საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.09.2009 ძალადაკარგული 21.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№158
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 112, 14/09/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №158

2009 წლის 10 სექტემბერი

ქ. თბილისი

საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესი (დანართებთან ერთად).

    მუხლი 2

დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს მთავრობის 2005 წლის 25 იანვრის №10 დადგენილება „გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის წესის დამტკიცების შესახებ“.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრ ის დადგენილება №174 - სსმ III, №119, 02.10.2009 წ., მუხ.1367

2. საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრ ის დადგენილება №185 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1478

3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება №36 - სსმ III, №22, 25.02.2010 წ., მუხ.260

 

საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მე-19 ნაწილის საფუძველზე და ადგენს საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციის, სახელმწიფო საკუთრებაში ამ ქონების მიქცევის წესსა და ღია აუქციონის გამართვის პროცედურებს.

2. გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, ღია აუქციონზე.

3. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს შემოსავლების სამსახური ან შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი დავალების საფუძველზე ის საგადასახადო ორგანო, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე.

4. ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების მისაღებად ის საგადასახადო ორგანო, სადაც გადასახადის გადამხდელი იმყოფება საგადასახადო აღრიცხვაზე, მიმართავს სასამართლოს და შემოსავლების სამსახურს წარუდგენს შესაბამის ინფორმაციას და ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის უფლების შესახებ მოსამართლის ბრძანებას.

5. ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია შეწყდება, თუ გადასახადის გადამხდელი აუქციონის ჩატარებამდე უზრუნველყოფს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებასა და საგადასახადო ორგანოს მიერ აუქციონის ორგანიზებისათვის გაწეული ხარჯების დაფარვას.    

6. საჭიროებისას, საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, აუქციონის პროცესის დროს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა უსაფრთხოებასა და კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმი.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრ ის დადგენილება №174 - სსმ III, №119, 02.10.2009 წ., მუხ.1367

    მუხლი 2. აუქციონის გამოცხადება

1. აუქციონის ჩატარების დროს, ადგილსა და პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო, რის შესახებაც აუქციონის ჩატარებამდე არანაკლებ 14 კალენდარული დღით ადრე აკეთებს განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) აუქციონის ჩატარების დროსა და ადგილს;

ბ) გასაყიდი ქონების დასახელებას (ქონების მოკლე აღწერა);

გ) ქონების საწყის ფასს;

დ) აუქციონის პირობებს (აუქციონის ჩატარების წესს, დეპოზიტზე შესატანი თანხის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ოდენობას, ბიჯის სიდიდესა და სხვ.).

2. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით, უფლება აქვს წინასწარ გაეცნოს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ ქონებას.

3. დამატებითი ინფორმაციის მიწოდების საკითხს განსაზღვრავს შესაბამისი საგადასახადო ორგანო.

4. აუქციონის ჩატარების დროს, ადგილსა და პირობებს აცხადებს საგადასახადო ორგანო მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

5. აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ვალდებულია, აუქციონის დაწყებამდე სახელმწიფო ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ შეიტანოს საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილი თანხა, რომელიც არ უნდა იყოს აუქციონზე იმ ქონების საწყისი ფასის 2%-ზე ნაკლები, რომლის შეძენასაც ის აპირებს, და რომელიც გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი თანხის ანგარიშში ჩაითვლება.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №185 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1478

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება №36 - სსმ III, №22, 25.02.2010 წ., მუხ.260

    მუხლი 3. ქონების საწყისი ფასის განსაზღვრა

1. პირველად გამოცხადებულ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი განისაზღვრება ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის შეფასებითი ღირებულების 70 პროცენტის ოდენობით.

2. ყოველ მომდევნო გამოცხადებულ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია შემცირდეს და განისაზღვროს ქონებაზე ყადაღის დადების (აღწერის) აქტში მითითებული ყადაღადადებული ნივთის შეფასებითი ღირებულების არანაკლებ 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №185 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1478

    მუხლი 4. აუქციონის ჩატარების წესი

1. აუქციონს ატარებს შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი. იგი აუქციონს გახსნილად აცხადებს და სთავაზობს საწყის ფასს.

2. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება აღარ მოხდება. შესაბამისი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზების ავტორი, რის შემდგომ აუქციონი ცხადდება დასრულებულად.

3. პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს აუქციონში, გადახდილი თანხა უბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 5 დღის ვადაში.

4. აუქციონზე საბოლოოდ შემოთავაზებული ფასი არ უნდა იყოს ქონების საწყის ფასზე ნაკლები.       

5. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი (დანართი №1), რომელშიც უნდა აისახოს აუქციონის მსვლელობა და შედეგები.

6. პირი, რომლის შემოთავაზებული ფასიც მიღებული იქნება აუქციონზე, ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს მიერ აუქციონის პირობებით დადგენილ ვადაში გადაიხადოს შესაბამისი თანხა. თანხის სრულად დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება.

7. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების სრულად გადახდას დადგენილ ვადაში, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნულ ქონებასა და მის მიერ ქონების შეძენის მიზნით უკვე გადახდილ თანხაზე (მათ შორის, დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე). ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხით დაიფარება ის გადასახადები, რომელთა დაფარვის მიზნითაც თავის დროზე ქონების რეალიზაცია განხორციელდა.

8. თუ პირველ ან განმეორებით აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე პირს შეუძლია, შეიძინოს ეს ქონება უკანასკნელ აუქციონზე გამოცხადებულ საწყის ფასად. ამ შემთხვევაში ქონების შემძენი საგადასახადო ორგანოს წარუდგენს შესაბამისი თანხის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს, რის შემდეგაც მას გადაეცემა შეძენილ ქონებაზე საკუთრების უფლების მიღების შესახებ ამ წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატი.

9. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შემოთავაზებული შესაბამისი ფასი, სახელმწიფო (საგადასახადო ორგანო) უფლებამოსილია:

ა) ქონება გასაყიდად გაიტანოს განმეორებით აუქციონზე, რომლის რაოდენობასა და ჩატარების მიზანშეწონილობას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანო;

ბ) მოხსნას ქონებაზე ყადაღა და დაუბრუნოს იგი გადასახადის გადამხდელს მფლობელობისა და განკარგვის უფლებით.    

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება №36 - სსმ III, №22, 25.02.2010 წ., მუხ.260

    მუხლი 5. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა

1. თუ ყოველ შემდგომ ჩატარებულ აუქციონზე მყიდველი ვერ შეძლებს შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილი წესით გადახდას ან აუქციონზე არ იქნება შემოთავაზებული შესაბამისი ფასი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია მოხსნას ქონებას ყადაღა და აღნიშნული ქონება მიაქციოს სახელმწიფო საკუთრებაში.

2. შემოსავლების სამსახურის უფროსი, ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის მიზნით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ქონებაზე ყადაღის მოხსნისა და მისი სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ სათანადო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში:

ა) სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს ან სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უნდა ეცნობოს ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ;

ბ) სახელმწიფო ქონების განკარგვისათვის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოსათვის ან სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შესახებ წერილობითი ინფორმაციის გაგზავნას და, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს შესაბამისი საგადასახადო ორგანო.

4. ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემდგომ შესაბამისი  საგადასახადო ორგანო ახორციელებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ ი რიგითობით ჩამოწერას განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ოდენობით.

 5. თუ გადასახადის გადამხდელის ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში და განმეორებით აუქციონზე ქონების გაცხადებული საწყისი ფასი მეტია საგადასახადო ვალდებულებებზე, მაშინ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, რომელთა დაფარვის მიზნითაც თავის დროზე ქონებას ყადაღა დაედო, ჩამოიწერება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებისა.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №185 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1478

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 19 თებერვლის დადგენილება №36 - სსმ III, №22, 25.02.2010 წ., მუხ.260

    მუხლი 6. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია

1. ყადაღადადებული მალფუჭებადი საქონლის რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს დაუყოვნებლივ.

2. მალფუჭებად საქონელზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება სასამართლო გადაწყვეტილების (ბრძანების) გარეშე.

3. მალფუჭებად საქონლად ითვლება მხოლოდ ის საქონელი, რომლის შენახვის ვადის გასვლამდე დარჩენილია 10 კალენდარულ დღეზე ნაკლები.

4. მალფუჭებადი საქონლის გაყიდვის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის სხვა კრედიტორებს უფლება აქვთ აუქციონის გამართვიდან 60 კალენდარული დღის ვადაში მიმართონ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელს ადმინისტრაციული საჩივრით, რომ მათაც ჰქონდათ რეგისტრირებული გირავნობის უფლება გაყიდულ მალფუჭებად საქონელზე საგადასახადო გირავნობის რეგისტრაციის თარიღზე ადრე. ასეთი ადმინისტრაციული საჩივრის მიღების შემდეგ საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს 30 კალენდარული დღის ვადაში.

5. საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის მიერ ადმინისტრაციული საჩივრის დაინტერესებული მხარის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო დაინტერესებულ მხარეს გადაუხდის მალფუჭებადი საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის მთლიან ოდენობას ან მოთხოვნილ თანხას, უმცირესი თანხის მიხედვით.

    მუხლი 7. დავალიანების დაფარვის წესი

1. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში იფარება:

ა) ქონების ამოღებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები;

ბ) გადასახადის თანხები;

გ) ჯარიმისა და საურავის თანხები.

2. აუქციონზე ქონების შესყიდვისათვის გადახდილი თანხები შეიტანება ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე, საიდანაც ამოღებასთან, შენახვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების ეკვივალენტური თანხებით ხდება აღნიშნული ხარჯების დაფარვა, ხოლო დარჩენილი თანხები ირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის ბიუჯეტის შემოსულობათა შესაბამის სახაზინო კოდზე.

3. ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაფარული თანხების შემდეგ დარჩენილი სახსრები უბრუნდება გადასახადის გადამხდელს 5 საბანკო დღის განმავლობაში.

4. ხარჯების სახით ამოიღება:

ა) იმ პირებისათვის ასანაზღაურებელი თანხები, რომელთა მოწვევაც აუცილებელი იყო კარების ან საცავის გახსნისათვის;

ბ) ნივთების შესანახად გადასახდელი თანხები;

გ) მოწვეული ექსპერტის ან/და აუდიტის ხარჯები;

დ) ხარჯები, რომლებიც წარმოიშვა საჯაროდ გამოცხადებისას;

ე) აუქციონის ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებული ხარჯები.

    მუხლი 8. აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლების მიღება

1. თანხის სრული გადახდისთანავე მყიდველს ეძლევა გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ სერტიფიკატი (დანართი №2), რომელსაც გასცემს შემოსავლების სამსახური. სერტიფიკატში შეიტანება შემდეგი მონაცემები:

ა) აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი;

ბ) შეძენილი ქონების დასახელება;

გ) მყიდველის ვინაობა (დასახელება);

დ) გადახდილი თანხის რაოდენობა.

2. (ამოღებულია).   

3. სერტიფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმის ასლი, სადაც ასახულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვალი.

4. სერტიფიკატით მყიდველს გადაეცემა საკუთრების უფლება, რომელზეც ვრცელდება არასაგადასახადო გირავნობის უფლება, რომელიც არსებობდა ქონების გაყიდვამდე და აღემატებოდა საგადასახადო გირავნობის უფლებას, რამაც გამოიწვია ქონების დაყადაღება. მყიდველმა დაუყოვნებლივ უნდა გამოიტანოს ქონება ნებისმიერი საწყობიდან თუ საცავიდან, სადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ინახავდა მას. მყიდველის საკუთრების უფლება ძალაში შედის თანხის სახელმწიფოსათვის სრულად გადახდისთანავე.

5. ღია აუქციონზე საქონლის რეალიზაცია იბეგრება საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესის საფუძველზე.

  6. მარეგისტრირებელი ორგანოები, აუქციონზე ქონების მყიდველის მიერ სერტიფიკატის წარდგენის შემთხვევაში, ვალდებული არიან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატარონ ქონების ახალი მესაკუთრე, რომელიც დაიკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და გახდება საკუთრების გადაცემის მომენტში არსებულ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე.

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრ ის დადგენილება №174 - სსმ III, №119, 02.10.2009 წ., მუხ.1367

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №185 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1478

დანართი №1

ო ქ მ ი №

 

აუქციონის მსვლელობისა და შედეგების შესახებ

 

 ----------------------------------------                    --------------------------------200 წ.

      (ოქმის შედგენის ადგილი)                                                               (რიცხვი, თვე)   

 

___________________________________________________

(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

 

___________________________________________________

(საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი)

 

 მოვალის: ---------------------------------------------------------------------------------

 (მოვალის დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის მიზნით ჩავატარე ღია აუქციონი შემდეგი პირების თანდასწრებით:         

 

1. ----------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, მისამართი)

 

2. ---------------------------------------------------------------------------------------------

(სახელი, გვარი, მისამართი)

 

მოვალე (მოვალის წარმომადგენელი) --------------------------------------------------

                                 (სახელი, გვარი, მისამართი)

 

აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილ იქნა მოვალის შემდეგი ქონება:

         

№

საგნების დასახელება და აღწერა

(განმასხვავებელი ნიშნები, ცვეთა და სხვ.)

