„რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესუსრსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.12.2005 ბოლო ცვლილება 13.01.2022
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
040.230.000.17.010.007.931
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 145, 14/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (17)

შემდგომი ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
4 +

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.010.007.931

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

ბრძანება დადგენილება №13

+

2005 წლის 12 დეკემბერი

ქ. თბილისი

რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ

+

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-2 პუნქტის ა) ქვეპუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 64-ე მუხლის მე-7 პუნქტის დ) ქვეპუნქტის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, კომისია ადგენს:

1. დამტკიცდეს ,,რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულება“.

2. დაევალოს კომისიის აპარატის სამართლებრივ საკითხთა სამსახურს (კ. ყურაშვილი) დადგენილების საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე  დ. ქიტოშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ., მუხ.352

2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №39, 22.03.2007წ., მუხ.459

3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 1 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №18, 05.02.2008წ., მუხ.221

4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 თებერვლის დადგენილება №2-სსმIII, №26, 20.02.2008წ., მუხ.286

5. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 18 აპრილის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 26.04.2011წ.

6. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლი 12 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.08.2011წ.

7. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.

 

+

რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის

დებულება

მუხლი 1. დებულების გამოყენების სფერო და მიზანი

+

1. ეს დებულება შემუშავებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და მიზნად ისახავს სახელმწიფო რესურსით – რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის წესების დადგენას.

2. ამ დებულებით დგინდება სახელმწიფო რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის გამართვისას კომისიის უფლებამოსილებები და ვალდებულებები, აუქციონის გამართვის პროცედურა, მათ შორის გამარჯვებულის გამოვლენისა და შესაბამისი სალიცენზიო მოწმობის გაცემის წესები, სახელმწიფო რესურსით სარგებლობის საფასურის განსაზღვრის წესი, სარგებლობის რაოდენობრივი, თვისობრივი და დროში განსაზღვრული ნორმები და წესები.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.

     მუხლი 2. აუქციონის გამართვის საფუძველი

+

1. რადიოსიხშირული სპექტრის სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის საფუძველზე.

2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონის გამართვის შესახებ, თუ არსებობს რადიოსიხშირული სპექტრის ეროვნული გეგმის შესაბამისად დანაწილებული და კომისიის მიერ განსაზღვრული თავისუფალი სიხშირული ზოლი. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მიღების საფუძვლები განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.

3. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად ჩასატარებელ აუქციონში მონაწილეობის მიღება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.

     მუხლი 3. აუქციონის გამართვის შესახებ კომისიის გადაწყვეტილების მიღება და გამოქვეყნება

+

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად აუქციონის გამართვის შესახებ კომისია იღებს გადაწყვეტილებას.

2. კომისიის გადაწყვეტილება სულ ცოტა 1 თვით ადრე ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და განთავსდება ინტერნეტის ქსელში კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მისამართზე: www.gncc.ge .

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.

     მუხლი 4. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი განცხადება და დოკუმენტაცი ა

+

1. სარგებლობის ლიცენზიის მაძიებელი აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემისას წარადგენს წერილობით განცხადებას, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი სარგებლობის ლიცენზიის სახის მიღებას მოითხოვს ლიცენზიის მაძიებელი.

2. განცხადებას უნდა ერთვოდეს კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის სახელმწიფო რეესტრიდან ამონაწერები, ხოლო ფიზიკური პირისათვის – იდენტიფიკაციის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბუთების ასლები. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა განცხადებას უნდა დაურთოს სადამფუძნებლო დოკუმენტების დამოწმებული ასლები.

3. განცხადებას ასევე უნდა ერთვოდეს სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდისა და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10%-ის (ბეს) გადახდის დამადასტურებელი საბუთები. რესურსით სარგებლობის საწყისი საფასური 10%-ი (ბე), ირიცხება კომისიის ანგარიშზე და ლიცენზიის მაძიებლის აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

4. აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში.

