“საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (17)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (15)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №30
2006 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვეო საბჭოების არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად, ვბრძანებ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დებულება
საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საგანი
ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების, რეგისტრაციის წესსა და პირობებს, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და საქმიანობის წესს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძველი
სამეურვეო საბჭოების არჩევნების (შემდგომში – არჩევნები) მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია – საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, ეს დებულება და საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნების პრინციპები
არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
მუხლი 4. თანასწორი საარჩევნო უფლება
1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.
2. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში – მშობელი) აქვს ერთი ხმა თითო მოსწავლეზე.

მუხლი 5. პირდაპირი საარჩევნო უფლება
1. არჩევნები პირდაპირია.
2. სამეურვეო საბჭოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.
მუხლი 6. კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა
1. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.
2. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 7. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება
1. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს იმავე სკოლის:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგნების მასწავლებლებს (შემდგომში – მასწავლებელი);
ბ) მოსწავლის მხოლოდ ერთ მშობელს პრინციპით: „ერთი მშობელი – ერთი მოსწავლე – ერთი ხმა.
2. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №987-სსმIII, №152, 30.10.2007წ.; მუხ.1697

მუხლი 8. კანდიდატები
არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს მასწავლებელს და მხოლოდ ერთ მშობელს.

მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომ – კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომ – შესაბამისი სამინისტრო).
2. კოორდინატორი მინდობილ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში:
ა) ზედამხედველობს საარჩევნო კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურას;
ბ) ხელს უწყობს საარჩევნო კომისიების მუშაობას;
გ) ამოღებულია;
დ) უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მისცეს შესასრულებლად სავალდ ებულო მითითებები დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად;
ე) ამოღებულია;
ვ) ამოღებულია;
ზ) ამოღებულია ;
თ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ვალდებულია ხელი შეუწყოს კოორდინატორის მუშაობას და ამ მიზნით შეასრულოს კოორდინატორის ცალკეული მითითებები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება № 67/ნ - ვებგვერდი, 09.08.2021წ.
მუხლი 10. საარჩევნო კომისია
1. სკოლაში საარჩევნო პროცესს ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ამავე სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – დირექტორი);
გ) ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე/სასწავლო ნაწილის გამგე (შემდგომში – დირექტორის მოადგილე);
დ) ამავე სკოლის ბუღალტერი/ სამეურნეო ნაწილის გამგე;
ე) პირი, რომელიც ქმედუუნაროა;
ვ) პირი, რომელიც შეზღუდულქმედუნარიანია (გარდა სრული ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლისა);
ზ) პირი, რომელიც არის სხვა სკოლის საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი.
3. საარჩევნო კომისიის წევრი – გარეშე პირი (შემდგომში – გარეშე პირი) არ შეიძლება იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები, ასევე ამავე სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მათი ახლო ნათესავი. ამ დებულების მიზნებისათვის „ახლო ნათესავი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.
4. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-მდე მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 5 (ხუთს), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;
ბ) 1 მასწავლებელი;
გ) 1 მშობელი;
დ) 2 გარეშე პირი.
5. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-ზე მეტი მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 8 (რვას), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;
ბ) 2 მასწავლებელი;
გ) 2 მშობელი;
დ) 3 გარეშე პირი.
6. თუ სკოლას არ აქვს საშუალო საფეხური, საარჩევნო კომისიაში, მოსწავლის ნაცვლად, საარჩევნო კომისიის წევრად შეყვანილი უნდა იქნეს გარეშე პირი.
7. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი ან საშუალო საფეხურის მოსწავლე არ გამოთქვამს საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილს, მათ ნაცვლად ამ დებულებით განსაზღვრული წესით საარჩევნო კომისიის წევრი უნდა იყოს გარეშე პირი.

მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია
1. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის დირექტორი.
2. კომისიის წევრების რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 21 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე 16 დღით ადრე. რეგისტრაციის შესახებ გაიცემა შესაბამისი მოწმობა.
3. სკოლის დირექტორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ვალდებულია კოორდინატორს წარუდგინოს მის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების სრული ნუსხა. დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან გადაამოწმონ ნუსხა კოორდინატორთან.
4. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რაოდენობა აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობას, არჩევნებამდე 14 დღით ადრე კოორდინატორი რეგისტრირებულ კანდიდატთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების თანდასწრებით წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის წევრებს. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა და სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრება ნებაყოფლობითია. წილისყრა ტარდება შემდეგი წესით:
ა) წილისყრამდე კოორდინატორი ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა სახელსა და გვარს;
ბ) ფურცელი უნდა დამოწმდეს კოორდინატორის ხელმოწერით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრაში მონაწილე საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს;
გ) დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კოორდინატორი ათავსებს ყუთებში, რომლებიც განკუთვნილი უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთათვის (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი ან მშობელი);
დ) კოორდინატორი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა თანდასწრებით ურევს ყუთებში მოთავსებულ ფურცლებს და თითოეული ყუთიდან იღებს მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით დადგენილი რაოდენობის ფურცლებს საარჩევნო კომისიის წევრი საშუალო საფეხურის მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის გამოსავლენად.
5. იმ შემთვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რიცხვი ნაკლებია ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დანაკლისის შევსება უნდა მოხდეს გარეშე პირებით.
51. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატ გარეშე პირებთან დაკავშირებით წილისყრა არ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი გარეშე პირების რიცხვი აღემატება ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობას, კოორდინატორი, თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, მის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, განსაზღვრავს იმ გარეშე პირთა ვინაობას, რომლებიც შეყვანილ იქნებიან საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში.
6. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სკოლას და აქვეყნებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ საჯაროდ განთავსება სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის ბრძანება №629-სსმIII, №88, 30.06.2006წ.; მუხ.1173

მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის პირველი სხდომა იმართება ამ დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) ზედამხედველობას უწევს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებას;
დ) საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას განსაზღვრული წესით დავალებას აძლევს მდივანს, კომისიის სხვა წევრებს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის მდივანი.
4. საარჩევნო კომისიის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხმა.

მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი
1. საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე, კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;
ბ) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს, აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს;
დ) ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;

3. საარჩევნო კომისიის მდივნის არყოფნის ან მის მიერ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულების შემთხვევაში საარჩევნო კომისია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ირჩევს საარჩევნო კომისიის კონკრეტული სხდომის მდივანს.

მუხლი 14. დამკვირვებელი
1. არჩევნების პროცესზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს შემდეგი პირებს მიერ:
ა) კანდიდატის დამკვირვებლები;
ბ) სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებელი;
გ) დამოუკიდებელი დამკვირვებლები;
დ) კოორდინატორი;
ე) საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი.
2. თითოეულ კანდიდატს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი.
3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი.
4. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს საარჩევნო ტერიტორიაზე, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
გ) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების გაცემას და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
დ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ე) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
ვ) საჩივრით მიმართოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე;
ზ) ამ დებულებით დადგენილი წესით გაასაჩივროს კოორდინატორის ქმედება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში;
თ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ი) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
5. დამკვირვებელს ეკრძალება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ე) დაარღვიოს ამ დებულების სხვა მოთხოვნები.
6. დამკვირვებელთა რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლებისა, ახორციელებს საარჩევნო კომისია მსურველის სახელის, გვარისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით პირადი ნომრის შესაბამის ჟურნალში მითითებით.
61. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს დაკვირვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელთა ვინაობა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ ეცნობება საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე განაწილებულ კოორდინატორს და ამავე ტერიტორიაზე მდებარე სკოლების საარჩევნო კომისიებს.
7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს თანამშრომელთა (დამკვირვებელთა) ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ დაკვირვება საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებელთა ნუსხა გადაეცემა კოორდინატორებს.
8. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებზე სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო გასცემს შესაბამის მოწმობებს.

თავი II
მოსამზადებელი ეტაპი
მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
1. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა.
2. სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების დღეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).
3. მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრთა რიგგარეშე არჩევნები იმ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე, ან/და სამეურვეო საბჭოს შეუჩერდა უფლებამოსილება.
4. რიგგარეშე არჩევნების დროს არჩეულ წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება იმავე სამეურვეო საბჭოს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
5. კენჭისყრა იმართება არჩევნების (კენჭისყრის) დღის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. კენჭისყრა შესაძლოა დასრულდეს 16:00 საათამდე იმ შემთხვევაში, თუ სრულად გამოცხადდა ამომრჩეველი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება № 67/ნ - ვებგვერდი, 09.08.2021წ.
მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
1. საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი კანდიდატს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);
ვ) 2 ფოტოსურათი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი.
3. საარჩევნო კომისია ვალდებულია ერთი დღის ვადაში განცხადების მიღების დღიდან მოახდინოს კანდიდატთა რეგისტრაცია.
31. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციისთანავე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახოს რეგისტრირებული კანდიდატის შესახებ შემდეგი მონაცემი:
ა) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) კანდიდატის დაბადების თარიღი;

დ) ზოგადი განათლების რომელ საფეხურზე იყრის კენჭს;
ე) კონკრეტულად რომელი მოსწავლის მშობელია.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატს წერილობით მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არა უმეტეს 2 კალენდარული დღისა.
5. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან 1 კალენდარული დღის ვადაში რეგისტრაციაში გაატაროს კანდიდატი ან დასაბუთებული უარი უთხრას რეგისტრაციაში გატარებაზე.
51. თუ კანდიდატი, საარჩევნო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, საარჩევნო კომისია არ გაატარებს მას რეგისტრაციაში.
6. კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია კომისიის წევრის, დირექციის წევრის, დამკვირვებლის და ასევე ნებისმიერ იმ თანამდებობასთან სკოლაში, რომელიც დაკავშირებულია სკოლაში საარჩევნო პროცესის მომზადებასა და მიმდინარეობასთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.

მუხლი 17. საარჩევნო სიები
1. საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მშობელთა ერთიანი საარჩევნო სიების შედგენაზე (შემდგომში – ამომრჩეველთა სია). მშობელთა სიები დგება თითოეული საფეხურისთვის ცალ-ცალკე.
2. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, სკოლის დირექცია საარჩევნო კომისიას აწვდის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ამოღებულ მასწავლებელთა სიას.
3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, სკოლის დირექცია საარჩევნო კომისიას აწვდის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ამოღებულ მოსწავლეთა მშობლების სიას. მშობელთა სიაში კონკრეტული მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ამ მოსწავლის ორივე მშობლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.
4. ამოღებულია.
5. მოწოდებული სიები დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას სკოლაში. სიებში ხარვეზის აღმოჩენისას დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სამი დღის განმავლობაში მიმართოს საარჩევნო კომისიას ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
6. ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიამ უნდა გამოიტანოს ერთი დღის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №987-სსმIII, №152, 30.10.2007წ.; მუხ.1697
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
1. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციის დასრულებისთანავე სკოლის დირექციის დახმარებით უზრუნველყოს კანდიდატის ავტობიოგრაფიისა და საარჩევნო პროგრამის საჯაროობა სკოლის საჯარო სტენდზე გაკვრით, აგრეთვე სკოლის ხელთ არსებული სხვა საშუალებებით (სკოლის გაზეთში გამოქვეყნება და სხვ.).
2. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც იწყება კანდიდატის საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარების მომენტიდან. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
3. ასარჩევ კანდიდატებს, ასევე მათ მხარდამჭერ პირებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
4. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება;
5. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) სკოლის დირექციას;
გ) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.
6. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა.
7. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს. იკრძალება გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს სკოლაში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.
8. სკოლის დირექტორს უფლება არა აქვს უარი უთხრას კანდიდატებს ან მათ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის საკლასო ოთახით, დარბაზებით და/ან სკოლის სხვა ქონებით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის სკოლის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
9. სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა.

