საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (27)
შემდგომი ცვლილებები (23)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.031
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №31
2006 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის ა და მე-7 მუხლის „ა“ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების თანდართული ტიპური დებულება.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლების მინისტრის „განათლების განყოფილების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“2001 წლის 17 მაისის №111 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №54, მუხ. 402).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №857-სსმIII, №142, 16.10.2006წ.; მუხ.1967
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №565-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1229
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №1158-სსმIII, №168, 28.11.2007წ.; მუხ.1865
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1246-სსმIII, №176, 13.12.2007წ.; მუხ.1950
საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი) წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს.
2. რესურსცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე.
3. რესურსცენტრი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. რესურსცენტრს აქვს ბეჭედი, სახაზინო ანგარიში და დამოუკიდებელი ბალანსი.
მუხლი 2. საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიზნები, ფუნქციები და ამოცანები
1. რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი:
ა) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო (შემდგომში – სააღმზრდელო), სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას;
ბ) კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებში. მის კომპეტენციაში არ შედის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ამ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება. ეს არ გამორიცხავს რესურსცენტრის მიერ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მოიძიოს, შეაგროვოს და მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ;
გ) წარუდგენს სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული სწავლების ცენტრების, სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
დ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია;
ე) უფლებამოსილია გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია კერძო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის შესაბამისად;
ვ) ხელს უწყობს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას სამოქმედო ტერიტორიაზე;
ზ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით;
ზ1) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან და არჩევნების შედეგების მიწოდებას სამინისტროსთვის;
ი) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებში;
კ) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას;
ლ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენ ი ნგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ხელს უწყობს მათთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების დროულად და თანაბრად განაწილებას;
მ) აძლევს რეკომენდაციებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებს წამოჭრილი სამართლებრივი დავების გადაჭრის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ და აძლევს რეკომენდაციებს განსახორციელებელი მოქმედების შესახებ;
ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის სპეციალური (ინკლუზიური) სწავლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებში;
ო) ასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს კანონმდელობით დადგენილი წესით; უზრუნველყოფს შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი საინფორმაციო ბანკის წარმოებას და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდულად ან, საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის წარდგენას სამინისტროში; კურირებს სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობას;
პ) სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
ჟ) იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცენტრში შესულ კორესპონდენციებს;
რ) ხელს უწყობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას;
რ1) უზრუნველყოფს დასკვნის მომზადებას ობოლი და მშობლის მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით და შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაში მიმართავს დაწესებულებას ბავშვის განთავსებასთან დაკავშირებით;
ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №857-სსმIII, №142, 16.10.2006წ.; მუხ.1967
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №565-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1229
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1246-სსმIII, №176, 13.12.2007წ.; მუხ.1950
მუხლი 3. საგანმანათლებლო რესურსცენტრის მართვა
1. რესურსცენტრის საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მინისტრი.
2. რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი, რომელსაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რესურსცენტრის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ასეთი აქტი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს სამინისტრო რესურსცენტრის თანამშრომელთაგან.
4. რესურსცენტრის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე;
გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;
დ) ყოველწლიურად, აგრეთვე მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;
ე) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;
ვ) პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ზ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას;
თ) კანონით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურსცენტრის თანამშრომლებს;
თ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავისი და რესურსცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავისი ან/და რესურსცენტრის თანამშრომლის უცხოეთში მივლინების, აგრეთვე თავისი შვებულების თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს უცხოეთში მივლინების/შვებულების თარიღამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა;
ი) ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №1158-სსმIII, №168, 28.11.2007წ.; მუხ.1865
მუხლი 4. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაფინანსება და ქონება
1. რესურსცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე.
2. რესურსცენტრს ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. რესურსცენტრის კონტროლი და ანგარიშგება
1. რესურსცენტრი თავისი უფლებამოსილების და სამინისტროს მიერ დასმული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
2. რესურსცენტრის საქმიანობაზე მუდმივ კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
3. რესურსცენტრი საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. რესურსცენტრის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
რესურსცენტრის შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი
2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, რესურსცენტრი უფლებამოსილია მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – დაწყებით პროფესიულ და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახორციელოს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ზ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.

+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.031
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №31
2006 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის „ ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების თანდართული ტიპური დებულება.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლების მინისტრის „ განათლების განყოფილების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ 2001 წლის 17 მაისის №111 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №54, მუხ. 402).