5. თუ ლიცენზიის მაძიებელი განცხადების წარდგენის ვადის დასრულებამდე უარს განაცხადებს აუქციონში მონაწილეობაზე, მის მიერ გადახდილი სალიცენზიო მოსაკრებელი და რესურსით სარგებლობის საწყისი საფასურის 10% – გადახდილი ბეს სახით ექვემდებარება დაბრუნებას.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლი 12 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.08.2011

     მუხლი 5. აუქციონის გამართვის წესი

+

1. აუქციონის გამართვის ზოგადი წესი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით.

2. აუქციონის სხდომის თავმჯდომარე ამოწმებს ლიცენზიის მაძიებლის ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენლის უფლებამოსილებას. თუ ერთი ლიცენზიის მაძიებლის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ერთზე მეტ პირს, სხდომის თავმჯდომარე მიმართავს მათ, რომ დაასახელონ ერთი პირი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აუქციონში.

3. აუქციონის დასაწყისად ითვლება სხდომის თავმჯდომარის მიერ რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობის და აუქციონის ბიჯის გამოცხადება. აუქციონის ბიჯი უცვლელია და შეადგენს სარგებლობის ლიცენზიის საფასურის საწყისი ოდენობის 5 პროცენტს, დამრგვალებულს მთელ რიცხვამდე.

4. სხდომის თავმჯდომარე იმ პირებს შორის, რომლებიც გამოცხადდნენ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, ატარებს წილისყრას. თითოეული მონაწილე ყუთიდან იღებს კონვერტს, რომელშიც მოთავსებულია რიგითი ნომერი. კონვერტი და მასში მოთავსებული რიგითი ნომერი არის იმდენივე, რამდენი მონაწილეცაა. ყუთიდან კონვერტის ამოღების რიგითობა განისაზღვრება კომისიაში განაცხადების შემოტანის თარიღის და დროის მიხედვით – პირველი კონვერტს ამოიღებს ის ლიცენზიის მაძიებლი ან ლიცენზიის მაძიებელი იურიდიული პირის წარმომადგენელი, რომელმაც პირველმა შემოიტანა განაცხადი და ა.შ.

5. მონაწილის მიერ ამოღებული რიგითი ნომერი განსაზღვრავს აუქციონის მიმდინარეობისას მონაწილის მიერ თანხის დაფიქსირების რიგითობას.

6. აუქციონის თითოეული მონაწილე მისთვის მინიჭებული რიგითი ნომრის მიხედვით აცხადებს მის მიერ შეთავაზებული რესურსით სარგებლობის საფასურის ოდენობას. აუქციონის მონაწილის მიერ პირველად დაფიქსირებული თანხის ოდენობა არ უნდა იყოს ნაკლები რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ბიჯის ჯამისა. აუქციონის მონაწილის მიერ ყოველი მომდევნო თანხის დაფიქსირება ხდება უკანასკნელ დაფიქსირებულ თანხაზე აუქციონის ბიჯის დამატებით. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს დააფიქსიროს აუქციონის ბიჯზე ჯერადად მეტი თანხა.

7. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიიღეს გამოცხადებულმა პირებმა, აუქციონი ცხადდება ჩაშლილად და მონაწილეებს გადახდილი ბე უკან არ უბრუნდებათ.

8. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს თავისი შეთავაზება გააკეთოს წინა მონაწილის მიერ თანხის დასახელებიდან 10 წთ-ის განმავლობაში. აუქციონის მონაწილეს უფლება აქვს მოითხოვოს ერთი ნახევარსაათიანი შესვენება. ორივე შემთხვევაში მონაწილეს უფლება აქვს გავიდეს აუქციონის დარბაზიდან. თუ მითითებული დროის გასვლის შემდეგ მონაწილე არ დააფიქსირებს თანხას, ჩაითვლება, რომ მან უარი თქვა თანხის დასახელებაზე.

9. აუქციონში გამარჯვებულად ჩაითვლება ის მონაწილე, რომელიც აუქციონის მსვლელობისას დააფიქსირებს გადასახდელი თანხის მაქსიმალურ ოდენობას.

