ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.07.2024 ბოლო ცვლილება 20.06.2025
ნომერი
№37/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.77.090.016037
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის

სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №37/ნ

2024 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს  უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 09.12.2024წ.


საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 214-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 242-ე მუხლის შენიშვნის 1​1 ნაწილისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის 1-1/584 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს  უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი  შევსებისა და წარდგენის წესი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 09.12.2024წ.

+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დირექტორილევან გამყრელიძე
+




ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის −  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესი 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 09.12.2024წ.

მუხლი 1. რეგულირების სფერო 

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელებისთვის, სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შესადგენი დოკუმენტების გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირებს განსაზღვრის, მათი შევსებისა და წარდგენის პროცედურებს. 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 09.12.2024წ.

მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის  შედგენაზე უფლებამოსილი პირი

1.    საჯარიმო ქვითრის შედგენის უფლებამოსილება აქვს სააგენტოს  საამისოდ უფლებამოსილ პირს.

2. საჯარიმო ქვითარი იმავდროულად წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.

3.   სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კონკრეტული უფლებამოსილი პირების თანამდებობათა ნუსხა განსაზღვროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის სახეები

საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელებისთვის, სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისთვის სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითარი გამოეწერება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 09.12.2024წ.

მუხლი 4. მატერიალური საჯარიმო ქვითრის  შევსება და მისი შინაარსი

1. საჯარიმო ქვითრის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად და ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118​​5, 118​​6 მუხლების და 127​​1 მუხლის 1​​4, 1​​5, 2​​1 და 2​​2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.

2. უფლებამოსილი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118​​5, 118​​6 მუხლების და 127​​1 მუხლის 1​​4, 1​​5, 2​​1 და 2​​2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს, თუ იგი არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის. 

3. საჯარიმო ქვითარი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით. საჯარიმო ქვითრის ბლანკების დამზადების ორგანიზებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“  საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ საწარმოში. საჯარიმო ქვითრის ტექნიკური მახასიათებლები და დამცავი ნიშნების აღწერილობა განსაზღვრულია ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად.

4. უფლებამოსილი პირის მიერ საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

5. საჯარიმო ქვითარი შედგება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან პირველი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დამრღვევს.

6. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი;

ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.

7. საჯარიმო ქვითრის შევსებისას აღინიშნება:

ა)  შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ) შედგენის ადგილი (მისამართი);

გ) ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;

დ) სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა,  დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და მისამართი);

ე) დამრღვევის ახსნა-განმარტება;

ვ) ოქმზე თანდართული დოკუმენტების მონაცემები (მათი არსებობის შემთხვევაში);

ზ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;

თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლ(ებ)ი, ნაწილ(ებ)ი, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა;   

ი) დაკისრებული ჯარიმის ოდენობა;

კ) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები, ხელმოწერა;

ლ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები;

მ) შენიშვნა;

ნ) ოქმის შემდგენელი უფლებამოსილი პირის ხელმოწერა;

ო) მოწმის ხელმოწერა (არსებობის შემთხვევაში);

პ) სამართალდამრღვევი პირის ხელმოწერა (ხელმოწერაზე ან ქვითრის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა).

8.  საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საჯარიმო ქვითრის I ნაწილის შესაბამისად და მასში აღინიშნება: მონაცემები საჯარიმო თანხის გადამხდელის შესახებ (სახელი, გვარი, მისამართი), ჯარიმის ოდენობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისთვის, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, საბანკო კოდი, სახაზინო კოდი, მიმღები მოლარის ხელმოწერა, საჯარიმო თანხის შემომტანის ხელმოწერა, თარიღი.

9. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი. დაზიანებული ან არასწორად შევსებული საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება დადგენილი წესით.

10. დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.

11. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები, საჯარიმო ქვითარს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

12. თუ დამრღვევი უარს ამბობს ხელმოწერაზე, ამის შესახებ კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

13. სამართალდამრღვევი პირი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 09.12.2024წ.

