დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.08.2009 ბოლო ცვლილება 14.12.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№152
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 102, 18/08/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №152

2009 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

დსთ-ი ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ

    მუხლი 1

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სათანადო ფორმით აცნობოს დსთ-ი ს წევრ სახელმწიფოებს ამ ქვეყნებიდან საქართველოში შემოტანილი საქონლის წარმოშობის შესაბამისი სერტიფიკატის მქონე საქონელზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის გავრცელების თაობაზე.

2. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ დსთ-ი ს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბება.

3. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ ძალაშია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „საქონლის წარმოშობის სახელმწიფოს განსაზღვრის წესი“, რის შესაბამისად გაცემული „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT–1“ არის საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებითა და ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 2 აპრილის ოქმით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით.

4. უზბეკეთის რესპუბლიკის საბაჟო ტერიტორიიდან წარმოშობილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის შეთანხმებითა და ამ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 1999 წლის 2 აპრილის ოქმით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით გამოიყენება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მთავრობების მეთაურთა საბჭოს 1993 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის წესი და მის შესაბამისად გაცემული „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი CT-1.

5. თურქმენეთის საბაჟო ტერიტორიიდან წარმოშობილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 1996 წლის 20 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელების მიზნით გამოიყენება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი – ფორმა „A“.

6. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დსთ-ი ს წევრი ქვეყნებისათვის განკუთვნილ საექსპორტო პროდუქციაზე საქონლის წარმოშობის  სერტიფიკატების გაცემის დროს იხელმძღვანელონ „საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმების, წესის, წარმოშობის სერტიფიკატების ფორმის, მისი გაცემისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 27 დეკემბრის №256 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-9 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 სექტემბრ ის დადგენილება № 156 - სსმ III, № 109 , 04.09. 200 9 წ., მუხ. 1246

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 2 სექტემბრ ის დადგენილება №156 - სსმ III, №109, 04.09.2009წ., მუხ.1246

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შეუფერხებელი ფუნქციონირების შესახებ“, №152, 14.08.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6190-1/