10. თუ აუქციონში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობისა და აუქციონის ერთი ბიჯის საერთო ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში.

11. აუქციონის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც აუქციონის დამთავრების შემდეგ ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. სხდომის ოქმი იკინძება და მოწმდება კომისიის ბეჭდით.

12. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ მიიღება კომისიის გადაწყვეტილება.

13. რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადახდა უნდა განხორციელდეს აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში. 1 თვის ვადაში რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის გადაუხდელობის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. ასეთ შემთხვევაში აუქციონში გამარჯვებულს არ უბრუნდება ბეს სახით გადახდილი თანხა. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. კომისია გადაწყვეტილებას აუქციონში გამარჯვებულისათვის ლიცენზიის გაცემის თაობაზე იღებს რესურსით სარგებლობის საფასურის 30%-ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში. დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა მოხდეს ლიცენზიის მოქმედების ვადის პირველი წლის განმავლობაში აუქციონში გამარჯვებული პირისათვის ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით, რა დროსაც ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველი მორიგი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კომისიას წარმოუდგინოს გადახდიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

14. თუ კომისიამ ამ მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრული გარემოებისას მიიღო გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, და აუქციონში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, კომისია იღებს გადაწყვეტილებას აუქციონში მონაწილე იმ პირის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ, რომელსაც კომისიის ანგარიშიდან გატანილი არ აქვს ბეს სახით გადახდილი თანხა (რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10%) და რომელსაც აუქციონის მიმდინარეობისას დაფიქსირებული აქვს აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხაზე შედარებით ნაკლები, მაგრამ სხვა მონაწილეებთან შედარებით მეტი თანხა. მის მიერ დაფიქსირებულ თანხასა და აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადებული პირის მიერ დაფიქსირებულ თანხას შორის სხვაობა არ უნდა იყოს 2 ბიჯზე მეტი.

15. თუ არ არსებობს აუქციონის ისეთი მონაწილე, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კომისია აუქციონს აცხადებს ჩაშლილად.

16. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა ლიცენზიის მაძიებელს უბრუნდება რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის 10% საბანკო მომსახურების ხარჯების გამოკლებით კომისიისათვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. განცხადებაში მითითებულ უნდა იქნეს საბანკო რეკვიზიტები, სადაც კომისიის მიერ გადაირიცხება აღნიშნული თანხა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2007 წლის 16 მარტის დადგენილება №2-სსმIII, №39, 22.03.2007წ.; მუხ.459

     მუხლი 6. რესურსით სარგებლობის უფლების სხვა პირებისთვის გადაცემა და პირდაპირი გადაპირება

+

1. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე პირი უფლებამოსილია აღნიშნული რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში კომისიას წარუდგენს ამ ხელშეკრულებას.

2. კომისიას 3 დღის ვადაში შეაქვს სათანადო ცვლილებები უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სალიცენზიო მოწმობას.

3. ლიცენზიის მფლობელი ავტორიზებული პირი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიის განსაზღვრული რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობებითა და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისიაში წარმოადგენს ლიცენზიის პირდაპირი გადაპირების თაობაზე სათანადო ინფორმაციას და მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების და კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულის აღების შემთხვევაში. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.

4. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მქონე  პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების ნებისმიერი  პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივი გადაცემის მიზნით.

5. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით კომისიისათვის აუქციონის გამართვის მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში აუქციონი ტარდება ამ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრული წესით. ამ შემთხვევაში რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.

     მუხლი 7. რადიოსიხშირული სპექტრის რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის განსაზღვრა

+

1. რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად აუქციონის ჩატარებისას რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობა განისაზღვრება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

P – სიხშირული რესურსების აუქციონის საწყისი საფასურის ოდენობა ლარებში;

Pf – კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანის შესაბამისი ღირებულება ლარებში (დანართი 1-ის მიხედვით);

Kq – სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი (დანართი 2-ის მიხედვით);

Kp – გადამცემი (ბაზური) სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი (დანართი 3-ის მიხედვით);

N – გადამცემი სადგურების (ბაზური სადგურების) რაოდენობა;

KN – სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი (დანართი 4-ის მიხედვით);

Ks – საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი (დანართი 5-ის მიხედვით);

Kg – ადგილობრივი მომსახურების ზონის კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით (დანართი 6-ის მიხედვით).