მუხლი 5. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი

1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად და ივსება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118​​5, 118​​6 მუხლების და 127​​1 მუხლის 1​​4, 1​​5,  2​​1 და 2​​2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.

2. უფლებამოსილი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118​​5, 118​​6 მუხლების და 127​​1 მუხლის 1​​4, 1​​5, 2​​1 და 2​​2 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს, თუ იგი არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის. 

3. უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ადგილზე, მიუხედავად იმისა, დამრღვევი ეთანხმება თუ არა საჯარიმო ქვითრის შინაარსსა და მის მიმართ გამოყენებულ პასუხისმგებლობის ზომას.

4. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი ივსება ელექტრონულად და ფიქსირდება შესაბამის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში, ხოლო სამართალდამრღვევს გამოეწერება და ბარდება ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ამობეჭდილი ვერსია. ამობეჭდილ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალურ საჯარიმო ქვითარს.

5. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს ადგენს ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

6. ელექტრონულ საჯარიმო ქვითარში შეიტანება:

ა) პირველ პუნქტში – შედგენის თარიღი;

ბ) მე-2 პუნქტში – შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;

გ)  მე-3 პუნქტში – სამართალდამრღვევის პირადი № სახელი და გვარი, მისამართი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი და მისამართი;

დ) მე-4 პუნქტში – სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო,  არსი;

ე) მე-5 პუნქტში – პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ––––––––––––––––––––––;

ვ)   მე-6 პუნქტში –  ჯარიმის ოდენობა ----------- ლარი;

ზ) მე-7 პუნქტში –  საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 302003560;

თ) მე-8 პუნქტში –  მოწმე ან სხვა მონაწილე, სტატუსი/ხელმოწერა;

ი) მე-9 პუნქტში – სამართალდამრღვევის ხელმოწერა/უარი ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე;

კ) მე-10 პუნქტში –  შემდგენლის ხელმოწერა;

ლ) მე-11 პუნქტში –  შენიშვნა.

7. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

ელექტრონული საჯარიმო ქვითრის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები:

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების მისთვის ჩაბარებიდან ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში (მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №16).

ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დაკისრებული თანხა სამართალდამრღვევს შეაქვს სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხად. თანხის გადახდისას მიეთითება სამართალდამრღვევის მონაცემები (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი) და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ნომერი.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 09.12.2024წ.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2025 წლის 4 თებერვლის ბრძანება №45/ნ - ვებგვერდი, 05.02.2025წ.

მუხლი 6. საჯარიმო ქვითრის ჩაბარება

1. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოწერილი საჯარიმო ქვითარი მხარეს ბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი სამართალდამრღვევისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება უფლებამოსილი პირის მიერ მისი ამობეჭდვის შემთხვევაში. ამასთან, თუ სამართალდამრღვევს აქვს ახსნა-განმარტება, იგი ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს დაერთვის და მასში არ აღინიშნება.

3. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამრღვევი უარს განაცხადებს მის მიმართ გამოწერილი მატერიალური საჯარიმო ქვითრის ჩაბარებაზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითარი ითვლება ჩაბარებულად.

4. სააგენტოს აგრეთვე უფლება აქვს, სამართალდამრღვევს დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ სააგენტოში ფიქსირდება ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.

5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118​​5 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება, რომლის განმეორებით ჩაუბარებლოს შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (LTA.GOV.GE ). 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 6 დეკემბრის ბრძანება №43/ნ - ვებგვერდი, 09.12.2024წ.

 

მუხლი 7. საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება

1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია საჯარიმო ქვითარი, შეუძლია იგი გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს დირექტორთან, რომლის გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში.

2. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234¹ მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

მუხლი 8. ჯარიმის გადახდა

1. პირი, ვის მიმართაც შედგენილია საჯარიმო ქვითარი, ვალდებულია საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაიხადოს დაკისრებული ჯარიმა.

2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

3. თუ სამართალდამრღვევმა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნებაყოფლობით არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ექვემდებარება იძულებით აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“, №37/ნ, 18.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 040030000.77.090.016037 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6228084-2/