“საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საინისტროს სისტემაში საკონკურსო-საატესტაციო წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.11.2005 ძალადაკარგული 07.04.2011
ნომერი
№479
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.023.007.893
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 140, 01/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.023.007.893

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №479

2005 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანება №1579 - სსმ III, №151, 26.10.2007წ., მუხ.1679

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველის კანონის მე-19 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის საკონკურსო-საატესტაციო წესით თანამდებობებზე დასანიშნ პირთათვის თანდართული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანება №1579 - სსმ III, №151, 26.10.2007წ., მუხ.1679

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში საჯარო მოსამსახურეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანება №1579 - სსმ III, №151, 26.10.2007წ., მუხ.1679

    მუხლი 1. დეპარტამენტის უფროსი (საქვეუწყებო დაწესებულებების უფროსი და მოადგილე)

ა) უმაღლესი განათლება, მუშაობის (სასურველია პროფილით) არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

ბ) მართვის უნარი;

გ) დეპარტამენტისათვის განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;

დ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

ე) უცხო ენის ცოდნა (ლიცენზიებისა და ნებართვების, მდგრადი განვითარების, გარემოს ინტეგრირებული მართვისა და ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტების უფროსებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანება №1579 - სსმ III, №151, 26.10.2007წ., მუხ.1679

    მუხლი 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (საქვეუწყებო დაწესებულებების სამმართველოს უფროსი და მოადგილე)

ა) უმაღლესი განათლება, მუშაობის (სასურველია პროფილით) არანაკლებ 2 წლის სტაჟი;

ბ) მართვის უნარი;

გ) დეპარტამენტისათვის განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;

დ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

ე) უცხო ენის ცოდნა (მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანება №1579 - სსმ III, №151, 26.10.2007წ., მუხ.1679

    მუხლი 3. სამსახურის უფროსი (სამმართველოს ან საქვეუწყებო დაწესებულებების განყოფილების უფროსი)

ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, მუშაობის (სასურველია პროფილით) არანაკლებ 1 წლის სტაჟი;

ბ) მართვის უნარი;

გ) სამმართველოსათვის განკუთვნილი სფეროს სრულყოფილად ცოდნა;

დ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

ე) უცხო ენის ცოდნა (ლიცენზირების, ნებართვების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტის კოორდინაციის, წყლის რესურსების მართვის, ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოებისა და საზოგადოე-ბასთან ურთიერთობის, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, გეოლოგია კარტოგრაფიისა და გეოდეზიის სამსახურების უფროსებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანება №1579 - სსმ III, №151, 26.10.2007წ., მუხ.1679

    მუხლი 4. მთავარი სპეციალისტი

ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება;

ბ) განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;

გ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

დ) უცხო ენის ცოდნა (ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების კოორდინაციის, ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოების (სამსახურების) მთავარი სპეციალისტებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანება №1579 - სსმ III, №151, 26.10.2007წ., მუხ.1679

    მუხლი 5. უფროსი სპეციალისტი

ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება;

ბ) განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;

გ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

დ) უცხო ენის ცოდნა (ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების კოორდინაციის, ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოების (სამსახურების) უფროსი სპეციალისტებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანება №1579 - სსმ III, №151, 26.10.2007წ., მუხ.1679

    მუხლი 6. სპეციალისტი

ა) შესაბამისი უმაღლესი განათლება, სამუშაო გამოცდილება სასურველია;

ბ) განკუთვნილი სფეროს სათანადო ცოდნა;

გ) კომპიუტერი _ საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

დ) უცხო ენის ცოდნა (ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების კოორდინაციის, ბიომრავალფეროვნების დაცვის სამმართველოების (სამსახურების) სპეციალისტებისათვის სავალდებულოა არანაკლებ 2 უცხო ენისა).

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 ოქტომბრი ს ბრძანება №1579 - სსმ III, №151, 26.10.2007წ., მუხ.1679

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საინისტროს სისტემაში საკონკურსო-საატესტაციო წესით თანამდებობაზე დასანიშნ პირთათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ", №479, 30.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.023.007.893 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62146-1/