2. კონკრეტული რადიოსიხშირული სპექტრის დიაპაზონში და კონკრეტულ ადგილობრივი მომსახურების ზონაში რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშებისას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სადგურების ჯამური რაოდენობა განისაზღვროს ელექტრომაგნიტური ველით დაფარვის თაობაზე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU), ევროპის სატელეკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI) და ევროპის საფოსტო და სატელეკომუნიკაციო ადმინისტრაციების კონფერენციის (CEPT) ელექტრონული კომუნიკაციების კომიტეტის და რადიოკომუნიკაციების ოფისის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესაბამისად.

3. სადგურების ჯამური რაოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობის განმახორციელებელი ლიცენზიის მფლობელების ტექნიკური მონაცემები. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე:

ა) 900 მჰც და 1800 მჰც სიხშირულ დიაპაზონში გადამცემი სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 400 სადგურს, თითოეული გადამცემი სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 20 ვატამდე (ჩათვლით);

ბ) 1900 მჰც და 2200 მჰც სიხშირულ დიაპაზონში სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 800 სადგურს, თითოეული გადამცემი სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 10 ვატამდე (ჩათვლით);

გ) 3500 მჰც და 5 გჰც დიაპაზონში გადამცემი სადგურების ჯამური რაოდენობა შეადგენს 300 სადგურს, თითოეული სადგურის მინიმალური გამოსასვლელი სიმძლავრე 5 ვატამდე (ჩათვლით).

4. კონკრეტულ ადგილობრივი მომსახურების ზონაში გადამცემი სადგურების ზონური რაოდენობის გაანგარიშება განხორციელდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სადგურების ჯამური რაოდენობის გამრავლებით კონკრეტული გეოგრაფიული ზონის სადგურების რაოდენობის წილობრივ კოეფიციენტზე, რომელიც მოცემულია დებულების მე-6 დანართში.

5. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად, რესურსით სარგებლობის საფასურის საწყისი ოდენობის გაანგარიშება განხორციელდეს დებულების მე-6 დანართში აღნიშნული, თითოეული ზონისათვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ფორმულის შესაბამისად გაანგარიშებული ღირებულებების დაჯამებით.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 თებერვლის დადგენილება №2-სსმIII, №26, 20.02.2008წ.; მუხ.286.

      მუხლი 8. (ამოღებულია 21.02.2012, №4)

+

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 1 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №18, 05.02.2008წ.; მუხ.221

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 18 აპრილის ბრძანება №3 - ვებგვერდი, 26.04.2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლი 12 აგვისტოს ბრძანება №7 - ვებგვერდი, 16.08.2011

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.

     მუხლი 8​1 . (ამოღებულია 21.02.2012, №4)

+

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 24 თებერვლის დადგენილება №1-სსმIII, №30, 07.03.2006წ.; მუხ.352

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლი 21 თებერვლის დადგენილება №4 - ვებგვერდი, 24.02.2012წ.

დანართი №1

+

კონკრეტულ სიხშირულ დიაპაზონში დაკავებული ზოლის სიგანით განსაზღვრული ღირებულება ლარებში – Pf