მუხლი 19. საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა
1. საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოახდინოს საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა.
2. საარჩევნო ტერიტორია უნდა განთავსდეს ყველაზე დიდი ფართობის მქონე საკლასო ოთახში/დარბაზში. მოწყობის შემდეგ ოთახი უნდა ჩაიკეტოს. საარჩევნო ტერიტორიის გახსნამდე გასაღები ინახება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან.
3. საარჩევნო ტერიტორიაზე:
ა) ფარული კენჭისყრისათვის უნდა მოეწყოს არანაკლებ 2 ადგილისა, სადაც დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა;
ბ) უნდა იდგეს სამი მაგიდა ცალ-ცალკე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების რეგისტრაციისათვის და საარჩევნო ბიულეტენების (შემდგომში – ბიულეტენი) დამოწმებისათვის;
გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს ორი საარჩევნო ყუთი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის;
დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა და კანდიდატთა სიები, საარჩევნო პროცედურები, ბიულეტენის და საჩივრის შევსების წესი და ფორმა.
4. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და არჩევნების ადგილის ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
მუხლი 191. არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა
1. სკოლის დირექცია ვალდებულია საარჩევნო კომისიას ხელი შეუწყოს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების განხორციელებაში.
2. სკოლის დირექცია ვალდებულია საარჩევნო კომისიას გამოუყოს სამინისტროს ერთიან საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელში ჩართული კომპიუტერი.
3.სკოლის დირექცია უზრუნველყოფს თითოეული სახის ბიულეტენის (მასწავლებლის, ზოგადი განათლების პირველი საფეხურის მოსწავლის მშობლის, ზოგადი განათლების მეორე საფეხურის მოსწავლის მშობლის, ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლის მშობლის) სკოლის ბეჭდით დამოწმებას.
4. ბიულეტენის რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ტოლი.
5. სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის ბეჭდით დამოწმებული ბიულეტენების საარჩევნო კომისიისათვის მიწოდება არაუგვიანეს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.
ს აქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
ს აქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის ბრძანება №54/ნ- ვებგვერდი,03.06.2016წ.
თავი III
კენჭისყრის დღე
მუხლი 20. კენჭისყრის დრო
1. ამოღებულია.
2. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის ადგილის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა.
3. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
4. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 21. საარჩევნო უბნის გახსნა
1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. უბნის გახსნის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დამკვირვებელთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს თითოეულ მაგიდაზე:
ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს, რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;
ბ) საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ ბიულეტენს დაამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერით;
გ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ და ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს/წევრებს.
2. ამოღებულია.
3. წილისყრამდე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. შევსებულ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს ცარიელ ყუთში და ურევს მათ. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის მდივანი შეადგენს ოქმს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შესახებ.
4. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს წერილობით დროის მითითებით.
5. წილისყრის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე მასწავლებლებისა და მშობლების სიების მიხედვით;
ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ლუქის მთლიანობას;
გ) ამოწმებს და ლუქავს საარჩევნო ყუთს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს ოქმში.
7. საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი იყრება თითოეულ ყუთთან პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება ორ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით. საკონტროლო ფურცლის ერთი ცალი ინახება საარჩევნო კომისიის მდივანთან საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.
8. საარჩევნო კომისიის მდივანი ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა
1. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი – მხოლოდ იმავე საფეხურის მშობელს.
2. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მის მიერ არჩეული ერთი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს.
3. ბიულეტენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთნაირი ხარისხის თანაბარი ზომის ქაღალდის ფურცლები.
4. ბიულეტენზე ჩაბეჭდილი უნდა იყოს კანდიდატის რეგისტრაციის ნომერი, სახელი და გვარი, ხოლო მშობლის ბიულეტენზე ასევე, აღნიშნული უნდა იყოს, ზოგადი განათლების რომელი საფეხურის მოსწავლის მშობელს წარმოადგენს იგი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 17.02.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება
1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
ა) საარჩევნო კომისიის წევრი უშვებს ამომრჩეველს საარჩევნო ადგილას. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი შეშვებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ დგას;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამომრჩეველთა სიაში პირადი ნომრის გადამოწმების შემდეგ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე ამომრჩევლის პირადი ან პასპორტის ნომრის ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შემდეგ, ხელის მოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამომრჩეველთა სიაში;
ბ1) იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი მშობლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს ამ სკოლაში, ამომრჩეველთა სიაში თითოეული მოსწავლის გასწვრივ, პირადი ნომრის გადამოწმების შემდეგ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე ამომრჩევლის პირადი ან პასპორტის ნომრის ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შემდეგ, ხელის მოწერით ადასტურებს თითოეული ბიულეტენის მიღებას;
გ) მიღებული ბიულეტენი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მჯდომ დამმოწმებელი კომისიის წევრთან, რომელიც ხელმოწერით დაამოწმებს ბიულეტენს.
დ) ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი მიდის ფარული კენჭისყრისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას, სადაც საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს სასურველი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს. ამომრჩეველმა ბიულეტენი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;
ე) დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში არა აქვს ზედმეტი ბიულეტენი;
ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩასაგდები ჭრილი.
3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) კანდიდატისა;
გ) კანდიდატის წარმომადგენლის;
დ) დამკვირვებლისა.
4. თუ ამომრჩეველს ან საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
5. საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას შესვლამდე და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ამომრჩევლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს, იგი ვალდებულია წარუდგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.
7. საარჩევნო ტერიტორია იკეტება კენჭისყრისათვის განსაზღვრული დროის დამთავრებისთანავე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საარჩევნო კომისიის მდივანი წერილობით რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის ბრძანება №629-სსმIII, №88, 30.06.2006წ.; მუხ.1173
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 17.02.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამ დებულების 21-ე მუხლში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან, იმავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს სამ მეთვალყურეს (ერთს – მასწავლებლების დამკვირვებლებისაგან, ერთს – მშობლების, ერთს – სხვა დამკვირველებლებისაგან). თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს ხმის დათვლას. საარჩევნო კომისიის მდივანს, საარჩევნო კომისიის წევრთა წილისყრის შედეგები და საარჩევნო კომისიის წევრთა მონაცემები შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
2. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:
ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
3. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.
4. (ამოღებულია - 03.06.2016; №54/ნ).
5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა.

მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა
1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და დამკვირვებელთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.
2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და დალუქული საარჩევნო ყუთი საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულებით დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები. მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი სამი მეთვალყურე და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ წარგზავნილი დამკვირვებელი.
4. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები იწყებენ ბიულეტენების დათვლას.
5. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულების საფუძველზე ბიულეტენები შეიფუთება, დაილუქება და დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

მუხლი 26. ხმების დათვლა
1. მთვლელები ცალ-ცალკე ითვლიან მასწავლებელთა და მშობელთა არჩევნების შედეგებს, მათ შორის მშობლებისათვის ცალ-ცალკე საფეხურების მიხედვით.
2. საა რჩევნო კომის ია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:
ა) პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და გადასცემს მეორე მთვლელს. მესამე მთვლელი საარჩევნო ბიულეტენებს აწყობს ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;
ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის, ცალკე – საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
3. სამივე მთვლელთან დგას მეთვალყურე. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ ქმედება ამ დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი
1.მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება შემდეგი სახის ბიულეტენის ნიმუშები:
ა) მასწავლებლის;
ბ) ზოგადი განათლების პირველი საფეხურის მოსწავლის მშობლის;
გ) ზოგადი განათლების მეორე საფეხურის მოსწავლის მშობლის;
დ) ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლის მშობლის.
11. დამტკიცებული ნიმუშის ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) ბიულეტენი დამოწმებული არ არის ხელმომწერი საარჩევნო კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთვე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.
2. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები,
რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“, რასაც ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის წევრები. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
1. ამ დებულების 26-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.
2. ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, ბიულეტენების სახე და რაოდენობა. პაკეტები ინახება სკოლის დირექციაში, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესადგენად, საარჩევნო კომისიის მდივანი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს შემდეგ მონაცემებს:
ა) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ბ) არჩევნების დასახელება;
გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;
დ) ამომრჩეველთა სიაში მითითებული მასწავლებლებისა და თითოეულ საფეხურზე არსებულ მოსწავლეთა მშობლების (პრინციპით: „ერთი მშობელი – ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“) რაოდენობები ცალ-ცალკე;
ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) რაოდენობები ცალ-ცალკე;
ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);
ზ) მიღებულ ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა რაოდენობა;
ი) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
კ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (კანდიდატებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);
ლ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
მ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მონაცემების ასახვის და საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ბეჭდავს შემაჯამებელი ოქმის იმდენ ეგზემპლარს, რამდენიც ესაჭიროება, რომლებიდანაც არჩევნების დღის მეორე დღეს ერთი გადაეცემა სკოლის დირექციას, მეორე – ახალარჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, ხოლო მესამე – შესაბამის სამინისტროს.
5. საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ამობეჭდილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ყველა ეგზემპლარს. თუ საარჩევნო კომისიის წევრი უარს აცხადებს შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით.
6. საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, განკარგულებით ამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით და არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ავტომატურად ნაწილდება გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით, რაც ავტომატურად აისახება განკარგულებაში. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი მონაცემების საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი ამობეჭდავს განკარგულებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება იმავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად. ამობეჭდილი განკარგულების ყველა ეგზემპლარს ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.“
9. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია ამობეჭდილი და ხელმოწერილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და განკარგულება, ატვირთოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის ველში.
10. ამ დებულების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის ბიულეტენების გადაცემის შემთხვევაში, კოორდინატორი ამოწმებს/იკვლევს საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების დასაბუთებულობას, საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს და დამკვირვებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოორდინატორი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული შემოწმება/გამოკვლევის შედეგად კოორდინატორი იღებს გადაწყვეტილებას ბიულეტენების დათვლის შესახებ ან შუამდგომლობს მინისტრის წინაშე არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით კოორდინატორის მიერ ბიულეტენების დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კოორდინატორი შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იწვევს საარჩევნო კომისიას, რომელიც კორდინატორის თანდასწრებით ითვლის ბიულეტენებს და ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №987-სსმIII, №152, 30.10.2007წ.; მუხ.1697
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
1. იმ სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 12 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 6 მასწავლებელი;
ბ) 2 პირველი საფეხურის მშობელი;
გ) 2 მეორე საფეხურის მშობელი;
დ) 2 მესამე საფეხურის მშობელი.
2. იმ სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 6 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 3 მასწავლებელი;
ბ) 1 პირველი საფეხურის მშობელი;
გ) 1 მეორე საფეხურის მშობელი;
დ) 1 მესამე საფეხურის მშობელი.
3. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ორ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 12 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 6 მასწავლებელი;
ბ) სამ-სამი მშობელი თითოეულ საფეხურზე.
4. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ორ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 8 სამეურვეო საბჭოს წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 4 მასწავლებელი;
ბ) ორ-ორი მშობელი თითოეულ საფეხურზე.
5. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე და არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები, აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 3 მასწავლებელი და 3 მშობელი.
6. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე და არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე, აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 6 მასწავლებელი და 6 მშობელი.
7. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნების პირველი ტურიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის ბრძანება №629-სსმIII, №88, 30.06.2006წ.; მუხ.1173
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 30. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება
დირექტორი უზრუნველყოფს არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების) გამოქვეყნებას სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას და მის განთავსებას სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ასეთი არსებობისას) არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მესამე დღისა . თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან/და დასვენების დღეს, არჩევნების შედეგები ქვეყნდება არა უგვიანეს მომდევნო პირველი სამუშაო დღისა.

თავი IV
გასაჩივრება
მუხლი 31. (ამოღებულია)

მუხლი 311. საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები
1. არჩევნების პროცედურული დარღვევების გამო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები არიან:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ამოღებულია;
გ) დამკვირვებელი.
2. არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების) გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 მაისის ბრძანება №283-სსმIII, №60, 18.05.2009წ.; მუხ.675
მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა
1. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი შეიტანება საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი უნდა გადაეცეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია საჩივარი რეგისტრაციაში გაატაროს საჩივრების ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცეს თავისი ხელმოწერით დამოწმებული ცნობა, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი საჩივრის საარჩევნო კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეამოწმოს საჩივრის საფუძვლიანობა, გამოასწოროს დარღვევა ან დასაბუთებული უარი უთხრას განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის თაობაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საჩივრების ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 33. საჩივრის შინაარსი
საჩივარი უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით და მისამართი;
გ) ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
დ) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დასაბუთებული მოთხოვნა;
ზ) გარემოებები, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
თ) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
ი) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
კ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) სხვა დამატებით ინფორმაცია.

მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში
1. არჩევნების შედეგებზე (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) საჩივარი შეიტანება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში არა უგვიანეს კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი საჩივრდება მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებასთან ერთად.
2. სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის მიზნით, სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება არჩევნების საკითხებზე საჩივრების განმხილველი და არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შექმნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.
3. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისია უფლებამოსილია, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული საჩივრის შესწავლა-განხილვის მიზნით, თავისი შემადგენლობის ფარგლებში, შექმნას ქვეკომისიები, რომლებშიც კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასკვნის მომზადების მიზნით, ნაწილდება კონკრეტული საჩივარი/საკითხი.
6. ქვეკომისიის მიერ კონკრეტულ საჩივარზე მომზადებული დასკვნა წარედგინება კომისიას, რომელიც იღებს შემაჯამებელ დასკვნას და მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამინისტროში საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში გამოცემის მიზნით, შუამდგომლობს მინისტრის წინაშე:
ა) საჩივარის მიღებაზე/განხილვაზე უარის თქმის თაობაზე;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ)საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი შედეგების ძალაში დატოვების თაობაზე;
დ) კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების გაუქმების, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად კენჭისყრის ახალი შედეგების დამტკიცებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;
ე) არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) ბათილად ცნობის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში გადაუგზავნოს დაინტერესებულ პირს, შესაბამის სკოლას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – მართვის სისტემა). სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნება სკოლის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
9. საჩივრის განხილვის პროცესში სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია სკოლიდან გამოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (მათ შორის, საარჩევნო სიები, ბიულეტენების პაკეტები და ა.შ.), განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს საარჩევნო კომისიის წევრები, კოორდინატორი, დამკვირვებელი და სხვა დაინტერესებული პირი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №392-სსმIII, №71, 12.06.2009წ.; მუხ.773
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
თავი V
რეგისტრაცია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია
1. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად, ამ დებულების 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის შედეგად.
2. კოორდინატორები და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლები მართვის სისტემაში და სამინისტროში წარადგენენ ინფორმაციას სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით.
3. კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს არჩევნების კანონიერება და მიიღოს ამ დებულების 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.

მუხლი 36. არჩევნების ძალაში შესვლა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება
1. არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა, თუ არჩევნების შემდეგ დადასტურებულია სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.
3. სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრების – მასწავლებლის და მშობლის უფლებამოსილება ძალაში შედის მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. სამეურვეო საბჭოში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენლის, სამინისტროს მიერ დანიშნული პირის, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული პირის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული და სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევი პირის (მათი არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილება ძალაში შედის მათი არჩევის/დანიშვნის დღიდან.
5. სკოლა ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ პირთა შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №906-სსმIII, №149, 06.11.2006წ.; მუხ.2074
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 37. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა
სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა არჩევიდან 3 წელი.

მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა და შეჩერება
1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრს, პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;
დ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი;
ე) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება არჩევიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ;
ვ) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“;
ზ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
თ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
ი) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
კ) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ლ) სამეურვეო საბჭოს წევრ მოსწავლის მშობელსა და სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
მ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი;
ნ) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში.
2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:
ა) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში;
ბ) სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;
გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს გადაწყვეტილებით;
დ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში – სამინისტროს გადაწყვეტილებით.
3. სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრის – მასწავლებლის და მშობლის უფლებამოსილების შეწყვეტა ძალაში შედის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის მომენტიდან.
4. უფლებამოსილებაშეწყვეტილ სამეურვეო საბჭოს წევრს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი გაუქმდა.
5. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება, თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე.
6. სკოლა ვალდებულია სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე წერილობით აცნობოს მართვის სისტემას, ხოლო მართვის სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების სტატუსის ასახვას.
7. უფლებამოსილებაშეჩერებულ სამეურვეო საბჭოს აღუდგება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, თუ ჩატარდება სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე არჩევნები იმ წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ ვადამდე და დადასტურდება სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია
1. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ დებულების 38-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონულად წარუდგინოს მართვის სისტემას, მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
2. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით, სამეურვეო საბჭო ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს შემდეგ მონაცემებს/დოკუმენტებს:
ა) სამეურვეო საბჭოს იმ წევრის სახელი და გვარი, რომელსაც ვადამდე უწყდება უფლებამოსილება;
ბ) ამ დებულების 38-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი;
გ) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
3. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა რეგისტრირებულად ითვლება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მართვის სისტემის მიერ დადასტურების მომენტიდან.
4. მართვის სისტემა უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ არასრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სკოლას დაუდგინოს ხარვეზი ელექტრონულად და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
5. მონაცემები რეგისტრირდება მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენიდან 30 დღის ვადაში. მონაცემები ავტომატურად რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ სკოლის მიერ შესაბამისი მონაცემების/დოკუმენტების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მართვის სისტემა არ დაადასტურებს და არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.
6. სკოლა ვალდებულია სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დადგომის შემთხვევაში დაუყონებლივ განახორციელოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი მონაცემების ასახვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრის და სამეურვეო საბჭოს რეგისტრაციის გაუქმება
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის დადგომისთანავე სამეურვეო საბჭოს წევრს და სამეურვეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება და ავტომატურად უქმდება რეგისტრაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 41. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის წესი
1. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უთითებს იმ კანდიდატს, რომელიც დარჩენილი ვადით იკავებს სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს და ტვირთავს სკოლის მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემული დროისათვის აღნიშნული პირი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ახალი წევრი რეგისტრირებულად ითვლება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მართვის სისტემის მიერ დადასტურების მომენტიდან.
4. მართვის სისტემა უფლებამოსილია, ახალი წევრის რეგისტრაციის შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ არასრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სკოლას დაუდგინოს ხარვეზი ელექტრონულად და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირი აღარ შეესაბამება სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრობის კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს ან თუ არ არსებობს პირი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრის არჩევნებში, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
თავი VI
გარდამავალი დებულებები
( ამოღებულია)
მუხლი 42. (ამოღებულია)