ზ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვებას და დამუშავებას; მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ზ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით;
ზ1) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან და არჩევნების შედეგების მიწოდებას სამინისტროსთვის;
ი) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებში;
კ) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას;
ლ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენი ნგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ხელს უწყობს მათთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების დროულად და თანაბრად განაწილებას;
მ) აძლევს რეკომენდაციებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებს წამოჭრილი სამართლებრივი დავების გადაჭრის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ და აძლევს რეკომენდაციებს განსახორციელებელი მოქმედების შესახებ;
ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის სპეციალური (ინკლუზიური) სწავლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებში;
ო) ასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს კანონმდელობით დადგენილი წესით; უზრუნველყოფს შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი საინფორმაციო ბანკის წარმოებას და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდულად ან, საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის წარდგენას სამინისტროში; კურირებს სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობას;
პ) სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებთან;
პ) სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
ჟ) იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცენტრში შესულ კორესპონდენციებს;
რ) ხელს უწყობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას;
რ1) უზრუნველყოფს დასკვნის მომზადებას ობოლი და მშობლის მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით და შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაში მიმართავს დაწესებულებას ბავშვის განთავსებასთან დაკავშირებით;
ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №857-სსმIII, №142, 16.10.2006წ.; მუხ.1967
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №565-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1229
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1246-სსმIII, №176, 13.12.2007წ.; მუხ.1950
მუხლი 3. საგანმანათლებლო რესურსცენტრის მართვა
1. რესურსცენტრის საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მინისტრი.
2. რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი, რომელსაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რესურსცენტრის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ასეთი აქტი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს სამინისტრო რესურსცენტრის თანამშრომელთაგან.
4. რესურსცენტრის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე;
გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;
დ) ყოველწლიურად, აგრეთვე მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;
ე) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;
ვ) პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ზ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას;
თ) კანონით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურსცენტრის თანამშრომლებს;
თ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავისი და რესურსცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავისი ან/და რესურსცენტრის თანამშრომლის უცხოეთში მივლინების, აგრეთვე თავისი შვებულების თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს უცხოეთში მივლინების/შვებულების თარიღამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა;
ი) ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №565-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1229
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №1158-სსმIII, №168, 28.11.2007წ.; მუხ.1865
მუხლი 4. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაფინანსება და ქონება
1. რესურსცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე.
2. რესურსცენტრს ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. რესურსცენტრის კონტროლი და ანგარიშგება
1. რესურსცენტრი თავისი უფლებამოსილების და სამინისტროს მიერ დასმული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
2. რესურსცენტრის საქმიანობაზე მუდმივ კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
3. რესურსცენტრი საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. რესურსცენტრის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
რესურსცენტრის შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი
2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, რესურსცენტრი უფლებამოსილია მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – დაწყებით პროფესიულ და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახორციელოს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ზ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №565-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1229
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.031
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №31
2006 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
„ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტისა და მე-7 მუხლის „ ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურსცენტრების თანდართული ტიპური დებულება.
2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს განათლების მინისტრის „ განათლების განყოფილების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ 2001 წლის 17 მაისის №111 ბრძანება (სსმ III, 2001 წ., №54, მუხ. 402).
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №857-სსმIII, №142, 16.10.2006წ.; მუხ.1967
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №565-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1229
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №1158-სსმIII, №168, 28.11.2007წ.; მუხ.1865
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1246-სსმIII, №176, 13.12.2007წ.; მუხ.1950
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 თებერვლის ბრძანება №131-სსმIII, №31, 28.02.2008წ.; მუხ.330
საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი) წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს.
2. რესურსცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე.
3. რესურსცენტრი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
4. რესურსცენტრს აქვს ბეჭედი, სახაზინო ანგარიში და დამოუკიდებელი ბალანსი.
მუხლი 2. საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიზნები, ფუნქციები და ამოცანები🔗
1. რესურსცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.
