„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.11.2005 ძალადაკარგული 11.06.2013
ნომერი
№474
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.023.007.865
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 135, 21/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.023.007.865

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №474

+

2005 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

+

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება .

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

2. (ამოღებულია - 07.04.11 №5).

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

3. ამ დებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2004 წლის 24 დეკემბრის №97 ბრძანება.

4. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1 . საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 15 თებერვლი ს ბრძანება № 100 - სსმ III, № 22, 17.02.2006 წ., მუხ. 267

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება № 36 -სსმ III, № 101, 20.08.2010 წ., მუხ. 1524

3. საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება

+

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

თავი I. ზოგადი დებულებანი

+

    მუხლი 1. გამოყენების სფერო

+

1. ეს დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად.

2. ეს დებულება ვრცელდება საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში _ სამინისტრო) სისტემის საჯარო მოხელეებსა და მოსამსახურეებზე.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

 თავი II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია

+

    მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები

+

1. საკონკურსო - საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია:

ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე პირის კონკურსის წესით შერჩევა;

ბ) დაკავებულ ან/და დასაკავებელ თანამდებობასთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა;

გ) დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან საჯარო მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა;

დ) (ამოღებულია - 07.04.11 №5).

ე) საჯარო მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურებისა და საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

2. კომისიის ფუნქციებია:

ა) პირის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისების შეფასებისათვის პროცედურის წარმართვა;

ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის კონკურსანტის, ატესტანტის და დაწესებულების რეორგანიზაცისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, საჯარო მოსამსახურის დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნის (ოქმის) წარდგენა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება № 36 -სსმ III, № 101 , 20 . 08 .20 10 წ., მუხ. 1524

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

    მუხლი 3. კომისია

+

1. საჯარო მოსამსახურეთათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან და დაწესებულების რეორგანიზაცისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება დაკავებული ან დასაკავებელ თანამდებობასთან და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

2. კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.

3. კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.

4. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იწვევს კომისიის წევრთა, მათ შორის, კომისიებიის სპეციალიზირებული შემადგენლობის უფლებამოსილების შეყვეტას.

5. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ სპეციალისტები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება № 36 -სსმ III, № 101 , 20 . 08 .20 10 წ., მუხ. 1524

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

    მუხლი 4. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა

+

1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისიები სპეციალიზებული შემადგენლობით.

2. კომისიის (კომისიების) სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში კომისიების რაოდენობასა და წევრებს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. აგრეთვე ნიშნავს სპეციალიზებული კომისიის (კომისიების) თავმჯდომარეს (თავმჯდომარეებს).

3 სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტებული კომისიის (კომისიების) მუშაობა განისაზღვრება ამ დებულებით დადგენილი პროცედურებით.

    მუხლი 4​1 . საპრეტენზიო კომისია

+

1. მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე წერითი ტესტირების შედეგების გადასინჯვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.

2. საპრეტენზიო კომისიის წევრების შემადგენლობასა და რაოდენობას განსაზღვრავს მინისტრი.

3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.

4. კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ ტესტური გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შემოტანილი განცხადება განიხილება გონივრულ ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ როგორც კომისიას, ისე განმცხადებელს.

5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხოვნობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

7. თუ საპრეტენზიო კომისია დარწმუნდება, რომ კომისიის შეფასება არ არის სწორი, იგი უფლებამოსილია შეცვალოს შეფასება, ხოლო კომისია ამტკიცებს შეცვლილ შეფასებას.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 200 6 წლის 15 თებერვლი ს ბრძანება № 100 - სსმ III, № 22 , 17 . 02 .200 6 წ ., მუხ . 267

    მუხლი 5. კომისიის წევრთა დანიშვნის წესი

+

კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებს, მათ შორის, სპეციალიზებული კომისიის წევრებს ნიშნავს შემდეგი წესით:

ა) დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეები ინიშნებიან საკუთარი სურვილით და მათი პროფესიული დონის გათვალისწინებით;

ბ) მოწვეული სპეციალისტები ინიშნებიან მათი თანხმობით.

