“ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მმიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (16)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (15)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.007.921
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №512
2005 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, №1-2/33-34/7) 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს №95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, №5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 23 მარტის ბრძანება №192-სსმIII, №42, 30.03.2006წ.; მუხ.484
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანება №28-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.103
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1396-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1507
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №1577-სსმIII, №151, 26.10.2007წ.; მუხ.1677
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1735-სსმIII, №178, 17.12.2007წ.; მუხ.1962
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №1788-სსმIII, №181, 21.12.2007წ.; მუხ.2014
8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №618-სსმIII, №131, 05.09.2008წ.; მუხ.1314
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №26-სსმIII, №102, 18.08.2009წ.; მუხ.1131
10. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის ბრძანება №9-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.220
11. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №22-სსმIII, №71, 18.06.2010წ.; მუხ.1036
12. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №35-სსმIII, №101, 20.08.2010წ.; მუხ.1517
13. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №40-სსმIII, №118, 16.09.2010წ.; მუხ.1752
14. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
15. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №76-სსმIII, №169, 28.12.2010წ.; მუხ.2437
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.
2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას შემდგომი გადამუშავების (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ყოველთვიურად მოპოვებული რესურსის 2/3-ის) და/ან რეალიზაციის მიზნით.
3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადითა და ჩოგანბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.
4. სანაპირო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ.
41. შიდა წყალსატევებში თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში.
5. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები (სხვა ჰიდრობიონტები).
6. ქისა ბადე – ბადისებური წყალგამწურავი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს თევზ-სარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,,ქისისებური ფორმით.”
7. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს წყალსატევის ნაპირზე ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად.
8. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით (ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს:
ა) ფსკერული ვარიანტი – გამოიყენება ფსკერული თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების საჭერად;
ბ) პელაგიური ვარიანტი – გამოიყენება ტიპური პელაგიური თევზების დასაჭერად.
9. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით.
10. სახლართი ტიპის ბადეები – ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
11. თევზმახეები – ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება‚ იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია ,,ძაბრისებური”, ,,კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებური კედლებით.
12. ჩასადგმელი იარუსები – სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები.
13. პარაშუტისებრი (გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევზსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს.
14. ფაცერი (ე. წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალ-გაწურვას ზემო მიმართულებით (სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით).
15. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი.
16. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).
17. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.
18. ხოლიხი - მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება ,,ჩიხის პრინციპს.
19. ეკრანი – 5 მეტრამდე სიგრძის ერთკედლიანი სამკუთხა ფორმის სახლართი ტიპის ბადე, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
20. სასროლი ბადე – სასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;
21. ჩოგანბადე – სათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 23 მარტის ბრძანება №192-სსმIII, №42, 30.03.2006წ.; მუხ.484
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1735-სსმIII, №178, 17.12.2007წ.; მუხ.1962
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
თავი II
ნადირობის საშუალებები და წესები
მუხლი 3. ნადირობის წესები
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
2. ამოღებულია.
3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.
4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტებია:
|
| ლათინური დასახელება | ქართული დასახელება | ვადები | გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები | |
| სახეობები, რომლებზე ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ | |||||
| წყალმცურავი ფრინველები | |||||
| 1 | Anser anser | რუხი ბატი
| 01.11 – 01.03 |
საერთო დღიური რაოდენობა 8 ცალი | |
| 2 | Anas strepera | რუხი იხვი
| 01.11 – 01.03 |
|
|
| 3 | Anas crecca | ჭიკვარა
| 01.11 – 01.03 |
|
|
| 4 | Anas platyrhynchos | გარეული იხვი
| 01.11 – 01.03 |
|
|
| 5 | Anas querquedula | იხვინჯა
| 01.11 – 01.03 |
|
|
| 6 | Anas clypeata | ფართოცხვირა იხვი
| 01.11 – 01.03 |
|
|
| 7 | Fulica atra | მელოტა | 01.11 – 01.03 |
|
|
| სხვა ფრინველები | |||||
| 8 | Scolopax rusticola | ტყის ქათამი | 15.10 – 15.12 | 7 ცალი | |
| 9 | Gallinago gallinago | ჩიბუხა | აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე | 5 ცალი | |
| 10 | Coturnix coturnix | მწყერი | აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე | 20 ცალი | |
| 11 | Columba palumbus | ქედანი | აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე | 10 ცალი | |
| 12 | Columba livia | გარეული მტრედი | აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე | 10 ცალი | |
| 13 | Columba oenas | გულიო (გვიძინი) | აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე | 10 ცალი | |
| 14 | Streptopelia turtur | ჩვეულებრივი გვრიტი | აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე | 10 ცალი | |
5. ამოღებულია.
6. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.
7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.
8. აკრძალულია ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში.
9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას.
10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
თ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №618-სსმIII, №131, 05.09.2008წ.; მუხ.1314
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №26-სსმIII, №102, 18.08.2009წ.; მუხ.1131
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №35-სსმIII, №101, 20.08.2010წ.; მუხ.1517
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი
აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.

მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა
ნადირობა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.

თავი III
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესები
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
მუხლი 6. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების მოქმედების სფერო
1. ამ თავით განსაზღვრული წესების მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე (ტერიტორიული წყლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის.
2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 7. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები
1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.
2. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში;
ბ) კაშხლებთან და რაბებთან არაუხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა;
გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში.
3. აკრძალულია თევზჭერა გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა:
ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, რიონი (რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;
ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 500 მეტრის მანძილზე;
გ) მდ. ხრამში — სოფ. ლეჟბადინიდან წითელ ხიდამდე;
დ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით (დასაშვებია სამოყვარულო თევზჭერა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილ ადგილებში);
ე) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ვ) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე 120- მეტრიანი იზობათის ფარგლებში.
ზ) რიწის ტბაში;
თ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისიდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მოსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა;
ი) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;
კ) ტაბაწყური – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე;
მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ნ) სპეციალურ განკარგულებამდე ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;
ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში;
პ) პალიასტომის ტბაში:
პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1 დეკემბრიდან 15 ივლისამდე;
პ.ბ) კეფალი-პილენგასი – 1 დეკემბრიდან 15 ივლისამდე;
პ.გ) ოქროსფერი კეფალი – 1 დეკემბრიდან 15 ივლისამდე;
პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ვ) შამაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ი) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
პ.ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.მ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე.
პ.ნ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე.
4. ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
5. ყველა სხვა შემთხევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს ადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
6. თევზის ჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრო-მეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15 დღიანი განსხვავებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანება №28-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.103
მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები
1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სამოყვარულო-სპორტულიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;
ე) ქამბალა-კალკანის – 15 თებერვლიდან – 1 ივლისამდე;
ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებით;
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით;
ზ) ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგით, მათ შორის ხიჟნიაკის კონსტრუქციით;
თ) ტრალის ფსკერული ვარიანტით (ფსკერულ ვარიანტად ჩაითვლება ტრალი, რომლის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველი), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ზღვის მამლების, გველთევზის, კიბორჩხალების, მოლუსკების და სხვა ფსკერის ბინადრების საერთო წილი 5%-ზე მეტია (დათვლით);
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. აკრძალულია წყალქვეშა ნადირობა თევზებზე ჰარპუნის ტიპის იარაღით, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენებით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1396-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1507
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №1577-სსმIII, №151, 26.10.2007წ.; მუხ.1677
მუხლი 10. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები
1. აკრძალულია:
ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით 1 ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე;
ბ) სარეწი იარაღით მდინარის ან მისი ტოტის 2/3-ზე მეტის დაკავება, აგრეთვე ბადის ჩამკეტი მოსმა მდინარის მოპირდაპირე ნაპირებიდან;
გ) ყოველგვარი სარეწი იარაღის სამუშაო მდგომარეობაში ქონა თევზჭერისათვის აკრძალულ ვადებში და ადგილებში მცურავ საშუალებებზე;
დ) მოსასმელი ბადის გამოყენება, რომლის სიგრძე 300 მეტრზე მეტია ზღვაში და 120 მეტრზე მეტი შიდა წყლებში, ხოლო საქაჩი ბაგირების სიგრძე ბადის გაგრძელებაზე 20 მეტრზე მეტია;
ე) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება;
ვ) ტრაილს პელაგიური ვარიანტის გამოყენება, რომლის ტექნიკური პარამეტრები აღემატება 31.8/175;
ზ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე აღემატება 150 მეტრს, ხოლო სიგრძე 1200 მეტრს;
თ) თევზის რეწვა პალიასტომის ტბაზე მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, სიმაღლე 1,5 მ-ზე მეტი, თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ;
ი) მოსაყრელი ბადით კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბაზე 350 მეტრზე მეტია და თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ.
2. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტ-რზე ნაკლები.
3. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) იარუსის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, იარუსში ნემსკავების რაოდენობა 100-ს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1000 მეტრზე ნაკლები.
4. აკრძალულია სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა.