+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №30
2006 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვეო საბჭოების არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად, ვბრძანებ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დებულება
საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საგანი
ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების, რეგისტრაციის წესსა და პირობებს, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და საქმიანობის წესს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძველი
სამეურვეო საბჭოების არჩევნების (შემდგომში – არჩევნები) მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია – საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, ეს დებულება და საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნების პრინციპები
არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
მუხლი 4. თანასწორი საარჩევნო უფლება
1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.
2. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში – მშობელი) აქვს ერთი ხმა თითო მოსწავლეზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 5. პირდაპირი საარჩევნო უფლება
1. არჩევნები პირდაპირია.
2. სამეურვეო საბჭოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.
მუხლი 6. კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა
1. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.
2. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 7. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება
1. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს იმავე სკოლის:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგნების მასწავლებლებს (შემდგომში – მასწავლებელი);
ბ) მოსწავლის მხოლოდ ერთ მშობელს პრინციპით: „ერთი მშობელი – ერთი მოსწავლე – ერთი ხმა.
2. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №987-სსმIII, №152, 30.10.2007წ.; მუხ.1697
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 8. კანდიდატები
არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს მასწავლებელს და მხოლოდ ერთ მშობელს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომში – კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომში – შესაბამისი სამინისტრო).
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომ – კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომ – შესაბამისი სამინისტრო).
2. კოორდინატორი მინდობილ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში:
ა) ზედამხედველობს საარჩევნო კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურას;
ბ) ხელს უწყობს საარჩევნო კომისიების მუშაობას;
გ) ამოღებულია;
დ) უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მისცეს შესასრულებლად სავალდ ებულო მითითებები დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად;
ე) ამოღებულია;
ვ) ამოღებულია;
ზ) ამოღებულია ;
თ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ვალდებულია ხელი შეუწყოს კოორდინატორის მუშაობას და ამ მიზნით შეასრულოს კოორდინატორის ცალკეული მითითებები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება № 67/ნ - ვებგვერდი, 09.08.2021წ.
მუხლი 10. საარჩევნო კომისია
1. სკოლაში საარჩევნო პროცესს ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ამავე სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – დირექტორი);
გ) ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე/სასწავლო ნაწილის გამგე (შემდგომში – დირექტორის მოადგილე);
დ) ამავე სკოლის ბუღალტერი/ სამეურნეო ნაწილის გამგე;
ე) პირი, რომელიც ქმედუუნაროა;
ვ) პირი, რომელიც შეზღუდულქმედუნარიანია (გარდა სრული ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლისა);
ზ) პირი, რომელიც არის სხვა სკოლის საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი.
3. საარჩევნო კომისიის წევრი – გარეშე პირი (შემდგომში – გარეშე პირი) არ შეიძლება იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები, ასევე ამავე სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მათი ახლო ნათესავი. ამ დებულების მიზნებისათვის „ახლო ნათესავი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.
4. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-მდე მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 5 (ხუთს), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;
ბ) 1 მასწავლებელი;
გ) 1 მშობელი;
დ) 2 გარეშე პირი.
5. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-ზე მეტი მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 8 (რვას), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;
ბ) 2 მასწავლებელი;
გ) 2 მშობელი;
დ) 3 გარეშე პირი.
6. თუ სკოლას არ აქვს საშუალო საფეხური, საარჩევნო კომისიაში, მოსწავლის ნაცვლად, საარჩევნო კომისიის წევრად შეყვანილი უნდა იქნეს გარეშე პირი.
7. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი ან საშუალო საფეხურის მოსწავლე არ გამოთქვამს საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილს, მათ ნაცვლად ამ დებულებით განსაზღვრული წესით საარჩევნო კომისიის წევრი უნდა იყოს გარეშე პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია
1. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის დირექტორი.
2. კომისიის წევრების რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 21 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე 16 დღით ადრე. რეგისტრაციის შესახებ გაიცემა შესაბამისი მოწმობა.
3. სკოლის დირექტორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ვალდებულია კოორდინატორს წარუდგინოს მის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების სრული ნუსხა. დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან გადაამოწმონ ნუსხა კოორდინატორთან.
4. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რაოდენობა აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობას, არჩევნებამდე 14 დღით ადრე კოორდინატორი რეგისტრირებულ კანდიდატთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების თანდასწრებით წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის წევრებს. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა და სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრება ნებაყოფლობითია. წილისყრა ტარდება შემდეგი წესით:
ა) წილისყრამდე კოორდინატორი ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა სახელსა და გვარს;
ბ) ფურცელი უნდა დამოწმდეს კოორდინატორის ხელმოწერით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრაში მონაწილე საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს;
გ) დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კოორდინატორი ათავსებს ყუთებში, რომლებიც განკუთვნილი უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთათვის (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი ან მშობელი);
დ) კოორდინატორი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა თანდასწრებით ურევს ყუთებში მოთავსებულ ფურცლებს და თითოეული ყუთიდან იღებს მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით დადგენილი რაოდენობის ფურცლებს საარჩევნო კომისიის წევრი საშუალო საფეხურის მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის გამოსავლენად.
5. იმ შემთვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რიცხვი ნაკლებია ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დანაკლისის შევსება უნდა მოხდეს გარეშე პირებით.
51. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატ გარეშე პირებთან დაკავშირებით წილისყრა არ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი გარეშე პირების რიცხვი აღემატება ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობას, კოორდინატორი, თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, მის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, განსაზღვრავს იმ გარეშე პირთა ვინაობას, რომლებიც შეყვანილ იქნებიან საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში.
6. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სკოლას და აქვეყნებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ საჯაროდ განთავსება სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის ბრძანება №629-სსმIII, №88, 30.06.2006წ.; მუხ.1173
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
1. კომისიის პირველი სხდომა იმართება ამ დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) ზედამხედველობას უწევს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებას;
დ) საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას განსაზღვრული წესით დავალებას აძლევს მდივანს, კომისიის სხვა წევრებს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის მდივანი.
4. საარჩევნო კომისიის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი
1. საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე, კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;
ბ) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს, აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს;
დ) ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის მდივნის არყოფნის ან მის მიერ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულების შემთხვევაში საარჩევნო კომისია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ირჩევს საარჩევნო კომისიის კონკრეტული სხდომის მდივანს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 14. დამკვირვებელი
1. არჩევნების პროცესზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს შემდეგი პირებს მიერ:
ა) კანდიდატის დამკვირვებლები;
ბ) სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებელი;
გ) დამოუკიდებელი დამკვირვებლები;
დ) კოორდინატორი;
ე) საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი.
2. თითოეულ კანდიდატს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი.
3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი.
4. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს საარჩევნო ტერიტორიაზე, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
გ) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების გაცემას და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
დ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ე) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
ვ) საჩივრით მიმართოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე;
ზ) ამ დებულებით დადგენილი წესით გაასაჩივროს კოორდინატორის ქმედება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში;
თ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ი) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
5. დამკვირვებელს ეკრძალება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ე) დაარღვიოს ამ დებულების სხვა მოთხოვნები.
6. დამკვირვებელთა რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლებისა, ახორციელებს საარჩევნო კომისია მსურველის სახელის, გვარისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით პირადი ნომრის შესაბამის ჟურნალში მითითებით.
61. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს დაკვირვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელთა ვინაობა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ ეცნობება საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე განაწილებულ კოორდინატორს და ამავე ტერიტორიაზე მდებარე სკოლების საარჩევნო კომისიებს.
7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს თანამშრომელთა (დამკვირვებელთა) ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ დაკვირვება საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებელთა ნუსხა გადაეცემა კოორდინატორებს.
8. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებზე სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო გასცემს შესაბამის მოწმობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
თავი II
მოსამზადებელი ეტაპი
მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა
1. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა.
2. სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების დღეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების დღეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).
3. მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრთა რიგგარეშე არჩევნები იმ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე, ან/და სამეურვეო საბჭოს შეუჩერდა უფლებამოსილება.
4. რიგგარეშე არჩევნების დროს არჩეულ წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება იმავე სამეურვეო საბჭოს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
5. კენჭისყრა იმართება არჩევნების (კენჭისყრის) დღის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. კენჭისყრა შესაძლოა დასრულდეს 16:00 საათამდე იმ შემთხვევაში, თუ სრულად გამოცხადდა ამომრჩეველი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება № 67/ნ - ვებგვერდი, 09.08.2021წ.
მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
1. საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი კანდიდატს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);
ვ) 2 ფოტოსურათი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი.
3. საარჩევნო კომისია ვალდებულია ერთი დღის ვადაში განცხადების მიღების დღიდან მოახდინოს კანდიდატთა რეგისტრაცია.
31. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციისთანავე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახოს რეგისტრირებული კანდიდატის შესახებ შემდეგი მონაცემი:
ა) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) კანდიდატის დაბადების თარიღი;
გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);
დ) ზოგადი განათლების რომელ საფეხურზე იყრის კენჭს;
ე) კონკრეტულად რომელი მოსწავლის მშობელია.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატს წერილობით მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არა უმეტეს 2 კალენდარული დღისა.
5. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან 1 კალენდარული დღის ვადაში რეგისტრაციაში გაატაროს კანდიდატი ან დასაბუთებული უარი უთხრას რეგისტრაციაში გატარებაზე.
51. თუ კანდიდატი, საარჩევნო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, საარჩევნო კომისია არ გაატარებს მას რეგისტრაციაში.
6. კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია კომისიის წევრის, დირექციის წევრის, დამკვირვებლის და ასევე ნებისმიერ იმ თანამდებობასთან სკოლაში, რომელიც დაკავშირებულია სკოლაში საარჩევნო პროცესის მომზადებასა და მიმდინარეობასთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 17. საარჩევნო სიები
1. საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მშობელთა ერთიანი საარჩევნო სიების შედგენაზე (შემდგომში – ამომრჩეველთა სია). მშობელთა სიები დგება თითოეული საფეხურისთვის ცალ-ცალკე.
2. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, სკოლის დირექცია საარჩევნო კომისიას აწვდის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ამოღებულ მასწავლებელთა სიას.
3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, სკოლის დირექცია საარჩევნო კომისიას აწვდის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ამოღებულ მოსწავლეთა მშობლების სიას. მშობელთა სიაში კონკრეტული მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ამ მოსწავლის ორივე მშობლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.
4. ამოღებულია.
5. მოწოდებული სიები დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას სკოლაში. სიებში ხარვეზის აღმოჩენისას დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სამი დღის განმავლობაში მიმართოს საარჩევნო კომისიას ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
6. ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიამ უნდა გამოიტანოს ერთი დღის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №987-სსმIII, №152, 30.10.2007წ.; მუხ.1697
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
1. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციის დასრულებისთანავე სკოლის დირექციის დახმარებით უზრუნველყოს კანდიდატის ავტობიოგრაფიისა და საარჩევნო პროგრამის საჯაროობა სკოლის საჯარო სტენდზე გაკვრით, აგრეთვე სკოლის ხელთ არსებული სხვა საშუალებებით (სკოლის გაზეთში გამოქვეყნება და სხვ.).
2. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც იწყება კანდიდატის საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარების მომენტიდან. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
3. ასარჩევ კანდიდატებს, ასევე მათ მხარდამჭერ პირებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
4. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება;
5. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) სკოლის დირექციას;
გ) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.
6. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა.
7. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს. იკრძალება გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს სკოლაში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.
8. სკოლის დირექტორს უფლება არა აქვს უარი უთხრას კანდიდატებს ან მათ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის საკლასო ოთახით, დარბაზებით და/ან სკოლის სხვა ქონებით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის სკოლის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
9. სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 19. საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა
1. საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოახდინოს საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა.
2. საარჩევნო ტერიტორია უნდა განთავსდეს ყველაზე დიდი ფართობის მქონე საკლასო ოთახში/დარბაზში. მოწყობის შემდეგ ოთახი უნდა ჩაიკეტოს. საარჩევნო ტერიტორიის გახსნამდე გასაღები ინახება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან.
3. საარჩევნო ტერიტორიაზე:
ა) ფარული კენჭისყრისათვის უნდა მოეწყოს არანაკლებ 2 ადგილისა, სადაც დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა;
ბ) უნდა იდგეს სამი მაგიდა ცალ-ცალკე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების რეგისტრაციისათვის და საარჩევნო ბიულეტენების (შემდგომში – ბიულეტენი) დამოწმებისათვის;
გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს ორი საარჩევნო ყუთი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის;
დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა და კანდიდატთა სიები, საარჩევნო პროცედურები, ბიულეტენის და საჩივრის შევსების წესი და ფორმა.
4. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და არჩევნების ადგილის ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