სიხშირის ზოლი

სიხშირე   10 გჰც-მდე

სიხშირე   10 გჰც-დან  20 გჰც-მდე

სიხშირე   20 გჰც-დან  30 გჰც-მდე

სიხშირე 30 გჰც-ზე ზევით

25 კჰც-ის ჩათვლით

800

-

-

-

25კჰც-იდან 125კჰც-ის ჩათვლით

1 700

-

-

-

125კჰც-იდან 250კჰც-ის ჩათვლით

3 200

-

-

-

250კჰც-იდან 500კჰც-ის ჩათვლით

4 500

-

-

-

500კჰც-იდან 1.7მგჰც-ის ჩათვლით

8 700

4 410

3 000

2 100

1.7მგჰც-იდან 3.5მგჰც-ის ჩათვლით

11 100

6 600

4 410

3 000

3.5მგჰც-იდან 7მგჰც-ის ჩათვლით

17 700

13 410

8 700

6 000

7 მგჰც-იდან 14მგჰც-ის ჩათვლით

24 450

19 950

13 410

8 700

14მგჰც-იდან 28მგჰც-ის ჩათვლით

30 900

26 640

17 700

11 700

28მგჰც-იდან 56მგჰც-ის ჩათვლით

37 800

33 300

21 000

14 850

56მგჰც-ის ზევით

44 400

39 900

26 400

17 700

დანართი № 2

+

სიხშირული დიაპაზონის ტევადუნარიანობის კოეფიციენტი – Kq

სიხშირული დიაპაზონი

კოეფიციენტის სიდიდე

9კჰც-დან 470 მგჰც-ის ჩათვლით

1.8

470 მგჰც-დან 960 მგჰც-ის ჩათვლით

1.5

960 მგჰც-დან 3 გჰც-ის ჩათვლით

1

3 გჰც-იდან 10 გჰც-ის ჩათვლით

0.8

10 გჰც-იდან 17.7 გჰც-ის ჩათვლით

0.6

17.7 გჰც-იდან 40 გჰც-ის ჩათვლით

0.4

40 გჰც-იდან 60 გჰც-ის ჩათვლით

0.2

დანართი № 3

+

გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრის კოეფიციენტი – Kp

გადამცემი სადგურის გამოსასვლელი სიმძლავრე

კოეფიციენტის სიდიდე

0 დან 5 ვატ-ის ჩათვლით

0.1

5 ვატ-იდან 10 ვატ-ის ჩათვლით

0.18

10 ვატ-დან 25 ვატ-ის ჩათვლით

0.35

25 ვატ-დან 50 ვატ-ის ჩათვლით

0.52

50 ვატ-დან 100 ვატ-ის ჩათვლით

0.7

100 ვატ-დან 250 ვატ-ის ჩათვლით

0.85

250 ვატ-დან 500 ვატ-ის ჩათვლით

1

500 ვატ-დან 1 კვატ-ის ჩათვლით

1.1

1 კვტ-დან 2.5 კვტ-ის ჩათვლით

1.2

2.5 კვტ-დან 5 კვტ-ის ჩათვლით

1.25

5 კვტ-დან 10 კვტ-ის ჩათვლით

1.3

10 კვტ-ის ზევით

1.4

დანართი № 4

+

გადამცემი სადგურების რაოდენობის კოეფიციენტი – Kn

გადამცემი სადგურების რაოდენობა

კოეფიციენტის სიდიდე

1-დან 10-ის ჩათვლით

1

10-დან 50-ის ჩათვლით

0.9

50-დან 100-ის ჩათვლით

0.68

100-დან 500-ის ჩათვლით

0.58

500-დან ზევით

0.4

                                                                                                                                       დანართი № 5

+

საქმიანობის სახეობის კოეფიციენტი – Ks

საქმიანობის სახეობა

კოეფიციენტი

ავტორიზებული პირის შიდატექნოლოგიური საქმიანობა (რადიოსარელეო წერტილი-წერტილი შიდატექნოლოგიური საკომუნიკაციო რადიოარხები)

 

1

საეთერო ტელერადიომაუწყებლობა

1

სხვა (მათ შორის ბოლო მომხმარებელზე სიხშირული სპექტრის გამოყენებით ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდება, წერტილი მრავალწერტილოვანი დაშვების რადიო - სისტემები)     

5

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 თებერვლის დადგენილება №2-სსმIII, №26, 20.02.2008წ.; მუხ.286

დანართი № 6

+

 