    მუხლი 6. კომისიის რეგლამენტი

1 +

1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება კომისიის თავმჯდომარის ხმა.

4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც აღინიშნება ოქმში.

5. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიის თავმჯდომარე ქმნის კომისიის სამდივნოს (შემდგომში – სამდივნო), რომელსაც ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი.

6. სამდივნოს უფროსს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე.

7. სამდივნოს წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

8. სამდივნო უზრუნველყოფს კონკურსის გამართვისათვის ყველა ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტას, მათ შორის, კანდიდატების განცხადებების მიღებასა და მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენას.

9. კონკურსის დამთავრებისა და კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს თავის საქმიანობას.

    მუხლი 7. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება

+

კომისიისა და სამდივნოს წევრთა საქმიანობა ექვემდებარება ანაზღაურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

თავი III. კონკურსი

+

    მუხლი 8. კონკურსის გამოცხადება

+

1. საჯარო მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად საჯარო კონკურსს აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ტარდება არა უადრეს სამი კვირისა კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან.

    მუხლი 9. მოთხოვნები, რომელიც წაეყენება მოსამსახურის კანდიდატს

+

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოსამსახურის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 21-დან 65 წლამდე, რომელსაც აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საჯარო მოსამსახურისათვის განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

    მუხლი 10. კონკურსისათვის წარმოსადგენი საბუთები

+

1. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის თავმჯდომარის სახელზე მითითებულ წერილობით განცხადებასთან ერთად უნდა წარადგინოს:

ა) ავტობიოგრაფია;

ბ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში), ან სათანადო წესით დამოწმებული ამონაწერი შრომის წიგნაკიდან;

დ) ორი ფერადი ფოტოსურათი (ზომა 3/4);

ე) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სამდივნოს მიერ გაცემული და კანდიდატის მიერ შევსებული ანკეტა (დანართი №1);

ვ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

2. კანდიდატის განცხადებას რეგისტრაციაში ატარებს და შესაბამის სარეგისტრაციო ბარათს აძლევს სამდივნო.

3. კანდიდატის განცხადების და თანდართული საბუთების შესატანად სამდივნოში ეძლევათ ორი კვირა საჯარო კონკურსის შესახებ განცხადების გამოქვეყნების დღიდან. ამ ვადის დარღვევა ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საბუთების დადგენილი წესით წარმოუდგენლობა ან/და სათანადო ფორმის დარღვევით წარმოდგენა, სამდივნოს მიერ წარმოადგენს პირისათვის განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს.

4. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა თან უნდა იქონიოს სამდივნოს მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათი და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

5. სარეგისტრაციო ბარათის და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის უქონლობა, კონკურსზე დაგვიანება ან/და სხვა მიზეზით გამოუცხადებლობა წარმოადგენს კონკურსანტის (კანდიდატის) კონკურსზე დაშვების უარის თქმის საფუძველს.

6. კონკურსანტებს სამდივნოში წარმოდგენილი საბუთები უკან არ უბრუნდებათ, გარდა ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

    მუხლი 11. კონკურსანტის უფლება, შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი

1 +

კონკურსანტს, რეგისტრაციის ვადის განმავლობაში, უფლება აქვს გამოიტანოს წარმოდგენილი საბუთები ან შეცვალოს განცხადებაში მითითებული კონკურსის წესით დასაკავებელი ადგილი.

    მუხლი 12. კონკურსის პირობები

1 +

დანიშვნის უფლების მქონე პირის გადაწყვეტილებით კონკურსი შეიძლება ჩატარდეს ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ფორმით.

    მუხლი 13. ტესტირება

2 +

1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით.

2. ტესტირების ჩატარების წესსა და პირობებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს მინისტრი.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

    მუხლი 14. გასაუბრება

2 +

საჯარო მოსამსახურის პროფესიული ჩვევების, შესაძლებლობისა და პირადი თვისებების დასაკავებელ თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, ტარდება ზეპირი გასაუბრება (ინტერვიუ).

    მუხლი 15. კომისიის მიერ კონკურსანტების თანამდებობასთან შესაბამისობის განხილვა

1 +

1. კომისია კონკურსანტების გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.

