საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.11.2005 ძალადაკარგული 21.09.2020
ნომერი
№2158
სარეგისტრაციო კოდი
100.070.000.22.027.007.882
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 139, 29/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.007.882

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №2158

2005 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

,,პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს 2006 წლის 10 მაისი.

2. შეიქმნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დაწესებულებების სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გივი მიქანაძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;

ნინო ცუხიშვილი – საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომისიის წევრი;

ლევან ყიფიანი – სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმის, მონიტორინგისა და სამედიცინო ზედამხედველობის დეპარტამენტის მრჩეველი, კომისიის წევრი;

გოჩა ბიკაშვილი – ეკონომიკური დეპარტამენტის საბიუჯეტო განყოფილების მრჩეველი, კომისიის წევრი;

სვეტლანა მაისურაძე – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსის მოადგილე, კომისიის წევრი;

გოჩა გიგინეიშვილი – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის და წარმოების დარგში, კომისიის წევრი;

თამარ ბარათაშვილი – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების უფროსი, კომისიის წევრი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 24 თებერვლი ს ბრძანება №284 - სსმ III, №26, 27.02.2006წ., მუხ.301

3. დაევალოს სალიკვიდაციო კომისიას იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის ლიკვიდაციის მიზნით 2006 წლის 10 მაისამდე უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული, საკადრო, მატერიალურ-ტექნიკური, სამართლებრივი და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.

4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს გ. მიქანაძეს.

5. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 24 თებერვლი ს ბრძანება №284 - სსმ III, №26, 27.02.2006წ., მუხ.301

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №4 სასჯელაღსრულების დაწესებულების, №3 მკაცრი რეჟიმის დაწესებულების, №6 მკაცრი რეჟიმის დაწესებულებისა და №2 საპყრობილის სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ“, №2158, 28.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 100.070.000.22.027.007.882 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62092-1/