საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2024 წლის 16 მაისი ქ. საგარეჯო |
ა) „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პენსიონერებს.
ბ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს.
გ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს.
დ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
ე) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 120 000-ს.
ვ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან მშობელს.
ზ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს.
თ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
ი) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პედაგოგებს.
კ) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მარჩენალდაკარგულ პირებს.
2. ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს საამისოდ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.
3. შპს „საგარეჯოს“ ს/ნ 438112276 მიენიჭოს უფლებამოსილება ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.
2. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.
3. ამ დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი (ბარათის გამცემი) შპს „საგარეჯოს“ მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.
4. ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.
|