გეოგრაფიული კოეფიციენტი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით – Kg და გადამცემი სადგურების რაოდენობის წილობრივი მაჩვენებელი

 

 

გეოგრაფიული ტერიტორია (ზონა)

გეოგრაფიული კოეფიციენტი Kg

გადამცემი სადგურების რაოდენობის წილობრივი მაჩვენებელი

1

თბილისი

1.2

32.31%

2

ბათუმი

1

4.62%

3

რუსთავი

1

1.28%

4

სოხუმი

1

1.28%

5

ფოთი

1

1.79%

6

ქუთაისი

1

2.56%

7

ბოლნისი

0.75

1.28%

8

გარდაბანი

0.75

1.79%

9

გორი

0.75

1.28%

10

ზესტაფონი

0.75

0.77%

11

ზუგდიდი

0.75

1.54%

12

მარნეული

0.75

2.05%

13

მცხეთა

0.75

1.28%

14

საგარეჯო

0.75

2.05%

15

სამტრედია

0.75

0.51%

16

ხაშური

0.75

1.03%

17

ბორჯომი

0.75

1.54%

18

გაგრა

0.65

0.77%

19

გურჯაანი

0.65

1.79%

20

დედოფლისწყარო

0.65

1.28%

21

თელავი

0.65

1.28%

22

ოზურგეთი

0.65

1.79%

23

ქობულეთი

0.65

1.79%

24

ჭიათურა

0.65

0.26%

25

ხელვაჩაური

0.65

1.03%

35

სიღნაღი

0.65

0.77%

26

ახალქალაქი

0.5

0.77%

27

ახალციხე

0.5

0.26%

28

გალი

0.5

1.28%

29

გუდაუთა

0.5

1.03%

30

გულრიფში

0.5

0.51%

31

თეთრიწყარო

0.5

0.77%

32

თერჯოლა

0.5

1.28%

33

კასპი

0.5

0.26%

34

ოჩამჩირე

0.5

0.51%

36

ქარელი

0.5

0.51%

37

წყალტუბო

0.5

0.51%

38

ხობი

0.5

0.26%

39

ცხინვალი

0.5

0.51%

40

ახმეტა

0.25

1.03%

41

დმანისი

0.25

1.54%

42

დუშეთი

0.25

1.03%

43

ვანი

0.25

0.26%

44

ლაგოდეხი

0.25

0.77%

45

ლანჩხუთი

0.25

1.03%

46

ნინოწმინდა

0.25

0.51%

47

სენაკი

0.25

0.26%

48

ყვარელი

0.25

0.51%

49

წალკა

0.25

0.51%

50

აბაშა

0.2

0.26%

51

ამბროლაური

0.2

0.51%

52

ბაღდათი

0.2

0.26%

53

მარტვილი

0.2

0.26%

54

საჩხერე

0.2

0.77%

55

ტყიბული

0.2

0.77%

56

ყაზბეგი

0.2

1.03%

57

წალენჯიხა

0.2

0.51%

58

ხონი

0.2

0.26%

59

ადიგენი

0.1

0.77%

60

აჟარა

0.1

0.26%

61

ასპინძა

0.1

0.26%

62

თიანეთი

0.1

0.51%

63

ჩოხატაური

0.1

1.03%

64

ცაგერი

0.1

0.26%

65

ხარაგაული

0.1

1.03%

66

ახალგორი

0.05

0.51%

67

ლენტეხი

0.05

0.26%

68

მესტია

0.05

0.26%

69

ონი

0.05

1.03%

70

ქედა

0.05

0.77%

71

შუახევი

0.05

1.28%

72

ჩხოროწყუ

0.05

0.26%

73

ხულო

0.05

0.77%

74

ჯავა

0.05

0.51%

 

 

 

100.00%

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2008 წლის 19 თებერვლის დადგენილება №2-სსმIII, №26, 20.02.2008წ.; მუხ.286

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესუსრსით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად აუქციონის გამართვის დებულების დამტკიცების შესახებ“, №13, 12.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.17.010.007.931 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62302-7/