტრი) სათათბირო ორგანო _ საბჭო შექმნილია (შემდგომში _ საბჭო) მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით.
2. საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
მუხლი 2. საბჭოს მიზანი და საქმიანობის წესი
მუხლი 2. საბჭოს მიზანი და საქმიანობის წესი🔗
1. საბჭოს მიზანია:
ა) ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების პროცესის საერთო კოორდინაციისათვის წინადადებების მომზადება;
ა) ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების პროცესის საერთო კოორდინაციისათვის წინადადებების მომზადება;
ბ) მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ გამოყოფილი გრანტით განსახორციელებელი საქმიანობების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფისათვის წინადადებების მომზადება;
გ) სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის, როგორც სექტორალური პოლიტიკის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან ინტეგრირების პროცესისათვის, წინადადებების მომზადება.
2. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საბჭოს სხდომაზე. სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ კვარტალში ერთხელ (სამ თვეში ერთხელ) მაინც.
3. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც არის იმავდროულად საბჭოს წევრი.
4. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საბჭოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით. რიგგარეშე სხდომის შესახებ საბჭოს წევრებს დღის წესრიგის მითითებით უნდა ეცნობოთ სხდომამდე 10 დღით ადრე.
5. სხდომის დღის წესრიგს ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე და მას ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
4. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ საბჭოს სულ ცოტა 8 წევრის მოთხოვნით. რიგგარეშე სხდომის შესახებ საბჭოს წევრებს დღის წესრიგის მითითებით უნდა ეცნობოთ სხდომამდე ათი დღით ადრე.
5. სხდომის დღის წესრიგს ადგენს სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარე და მას ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
6. საბჭოს სხდომების, აგრეთვე სხდომებზე განსახილველ საკითხთა მომზადება ევალება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტს.
7. საბჭო რეკომენდაციებს იღებს სხდომებზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 5 წევრი.
7. საბჭო რეკომენდაციებს იღებს სხდომებზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება 10 წევრი.
8. საბჭოს რეკომენდაციები საბჭოს მდივნის მიერ ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერს ყველა ის წევრი, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რეკომენდაციის მიღებას. საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი რეკომენდაცია ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1182-სსმIII, №153, 14.11.2006წ.;მუხ.2126
მუხლი 3. ამოღებულია
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 6 ნოემბრის ბრძანება №1182-სსმIII, №153, 14.11.2006წ.;მუხ.2126
მუხლი 4. საბჭოს უფლება-მოვალეობანი
მუხლი 3. საბჭოს წევრების დანიშვნის წესი
1. საბჭო იქმნება 15 წევრის შემადგენლობით (საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით). მის შემადგენლობაში, შესაბამისი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, შედიან სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები, ასევე საგანმანათლებლო, კვლევითი ინსტიტუტების, არასა-მთავრობო სექტორისა და მეწარმეთა წარმომადგენლები.
2. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 4. საბჭოს უფლება-მოვალეობანი
საბჭო უფლებამოსილია:
ა) თავისი კომპენტენციის ფარგლებში განიხილოს საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები, ამ მიზნისათვის გაწეული საქმიანობის ანგარიშები და წარადგინოს შესაბამისი წინადადებები. ასევე, სახელმწიფო დაწესებულებებიდან მიიღოს თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები;
ბ) განსახილველი საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი კომპენტენტური სპეციალისტები (ექსპერტები);
გ) ექსპერტთა მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზე განიხილოს გამარჯვებული სუბიექტის წინადადება და რეკომენდაცია გაუწიოს გრანტის გამცემ ორგანიზაციასთან.
გ) ექსპერტთა მიერ გაკეთებული ანალიზის საფუძველზე განიხილოს გამარჯვებული სუბიექტის წინადადება და რეკომენდაცია გაუწიოს გრანტის გამცემ ორგანიზაციასთან.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „მსოფლიო ბანკის ,,ტყის განვითარების პროექტისა” და ,,ეროვნული სატყეო პროგრამის ხელშემწყობი ფონდის” მიერ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის შემუშავებისათვის გაწეული დახმარების უზრუნველსაყოფად რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადების მიზნით მინისტრის სათათბირო ორგანოს _ საბჭოს შექმნის თაობაზე“, №397, 05.10.2005, სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.007.773 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/61702-1/