2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურსცენტრი:
ა) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სააღმზრდელო (შემდგომში – სააღმზრდელო), სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას;
ბ) კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებში. მის კომპეტენციაში არ შედის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ამ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება. ეს არ გამორიცხავს რესურსცენტრის მიერ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მოიძიოს, შეაგროვოს და მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ;
გ) წარუდგენს სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული სწავლების ცენტრების, სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
დ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია;
ე) უფლებამოსილია გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია კერძო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავის შესაბამისად;
ვ) ხელს უწყობს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას სამოქმედო ტერიტორიაზე;
ზ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით;
ზ1) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
თ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან და არჩევნების შედეგების მიწოდებას სამინისტროსთვის;
ი) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებში;
კ) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას;
ლ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენი ნგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ხელს უწყობს მათთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების დროულად და თანაბრად განაწილებას;
მ) აძლევს რეკომენდაციებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებს წამოჭრილი სამართლებრივი დავების გადაჭრის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ და აძლევს რეკომენდაციებს განსახორციელებელი მოქმედების შესახებ;
მ1) წყვეტს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების დირექტორებისათვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას გამონაკლისის სახით, შესაბამისი ანაზღაურებით, იმავე სკოლაში მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედზე ზევით პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხს;
ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის სპეციალური (ინკლუზიური) სწავლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო, სააღმზრდელო, სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებში;
ო) ასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს კანონმდელობით დადგენილი წესით; უზრუნველყოფს შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად აყვანის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი საინფორმაციო ბანკის წარმოებას და შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდულად ან, საჭიროების შემთხვევაში, ანგარიშის წარდგენას სამინისტროში; კურირებს სააღმზრდელო და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობას;
პ) სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;
ჟ) იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცენტრში შესულ კორესპონდენციებს;
რ) ხელს უწყობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას;
რ1) უზრუნველყოფს დასკვნის მომზადებას ობოლი და მშობლის მზრუნველობამოკლებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სააღმზრდელო დაწესებულებაში განთავსებასთან დაკავშირებით და შესაბამისი დასკვნის არსებობის შემთხვევაში მიმართავს დაწესებულებას ბავშვის განთავსებასთან დაკავშირებით;
ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №857-სსმIII, №142, 16.10.2006წ.; მუხ.1967
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №565-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1229
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №1246-სსმIII, №176, 13.12.2007წ.; მუხ.1950
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 თებერვლის ბრძანება №131-სსმIII, №31, 28.02.2008წ.; მუხ.330
მუხლი 3. საგანმანათლებლო რესურსცენტრის მართვა🔗
1. რესურსცენტრის საშტატო განრიგს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მინისტრი.
2. რესურსცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურსცენტრის უფროსი, რომელსაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
3. უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული რესურსცენტრის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ასეთი აქტი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს სამინისტრო რესურსცენტრის თანამშრომელთაგან.
4. რესურსცენტრის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე;
გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;
დ) ყოველწლიურად, აგრეთვე მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურსცენტრის საქმიანობის შესახებ;
ე) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;
ე1) გასცემს თანხმობებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების დირექტორებისათვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას გამონაკლისის სახით, შესაბამისი ანაზღაურებით, იმავე სკოლაში მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედზე ზევით პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხზე;
ვ) პასუხისმგებელია რესურსცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;
ზ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს რესურსცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას;
თ) კანონით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურსცენტრის თანამშრომლებს;
თ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავისი და რესურსცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავისი ან/და რესურსცენტრის თანამშრომლის უცხოეთში მივლინების, აგრეთვე თავისი შვებულების თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს უცხოეთში მივლინების/შვებულების თარიღამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა;
ი) ამტკიცებს რესურსცენტრის შინაგანაწესს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №565-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1229
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 21 ნოემბრის ბრძანება №1158-სსმIII, №168, 28.11.2007წ.; მუხ.1865
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 19 თებერვლის ბრძანება №131-სსმIII, №31, 28.02.2008წ.; მუხ.330
მუხლი 4. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაფინანსება და ქონება🔗
1. რესურსცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე.
2. რესურსცენტრს ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5. რესურსცენტრის კონტროლი და ანგარიშგება🔗
1. რესურსცენტრი თავისი უფლებამოსილების და სამინისტროს მიერ დასმული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.
2. რესურსცენტრის საქმიანობაზე მუდმივ კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
3. რესურსცენტრი საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 6. რესურსცენტრის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
რესურსცენტრის შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი🔗
2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, რესურსცენტრი უფლებამოსილია მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – დაწყებით პროფესიულ და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახორციელოს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ზ“, „ი“, „კ“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 31 ივლისის ბრძანება №565-სსმIII, №110, 03.08.2007წ.; მუხ.1229
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“, №31, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.031 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62632-4/