5. ამოღებულია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანება №28-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.103
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1735-სსმIII, №178, 17.12.2007წ.; მუხ.1962
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის ბრძანება №9-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.220
მუხლი 11. ბადის თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში
1. ბადის თვლის ზომად მიიჩნევა ბადის თვლის ერთი გვერდის სიგრძე ანუ მანძილი მილიმეტრებში კვანძის შუა წერტილიდან – მეზობელი კვანძის შუა წერტილამდე. ბადის თვლის ზომას განსაზღვრავს მისი გაჭიმვის სიგრძე და 11 კვანძს შორის დადგენილი მანძილის 10-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე ნაკლებია; 6 კვანძს შორის მანძილის 5-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე მეტია.
2. თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში განისაზღვრება ამ დებულების დანართი 1-ის შესაბამისად.

მუხლი 12. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე
1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძედ მიიჩნევა სიგრძე უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %-ით იზრდება.
2. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე განისაზღვრება ამ დებულების დანართი 2-ის შესაბამისად.თხვევაში.

მუხლი 13. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილი
1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას.
2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად შეარჩიოს თევზსაჭერი იარაღის თვლის ზომა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%-ს (დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის (20%) გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად და დამრღვევს რეწვის გაგრძელების უფლება მიეცემა მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით სარეწი ადგილის ან სარეწი იარაღის უფრო მსხვილთვლიანი იარაღით შეცვლის შემთხვევაში.

მუხლი 14. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი
1. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს მხოლოდ სარეწაო თევზჭერისას.
2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის (შესაბამისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.

მუხლი 15. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესი
1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩაგება ტივტივა-ნიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივა-ნიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წარწერილი ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი;
2. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.

მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება აკვალანგებისა და სხვა სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუიარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩათვლით);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 500 მეტ-რის მანძილზე № 8-ზე მსხვილი ნემსკავების გამოყენება (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) და ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება;
გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომლის დიამეტრი/სიგრძე - სიგანე 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.

მუხლი 17. თევზდაცვის მოთხოვნები წყლამღებ ნაგებობებზე
წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5 000 კუბ. მ. დღე-ღამეში აუცილებელია აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.

მუხლი 18. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები
1. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციას (შემდგომში – ინსპექცია), განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ აღნიშნულთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის გადამუშავების შესახებ.
3. თევზჭერის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში ინსპექციის კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ამოიღოს წყალსატევიდან ის ბადე-იარაღები, რომლითაც ახორციელებს თევზჭერას.
4. თევზჭერის ლიცენზიანტი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია ინსპექციაში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრასპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიანტსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №22-სსმIII, №71, 18.06.2010წ.; მუხ.1036

მუხლი 181. თევზჭერისას სარეწაო ჟურნალის წარმოების სავალდებულო მოთხოვნები
1. ლიცენზირებადი თევზჭერის განხორციელებისას თითოეული თევზმჭერი სატრანსპორტო საშუალების მიხედვით სავალდებულოა ამ დებულებით დამტკიცებული №3 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით.
2. სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული თევზჭერის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად ინსპექციის ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ.
3. სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად.
4. სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით:
ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;
ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;
გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში), მე-6 სვეტის შევსება წარმოებს მაქსიმალური სიზუსტით;
დ) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება სამრეწველო თევზჭერისას ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე;
ე) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება შიდა წყალსატევებში თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე.
5. ყველა ჩანაწერი სარეწაო ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.
6. სარეწაო ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე.
7. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი.
8. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ინსპექციას ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.
9. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობი-საგან.
10. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას სარეწაო ჟურნალი წარედგინება ინსპექციას ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.
11. სარეწაო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა, ასევე მონაცემთა არასწორი შეტანა ჩაითვლება თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №22-სსმIII, №71, 18.06.2010წ.; მუხ.1036
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №76-სსმIII, №169, 28.12.2010წ.; მუხ.2437
მუხლი 182. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა
1. ამ დებულებით თევზჭერისათვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე.