2. კომისია აფასებს კონკურსანტების შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 16. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება

1 +

1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას.

2. კონკრეტულ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე.

3. გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

4. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება დასკვნა (ოქმი), რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

5. ყოველი კანდიდატის შეფასებისას თითოეულმა კომისიის წევრმა უნდა დააფიქსიროს მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი პოზიცია. არც ერთ კომისიის წევრს არ აქვს უფლება თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან.

    მუხლი 17. კონკურსის შედეგი

+

1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წარადგენს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.

2. კომისია უფლებამოსილია შესთავაზოს კონკურსანტს სხვა თანამდებობა, თუ კანდიდატი აკმაყოფილებს ამ თანამდებობისათვის დასაკავებლად წამოყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 2 დღისა სამდივნოს მეშვეობით წერილობით აცნობებს (აქვეყნებს) კონკურსის შედეგებს.

4. კონკურსის შედეგების შესახებ მინისტრს მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

5. მინისტრი ან ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი კომისიის დასკვნის გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

    მუხლი 18. ჩაშლილი კონკურსი

+

კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.

თავი IV. მოხელის ატესტაცია

+

    მუხლი 19. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი

+

ატესტაციას ექვემდებარება:

ა) საჯარო მოსამსახურე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი);

ბ) საჯარო მოსამსახურე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის;

გ) (ამოღებულია - 07.04.11 №5);

დ) კანდიდატი საჯარო მოსამსახურის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

    მუხლი 20. ატესტაციის დრო

+

1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი.

2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინც.

    მუხლი 21. ატესტაციის ჩატარების წესი

+

1. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე საჯარო მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი საკადრო რესურსების მართვის სამსახურში წარადგენს საჯარო მოსამსახურის დახასიათებას.

2. საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას.

3. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს საკადრო რესურსების მართვის სამსახური.

4. ატესტაციას ტარდება ამ დებულების მე-12, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 მუხლებით დადგენილი წესით.

5. მხოლოდ გასაუბრების გზით (ინტერვიუ) ატესტაციის ჩატარებისას საჯარო მოსამსახურის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს საჯარო მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

6. საჯარო მოსამსახურის გასაუბრება (ინტერვიუ), როგორც წესი, იმართება სამინისტროს სისტემისა და სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს.

7. საჯარო მოსამსახურის ატესტაციაზე გამოუცხა-დებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის, მაგრამ არა უგვიანეს ატესტაციის დასრულებამდე (წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით). არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოხელე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას და ექვემდებარება ჩამოქ-ვეითებას ან გათავისუფლებას, თუ კომისიის მიერ სხვა რამ არ იქნა დადგენილი.

    მუხლი 22. საჯარო მოსამსახურის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება

+

1. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი დასკვნა:

ა) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას;

ბ) შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას;

გ) ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდე-ბობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას);

დ) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას.

ე) არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს;

2. კომისია ამზადებს დასკვნას, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.

3. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ, არა უგვიანეს ორი დღისა.

4. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად დაერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 23. ატესტაციის შედეგები

+

1. ატესტაციის შედეგები მინისტრს მოხსენდება ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში.

2. მინისტრი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, საკლასო ჩინის (სპეციალური წოდების) მინიჭების ან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების, სხვა სამუშაოზე გადაყვანის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

+

თავი IV ​1

დაწესებულების რეორგანიზაციისას , რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება , დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენა

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №36-სსმ III, №101, 20.08.2010წ., მუხ.1524

    მუხლი 23 1 . დაწესებულების რეორგანიზაციისას , რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება , დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოსამსახურის შესაბამისობის დადგენის პირობები

+

1. დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება , მინისტრის ან თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირის გადაწყვეტილებით , მოსამსახურის დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობაზე, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება ტესტირების ან / და გასაუბრების ( ინტერვიუ ) ფორმით .

2. დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოსამსახურის შესაბამისობის შეფასების მიზნით ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ჩატარების დროს განსაზღვრავს მინისტრი, ტესტირება ან/და გასაუბრება ხორციელდება ამ დებულების მე-13 და მე-14 მუხლების შესაბამისად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ჩატარების დრო მოსამსახურეს უნდა ეცნობოს ორი კალენდარული დღით ადრე მაინც.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება № 36 -სსმ III, № 101 , 20 . 08 .20 10  წ., მუხ. 1524

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

    მუხლი 23 ​2 . დაწესებულების რეორგანიზაციისას , რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება , დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან მოსამსახურის შესაბამისობის შეფასების მიზნით ტესტირების ან / და გასაუბრების ( ინტერვიუ ) ჩატარების წესი

+

1. ტესტირების ან/და გასაუბრების (ინტერვიუ) ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი.

2. გასაუბრების (ინტერვიუს) ჩატარებისას საჯარო მოსამსახურის დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს საჯარო მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად და უსვამს მას კითხვებს სამსახურებრივ მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

3. საჯარო მოსამსახურის ტესტირებაზე ან/და გასაუბრებაზე (ინტერვიუ) გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის, მაგრამ არა უგვიანეს ტესტირებისთვის ან/და გასაუბრებისთვის (ინტერვიუ) დადგენილი ვადის ამოწურვამდე (წინასწარ გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით). არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როგორც წესი, საჯარო მოსამსახურე კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას.

4. კომისია საჯარო მოსამსახურის გასაუბრების შემდეგ თავის სხდომაზე განიხილავს საკითხს მათ დაუსწრებლად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება № 36 -სსმ III, № 101 , 20 . 08 .20 10 წ., მუხ. 1524

    მუხლი 23 ​3 . გასაუბრების ან ტესტირების შედეგი

+

1. დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან საჯარო მოსამსახურის შესაბამისობის შეფასების შემდეგ კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება მოსამსახურის მიერ დაკავებულ ან დასაკავებელ თანამდებობაზე დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ.

2. კომისია უფლებამოსილია შესთავაზოს მოსამსახურეს სხვა თანამდებობა, თუ იგი თანახმაა და აკმაყოფილებს ამ თანამდებობისათვის წამოყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

3. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს ორი კვირისა აცნობებს (აქვეყნებს) შედეგებს.

4. მოსამსახურის შესაბამისობის დადგენის შედეგების შესახებ მინისტრს ან თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირს მოხსენდება გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

5. მინისტრი ან თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე სხვა პირი კომისიის დასკვნის (ოქმის) გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას პირის თანამდებობაზე დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის ან დანიშვნაზე უარის თქმის (დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების) შესახებ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 20 აგვისტოს ბრძანება № 36 -სსმ III, № 101 , 20 . 08 .20 10 წ., მუხ. 1524

თავი V. (ამოღებულია)

+

       საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.


დანართი №1

+

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო მოსამსახურის კანდიდატის განათლებისა და მუშაობის გამოცდილების აღწერის ანკეტა

1. სახელი, გვარი _______________________________________________

2. დაბადების წელი, თვე და რიცხვი ______________________________

3. დაბადების ადგილი __________________________________________

4. ოჯახური მდგომარეობა ______________________________________

5. განათლება _________________________________________________

_____________________________________________________________

6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონის, მობილურის ნომერი

_____________________________________________________________

7. უცხო ენის ფლობა (სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად)

 

ენა

კითხვა

მეტყველება

წერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

_____________________________________________________________

9. კვალიფიკაციის ამაღლება

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

10. სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო შრომები, პუბლიკაციები

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

11. შრომითი საქმიანობა

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

__________________________________________________________________

 

ხელმოწერა ____________________

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

მოსამსახურის კანდიდატის განცხადების ფორმა

 

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს

 საკონკურსო საატესტაციო

კომისიის თავმჯდომარეს

 

კანდიდატის ________________

მცხ. _______________________

___________________________

ტელ. ______________________

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გთხოვთ დამრთოთ ნება მონაწილეობა მივიღო კონკურსში (ატესტაციაში)

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

______________________________________________________________________________

________________________________________________________________ თანამდებობაზე.

 

 

პატივისცემით,

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 აპრილის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 07.04.2011 წ.

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრსების სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეთა საკონსკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №474, 21.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.023.007.865 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62014-3/