 

ზომის ერთეული

(ზომა, წონა, მეტრაჟი და სხვ.)

რაოდენობა

თითოეული საგნის საწყისი ფასი ლარობით

ერთეულის ფასი

საერთო ღირებულება

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონების საერთო საწყისი ღირებულება

 

----------------------------------ლარი

(თანხა სიტყვიერად)

 

აუქციონში მონაწილეობენ -------------------------------------------------------------------------

                                                     აუქციონში მონაწილეთა ვინაობა (დასახელება)

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------,

 

რომლებმაც აუქციონის დაწყებამდე ხაზინის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე წინასწარ გადაიხადეს აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იმ ნივთის საწყისი ღირებულების 2%, რომლის შეძენასაც აპირებენ. 

 

აუქციონი  გამოცხადდა გახსნილად და დაფიქსირდა საწყისი ფასი.

 

აუქციონის მსვლელობა აისახება ოქმში და ფიქსირდება ყველა შემოთავაზება, რომელიც აუქციონის მსვლელობისას კეთდება

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------------------

ვინაიდან აღარ განხორციელდა სხვა შემოთავაზება, დაფიქსირდა ფასის ბოლო შემოთავაზების ავტორი და აუქციონი გამოცხადდა დასრულებულად.

 

 აუქციონის შედეგად რეალიზებულ იქნა მოვალის შემდეგი ქონება:

 

 

№

მყიდველის ვინაობა (დასახელება)

შეძენილი ქონება

გადახდილი თანხა

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რეალიზებული ქონების საერთო ღირებულება

 

----------------------------------------ლარი

  (თანხა სიტყვიერად)

 

მყიდველებს განემარტათ, რომ საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებული არიან, დაუყოვნებლივ გადაიხადონ შემოთავაზებული თანხის არანაკლებ ნახევარი ან 5 000 ლარი, უმცირესი თანხის მიხედვით, ამასთან, თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა დაიფაროს რეალიზაციიდან 14 დღის განმავლობაში. თანხის მთლიან დაფარვამდე მყიდველს არ გააჩნია ქონებაზე საკუთრების უფლება. თუ მყიდველი ვერ შეძლებს აუქციონზე შესყიდული ქონების ღირებულების დადგენილ ვადაში სრულად გადახდას, ის კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნულ ქონებაზე და მის მიერ ქონების შეძენის მიზნით უკვე გადახდილ თანხაზე (მათ შორის, დეპოზიტზე განთავსებულ თანხაზე). 

 

აუქციონი ჩატარდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მისი სისწორე დასტურდება ხელმოწერით:

      

 საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი             (---------------------------------)

 

დამსწრენი და მონაწილენი:                            

 

1.                                                                                  (---------------------------------)

2.                                                                                  (---------------------------------)

3.                                                                                  (---------------------------------)                                   

4.                                                                                  (----------------------------------)                              

                                      

                                                                                                            

მოვალე

(სახელი, გვარი)                                                           (---------------------------------)

                                                                                                                    

 

შენიშვნა: ----------------------------------------------------------------------------------------------

          ----------------------------------------------------------------------------------------------------

                                                დანართი №2

გაყიდვისა და ქონების ფლობის (განკარგვის) შესახებ

სერტიფიკატი №

 

საგადასახადო ორგანოს დასახელება––––––––––––––––––––––––––––––– 

აუქციონის ჩატარების ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––      

აუქციონის ჩატარების დრო –––––––––––––––––––––––––––––––––––––––

შეძენილი ქონების დასახელება ––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

მყიდველის  ვინაობა (დასახელება) ––––––––––––––––––––––––––––––––––  

გადახდილი თანხის ოდენობა      ––––––––––––––––––––––––––––––––––                  

 

სერტიფიკატთან ერთად მყიდველს გადაეცემა აუქციონის მსვლელობის ამსახველი ოქმის ასლი, სადაც ასახულია შესყიდული ქონების სრული ჩამონათვალი.

 

სერტიფიკატის  გაცემის თარიღი   ––––––––––––––––––––––––––––––

 

შემოსავლების სამსახურის უფროსი      –––––––––––––––––––––––––

 

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 29 სექტემბრ ის დადგენილება №174 - სსმ III, №119, 02.10.2009 წ., მუხ.1367

საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის დადგენილება №185 - სსმ III, №129, 22.10.2009 წ., მუხ.1478

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგადასახადო ორგანოს მიერ ყადაღადადებული ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის, რეალიზაციისა და ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის წესის დამტკიცების შესახებ“, №158, 10.09.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.02.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6220-3/