2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №40-სსმIII, №118, 16.09.2010წ.; მუხ.1752
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
მუხლი 19. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
მუხლი 20. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

დანართი 1
თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით
| თევზსაჭერი იარაღები | თვლის მინიმალური ზომები მმ-ში | თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში |
| მოსასმელი ბადე კეფალისებრთა საჭერად | 20 | – |
| მოსასმელი ბადე სხვა თევზის საჭერად | 12 | – |
| თევზმახეები | 12 | – |
| ქისა ბადე | 6,5 | – |
| ტრალის პელაგიური ვარიანტი – ქაფშიის და ქარსალის საჭერად | 6,5
| – |
| ტრალის პელაგიური ვარიანტი სხვა თევზების საჭერად | 12 | – |
| კონუსური ბადე | 12 | – |
| პარაშუტისებრი ბადე | 12 | – |
| მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) | 20 | – |
| ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) | 20 | – |
| სახლართი ბადე | 28 | – |
| სხვა თევზსარეწი იარაღები | 12 | – |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1396-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1507
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №1577-სსმIII, №151, 26.10.2007წ.; მუხ.1677
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №1788-სსმIII, №181, 21.12.2007წ.; მუხ.2014
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის ბრძანება №9-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.220
დანართი 2
ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე
|
N | თევზის სახეობა
| ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე (მმ-ში) |
| 1 | ქაფშია | 70 |
| 2 | ქარსალა | 60 |
| 3 | მერლანგი | 120 |
| 4 | კეფალისებრნი | 200 |
| 5 | კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) | 850 |
| 6 | სტავრიდა | 100 |
| 7 | ხონთქარა (ბარაბული) | 85 |
| 8 | ღიპა ქაშაყი | 110 |
| 9 | შავი ზღვის ქაშაყი | 170 |
| 10 | სარღანი | 320 |
| 11 | ლუფარი | 220 |
| 12 | პელამიდა | 250 |
| 13 | სკუმბრია | 150 |
| 14 | ღორჯოსებრნი | 110 |
| 15 | ქამბალა-კალკანი | 350 |
| 16 | მიდია | 50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე) |
| 17 | გარნელი(კრევეტი) | 35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე) |
| 18 | ღლავი (ლოქო) | 500 |
| 19 | ფარგა | 380 |
| 20 | წერი (ქარიყლაპია) | 320 |
| 21 | სიგისებრნი | 180 |
| 22 | ჭერეხი | 400 |
| 23 | კობრი | 320 |
| 24 | კაპარჭინა | 260 |
| 25 | ჭანარი | 320 |
| 26 | შამაია | 250 |
| 27 | ხრამული ტბის | 250 |
| 28 | ხრამული მდინარის | 220 |
| 29 | ვიმბა | 120 |
| 30 | სხვა თევზები | 200 |
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
დანართი 3
სარეწაო ჟურნალი
| თევზჭერის (ცდის) რიგითი ნომერი | თევზსაჭერი ბადე-იარაღის დასახელება | თევზჭერის ყოველი ცდის ადგილი (აკვატორია სახმელეთო ორიენტირებით ან გეოგრაფიული კოორდინატებით) | თევზჭერის ყოველი ცდის დაწყების დრო (წუთი, საათი, დღე, თვე, წელი) | თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრების დრო (წუთი, საათი, დღე, თვე, წელი)
| ჭერილისა და თანჭერილის ვიზუალური შეფასება (რაოდ. სახეობების მიხედვით, კგ-ში) | ჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით (კგ) | თანჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით, კგ-ში)
| შენიშვნა (თევზჭერისას ტექნიკური შეფერხებები, ფორსმაჟორული ვითარება და სხვა) | თევზჭერის განმახორციელებელი პირის ხელმოწერა |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1735-სსმIII, №178, 17.12.2007წ.; მუხ.1962
1
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.007.921
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №512
2005 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, საკანონმდებლო დამატება, საქართველოს კანონები, 1997 წელი, №1-2/33-34/7) 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1998 წლის 19 აგვისტოს №95 ბრძანება („ეკოქრონიკა“, 1998 წ., 24 აგვისტო, №5(5), გვ. 1-4) „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 23 მარტის ბრძანება №192-სსმIII, №42, 30.03.2006წ.; მუხ.484
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანება №28-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.103
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1396-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1507
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №1577-სსმIII, №151, 26.10.2007წ.; მუხ.1677
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1735-სსმIII, №178, 17.12.2007წ.; მუხ.1962
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №1788-სსმIII, №181, 21.12.2007წ.; მუხ.2014
8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №618-სსმIII, №131, 05.09.2008წ.; მუხ.1314
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №26-სსმIII, №102, 18.08.2009წ.; მუხ.1131
10. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის ბრძანება №9-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.220
11. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №22-სსმIII, №71, 18.06.2010წ.; მუხ.1036
12. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №35-სსმIII, №101, 20.08.2010წ.; მუხ.1517
13. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №40-სსმIII, №118, 16.09.2010წ.; მუხ.1752
14. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
15. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №76-სსმIII, №169, 28.12.2010წ.; მუხ.2437
დებულება
ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. დებულების რეგულირების საგანი
წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.
მუხლი 2. ძირითადი ცნებების განმარტებანი
1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები.
2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას შემდგომი გადამუშავების (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ყოველთვიურად მოპოვებული რესურსის 2/3-ის) და/ან რეალიზაციის მიზნით.