მუხლი 191. არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა🔗
1. სკოლის დირექცია ვალდებულია საარჩევნო კომისიას ხელი შეუწყოს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების განხორციელებაში.2. სკოლის დირექცია ვალდებულია საარჩევნო კომისიას გამოუყოს სამინისტროს ერთიან საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელში ჩართული კომპიუტერი.
3.სკოლის დირექცია უზრუნველყოფს თითოეული სახის ბიულეტენის (მასწავლებლის, ზოგადი განათლების პირველი საფეხურის მოსწავლის მშობლის, ზოგადი განათლების მეორე საფეხურის მოსწავლის მშობლის, ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლის მშობლის) სკოლის ბეჭდით დამოწმებას.
4. ბიულეტენის რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ტოლი.
5. სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის ბეჭდით დამოწმებული ბიულეტენების საარჩევნო კომისიისათვის მიწოდება არაუგვიანეს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის ბრძანება №54/ნ- ვებგვერდი,03.06.2016წ.
თავი IIIკენჭისყრის დღე
მუხლი 20. კენჭისყრის დრო
1. ამოღებულია.
2. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის ადგილის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა.
3. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
4. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 21. საარჩევნო უბნის გახსნა
1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. უბნის გახსნის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დამკვირვებელთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს თითოეულ მაგიდაზე:
ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს, რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;
ბ) საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ ბიულეტენს დაამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერით;
გ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ და ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს/წევრებს.
2. ამოღებულია.
3. წილისყრამდე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. შევსებულ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს ცარიელ ყუთში და ურევს მათ. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის მდივანი შეადგენს ოქმს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შესახებ.
4. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს წერილობით დროის მითითებით.
5. წილისყრის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე მასწავლებლებისა და მშობლების სიების მიხედვით;
ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ლუქის მთლიანობას;
გ) ამოწმებს და ლუქავს საარჩევნო ყუთს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს ოქმში.
7. საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი იყრება თითოეულ ყუთთან პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება ორ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით. საკონტროლო ფურცლის ერთი ცალი ინახება საარჩევნო კომისიის მდივანთან საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.
8. საარჩევნო კომისიის მდივანი ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა
1. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი – მხოლოდ იმავე საფეხურის მშობელს.
2. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მის მიერ არჩეული ერთი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს.
3. ბიულეტენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთნაირი ხარისხის თანაბარი ზომის ქაღალდის ფურცლები.
4. ბიულეტენზე ჩაბეჭდილი უნდა იყოს კანდიდატის რეგისტრაციის ნომერი, სახელი და გვარი, ხოლო მშობლის ბიულეტენზე ასევე, აღნიშნული უნდა იყოს, ზოგადი განათლების რომელი საფეხურის მოსწავლის მშობელს წარმოადგენს იგი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 17.02.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება
1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
ა) საარჩევნო კომისიის წევრი უშვებს ამომრჩეველს საარჩევნო ადგილას. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი შეშვებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ დგას;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამომრჩეველთა სიაში პირადი ნომრის გადამოწმების შემდეგ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე ამომრჩევლის პირადი ან პასპორტის ნომრის ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შემდეგ, ხელის მოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამომრჩეველთა სიაში;
ბ1) იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი მშობლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს ამ სკოლაში, ამომრჩეველთა სიაში თითოეული მოსწავლის გასწვრივ, პირადი ნომრის გადამოწმების შემდეგ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე ამომრჩევლის პირადი ან პასპორტის ნომრის ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შემდეგ, ხელის მოწერით ადასტურებს თითოეული ბიულეტენის მიღებას;
გ) მიღებული ბიულეტენი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მჯდომ დამმოწმებელი კომისიის წევრთან, რომელიც ხელმოწერით დაამოწმებს ბიულეტენს.
დ) ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი მიდის ფარული კენჭისყრისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას, სადაც საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს სასურველი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს. ამომრჩეველმა ბიულეტენი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;
ე) დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში არა აქვს ზედმეტი ბიულეტენი;
ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩასაგდები ჭრილი.
3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) კანდიდატისა;
გ) კანდიდატის წარმომადგენლის;
დ) დამკვირვებლისა.
4. თუ ამომრჩეველს ან საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
5. საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას შესვლამდე და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ამომრჩევლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს, იგი ვალდებულია წარუდგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.
7. საარჩევნო ტერიტორია იკეტება კენჭისყრისათვის განსაზღვრული დროის დამთავრებისთანავე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საარჩევნო კომისიის მდივანი წერილობით რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის ბრძანება №629-სსმIII, №88, 30.06.2006წ.; მუხ.1173
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 17.02.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები
1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამ დებულების 21-ე მუხლში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან, იმავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს სამ მეთვალყურეს (ერთს – მასწავლებლების დამკვირვებლებისაგან, ერთს – მშობლების, ერთს – სხვა დამკვირველებლებისაგან). თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს ხმის დათვლას. საარჩევნო კომისიის მდივანს, საარჩევნო კომისიის წევრთა წილისყრის შედეგები და საარჩევნო კომისიის წევრთა მონაცემები შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
2. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:
ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
3. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.
4. (ამოღებულია - 03.06.2016; №54/ნ).
5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის ბრძანება №54/ნ- ვებგვერდი,03.06.2016წ.
მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა
1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და დამკვირვებელთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.
2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და დალუქული საარჩევნო ყუთი საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულებით დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები. მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი სამი მეთვალყურე და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ წარგზავნილი დამკვირვებელი.
4. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები იწყებენ ბიულეტენების დათვლას.
5. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულების საფუძველზე ბიულეტენები შეიფუთება, დაილუქება და დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 26. ხმების დათვლა
1. მთვლელები ცალ-ცალკე ითვლიან მასწავლებელთა და მშობელთა არჩევნების შედეგებს, მათ შორის მშობლებისათვის ცალ-ცალკე საფეხურების მიხედვით.
2. საარჩევნო კომის ია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:
ა) პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და გადასცემს მეორე მთვლელს. მესამე მთვლელი საარჩევნო ბიულეტენებს აწყობს ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;
ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის, ცალკე – საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
3. სამივე მთვლელთან დგას მეთვალყურე. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ ქმედება ამ დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი
1.მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება შემდეგი სახის ბიულეტენის ნიმუშები:
ა) მასწავლებლის;
ბ) ზოგადი განათლების პირველი საფეხურის მოსწავლის მშობლის;
გ) ზოგადი განათლების მეორე საფეხურის მოსწავლის მშობლის;
დ) ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლის მშობლის.
11. დამტკიცებული ნიმუშის ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) ბიულეტენი დამოწმებული არ არის ხელმომწერი საარჩევნო კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთვე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.
2. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“, რასაც ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის წევრები. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება
1. ამ დებულების 26-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.
2. ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, ბიულეტენების სახე და რაოდენობა. პაკეტები ინახება სკოლის დირექციაში, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესადგენად, საარჩევნო კომისიის მდივანი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს შემდეგ მონაცემებს:
ა) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ბ) არჩევნების დასახელება;
გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;
დ) ამომრჩეველთა სიაში მითითებული მასწავლებლებისა და თითოეულ საფეხურზე არსებულ მოსწავლეთა მშობლების (პრინციპით: „ერთი მშობელი – ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“) რაოდენობები ცალ-ცალკე;
ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) რაოდენობები ცალ-ცალკე;
ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);
ზ) მიღებულ ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა რაოდენობა;
ი) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
კ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (კანდიდატებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);
ლ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
მ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მონაცემების ასახვის და საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ბეჭდავს შემაჯამებელი ოქმის იმდენ ეგზემპლარს, რამდენიც ესაჭიროება, რომლებიდანაც არჩევნების დღის მეორე დღეს ერთი გადაეცემა სკოლის დირექციას, მეორე – ახალარჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, ხოლო მესამე – შესაბამის სამინისტროს.
5. საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ამობეჭდილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ყველა ეგზემპლარს. თუ საარჩევნო კომისიის წევრი უარს აცხადებს შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით.
6. საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, განკარგულებით ამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით და არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ავტომატურად ნაწილდება გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით, რაც ავტომატურად აისახება განკარგულებაში. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი მონაცემების საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი ამობეჭდავს განკარგულებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება იმავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად. ამობეჭდილი განკარგულების ყველა ეგზემპლარს ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.“
9. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია ამობეჭდილი და ხელმოწერილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და განკარგულება, ატვირთოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის ველში.
10. ამ დებულების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის ბიულეტენების გადაცემის შემთხვევაში, კოორდინატორი ამოწმებს/იკვლევს საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების დასაბუთებულობას, საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს და დამკვირვებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოორდინატორი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული შემოწმება/გამოკვლევის შედეგად კოორდინატორი იღებს გადაწყვეტილებას ბიულეტენების დათვლის შესახებ ან შუამდგომლობს მინისტრის წინაშე არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით კოორდინატორის მიერ ბიულეტენების დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კოორდინატორი შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იწვევს საარჩევნო კომისიას, რომელიც კორდინატორის თანდასწრებით ითვლის ბიულეტენებს და ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №987-სსმIII, №152, 30.10.2007წ.; მუხ.1697
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა
1. იმ სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 12 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 6 მასწავლებელი;
ბ) 2 პირველი საფეხურის მშობელი;
გ) 2 მეორე საფეხურის მშობელი;
დ) 2 მესამე საფეხურის მშობელი.
2. იმ სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 6 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 3 მასწავლებელი;
ბ) 1 პირველი საფეხურის მშობელი;
გ) 1 მეორე საფეხურის მშობელი;
დ) 1 მესამე საფეხურის მშობელი.
3. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ორ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 12 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 6 მასწავლებელი;
ბ) სამ-სამი მშობელი თითოეულ საფეხურზე.
4. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ორ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 8 სამეურვეო საბჭოს წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 4 მასწავლებელი;
ბ) ორ-ორი მშობელი თითოეულ საფეხურზე.
5. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე და არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები, აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 3 მასწავლებელი და 3 მშობელი.
6. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე და არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე, აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 6 მასწავლებელი და 6 მშობელი.
7. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნების პირველი ტურიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის ბრძანება №629-სსმIII, №88, 30.06.2006წ.; მუხ.1173
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 30. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება
დირექტორი უზრუნველყოფს არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების) გამოქვეყნებას სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას და მის განთავსებას სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ასეთი არსებობისას) არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მესამე დღისა . თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან/და დასვენების დღეს, არჩევნების შედეგები ქვეყნდება არა უგვიანეს მომდევნო პირველი სამუშაო დღისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
თავი IV
გასაჩივრება
მუხლი 31. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
მუხლი 311. საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები🔗
1. არჩევნების პროცედურული დარღვევების გამო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები არიან:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ამოღებულია;
გ) დამკვირვებელი.
2. არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების) გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 მაისის ბრძანება №283-სსმIII, №60, 18.05.2009წ.; მუხ.675
მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა
1. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი შეიტანება საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი უნდა გადაეცეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია საჩივარი რეგისტრაციაში გაატაროს საჩივრების ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცეს თავისი ხელმოწერით დამოწმებული ცნობა, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი საჩივრის საარჩევნო კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეამოწმოს საჩივრის საფუძვლიანობა, გამოასწოროს დარღვევა ან დასაბუთებული უარი უთხრას განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის თაობაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საჩივრების ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 33. საჩივრის შინაარსი
საჩივარი უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით და მისამართი;
გ) ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
დ) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დასაბუთებული მოთხოვნა;
ზ) გარემოებები, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
თ) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
ი) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
კ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) სხვა დამატებით ინფორმაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში
1. არჩევნების შედეგებზე (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) საჩივარი შეიტანება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში არა უგვიანეს კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი საჩივრდება მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებასთან ერთად.
2. სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის მიზნით, სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება არჩევნების საკითხებზე საჩივრების განმხილველი და არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შექმნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.
3. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისია უფლებამოსილია, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული საჩივრის შესწავლა-განხილვის მიზნით, თავისი შემადგენლობის ფარგლებში, შექმნას ქვეკომისიები, რომლებშიც კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასკვნის მომზადების მიზნით, ნაწილდება კონკრეტული საჩივარი/საკითხი.
6. ქვეკომისიის მიერ კონკრეტულ საჩივარზე მომზადებული დასკვნა წარედგინება კომისიას, რომელიც იღებს შემაჯამებელ დასკვნას და მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამინისტროში საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში გამოცემის მიზნით, შუამდგომლობს მინისტრის წინაშე:
ა) საჩივარის მიღებაზე/განხილვაზე უარის თქმის თაობაზე;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ)საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი შედეგების ძალაში დატოვების თაობაზე;
დ) კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების გაუქმების, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად კენჭისყრის ახალი შედეგების დამტკიცებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;
ე) არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) ბათილად ცნობის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში გადაუგზავნოს დაინტერესებულ პირს, შესაბამის სკოლას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – მართვის სისტემა). სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნება სკოლის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
9. საჩივრის განხილვის პროცესში სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია სკოლიდან გამოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (მათ შორის, საარჩევნო სიები, ბიულეტენების პაკეტები და ა.შ.), განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს საარჩევნო კომისიის წევრები, კოორდინატორი, დამკვირვებელი და სხვა დაინტერესებული პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №392-სსმIII, №71, 12.06.2009წ.; მუხ.773
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
თავი V
რეგისტრაცია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია
1. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად, ამ დებულების 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის შედეგად.
2. კოორდინატორები და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლები მართვის სისტემაში და სამინისტროში წარადგენენ ინფორმაციას სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით.
3. კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს არჩევნების კანონიერება და მიიღოს ამ დებულების 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 მაისის ბრძანება №283-სსმIII, №60, 18.05.2009წ.; მუხ.675 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 36. არჩევნების ძალაში შესვლა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება🔗
1. არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა, თუ არჩევნების შემდეგ დადასტურებულია სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.
3. სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრების – მასწავლებლის და მშობლის უფლებამოსილება ძალაში შედის მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. სამეურვეო საბჭოში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენლის, სამინისტროს მიერ დანიშნული პირის, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული პირის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული და სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევი პირის (მათი არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილება ძალაში შედის მათი არჩევის/დანიშვნის დღიდან.
5. სკოლა ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ პირთა შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №906-სსმIII, №149, 06.11.2006წ.; მუხ.2074 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 37. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა
სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა არჩევიდან 3 წელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა და შეჩერება🔗
1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრს, პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;
დ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი;
ე) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება არჩევიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ;
ვ) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“;
ზ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
თ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
ი) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
კ) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ლ) სამეურვეო საბჭოს წევრ მოსწავლის მშობელსა და სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
მ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი;
ნ) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში.
2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:
ა) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში;
ბ) სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;
გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს გადაწყვეტილებით;
დ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში – სამინისტროს გადაწყვეტილებით.
3. სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრის – მასწავლებლის და მშობლის უფლებამოსილების შეწყვეტა ძალაში შედის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის მომენტიდან.
4. უფლებამოსილებაშეწყვეტილ სამეურვეო საბჭოს წევრს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი გაუქმდა.
5. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება, თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე.
6. სკოლა ვალდებულია სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე წერილობით აცნობოს მართვის სისტემას, ხოლო მართვის სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების სტატუსის ასახვას.
7. უფლებამოსილებაშეჩერებულ სამეურვეო საბჭოს აღუდგება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, თუ ჩატარდება სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე არჩევნები იმ წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ ვადამდე და დადასტურდება სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია🔗
1. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ დებულების 38-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონულად წარუდგინოს მართვის სისტემას, მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
2. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით, სამეურვეო საბჭო ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს შემდეგ მონაცემებს/დოკუმენტებს:
ა) სამეურვეო საბჭოს იმ წევრის სახელი და გვარი, რომელსაც ვადამდე უწყდება უფლებამოსილება;
ბ) ამ დებულების 38-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი;
გ) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
3. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა რეგისტრირებულად ითვლება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მართვის სისტემის მიერ დადასტურების მომენტიდან.
4. მართვის სისტემა უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ არასრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სკოლას დაუდგინოს ხარვეზი ელექტრონულად და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
5. მონაცემები რეგისტრირდება მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენიდან 30 დღის ვადაში. მონაცემები ავტომატურად რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ სკოლის მიერ შესაბამისი მონაცემების/დოკუმენტების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მართვის სისტემა არ დაადასტურებს და არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.
6. სკოლა ვალდებულია სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დადგომის შემთხვევაში დაუყონებლივ განახორციელოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი მონაცემების ასახვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრის და სამეურვეო საბჭოს რეგისტრაციის გაუქმება🔗
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის დადგომისთანავე სამეურვეო საბჭოს წევრს და სამეურვეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება და ავტომატურად უქმდება რეგისტრაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 41. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის წესი
1. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უთითებს იმ კანდიდატს, რომელიც დარჩენილი ვადით იკავებს სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს და ტვირთავს სკოლის მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემული დროისათვის აღნიშნული პირი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ახალი წევრი რეგისტრირებულად ითვლება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მართვის სისტემის მიერ დადასტურების მომენტიდან.
4. მართვის სისტემა უფლებამოსილია, ახალი წევრის რეგისტრაციის შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ არასრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სკოლას დაუდგინოს ხარვეზი ელექტრონულად და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირი აღარ შეესაბამება სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრობის კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს ან თუ არ არსებობს პირი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრის არჩევნებში, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
თავი VI
გარდამავალი დებულებები
( ამოღებულია)
მუხლი 42. (ამოღებულია)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №30
2006 წლის 17 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ” დებულების დამტკიცების თაობაზე
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სამეურვეო საბჭოების არჩევნების უზრუნველყოფის მიზნით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ“ ქვეპუნქტის, 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და 59-ე მუხლის პირველი პუნქტის შესასრულებლად, ვბრძანებ:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737
1. დამტკიცდეს თანდართული დებულება საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ლომაია
დებულება
საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. საგანი🔗
ეს დებულება აწესრიგებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში (შემდგომში – სკოლა) სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის, შეჩერების, რეგისტრაციის წესსა და პირობებს, საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების და საქმიანობის წესს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძველი🔗
სამეურვეო საბჭოების არჩევნების (შემდგომში – არჩევნები) მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია – საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ”, ეს დებულება და საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტები.
მუხლი 3. სამეურვეო საბჭოს წევრთა არჩევნების პრინციპები🔗
არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
მუხლი 4. თანასწორი საარჩევნო უფლება🔗
1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.
2. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში – მშობელი) აქვს ერთი ხმა თითო მოსწავლეზე.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 5. პირდაპირი საარჩევნო უფლება🔗
1. არჩევნები პირდაპირია.
2. სამეურვეო საბჭოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ.
მუხლი 6. კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა🔗
1. არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.
2. აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 7. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება🔗
1. არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს იმავე სკოლის:
ა) სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგნების მასწავლებლებს (შემდგომში – მასწავლებელი);
ა) სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი საგნების მასწავლებლებს, სპეციალურ მასწავლებლებს (შემდგომ – მასწავლებელი);
ბ) მოსწავლის მხოლოდ ერთ მშობელს პრინციპით: „ერთი მშობელი – ერთი მოსწავლე – ერთი ხმა.
2. საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე წარმოადგენს მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №987-სსმIII, №152, 30.10.2007წ.; მუხ.1697
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №147/ნ - ვებგვერდი, 30.12.2022წ.
მუხლი 8. კანდიდატები🔗
არჩევნებში კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს მასწავლებელს და მხოლოდ ერთ მშობელს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 9. სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორი🔗
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომ – სამინისტრო) არჩევნების ჩატარების ხელშეწყობისა და ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს არჩევნების კოორდინატორებს (შემდგომ – კოორდინატორი) და ამავე აქტით განსაზღვრავს კოორდინატორებისათვის სამოქმედო ტერიტორიას. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნების კოორდინატორებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს და მათ სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს ამავე ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი განათლების სამინისტრო (შემდგომ – შესაბამისი სამინისტრო).
2. კოორდინატორი მინდობილ ტერიტორიაზე საჯარო სკოლებში:
ა) ზედამხედველობს საარჩევნო კომისიის წევრებისა და სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურას;
ბ) ხელს უწყობს საარჩევნო კომისიების მუშაობას;
გ) ამოღებულია;
დ) უფლებამოსილია საარჩევნო კომისიას მისცეს შესასრულებლად სავალდ ებულო მითითებები დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესასრულებლად;
ე) ამოღებულია;
ვ) ამოღებულია;
ზ) ამოღებულია ;
თ) ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) ვალდებულია ხელი შეუწყოს კოორდინატორის მუშაობას და ამ მიზნით შეასრულოს კოორდინატორის ცალკეული მითითებები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება № 67/ნ - ვებგვერდი, 09.08.2021წ.
მუხლი 10. საარჩევნო კომისია🔗
1. სკოლაში საარჩევნო პროცესს ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს საარჩევნო კომისია.
2. საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს:
ა) ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ამავე სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი (შემდგომში – დირექტორი);
გ) ამავე სკოლის დირექტორის მოადგილე/სასწავლო ნაწილის გამგე (შემდგომში – დირექტორის მოადგილე);
დ) ამავე სკოლის ბუღალტერი/ სამეურნეო ნაწილის გამგე;
ე) პირი, რომელიც ქმედუუნაროა;
ვ) პირი, რომელიც შეზღუდულქმედუნარიანია (გარდა სრული ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლისა);
ზ) პირი, რომელიც არის სხვა სკოლის საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი.
3. საარჩევნო კომისიის წევრი – გარეშე პირი (შემდგომში – გარეშე პირი) არ შეიძლება იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირები, ასევე ამავე სკოლის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მათი ახლო ნათესავი. ამ დებულების მიზნებისათვის „ახლო ნათესავი“ გულისხმობს „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს.
4. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-მდე მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 5 (ხუთს), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;
ბ) 1 მასწავლებელი;
გ) 1 მშობელი;
დ) 2 გარეშე პირი.
5. სკოლაში, რომელშიც სწავლობს 1000-ზე მეტი მოსწავლე, საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა შეადგენს 8 (რვას), შემდეგი თანაფარდობით:
ა) საშუალო საფეხურის 1 მოსწავლე;
ბ) 2 მასწავლებელი;
გ) 2 მშობელი;
დ) 3 გარეშე პირი.
6. თუ სკოლას არ აქვს საშუალო საფეხური, საარჩევნო კომისიაში, მოსწავლის ნაცვლად, საარჩევნო კომისიის წევრად შეყვანილი უნდა იქნეს გარეშე პირი.
7. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის საკმარისი რაოდენობის მასწავლებელი, მშობელი ან საშუალო საფეხურის მოსწავლე არ გამოთქვამს საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილს, მათ ნაცვლად ამ დებულებით განსაზღვრული წესით საარჩევნო კომისიის წევრი უნდა იყოს გარეშე პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 11. საარჩევნო კომისიის წევრების რეგისტრაცია🔗
1. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციას ახორციელებს სკოლის დირექტორი.
2. კომისიის წევრების რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 21 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე 16 დღით ადრე. რეგისტრაციის შესახებ გაიცემა შესაბამისი მოწმობა.
3. სკოლის დირექტორი ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა ვალდებულია კოორდინატორს წარუდგინოს მის მიერ რეგისტრირებული საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატების სრული ნუსხა. დაინტერესებული პირები უფლებამოსილნი არიან გადაამოწმონ ნუსხა კოორდინატორთან.
4. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რაოდენობა აღემატება ამ დებულებით განსაზღვრულ რაოდენობას, არჩევნებამდე 14 დღით ადრე კოორდინატორი რეგისტრირებულ კანდიდატთა, აგრეთვე სხვა დაინტერესებული პირების თანდასწრებით წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის წევრებს. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა და სხვა დაინტერესებულ პირთა დასწრება ნებაყოფლობითია. წილისყრა ტარდება შემდეგი წესით:
ა) წილისყრამდე კოორდინატორი ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა სახელსა და გვარს;
ბ) ფურცელი უნდა დამოწმდეს კოორდინატორის ხელმოწერით. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრაში მონაწილე საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს;
გ) დამოწმებულ შევსებულ ფურცლებს კოორდინატორი ათავსებს ყუთებში, რომლებიც განკუთვნილი უნდა იყოს საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის კანდიდატთათვის (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი ან მშობელი);
დ) კოორდინატორი საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა თანდასწრებით ურევს ყუთებში მოთავსებულ ფურცლებს და თითოეული ყუთიდან იღებს მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით დადგენილი რაოდენობის ფურცლებს საარჩევნო კომისიის წევრი საშუალო საფეხურის მოსწავლის, მასწავლებლის და მშობლის გამოსავლენად.
