“საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერიატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2005 ძალადაკარგული 20.09.2010
ნომერი
№1307
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.007.985
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 152, 29/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.985

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1307

2005 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №900-სსმIII, №159, 30.12.2009წ.;მუხ.1975

     მუხლი 1. დამტკიცდეს თანდართული სახით ინსტრუქცია “საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ”.

     მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №584-სსმIII, №78, 12.06.2006წ.;მუხ.1029

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №734-სსმIII, №140, 13.11.2009წ.;მუხ.1613

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №900-სსმIII, №159, 30.12.2009წ.;მუხ.1975

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 თებერვლის ბრძანება №70-სსმIII, №15, 10.02.2010წ.;მუხ.174

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 ივლისის ბრძანება №555-სსმIII, №82, 08.07.2010წ.;მუხ.1192

 

 

ინსტრუქცია

საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ინსტრუქცია არეგულირებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახდელების გადახდების და ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის (შემდგომში – ფინანსური გეგმა) შედგენის და ფულადი სახსრების მართვის პროცედურებს.

2. ინსტრუქციის მიზანია სახელმწიფო ხაზინის მიერ ფულადი სახსრების ეფექტურად მართვა და არ აისახება საბიუჯეტო ორგანიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებაში.

3. საბიუჯეტო ორგანიზაციები ხარჯებს ეწევიან დამტკიცებული ფინანსური გეგმის ფარგლებში.

 4. ფულის გაცემის ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესი არ ცვლის ბიუჯეტის გადასახდელების მართვის არსებულ პროცედურებს.

5. ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმა წარმოადგენს მოკლევადიან დაგეგმვას და მოიცავს შემოსავლების ფაქტობრივი მოკრების, დაფინანსების წყაროებისა და მოსალოდნელი გადასახდელების ერთი თვის პროგნოზს.

    მუხლი 2. ფინანსური გეგმის შედგენის პროცედურები

1. საბიუჯეტო ორგანიზაციები სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში და რეგიონალურ ხაზინებში (შემდგომში – „მომსახურე ხაზინა“) წარადგენენ ინფორმაციას თვის მოსალოდნელ ხარჯებზე სამუშაო კვირების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის გასული თვეების გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.

1​1. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 28-ე მუხლით განსაზღვრული სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდების აუთვისებელი სახსრები საანგარიშო თვის ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში აისახება სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, საიდანაც საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე გამოყოფილი თანხა სახაზინო სამსახურის მიერ გადატანილ იქნება საბიუჯეტო ორგანიზაციის საანგარიშო თვის ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შესაბამისი სამუშაო კვირის ნაწილში.

2. მომსახურე ხაზინა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ მომავალი თვის მოსალოდნელ ხარჯებზე ინფორმაციას განათავსებს ხაზინის მონაცემთა ბაზაში.

3. მომსახურე ხაზინა ინფორმაციას მოსალოდნელ ხარჯებზე წარუდგენს სახაზინო სამსახურის უფროსს.

4. სახაზინო სამსახური ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენის მიზნით:

ა) თვის დასაწყისისათვის ხაზინის ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ნაშთების და ბიუჯეტის შემოსავლების ყოველდღიური საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტთან შეთანხმებით, აყალიბებს ბიუჯეტის ანგარიშზე თვის განმავლობაში მისაღები ფულადი სახსრების საპროგნოზო მოცულობას;

ბ) საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოსალოდნელ ხარჯებზე წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, განსაზღვრავს ხარჯების გასაწევად საჭირო ფულადი სახსრების მოცულობას;

გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 51-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის ზღვრულ მოცულობას სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის გასული თვეების გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.

4​1. სახელმწიფო ბიუჯეტის განწერაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე სახაზინო სამსახური განახორციელებს ცვლილებებს საანგარიშო თვის ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების შესაბამისად.

5. სახაზინო სამსახური ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მოცულობაზე მოსალოდნელი ხარჯების მეტობის შემთხვევაში განსაზღვრავს ფულადი სახსრების დეფიციტის მოცულობას და წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დაფინანსების მოზიდვის მიზნით.

6. სახაზინო სამსახური ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მოცულობის მოსალოდნელ ხარჯებზე გადამეტების შემთხვევაში აცნობებს ფინანსთა სამინისტროს შემდგომი გადაწყვეტილებისათვის.

7. ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სახაზინო სამსახური ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით ამზადებს ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსურ გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ფინანსთა მინისტრს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №584-სსმIII, №78, 12.06.2006წ.;მუხ.1029

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №734-სსმIII, №140, 13.11.2009წ.;მუხ.1613

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 თებერვლის ბრძანება №70-სსმIII, №15, 10.02.2010წ.;მუხ.174

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 ივლისის ბრძანება №555-სსმIII, №82, 08.07.2010წ.;მუხ.1192

    მუხლი 3. გადასახდელების გადახდების დაგეგმვის პროცედურები

1. სახაზინო სამსახური:

ა) დამტკიცებული ფინანსური გეგმის საფუძველზე განსაზღვრავს სამუშაო კვირების მიხედვით მომავალი თვის მოსალოდნელი ხარჯების ყოველკვირეულ მოცულობებს და შესაბამის მაჩვენებლებს განათავსებს მონაცემთა ბაზაში;

ბ) სახაზინო სამსახური ხარჯების ყოველკვირეულ მოცულობებზე ინფორმაციას გადასცემს მომსახურე ხაზინას;

გ) სახაზინო სამსახური ადგენს კვირის მოსალოდნელი ხარჯების ყოველდღიურ დასაშვებ მოცულობებს და განათავსებს მონაცემთა ბაზაში.

2. სახაზინო სამსახურიდან დამტკიცებულ ოპერატიულ ფინანსურ გეგმაზე მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, მომსახურე ხაზინა მომავალი თვის მოსალოდნელი ხარჯების ყოველკვირეულ მოცულობებს განუსაზღვრავს და აცნობებს საბიუჯეტო ორგანიზაციებს.

3. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ სამუშაო კვირის განმავლობაში მომსახურე ხაზინის მიერ ორგანიზაციისათვის განსაზღვრული ხარჯების ყოველკვირეული მოცულობიდან აუთვისებელი თანხა მომდევნო კვირის პროგნოზს არ ემატება.

4. ხარჯების განსაზღვრულ ყოველკვირეულ მოცულობებში საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ ცვლილებების შეტანაზე მოთხოვნა წარედგინება მომსახურე ხაზინას არა უგვიანეს საანგარიშო კვირის ოთხშაბათისა და ცვლილებების შეტანა ხდება სახაზინო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.

5. საანგარიშო თვის ფინანსურ გეგმაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით საბიუჯეტო ორგანიზაცია მიმართავს მომსახურე ხაზინას საანგარიშო თვის არა უგვიანეს 25 რიცხვისა და ფინანსურ გეგმაში ცვლილებების შეტანა ხდება ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ბიუჯეტის განწერით დადგენილი მაჩვენებლების ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის გასული თვეების გადასახდელების ფაქტობრივი შესრულების გათვალისწინებით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 7 ივნისის ბრძანება №584-სსმIII, №78, 12.06.2006წ.;მუხ.1029

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 თებერვლის ბრძანება №70-სსმIII, №15, 10.02.2010წ.;მუხ.174

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 6 ივლისის ბრძანება №555-სსმIII, №82, 08.07.2010წ.;მუხ.1192

    მუხლი 4. ფულის გაცემის პროცედურები

1. მომსახურე ხაზინა:

ა) აკონტროლებს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საგადასახადო მოთხოვნების წარმოდგენას ორგანიზაციისათვის განსაზღვრული ხარჯების ყოველკვირეული მოცულობის ფარგლებში;

ბ) წარმოდგენილ საგადახდო მოთხოვნებს არეგისტრირებს წარმოდგენის რიგითობის მიხედვით და დადგენილი წესით წარადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტში.

1​1. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებისა და საოპერაციო რისკების მართვის დეპარტამენტი ამოწმებს საგადახდო მოთხოვნებს და წარმოდგენის რიგითობის მიხედვით სამუშაო კვირის განმავლობაში ხარჯების ყოველდღიური დასაშვები მოცულობების ფარგლებში გზავნის ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტში.

2. ანგარიშსწორების და ანგარიშგების დეპარტამენტი აყალიბებს საგადახდო დავალებებს და გასანაღდებლად გზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკში.

3. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს კონტროლს მომსახურე ხაზინების მიერ განსაზღვრული ყოველკვირეული მოცულობის ფარგლებში ხარჯების გაწევაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №734-სსმIII, №140, 13.11.2009წ.;მუხ.1613

    მუხლი 5. ანგარიშგება

1. სახაზინო სამსახური ყოველთვიურად ამზადებს ინფორმაციას ფინანსური გეგმის შესრულების შესახებ და წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ფულის გაცემის ოპერიატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე", №1307, 29.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.007.985 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62482-5/