3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადითა და ჩოგანბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.
4. სანაპირო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ.
41. შიდა წყალსატევებში თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში.
5. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები (სხვა ჰიდრობიონტები).
6. ქისა ბადე – ბადისებური წყალგამწურავი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს თევზ-სარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,,ქისისებური ფორმით.”
7. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება-შეგროვება წარმოებს წყალსატევის ნაპირზე ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად.
8. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით (ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს:
ა) ფსკერული ვარიანტი – გამოიყენება ფსკერული თევზებისა და სხვა ჰიდრობიონტების საჭერად;
ბ) პელაგიური ვარიანტი – გამოიყენება ტიპური პელაგიური თევზების დასაჭერად.
9. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით.
10. სახლართი ტიპის ბადეები – ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
11. თევზმახეები – ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება‚ იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია ,,ძაბრისებური”, ,,კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებური კედლებით.
12. ჩასადგმელი იარუსები – სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები.
13. პარაშუტისებრი (გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევზსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს.
14. ფაცერი (ე. წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალ-გაწურვას ზემო მიმართულებით (სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით).
15. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი.
16. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა (სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე).
17. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი.
18. ხოლიხი - მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება ,,ჩიხის პრინციპს.
19. ეკრანი – 5 მეტრამდე სიგრძის ერთკედლიანი სამკუთხა ფორმის სახლართი ტიპის ბადე, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს.
20. სასროლი ბადე – სასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე;
21. ჩოგანბადე – სათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 23 მარტის ბრძანება №192-სსმIII, №42, 30.03.2006წ.; მუხ.484
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1735-სსმIII, №178, 17.12.2007წ.; მუხ.1962
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
თავი II
ნადირობის საშუალებები და წესები
მუხლი 3. ნადირობის წესები
1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
11. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე.
2. ამოღებულია.
3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში.
4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტებია:
ლათინური დასახელება
ქართული დასახელება
ვადები
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები
სახეობები, რომლებზე ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ
წყალმცურავი ფრინველები
1
Anser anser
რუხი ბატი
01.11 – 01.03
საერთო დღიური რაოდენობა
8 ცალი
2
Anas strepera
რუხი იხვი
01.11 – 01.03
3
Anas crecca
ჭიკვარა
01.11 – 01.03
4
Anas platyrhynchos
გარეული იხვი
01.11 – 01.03
5
Anas querquedula
იხვინჯა
01.11 – 01.03
6
Anas clypeata
ფართოცხვირა იხვი
01.11 – 01.03
7
Fulica atra
მელოტა
01.11 – 01.03
სხვა ფრინველები
8
Scolopax rusticola
ტყის ქათამი
15.10 – 15.12
7 ცალი
9
Gallinago gallinago
ჩიბუხა
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
5 ცალი
10
Coturnix coturnix
მწყერი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
20 ცალი
11
Columba palumbus
ქედანი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი
12
Columba livia
გარეული მტრედი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი
13
Columba oenas
გულიო (გვიძინი)
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი
14
Streptopelia turtur
ჩვეულებრივი გვრიტი
აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე
10 ცალი
5. ამოღებულია.
6. სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება.
7. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,,ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”.
8. აკრძალულია ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში.
9. აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე, გარდა ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას.
10. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები:
ა) მცენარეული საფარის დაწვა;
ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, ,,გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 4 მარტის №247 ბრძანების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავების (სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ე) ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
ვ) სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;
ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;
თ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №618-სსმIII, №131, 05.09.2008წ.; მუხ.1314
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №26-სსმIII, №102, 18.08.2009წ.; მუხ.1131
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №35-სსმIII, №101, 20.08.2010წ.; მუხ.1517
მუხლი 4. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი
აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის ,,იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №26-სსმIII, №102, 18.08.2009წ.; მუხ.1131
მუხლი 5. ნადირობის წესების დარღვევა
ნადირობა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 5 სექტემბრის ბრძანება №618-სსმIII, №131, 05.09.2008წ.; მუხ.1314
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 13 აგვისტოს ბრძანება №26-სსმIII, №102, 18.08.2009წ.; მუხ.1131
თავი III
თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესები
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
მუხლი 6. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების მოქმედების სფერო
1. ამ თავით განსაზღვრული წესების მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე (ტერიტორიული წყლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის.
2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
მუხლი 7. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები
1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების შესახებ”.
2. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში;
ბ) კაშხლებთან და რაბებთან არაუხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა;
გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ (თევზსავალ) არხებში.