5. იმ შემთვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კონკრეტული კატეგორიის რეგისტრირებულ კანდიდატთა (საშუალო საფეხურის მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) რიცხვი ნაკლებია ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობაზე, დანაკლისის შევსება უნდა მოხდეს გარეშე პირებით.
51. საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატ გარეშე პირებთან დაკავშირებით წილისყრა არ ტარდება. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატი გარეშე პირების რიცხვი აღემატება ამ დებულების მე-10 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობას, კოორდინატორი, თავისი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში, მის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე, განსაზღვრავს იმ გარეშე პირთა ვინაობას, რომლებიც შეყვანილ იქნებიან საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში.
6. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი საარჩევნო კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელსაც დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის სკოლას და აქვეყნებს საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას. სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს რესურსცენტრის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დაუყოვნებლივ საჯაროდ განთავსება სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის ბრძანება №629-სსმIII, №88, 30.06.2006წ.; მუხ.1173
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 12. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე🔗
1. კომისიის პირველი სხდომა იმართება ამ დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. კომისია პირველ სხდომაზე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საარჩევნო კომისიაში;
ბ) უძღვება საარჩევნო კომისიის სხდომას;
გ) ზედამხედველობას უწევს სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაციაში გატარებას;
დ) საარჩევნო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას განსაზღვრული წესით დავალებას აძლევს მდივანს, კომისიის სხვა წევრებს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის მდივანი.
4. საარჩევნო კომისიის წევრთა ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 13. საარჩევნო კომისიის მდივანი🔗
1. საარჩევნო კომისიის მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე, კენჭისყრით, დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.
2. საარჩევნო კომისიის მდივანი:
ა) ადგენს კომისიის სხდომის ოქმებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას;
ბ) იღებს და რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ საარჩევნო საბუთებსა და კომისიის სახელზე შესულ კორესპონდენციას;
გ) რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს, აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს;
დ) ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს;
ე) ახორციელებს მისთვის ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. საარჩევნო კომისიის მდივნის არყოფნის ან მის მიერ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულების შემთხვევაში საარჩევნო კომისია დამსწრეთა ხმების უმრავლესობით ირჩევს საარჩევნო კომისიის კონკრეტული სხდომის მდივანს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 14. დამკვირვებელი🔗
1. არჩევნების პროცესზე შესაძლებელია დაკვირვება განხორციელდეს შემდეგი პირებს მიერ:
ა) კანდიდატის დამკვირვებლები;
ბ) სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებელი;
გ) დამოუკიდებელი დამკვირვებლები;
დ) კოორდინატორი;
ე) საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი.
2. თითოეულ კანდიდატს შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი დამკვირვებელი.
3. დამკვირვებელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ქმედუნარიანი პირი.
4. დამკვირვებელს უფლება აქვს:
ა) კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს საარჩევნო ტერიტორიაზე, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან;
ბ) მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო ყუთების შემოწმებაში მათ დალუქვამდე და მათი გახსნის შემდეგ;
გ) დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენების გაცემას და დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელშეუშლელად;
დ) დაესწროს ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს;
ე) დააკვირდეს საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და სხვა დოკუმენტების შედგენას;
ვ) საჩივრით მიმართოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ხმის მიცემისა და კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებულ დარღვევებზე;
ზ) ამ დებულებით დადგენილი წესით გაასაჩივროს კოორდინატორის ქმედება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში;
თ) დააკვირდეს საარჩევნო ყუთს, საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ჩაყრას, საარჩევნო ყუთების გახსნას, ბიულეტენების დათვლას და ოქმების შედგენას;
ი) გაეცნოს საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს.
5. დამკვირვებელს ეკრძალება:
ა) ჩაერიოს საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
ბ) გავლენა მოახდინოს ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
გ) აგიტაცია გაუწიოს ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
დ) კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდეს სამკერდე ნიშნის გარეშე;
ე) დაარღვიოს ამ დებულების სხვა მოთხოვნები.
6. დამკვირვებელთა რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული დამკვირვებლებისა, ახორციელებს საარჩევნო კომისია მსურველის სახელის, გვარისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით პირადი ნომრის შესაბამის ჟურნალში მითითებით.
61. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს დაკვირვება შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარე სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომელთა ვინაობა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიერ ეცნობება საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე განაწილებულ კოორდინატორს და ამავე ტერიტორიაზე მდებარე სკოლების საარჩევნო კომისიებს.
7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს თანამშრომელთა (დამკვირვებელთა) ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ დაკვირვება საქართველოს ყველა სკოლაში მიმდინარე არჩევნების პროცესზე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებელთა ნუსხა გადაეცემა კოორდინატორებს.
8. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილ დამკვირვებლებზე სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო გასცემს შესაბამის მოწმობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მოსამზადებელი ეტაპი
მუხლი 15. არჩევნების დანიშვნა🔗
1. სამეურვეო საბჭოს არჩევნები ტარდება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა.
2. სამეურვეო საბჭოს არჩევნების ჩატარების დღეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (შემდგომ – მინისტრი).
3. მინისტრი უფლებამოსილია დანიშნოს სამეურვეო საბჭოს წევრთა რიგგარეშე არჩევნები იმ სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, სადაც სამეურვეო საბჭოს წევრს ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე, ან/და სამეურვეო საბჭოს შეუჩერდა უფლებამოსილება.
4. რიგგარეშე არჩევნების დროს არჩეულ წევრთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება იმავე სამეურვეო საბჭოს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
5. კენჭისყრა იმართება არჩევნების (კენჭისყრის) დღის 10:00 საათიდან 16:00 საათამდე. კენჭისყრა შესაძლოა დასრულდეს 16:00 საათამდე იმ შემთხვევაში, თუ სრულად გამოცხადდა ამომრჩეველი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება № 67/ნ - ვებგვერდი, 09.08.2021წ.
მუხლი 16. კანდიდატების რეგისტრაცია
1. საარჩევნო კომისია ვალდებულია რეგისტრაციაში გაატაროს და მიანიჭოს რეგისტრაციის ნომერი კანდიდატს, რომელიც განცხადებით მიმართავს კომისიას. რეგისტრაცია იწყება არჩევნებამდე 12 დღით ადრე და წყდება არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე.
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) სახელი, გვარი;
ბ) დაბადების თარიღი;
გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) საარჩევნო პროგრამა (ნებაყოფლობითია);
ვ) 2 ფოტოსურათი;
ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) ასლი.
3. საარჩევნო კომისია ვალდებულია ერთი დღის ვადაში განცხადების მიღების დღიდან მოახდინოს კანდიდატთა რეგისტრაცია.
31. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციისთანავე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახოს რეგისტრირებული კანდიდატის შესახებ შემდეგი მონაცემი:
ა) კანდიდატის სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
ბ) კანდიდატის დაბადების თარიღი;
გ) კანდიდატთა რომელ კატეგორიაში შედის (მასწავლებელი თუ მშობელი);
დ) ზოგადი განათლების რომელ საფეხურზე იყრის კენჭს;
ე) კონკრეტულად რომელი მოსწავლის მშობელია.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატს წერილობით მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია და განუსაზღვროს ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არა უმეტეს 2 კალენდარული დღისა.
5. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის მიერ ხარვეზის აღმოფხვრიდან 1 კალენდარული დღის ვადაში რეგისტრაციაში გაატაროს კანდიდატი ან დასაბუთებული უარი უთხრას რეგისტრაციაში გატარებაზე.
51. თუ კანდიდატი, საარჩევნო კომისიის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში არ აღმოფხვრის ხარვეზს, საარჩევნო კომისია არ გაატარებს მას რეგისტრაციაში.
6. კანდიდატის სტატუსი შეუთავსებელია კომისიის წევრის, დირექციის წევრის, დამკვირვებლის და ასევე ნებისმიერ იმ თანამდებობასთან სკოლაში, რომელიც დაკავშირებულია სკოლაში საარჩევნო პროცესის მომზადებასა და მიმდინარეობასთან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 17. საარჩევნო სიები🔗
1. საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მშობელთა ერთიანი საარჩევნო სიების შედგენაზე (შემდგომში – ამომრჩეველთა სია). მშობელთა სიები დგება თითოეული საფეხურისთვის ცალ-ცალკე.
2. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, სკოლის დირექცია საარჩევნო კომისიას აწვდის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ამოღებულ მასწავლებელთა სიას.
3. არჩევნებამდე შვიდი დღით ადრე, სკოლის დირექცია საარჩევნო კომისიას აწვდის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ამოღებულ მოსწავლეთა მშობლების სიას. მშობელთა სიაში კონკრეტული მოსწავლის სახელისა და გვარის გასწვრივ მითითებული უნდა იყოს ამ მოსწავლის ორივე მშობლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით.
4. ამოღებულია.
5. მოწოდებული სიები დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას სკოლაში. სიებში ხარვეზის აღმოჩენისას დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს სამი დღის განმავლობაში მიმართოს საარჩევნო კომისიას ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნით. საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული.
6. ხარვეზის შესახებ გადაწყვეტილება საარჩევნო კომისიამ უნდა გამოიტანოს ერთი დღის ვადაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №987-სსმIII, №152, 30.10.2007წ.; მუხ.1697
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 18. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია🔗
1. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციის დასრულებისთანავე სკოლის დირექციის დახმარებით უზრუნველყოს კანდიდატის ავტობიოგრაფიისა და საარჩევნო პროგრამის საჯაროობა სკოლის საჯარო სტენდზე გაკვრით, აგრეთვე სკოლის ხელთ არსებული სხვა საშუალებებით (სკოლის გაზეთში გამოქვეყნება და სხვ.).
2. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც იწყება კანდიდატის საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარების მომენტიდან. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
3. ასარჩევ კანდიდატებს, ასევე მათ მხარდამჭერ პირებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
4. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება;
5. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) სკოლის დირექციას;
გ) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.
6. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა.
7. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს. იკრძალება გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს სკოლაში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.
8. სკოლის დირექტორს უფლება არა აქვს უარი უთხრას კანდიდატებს ან მათ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის საკლასო ოთახით, დარბაზებით და/ან სკოლის სხვა ქონებით სარგებლობაზე. ყველა კანდიდატისათვის სკოლის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
9. სკოლის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 19. საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა🔗
1. საარჩევნო კომისია ვალდებულია არჩევნებამდე ერთი დღით ადრე მოახდინოს საარჩევნო ტერიტორიის მოწყობა.
2. საარჩევნო ტერიტორია უნდა განთავსდეს ყველაზე დიდი ფართობის მქონე საკლასო ოთახში/დარბაზში. მოწყობის შემდეგ ოთახი უნდა ჩაიკეტოს. საარჩევნო ტერიტორიის გახსნამდე გასაღები ინახება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან.
3. საარჩევნო ტერიტორიაზე:
ა) ფარული კენჭისყრისათვის უნდა მოეწყოს არანაკლებ 2 ადგილისა, სადაც დაცული იქნება ხმის მიცემის ფარულობა;
ბ) უნდა იდგეს სამი მაგიდა ცალ-ცალკე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების რეგისტრაციისათვის და საარჩევნო ბიულეტენების (შემდგომში – ბიულეტენი) დამოწმებისათვის;
გ) თვალსაჩინო ადგილას უნდა იდგეს ორი საარჩევნო ყუთი მშობლებისა და მასწავლებლებისათვის;
დ) თვალსაჩინო ადგილას უნდა გამოიკრას ამომრჩეველთა და კანდიდატთა სიები, საარჩევნო პროცედურები, ბიულეტენის და საჩივრის შევსების წესი და ფორმა.
4. პასუხისმგებლობა კენჭისყრის მომზადების, ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის, კენჭისყრის ფარულობის უზრუნველყოფისა და არჩევნების ადგილის ამ დებულების მოთხოვნების შესაბამისად მოწყობისათვის ეკისრება საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს.
მუხლი 191. არჩევნების ჩატარების ხელშეწყობა
1. სკოლის დირექცია ვალდებულია საარჩევნო კომისიას ხელი შეუწყოს ამ დებულებით დადგენილი პროცედურების განხორციელებაში.
2. სკოლის დირექცია ვალდებულია საარჩევნო კომისიას გამოუყოს სამინისტროს ერთიან საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელში ჩართული კომპიუტერი.
3.სკოლის დირექცია უზრუნველყოფს თითოეული სახის ბიულეტენის (მასწავლებლის, ზოგადი განათლების პირველი საფეხურის მოსწავლის მშობლის, ზოგადი განათლების მეორე საფეხურის მოსწავლის მშობლის, ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლის მშობლის) სკოლის ბეჭდით დამოწმებას.
4. ბიულეტენის რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ტოლი.
5. სკოლის დირექცია ვალდებულია უზრუნველყოს სკოლის ბეჭდით დამოწმებული ბიულეტენების საარჩევნო კომისიისათვის მიწოდება არაუგვიანეს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის ბრძანება №54/ნ- ვებგვერდი,03.06.2016წ.
კენჭისყრის დღე
მუხლი 20. კენჭისყრის დრო🔗
1. ამოღებულია.
2. კენჭისყრის დროს აკრძალულია კენჭისყრის ადგილის ჩაკეტვა, კენჭისყრის შეწყვეტა ან შეჩერება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეუძლებელია არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობისა და ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინების უზრუნველყოფა.
3. კენჭისყრის შენობის დროებით ჩაკეტვის ან კენჭისყრის შეჩერების (ისევე, როგორც შემდგომ კენჭისყრის შენობის გახსნისა და კენჭისყრის გაგრძელების) გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
4. ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ ხმის მიცემისათვის საჭირო დროის განმავლობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 21. საარჩევნო უბნის გახსნა🔗
1. საარჩევნო უბანი იხსნება კენჭისყრის დაწყებამდე 1 საათით ადრე. უბნის გახსნის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, დამკვირვებელთა თანდასწრებით, კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს თითოეულ მაგიდაზე:
ა) ამომრჩეველთა რეგისტრატორ კომისიის წევრებს, რომლებიც აგრეთვე გასცემენ საარჩევნო ბიულეტენებს, ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერის შემდეგ;
ბ) საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც რეგისტრატორის მიერ ხელმოწერილ ბიულეტენს დაამოწმებს ბიულეტენის უკანა გვერდზე სათანადო ადგილას ხელის მოწერით;
გ) საარჩევნო ყუთზე ზედამხედველ და ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს/წევრებს.
2. ამოღებულია.
3. წილისყრამდე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ერთნაირ ფურცლებზე, ერთი და იმავე საწერი საშუალებით წერს კომისიის წევრთა ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ფუნქციებს. ფურცელი იმგვარად იკეცება, რომ შეუძლებელი იყოს ტექსტის წაკითხვა. შევსებულ ფურცლებს კომისიის თავმჯდომარე ათავსებს ცარიელ ყუთში და ურევს მათ. ფურცლების საერთო რაოდენობა წილისყრის მონაწილე კომისიის წევრთა რაოდენობის ტოლი უნდა იყოს. წილისყრის მონაწილე კომისიის წევრები ყუთიდან სათითაოდ იღებენ თითო ფურცელს. წილისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის მდივანი შეადგენს ოქმს წილისყრით ფუნქციათა განაწილების შესახებ.
4. კომისიის წევრის წილისყრით დადგენილი ფუნქციის დროებით გადაცემა კომისიის სხვა წევრისათვის შეიძლება მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის ნებართვით, რაც უნდა აღინიშნოს წერილობით დროის მითითებით.
5. წილისყრის შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე:
ა) აცხადებს ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე მასწავლებლებისა და მშობლების სიების მიხედვით;
ბ) ამოწმებს საარჩევნო ბიულეტენების ლუქის მთლიანობას;
გ) ამოწმებს და ლუქავს საარჩევნო ყუთს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული მონაცემები საარჩევნო კომისიის მდივანს დაუყოვნებლივ შეაქვს ოქმში.
7. საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცელი იყრება თითოეულ ყუთთან პირველი ამომრჩევლის მისვლის შემდეგ. საკონტროლო ფურცელი ივსება ორ ცალად და მათ ხელს აწერენ პირველი ამომრჩეველი და საარჩევნო კომისიის ყველა დამსწრე წევრი. საკონტროლო ფურცლებზე აღინიშნება საარჩევნო ყუთებში მათი ჩაგდების ზუსტი დრო და პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით. საკონტროლო ფურცლის ერთი ცალი ინახება საარჩევნო კომისიის მდივანთან საარჩევნო ყუთების გახსნის შემდეგ მათში არსებულ საკონტროლო ფურცლებთან შედარების მიზნით.