3. აკრძალულია თევზჭერა გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა:
ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძოდ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა (შავწყალა), ხიფსთა (თეთრწყალა), ააფსთა (ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური (ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, რიონი (რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში;
ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესართავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 500 მეტრის მანძილზე;
გ) მდ. ხრამში — სოფ. ლეჟბადინიდან წითელ ხიდამდე;
დ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით (დასაშვებია სამოყვარულო თევზჭერა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დადგენილ ადგილებში);
ე) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ვ) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60-მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე 120- მეტრიანი იზობათის ფარგლებში.
ზ) რიწის ტბაში;
თ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისიდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მოსასმელი ბადით კეფალ-პილენგასის ჭერა;
ი) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე;
კ) ტაბაწყური – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით;
ლ) ხრამის (წალკის) წყალსაცავი – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე;
მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით;
ნ) სპეციალურ განკარგულებამდე ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე;
ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში;
პ) პალიასტომის ტბაში:
პ.ა) კეფალი (ლობანი) – 1 დეკემბრიდან 15 ივლისამდე;
პ.ბ) კეფალი-პილენგასი – 1 დეკემბრიდან 15 ივლისამდე;
პ.გ) ოქროსფერი კეფალი – 1 დეკემბრიდან 15 ივლისამდე;
პ.დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ვ) შამაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე;
პ.ი) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე;
პ.ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე;
პ.მ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე.
პ.ნ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე.
4. ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში (ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით.
5. ყველა სხვა შემთხევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს ადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.
6. თევზის ჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრო-მეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15 დღიანი განსხვავებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანება №28-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.103
მუხლი 8. ჭერააკრძალული თევზის სახეობები
1. აკრძალულია ჭერა (მათ შორის თანჭერილშიც და სამოყვარულო-სპორტულიც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების:
ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში;
ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში;
გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში;
დ) კალმახის (მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში;
ე) ქამბალა-კალკანის – 15 თებერვლიდან – 1 ივლისამდე;
ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები (ქამბალა-კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
მუხლი 9. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები
1. აკრძალულია თევზჭერა:
ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით;
ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით;
გ) ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებით;
დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით;
ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით;
ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით;
ზ) ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგით, მათ შორის ხიჟნიაკის კონსტრუქციით;
თ) ტრალის ფსკერული ვარიანტით (ფსკერულ ვარიანტად ჩაითვლება ტრალი, რომლის ჭერილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, სკორპენას (ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის (ვარსკვლავთმრიცხველი), ხონთქარას (ბარაბულის), ოფიდიონის, ზღვის მამლების, გველთევზის, კიბორჩხალების, მოლუსკების და სხვა ფსკერის ბინადრების საერთო წილი 5%-ზე მეტია (დათვლით);
ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით.
2. აკრძალულია წყალქვეშა ნადირობა თევზებზე ჰარპუნის ტიპის იარაღით, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1396-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1507
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №1577-სსმIII, №151, 26.10.2007წ.; მუხ.1677
მუხლი 10. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები
1. აკრძალულია:
ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით 1 ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე;
ბ) სარეწი იარაღით მდინარის ან მისი ტოტის 2/3-ზე მეტის დაკავება, აგრეთვე ბადის ჩამკეტი მოსმა მდინარის მოპირდაპირე ნაპირებიდან;
გ) ყოველგვარი სარეწი იარაღის სამუშაო მდგომარეობაში ქონა თევზჭერისათვის აკრძალულ ვადებში და ადგილებში მცურავ საშუალებებზე;
დ) მოსასმელი ბადის გამოყენება, რომლის სიგრძე 300 მეტრზე მეტია ზღვაში და 120 მეტრზე მეტი შიდა წყლებში, ხოლო საქაჩი ბაგირების სიგრძე ბადის გაგრძელებაზე 20 მეტრზე მეტია;
ე) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება;
ვ) ტრაილს პელაგიური ვარიანტის გამოყენება, რომლის ტექნიკური პარამეტრები აღემატება 31.8/175;
ზ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე აღემატება 150 მეტრს, ხოლო სიგრძე 1200 მეტრს;
თ) თევზის რეწვა პალიასტომის ტბაზე მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, სიმაღლე 1,5 მ-ზე მეტი, თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ;
ი) მოსაყრელი ბადით კეფალის (ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბაზე 350 მეტრზე მეტია და თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ.
2. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტ-რზე ნაკლები.
3. ერთ სტაციონარში (ჩადგმაში) იარუსის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, იარუსში ნემსკავების რაოდენობა 100-ს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1000 მეტრზე ნაკლები.
4. აკრძალულია სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა.
5. ამოღებულია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 15 იანვრის ბრძანება №28-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.103
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1735-სსმIII, №178, 17.12.2007წ.; მუხ.1962
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის ბრძანება №9-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.220
მუხლი 11. ბადის თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში
1. ბადის თვლის ზომად მიიჩნევა ბადის თვლის ერთი გვერდის სიგრძე ანუ მანძილი მილიმეტრებში კვანძის შუა წერტილიდან – მეზობელი კვანძის შუა წერტილამდე. ბადის თვლის ზომას განსაზღვრავს მისი გაჭიმვის სიგრძე და 11 კვანძს შორის დადგენილი მანძილის 10-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე ნაკლებია; 6 კვანძს შორის მანძილის 5-ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ-ზე მეტია.
2. თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში განისაზღვრება ამ დებულების დანართი 1-ის შესაბამისად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
მუხლი 12. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე
1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძედ მიიჩნევა სიგრძე უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან (დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %-ით იზრდება.
2. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე განისაზღვრება ამ დებულების დანართი 2-ის შესაბამისად.თხვევაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
მუხლი 13. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილი
1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას.
2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად შეარჩიოს თევზსაჭერი იარაღის თვლის ზომა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%-ს (დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის (20%) გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად და დამრღვევს რეწვის გაგრძელების უფლება მიეცემა მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით სარეწი ადგილის ან სარეწი იარაღის უფრო მსხვილთვლიანი იარაღით შეცვლის შემთხვევაში.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1735-სსმIII, №178, 17.12.2007წ.; მუხ.1962
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
მუხლი 14. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი
1. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს მხოლოდ სარეწაო თევზჭერისას.
2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის (შესაბამისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1396-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1507
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №1577-სსმIII, №151, 26.10.2007წ.; მუხ.1677
მუხლი 15. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესი
1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩაგება ტივტივა-ნიშნულებით, რომლებიც, როგორც მინიმუმ, უნდა აფიქსირებდნენ ბადე-იარაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივა-ნიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წარწერილი ლიცენზიის/ნებართვის სერია და ნომერი;
2. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
მუხლი 16. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა
1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება აკვალანგებისა და სხვა სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.
3. აკრძალულია:
ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუიარათი 12-ზე მეტია და სატყუარათი 6-ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6-ზე მეტი და სატყუარათი 3-ზე მეტი (ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩათვლით);
ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 500 მეტ-რის მანძილზე № 8-ზე მსხვილი ნემსკავების გამოყენება (ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ-ს) და ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება;
გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომლის დიამეტრი/სიგრძე - სიგანე 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები.
დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება;
ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება;
ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
მუხლი 17. თევზდაცვის მოთხოვნები წყლამღებ ნაგებობებზე
წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5 000 კუბ. მ. დღე-ღამეში აუცილებელია აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
მუხლი 18. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები
1. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექციას (შემდგომში – ინსპექცია), განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ. შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ აღნიშნულთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის გადამუშავების შესახებ.
3. თევზჭერის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში ინსპექციის კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის, ჭერილის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ამოიღოს წყალსატევიდან ის ბადე-იარაღები, რომლითაც ახორციელებს თევზჭერას.
4. თევზჭერის ლიცენზიანტი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია ინსპექციაში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრასპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიანტსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1735-სსმIII, №178, 17.12.2007წ.; მუხ.1962
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №22-სსმIII, №71, 18.06.2010წ.; მუხ.1036
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
მუხლი 181. თევზჭერისას სარეწაო ჟურნალის წარმოების სავალდებულო მოთხოვნები🔗
1. თევზჭერის (გარდა სამოყვარულო-სპორტულისა) განხორციელებისას თითოეული თევზმჭერი სატრანსპორტო საშუალების მიხედვით სავალდებულოა ამ დებულებით დამტკიცებული №3 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით.
1. ლიცენზირებადი თევზჭერის განხორციელებისას თითოეული თევზმჭერი სატრანსპორტო საშუალების მიხედვით სავალდებულოა ამ დებულებით დამტკიცებული №3 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით.
2. სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული თევზჭერის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად ინსპექციის ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ.
3. სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ დებულების დანართი №3-ის შესაბამისად.
4. სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით:
ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა;
ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე;
გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში), მე-6 სვეტის შევსება წარმოებს მაქსიმალური სიზუსტით;
დ) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება სამრეწველო თევზჭერისას ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე;
ე) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე.
ე) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება შიდა წყალსატევებში თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე.
5. ყველა ჩანაწერი სარეწაო ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამისი მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“ და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ.
6. სარეწაო ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე.
7. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი, ხოლო სანაპირო თევზჭერის შემთხვევაში სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მცურავი საშუალების ნაცვლად მიეთითება თევზსაჭერი ბადე–იარაღის დასახელება და ნომერი.
7. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი.
8. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ინსპექციას ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.
9. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობი-საგან.
10. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას სარეწაო ჟურნალი წარედგინება ინსპექციას ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება.
11. სარეწაო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა, ასევე მონაცემთა არასწორი შეტანა ჩაითვლება თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებად.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 14 ივნისის ბრძანება №22-სსმIII, №71, 18.06.2010წ.; მუხ.1036
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №76-სსმIII, №169, 28.12.2010წ.; მუხ.2437
მუხლი 182. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა🔗
1. ამ დებულებით თევზჭერისათვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,ვ” ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე.
2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №40-სსმIII, №118, 16.09.2010წ.; მუხ.1752
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982
მუხლი 19. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის
ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
მუხლი 20. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293
დანართი 1
თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით
| თევზსაჭერი იარაღები | თვლის მინიმალური ზომები მმ-ში | თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში | ||||||||||||||||||||||||||||||||
| მოსასმელი ბადე კეფალისებრთა საჭერად 20 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| მოსასმელი ბადე სხვა თევზის საჭერად 12 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| თევზმახეები 12 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| ქისა ბადე 6,5 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| ტრალის პელაგიური ვარიანტი – ქაფშიის და ქარსალის საჭერად 6,5 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| ტრალის პელაგიური ვარიანტი სხვა თევზების საჭერად 12 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| კონუსური ბადე 12 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| პარაშუტისებრი ბადე 12 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) 20 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) 20 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| სახლართი ბადე 28 – | ||||||||||||||||||||||||||||||||||
| სხვა თევზსარეწი იარაღები 12 – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის ბრძანება №1396-სსმIII, №138, 04.10.2007წ.; მუხ.1507 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №1577-სსმIII, №151, 26.10.2007წ.; მუხ.1677 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 20 დეკემბრის ბრძანება №1788-სსმIII, №181, 21.12.2007წ.; მუხ.2014 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის ბრძანება №9-სსმIII, №19, 18.02.2010წ.; მუხ.220 დანართი 2 ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე N | თევზის სახეობა | ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე (მმ-ში) 1 | ქაფშია 70 2 | ქარსალა 60 3 | მერლანგი 120 4 | კეფალისებრნი 200 5 | კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) 850 6 | სტავრიდა 100 7 | ხონთქარა (ბარაბული) 85 8 | ღიპა ქაშაყი 110 9 | შავი ზღვის ქაშაყი 170 10 | სარღანი 320 11 | ლუფარი 220 12 | პელამიდა 250 13 | სკუმბრია 150 14 | ღორჯოსებრნი 110 15 | ქამბალა-კალკანი 350 16 | მიდია | 50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე) 17 | გარნელი(კრევეტი) | 35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე) 18 | ღლავი (ლოქო) 500 19 | ფარგა 380 20 | წერი (ქარიყლაპია) 320 21 | სიგისებრნი 180 22 | ჭერეხი 400 23 | კობრი 320 24 | კაპარჭინა 260 25 | ჭანარი 320 26 | შამაია 250 27 | ხრამული ტბის 250 28 | ხრამული მდინარის 220 29 | ვიმბა 120 30 | სხვა თევზები 200 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 21 ოქტომბრის ბრძანება №49-სსმIII, №137, 25.10.2010წ.; მუხ.1982 |
დანართი 3
სარეწაო ჟურნალი
| თევზჭერის (ცდის) რიგითი ნომერი | თევზსაჭერი ბადე-იარაღის დასახელება | თევზჭერის ყოველი ცდის ადგილი (აკვატორია სახმელეთო ორიენტირებით ან გეოგრაფიული კოორდინატებით) | თევზჭერის ყოველი ცდის დაწყების დრო (წუთი, საათი, დღე, თვე, წელი) | თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრების დრო (წუთი, საათი, დღე, თვე, წელი) | ჭერილისა და თანჭერილის ვიზუალური შეფასება (რაოდ. სახეობების მიხედვით, კგ-ში) | ჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით (კგ) | თანჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით, კგ-ში) | შენიშვნა (თევზჭერისას ტექნიკური შეფერხებები, ფორსმაჟორული ვითარება და სხვა) | თევზჭერის განმახორციელებელი პირის ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2006 წლის 13 თებერვლის ბრძანება №90-სსმIII, №24, 23.02.2006წ.; მუხ.293 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №1735-სსმIII, №178, 17.12.2007წ.; მუხ.1962 |
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მმიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ", №512, 07.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 410.080.000.22.023.007.921 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62260-15/