8. საარჩევნო კომისიის მდივანი ინახავს და პასუხისმგებელია შედარების მიზნით საარჩევნო კომისიაში შენახული საკონტროლო ფურცლის დაცვასა და ნამდვილობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 22. კენჭისყრაში ხმის მიცემის სისტემა🔗
1. მასწავლებელი უფლებამოსილია ხმა მისცეს მხოლოდ მასწავლებელს და მშობელი – მხოლოდ იმავე საფეხურის მშობელს.
2. ამომრჩეველი საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს მის მიერ არჩეული ერთი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს.
3. ბიულეტენად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთნაირი ხარისხის თანაბარი ზომის ქაღალდის ფურცლები.
4. ბიულეტენზე ჩაბეჭდილი უნდა იყოს კანდიდატის რეგისტრაციის ნომერი, სახელი და გვარი, ხოლო მშობლის ბიულეტენზე ასევე, აღნიშნული უნდა იყოს, ზოგადი განათლების რომელი საფეხურის მოსწავლის მშობელს წარმოადგენს იგი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 17.02.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 23. კენჭისყრის ჩატარება🔗
1. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.
2. ხმის მიცემის პროცედურა ტარდება შემდეგი წესისა და თანამიმდევრობის დაცვით:
ა) საარჩევნო კომისიის წევრი უშვებს ამომრჩეველს საარჩევნო ადგილას. კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველი შეშვებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან ორზე მეტი ამომრჩეველი არ დგას;
ბ) კენჭისყრის ოთახში შესული ამომრჩეველი მიდის შესაბამის სარეგისტრაციო მაგიდასთან, რეგისტრატორს წარუდგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და ამომრჩეველთა სიაში პირადი ნომრის გადამოწმების შემდეგ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე ამომრჩევლის პირადი ან პასპორტის ნომრის ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შემდეგ, ხელის მოწერით ადასტურებს ბიულეტენის მიღებას. ბიულეტენის გაცემისას რეგისტრატორი ხელს აწერს ბიულეტენის უკანა გვერდზე და ამომრჩეველთა სიაში;
ბ1) იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი მშობლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს ამ სკოლაში, ამომრჩეველთა სიაში თითოეული მოსწავლის გასწვრივ, პირადი ნომრის გადამოწმების შემდეგ, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე ამომრჩევლის პირადი ან პასპორტის ნომრის ამომრჩეველთა სიაში შეყვანის შემდეგ, ხელის მოწერით ადასტურებს თითოეული ბიულეტენის მიღებას;
გ) მიღებული ბიულეტენი ამომრჩეველს მიაქვს თვალსაჩინო ადგილას განცალკევებით მჯდომ დამმოწმებელი კომისიის წევრთან, რომელიც ხელმოწერით დაამოწმებს ბიულეტენს.
დ) ბიულეტენის დამოწმების შემდეგ ამომრჩეველი მიდის ფარული კენჭისყრისათვის სპეციალურად მოწყობილ ადგილას, სადაც საარჩევნო ბიულეტენში შემოხაზავს სასურველი კანდიდატის რეგისტრაციის ნომერს. ამომრჩეველმა ბიულეტენი ისე უნდა დაკეცოს, რომ არ ჩანდეს, ვის მისცა ხმა;
ე) დაკეცილი ბიულეტენი (ბიულეტენები) ამომრჩეველს მიაქვს საარჩევნო ყუთთან. საარჩევნო ყუთთან ერთდროულად ერთზე მეტი ამომრჩევლის მისვლა არ შეიძლება;
ვ) საარჩევნო ყუთთან მუდმივად უნდა იდგეს საარჩევნო ყუთზე ზედამხედველი კომისიის წევრი. მას დახურული უნდა ჰქონდეს ბიულეტენის ჩასაგდები ჭრილი, რომელიც უნდა გახსნას მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდება, რომ ამომრჩეველს ხელში არა აქვს ზედმეტი ბიულეტენი;
ზ) კენჭისყრის დასრულების შემდეგ ილუქება საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩასაგდები ჭრილი.
3. საარჩევნო ბიულეტენების შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა:
ა) საარჩევნო კომისიის წევრისა;
ბ) კანდიდატისა;
გ) კანდიდატის წარმომადგენლის;
დ) დამკვირვებლისა.
4. თუ ამომრჩეველს ან საარჩევნო კომისიის წევრს გაუფუჭდა საარჩევნო ბიულეტენი, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ჩააბაროს გაფუჭებული საარჩევნო ბიულეტენი და მიიღოს ახალი. გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენს ამომრჩევლის თანდასწრებით ჩამოეჭრება კუთხე, წაეწერება „გაფუჭებულია“, ხელს მოაწერს კომისიის თავმჯდომარე და იგი ცალკე შეინახება.
5. საარჩევნო კომისიის წევრებსა და დამკვირვებლებს უფლება აქვთ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრისათვის მოწყობილ ადგილას შესვლამდე და ბიულეტენის საარჩევნო ყუთში ჩაგდებამდე მოსთხოვონ, უჩვენოს, რომ მას ხელთ აქვს მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ამომრჩევლის ორი ან მეტი შვილი სწავლობს, იგი ვალდებულია წარუდგინოს ამის დამადასტურებელი საბუთი და შესაბამისი რაოდენობის ბიულეტენი. ამომრჩეველი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
6. თუ კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა, საარჩევნო კომისია აჩერებს კენჭისყრის პროცესს და განკარგულებით იღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების საკითხის თაობაზე.
7. საარჩევნო ტერიტორია იკეტება კენჭისყრისათვის განსაზღვრული დროის დამთავრებისთანავე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა. საარჩევნო კომისიის მდივანი წერილობით რიგში მდგომი ამომრჩევლების გვარსა და სახელს და მათ რაოდენობას აცნობებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც გამოაცხადებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რიგში მდგომ ამომრჩევლებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის ბრძანება №629-სსმIII, №88, 30.06.2006წ.; მუხ.1173
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 11 თებერვლის ბრძანება №16/ნ - ვებგვერდი, 17.02.2014წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 24. საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები🔗
1. კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთა თანდასწრებით, ამ დებულების 21-ე მუხლში აღნიშნული წილისყრის მონაწილე კომისიის წევრებისგან, იმავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით წილისყრით შეარჩევს არანაკლებ სამ მთვლელს, ხოლო დამკვირვებლები თავისი შემადგენლობიდან ურთიერთშეთანხმებით შეარჩევენ არაუმეტეს სამ მეთვალყურეს (ერთს – მასწავლებლების დამკვირვებლებისაგან, ერთს – მშობლების, ერთს – სხვა დამკვირველებლებისაგან). თუ დამკვირვებლები ვერ შეთანხმდნენ, მათგან სამ მეთვალყურეს წილისყრით გამოავლენს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს ხმის დათვლას. საარჩევნო კომისიის მდივანს, საარჩევნო კომისიის წევრთა წილისყრის შედეგები და საარჩევნო კომისიის წევრთა მონაცემები შეაქვს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
2. მთვლელები შემდეგი თანამიმდევრობით ითვლიან და პაკეტებად კრავენ:
ა) გამოუყენებელ საარჩევნო ბიულეტენებს;
ბ) გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენებს;
3. თითოეულ პაკეტს უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, საარჩევნო ბიულეტენების სახე, გამოუყენებელ და გაფუჭებულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა.
4. (ამოღებულია - 03.06.2016; №54/ნ).
5. პაკეტები უნდა დაილუქოს და მათ ხელი უნდა მოაწერონ მთვლელებმა, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და მდივანმა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 3 ივნისის ბრძანება №54/ნ- ვებგვერდი,03.06.2016წ.
მუხლი 25. საარჩევნო ყუთის გახსნა🔗
1. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრებისა და დამკვირვებელთა თანდასწრებით ამოწმებს საარჩევნო ყუთზე ლუქის მთლიანობას.
2. თუ ლუქის მთლიანობა დარღვეული აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ყუთი ილუქება და დალუქული საარჩევნო ყუთი საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულებით დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
3. მთვლელებს განცალკევებით მდგარ მაგიდაზე გადააქვთ საარჩევნო ყუთები და ადგილს ისე იკავებენ, რომ მოპირდაპირე მხარეს, ერთი მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ საარჩევნო კომისიის წევრები და დამკვირვებლები. მთვლელების გვერდით დგება დამკვირვებელთაგან გამოვლენილი სამი მეთვალყურე და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ წარგზავნილი დამკვირვებელი.
4. მთვლელები საარჩევნო ყუთში არსებულ ბიულეტენებს ათავსებენ განცალკევებით მდგომ მაგიდაზე, ამოწმებენ საარჩევნო ყუთში საკონტროლო ფურცლის არსებობას და მას უდარებენ საარჩევნო კომისიაში შენახულ საკონტროლო ფურცელს. თუ ყველაფერი წესრიგში აღმოჩნდა, მთვლელები იწყებენ ბიულეტენების დათვლას.
5. თუ საკონტროლო ფურცლებს შორის განსხვავება გამოვლინდა, ან ყუთში საკონტროლო ფურცელი არ აღმოჩნდა, მაგრამ საარჩევნო კომისია მიიჩნევს, რომ ამას არ გამოუწვევია ამ დებულების სხვა მოთხოვნათა დარღვევა, გრძელდება კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საარჩევნო კომისიის დასაბუთებული განკარგულების საფუძველზე ბიულეტენები შეიფუთება, დაილუქება და დაუყოვნებლივ გადაეცემა შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 26. ხმების დათვლა🔗
1. მთვლელები ცალ-ცალკე ითვლიან მასწავლებელთა და მშობელთა არჩევნების შედეგებს, მათ შორის მშობლებისათვის ცალ-ცალკე საფეხურების მიხედვით.
2. საარჩევნო კომის ია საარჩევნო ბიულეტენებს ითვლის შემდეგი წესის დაცვით:
ა) პირველი მთვლელი იღებს საარჩევნო ბიულეტენს, აცხადებს, ვისთვისაა მიცემული ხმა და გადასცემს მეორე მთვლელს. მესამე მთვლელი საარჩევნო ბიულეტენებს აწყობს ცალ-ცალკე, თითოეული საარჩევნო სუბიექტისათვის მიცემული ხმების შესაბამისად;
ბ) ცალკე ეწყობა დაუდგენელი ნიმუშის, ცალკე – საარჩევნო ბიულეტენები, რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული.
3. სამივე მთვლელთან დგას მეთვალყურე. მათ უფლება აქვთ დააკვირდნენ დათვლის მთელ პროცედურას, მიუთითონ შეცდომაზე, მოითხოვონ შეცდომის გასწორება, ხოლო მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაასაჩივრონ ქმედება ამ დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 27. საარჩევნო ბიულეტენის ბათილობის ცნობის საფუძვლები და წესი🔗
1.მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება შემდეგი სახის ბიულეტენის ნიმუშები:
ა) მასწავლებლის;
ბ) ზოგადი განათლების პირველი საფეხურის მოსწავლის მშობლის;
გ) ზოგადი განათლების მეორე საფეხურის მოსწავლის მშობლის;
დ) ზოგადი განათლების მესამე საფეხურის მოსწავლის მშობლის.
11. დამტკიცებული ნიმუშის ბიულეტენი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევა ბათილად, თუ:
ა) ბიულეტენი დამოწმებული არ არის ხელმომწერი საარჩევნო კომისიის ორივე წევრის ხელმოწერით;
ბ) შეუძლებელია იმის დადგენა, რომელ საარჩევნო სუბიექტს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) ხმა მიცემულია იმ სუბიექტის სასარგებლოდ, რომელიც არ შედის საარჩევნო ყუთის შესაბამის კანდიდატთა, აგრეთვე მშობლის შესაბამისი საფეხურის კანდიდატთა კატეგორიაში.
2. ყველა საარჩევნო ბიულეტენის დახარისხების შემდეგ მოწმდება ის საარჩევნო ბიულეტენები,რომელთა ნამდვილობაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული. თითოეული საარჩევნო ბიულეტენის ნამდვილობის საკითხს კენჭისყრით წყვეტს საარჩევნო კომისია. ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი ემატება ნამდვილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას, ხოლო ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენი – ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენების დასტას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება ბათილად მიჩნეული საარჩევნო ბიულეტენები და მათ ეწერება „ბათილია“, რასაც ხელს აწერენ საარჩევნო კომისიის წევრები. ეს ბიულეტენები პაკეტად იკვრება და მათ რაოდენობას საარჩევნო კომისიის მდივანი დაუყოვნებლივ აღნიშნავს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 28. კენჭისყრის შედეგების შეჯამება🔗
1. ამ დებულების 26-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ითვლება თითოეული საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა.
2. ბიულეტენების ყოველი პაკეტი უნდა შეიფუთოს და დაილუქოს. შეკვრას უნდა დაეწეროს სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი, ბიულეტენების სახე და რაოდენობა. პაკეტები ინახება სკოლის დირექციაში, რაზედაც ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და სკოლის დირექტორი/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
3. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამ მუხლში აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შესადგენად, საარჩევნო კომისიის მდივანი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს შემდეგ მონაცემებს:
ა) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ბ) არჩევნების დასახელება;
გ) კენჭისყრის ტური და თარიღი;
დ) ამომრჩეველთა სიაში მითითებული მასწავლებლებისა და თითოეულ საფეხურზე არსებულ მოსწავლეთა მშობლების (პრინციპით: „ერთი მშობელი – ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“) რაოდენობები ცალ-ცალკე;
ე) კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) რაოდენობები ცალ-ცალკე;
ვ) არჩევნების მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა (ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების მიხედვით);
ზ) მიღებულ ბიულეტენთა რაოდენობა;
თ) ბათილად მიჩნეულ ბიულეტენთა რაოდენობა;
ი) საარჩევნო სუბიექტების დასახელება, თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
კ) ნამდვილი ბიულეტენების რაოდენობა (კანდიდატებისათვის მიცემულ ხმათა რაოდენობების ჯამი);
ლ) ოქმის შედგენის თარიღი და დრო;
მ) ოქმის ის მონაცემები, რომლებსაც არ ეთანხმება კომისიის წევრი (ამ ჩანაწერს კომისიის წევრი აკეთებს გრაფაში „განსხვავებული აზრი“).
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული მონაცემების ასახვის და საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან ბეჭდავს შემაჯამებელი ოქმის იმდენ ეგზემპლარს, რამდენიც ესაჭიროება, რომლებიდანაც არჩევნების დღის მეორე დღეს ერთი გადაეცემა სკოლის დირექციას, მეორე – ახალარჩეულ სამეურვეო საბჭოს წევრთაგან უხუცესს, ხოლო მესამე – შესაბამის სამინისტროს.
5. საარჩევნო კომისიის ყველა წევრი ვალდებულია ხელი მოაწეროს ამობეჭდილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ყველა ეგზემპლარს. თუ საარჩევნო კომისიის წევრი უარს აცხადებს შემაჯამებელ ოქმზე ხელის მოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით.
6. საარჩევნო კომისია, კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, განკარგულებით ამტკიცებს შემაჯამებელ ოქმს. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების ნიმუშს ამტკიცებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
7. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით და არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი (ასეთის საჭიროების შემთხვევაში).
8. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენისთანავე, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ავტომატურად ნაწილდება გამარჯვებული კანდიდატი მასწავლებლებისა და მშობლების (საფეხურების მიხედვით) ვინაობა მიღებული ხმების მითითებით, რაც ავტომატურად აისახება განკარგულებაში. ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი მონაცემების საარჩევნო კომისიის მიერ დადასტურების შემდეგ, საარჩევნო კომისიის მდივანი ამობეჭდავს განკარგულებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რაოდენობის ეგზემპლარად და ეგზავნება იმავე პუნქტით დადგენილ სუბიექტებს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმთან ერთად. ამობეჭდილი განკარგულების ყველა ეგზემპლარს ხელს აწერს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.“
9. საარჩევნო კომისიის მდივანი ვალდებულია ამობეჭდილი და ხელმოწერილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და განკარგულება, ატვირთოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შესაბამის ველში.
10. ამ დებულების 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესით საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის ბიულეტენების გადაცემის შემთხვევაში, კოორდინატორი ამოწმებს/იკვლევს საარჩევნო კომისიის შესაბამისი განკარგულების დასაბუთებულობას, საარჩევნო კომისიაში წარდგენილ საჩივრებს და დამკვირვებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. კოორდინატორი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნული შემოწმება/გამოკვლევის შედეგად კოორდინატორი იღებს გადაწყვეტილებას ბიულეტენების დათვლის შესახებ ან შუამდგომლობს მინისტრის წინაშე არჩევნების ჩაშლილად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესით კოორდინატორის მიერ ბიულეტენების დათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კოორდინატორი შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში იწვევს საარჩევნო კომისიას, რომელიც კორდინატორის თანდასწრებით ითვლის ბიულეტენებს და ადგენს კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმს და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებას ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 18 ოქტომბრის ბრძანება №987-სსმIII, №152, 30.10.2007წ.; მუხ.1697
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 29. გამარჯვებულების გამოვლენა🔗
1. იმ სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 12 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 6 მასწავლებელი;
ბ) 2 პირველი საფეხურის მშობელი;
გ) 2 მეორე საფეხურის მშობელი;
დ) 2 მესამე საფეხურის მშობელი.
2. იმ სკოლებში, რომელშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება ზოგადი განათლების სამ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 6 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 3 მასწავლებელი;
ბ) 1 პირველი საფეხურის მშობელი;
გ) 1 მეორე საფეხურის მშობელი;
დ) 1 მესამე საფეხურის მშობელი.
3. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ორ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 12 წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 6 მასწავლებელი;
ბ) სამ-სამი მშობელი თითოეულ საფეხურზე.
4. იმ სკოლებში, რომლებშიც არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500-ზე ნაკლები მოსწავლე და სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ორ საფეხურზე, სამეურვეო საბჭოში აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 8 სამეურვეო საბჭოს წევრი შემდეგი პრინციპით:
ა) 4 მასწავლებელი;
ბ) ორ-ორი მშობელი თითოეულ საფეხურზე.
5. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე და არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 მოსწავლეზე ნაკლები, აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 3 მასწავლებელი და 3 მშობელი.
6. იმ სკოლის სამეურვეო საბჭოში, სადაც სწავლება ხორციელდება მხოლოდ ზოგადი განათლების ერთ საფეხურზე და არჩევნების დანიშვნის დღისათვის სწავლობს 500 და მეტი მოსწავლე, აირჩევა უმეტესი ხმების მქონე 6 მასწავლებელი და 6 მშობელი.
7. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში საარჩევნო კომისია ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს იმ კანდიდატებს შორის, რომელთა ხმებიც გაიყო. არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნების პირველი ტურიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. მეორე ტურში გამარჯვებულად ითვლება უმეტესი ხმების მქონე კანდიდატი არჩევნების მეორე ტური ტარდება ამ დებულებით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივნისის ბრძანება №629-სსმIII, №88, 30.06.2006წ.; მუხ.1173
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 30. არჩევნების შედეგების გამოქვეყნება🔗
დირექტორი უზრუნველყოფს არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ განკარგულების) გამოქვეყნებას სკოლის შენობაში ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას და მის განთავსებას სკოლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (ასეთი არსებობისას) არა უგვიანეს კენჭისყრის დღის მესამე დღისა . თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან/და დასვენების დღეს, არჩევნების შედეგები ქვეყნდება არა უგვიანეს მომდევნო პირველი სამუშაო დღისა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
გასაჩივრება
მუხლი 31. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
მუხლი 311. საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები🔗
1. არჩევნების პროცედურული დარღვევების გამო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილი პირები არიან:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატი;
ბ) ამოღებულია;
გ) დამკვირვებელი.
2. არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების) გასაჩივრების უფლება აქვს მხოლოდ სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 მაისის ბრძანება №283-სსმIII, №60, 18.05.2009წ.; მუხ.675
მუხლი 32. საარჩევნო კომისიის მიერ საჩივრის განხილვა🔗
1. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი შეიტანება საარჩევნო კომისიაში საარჩევნო უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე. კენჭისყრის დღეს პროცედურული დარღვევების გამო საჩივარი უნდა გადაეცეს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ან საარჩევნო კომისიის მდივანს, რომელიც ვალდებულია საჩივარი რეგისტრაციაში გაატაროს საჩივრების ჟურნალში, ხოლო განმცხადებელს გადასცეს თავისი ხელმოწერით დამოწმებული ცნობა, რომელშიც აღინიშნება შესაბამისი საჩივრის საარჩევნო კომისიაში მიღების თარიღი და დრო.
2. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია საჩივარზე დაუყოვნებლივ მოახდინოს სათანადო რეაგირება, შეამოწმოს საჩივრის საფუძვლიანობა, გამოასწოროს დარღვევა ან დასაბუთებული უარი უთხრას განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის თაობაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საჩივრების ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
მუხლი 33. საჩივრის შინაარსი🔗
საჩივარი უნდა იყოს შედგენილი წერილობითი ფორმით და მასში აღნიშნული უნდა იყოს:
ა) საჩივრის შედგენის თარიღი და დრო;
ბ) განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, პასპორტი) მიხედვით და მისამართი;
გ) ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება საჩივარი;
დ) სკოლის სახელწოდება/ნომერი და მისამართი;
ე) დარღვევის არსი და მისი ჩადენის დრო;
ვ) დასაბუთებული მოთხოვნა;
ზ) გარემოებები, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;
თ) მოწმის არსებობის შემთხვევაში მისი სახელი, გვარი და რეგისტრაციის ადგილი;
ი) დამრღვევის დადგენის შემთხვევაში მისი ის მონაცემები, რომელთა დადგენა შესაძლებელი გახდა;
კ) დამრღვევის ახსნა-განმარტება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) სხვა დამატებით ინფორმაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
მუხლი 34. საჩივრის განხილვის წესი სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში🔗
1. არჩევნების შედეგებზე (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) საჩივარი შეიტანება სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში არა უგვიანეს კენჭისყრის დღიდან 3 კალენდარული დღის ვადაში. კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი საჩივრდება მისი დამტკიცების შესახებ განკარგულებასთან ერთად.
2. სამინისტროში/შესაბამის სამინისტროში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩივრების განხილვის მიზნით, სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება არჩევნების საკითხებზე საჩივრების განმხილველი და არჩევნების შედეგების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია). კომისიის შექმნის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი.
3. კომისიის სხდომებს უძღვება კომისიის თავმჯდომარე. კომისიის თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
4. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება კომისიის დამსწრეთა უმრავლესობით. ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისია უფლებამოსილია, კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კონკრეტული საჩივრის შესწავლა-განხილვის მიზნით, თავისი შემადგენლობის ფარგლებში, შექმნას ქვეკომისიები, რომლებშიც კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, დასკვნის მომზადების მიზნით, ნაწილდება კონკრეტული საჩივარი/საკითხი.
6. ქვეკომისიის მიერ კონკრეტულ საჩივარზე მომზადებული დასკვნა წარედგინება კომისიას, რომელიც იღებს შემაჯამებელ დასკვნას და მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სამინისტროში საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში გამოცემის მიზნით, შუამდგომლობს მინისტრის წინაშე:
ა) საჩივარის მიღებაზე/განხილვაზე უარის თქმის თაობაზე;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ)საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი შედეგების ძალაში დატოვების თაობაზე;
დ) კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულების გაუქმების, საარჩევნო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად კენჭისყრის ახალი შედეგების დამტკიცებისა და სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაციის თაობაზე;
ე) არჩევნების შედეგების (კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი და მისი დამტკიცების შესახებ განკარგულება) ბათილად ცნობის და ხელახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე, თუ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგებზე.
7. სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი გადაწყვეტილების მიღებიდან 2 დღის ვადაში გადაუგზავნოს დაინტერესებულ პირს, შესაბამის სკოლას, საგანმანათლებლო რესურსცენტრს და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომში – მართვის სისტემა). სკოლა ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს გადაწყვეტილების გამოქვეყნება სკოლის შენობაში ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
9. საჩივრის განხილვის პროცესში სამინისტრო/შესაბამისი სამინისტრო უფლებამოსილია სკოლიდან გამოითხოვოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია (მათ შორის, საარჩევნო სიები, ბიულეტენების პაკეტები და ა.შ.), განხილვაში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს საარჩევნო კომისიის წევრები, კოორდინატორი, დამკვირვებელი და სხვა დაინტერესებული პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №392-სსმIII, №71, 12.06.2009წ.; მუხ.773
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
რეგისტრაცია, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
მუხლი 35. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია🔗
1. სამეურვეო საბჭოს წევრების რეგისტრაცია ხორციელდება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად, ამ დებულების 28-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის შედეგად.
2. კოორდინატორები და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლები მართვის სისტემაში და სამინისტროში წარადგენენ ინფორმაციას სამეურვეო საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით.
3. კოორდინატორებისა და სამინისტროს/შესაბამისი სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს არჩევნების კანონიერება და მიიღოს ამ დებულების 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“, „დ“ ან „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 მარტის ბრძანება №207-სსმIII, №39, 23.03.2006წ.; მუხ.466
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 მაისის ბრძანება №283-სსმIII, №60, 18.05.2009წ.; მუხ.675
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 36. არჩევნების ძალაში შესვლა და სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება🔗
1. არჩევნების შედეგები ძალაში შედის მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება წარმოიშობა, თუ არჩევნების შემდეგ დადასტურებულია სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.
3. სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრების – მასწავლებლის და მშობლის უფლებამოსილება ძალაში შედის მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაციის მომენტიდან.
4. სამეურვეო საბჭოში საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენლის, სამინისტროს მიერ დანიშნული პირის, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს სამხედრო მომზადებასა და განათლებას – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული პირის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული და სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლისათვის დადასტურებულად ქველმოქმედების გამწევი პირის (მათი არსებობის შემთხვევაში) უფლებამოსილება ძალაში შედის მათი არჩევის/დანიშვნის დღიდან.
5. სკოლა ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნულ პირთა შესახებ მონაცემები ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №906-სსმIII, №149, 06.11.2006წ.; მუხ.2074
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 37. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადა🔗
სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა არჩევიდან 3 წელი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 38. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეწყვეტა და შეჩერება🔗
1. სამეურვეო საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება, თუ:
ა) სამეურვეო საბჭოს წევრს, პედაგოგიურმა საბჭომ შეუწყვიტა უფლებამოსილება, როგორც საკუთარ წარმომადგენელს საბჭოში;
ბ) სამეურვეო საბჭოს წევრს, როგორც პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელს, შეუწყდა სკოლასთან შრომითი ურთიერთობა;
გ) მოსწავლე, რომლის წარმომადგენლადაც ითვლება სამეურვეო საბჭოს წევრი, გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან, შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი ან გადავიდა ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე;
დ) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი გაირიცხა/ამოირიცხა სკოლიდან ან შეუჩერდა მოსწავლის სტატუსი;
ე) მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელს უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება არჩევიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ;
ვ) ამას მოითხოვს სკოლის შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა მშობლების 1/3 პრინციპით: „ერთი მოსწავლე – ერთი ხმა“;
ზ) სამეურვეო საბჭოს წევრი გარდაიცვალა;
თ) სამეურვეო საბჭოს წევრმა უფლებამოსილება მოიხსნა პირადი განცხადების საფუძველზე;
ი) სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
კ) სამეურვეო საბჭოს წევრი სასამართლომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა, გარდაცვლილად გამოაცხადა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ლ) სამეურვეო საბჭოს წევრ მოსწავლის მშობელსა და სკოლას შორის წარმოიშვა შრომითი ურთიერთობა;
მ) სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა საჯარო სკოლის დირექციის წევრი;
ნ) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში.
2. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უწყდება:
ა) სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების 3-წლიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში;
ბ) სკოლის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ახლავს სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა;
გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამინისტროს გადაწყვეტილებით;
დ) სამეურვეო საბჭოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში – სამინისტროს გადაწყვეტილებით.
3. სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრის – მასწავლებლის და მშობლის უფლებამოსილების შეწყვეტა ძალაში შედის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციის მომენტიდან.
4. უფლებამოსილებაშეწყვეტილ სამეურვეო საბჭოს წევრს უნდა აღუდგეს სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი გაუქმდა.
5. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება უჩერდება, თუ არჩეულ წევრთა ნახევარზე მეტს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა და არ არსებობს სხვა კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატზე მეტი, მაგრამ საბჭოს წევრად ასარჩევად არასაკმარისი რაოდენობის ხმები, ან ეს კანდიდატი მოცემული დროისათვის აღარ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან მან წერილობით უარი განაცხადა სამეურვეო საბჭოს წევრობაზე.
6. სკოლა ვალდებულია სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე წერილობით აცნობოს მართვის სისტემას, ხოლო მართვის სისტემა უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეჩერების სტატუსის ასახვას.
7. უფლებამოსილებაშეჩერებულ სამეურვეო საბჭოს აღუდგება სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება, თუ ჩატარდება სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე არჩევნები იმ წევრთა გამოთავისუფლებულ ადგილებზე, რომლებსაც უფლებამოსილება შეუწყდათ ვადამდე და დადასტურდება სამეურვეო საბჭოს წევრთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 39. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაცია🔗
1. სამეურვეო საბჭო ვალდებულია ამ დებულების 38-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები ელექტრონულად წარუდგინოს მართვის სისტემას, მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვის გზით.
2. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით, სამეურვეო საბჭო ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახავს შემდეგ მონაცემებს/დოკუმენტებს:
ა) სამეურვეო საბჭოს იმ წევრის სახელი და გვარი, რომელსაც ვადამდე უწყდება უფლებამოსილება;
ბ) ამ დებულების 38-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველი;
გ) უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი.
3. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა რეგისტრირებულად ითვლება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მართვის სისტემის მიერ დადასტურების მომენტიდან.
4. მართვის სისტემა უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ არასრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში სკოლას დაუდგინოს ხარვეზი ელექტრონულად და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
5. მონაცემები რეგისტრირდება მათი ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში წარდგენიდან 30 დღის ვადაში. მონაცემები ავტომატურად რეგისტრირებულად მიიჩნევა, თუ სკოლის მიერ შესაბამისი მონაცემების/დოკუმენტების ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მართვის სისტემა არ დაადასტურებს და არ აცნობებს სკოლას აღმოჩენილი დარღვევის შესახებ.
6. სკოლა ვალდებულია სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის დადგომის შემთხვევაში დაუყონებლივ განახორციელოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი მონაცემების ასახვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 40. სამეურვეო საბჭოს წევრის და სამეურვეო საბჭოს რეგისტრაციის გაუქმება🔗
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის დადგომისთანავე სამეურვეო საბჭოს წევრს და სამეურვეო საბჭოს უწყდება უფლებამოსილება და ავტომატურად უქმდება რეგისტრაცია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
მუხლი 41. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრის შერჩევის წესი🔗
1. სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს ის მშობელი ან/და პედაგოგიური საბჭოს ის წევრი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში მიიღო სხვა კანდიდატებზე მეტი, მაგრამ საბჭოში მოსახვედრად არასაკმარისი რაოდენობის ხმები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სკოლა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში უთითებს იმ კანდიდატს, რომელიც დარჩენილი ვადით იკავებს სამეურვეო საბჭოს წევრის გათავისუფლებულ ადგილს და ტვირთავს სკოლის მიერ გაცემულ ცნობას, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ მოცემული დროისათვის აღნიშნული პირი კვლავ აკმაყოფილებს შესაბამისი კატეგორიის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
3. ახალი წევრი რეგისტრირებულად ითვლება ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მართვის სისტემის მიერ დადასტურების მომენტიდან.
4. მართვის სისტემა უფლებამოსილია, ახალი წევრის რეგისტრაციის შესახებ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ არასრულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, სკოლას დაუდგინოს ხარვეზი ელექტრონულად და მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის ასახვა ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
5. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირი აღარ შეესაბამება სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრობის კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს ან თუ არ არსებობს პირი, რომელიც მონაწილეობას ღებულობდა სამეურვეო საბჭოს შესაბამისი კატეგორიის წევრის არჩევნებში, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ასეთ შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს წევრი აირჩევა მხოლოდ უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 2 მაისის ბრძანება №310-სსმIII, №66, 14.05.2007წ.; მუხ.737
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 ოქტომბრის ბრძანება №176/ნ - ვებგვერდი, 01.11.2011 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის ბრძანება №03/ნ - ვებგვერდი, 09.01.2012 წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №42/ნ- ვებგვერდი,20.05.2016წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 23 აპრილის ბრძანება №82/ნ - ვებგვერდი, 25.04.2019წ.
გარდამავალი დებულებები
( ამოღებულია)
მუხლი 42. (ამოღებულია)🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 14 მაისის ბრძანება №271-სსმIII, №59, 14.05.2009წ.; მუხ.663
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის, მათთვის უფლებამოსილების შეწყვეტისა და რეგისტრაციის წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", №30, 17.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.22.022.008.037 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62638-15/