„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2006 ძალადაკარგული 30.12.2016
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.030.008.126
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 08/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (7)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.008.126

საქართველოს საგარეო საქმეთა

მინისტრის ბრძანება №38

2006 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ბეჟუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის ბრძანება №37-სსმIII, №33, 04.03.2008წ.; მუხ.364

2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №44-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.313

3. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ბრძანება №253-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1856

4. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის ბრძანება №167-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1300

5. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №189 - ვებგვერდი, 12.08.2011წ.

6. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის ძირითადი ამოცანაა ევროპულ სახელმწიფოებთან საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების ხელშეწყობა, სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ორმხრივი ურთიერთობების ანალიზის საფუძველზე შეიმუშაოს და დადგენილი წესით წარადგინოს მასალები, წინადადებები და რეკომენდაციები ევროპის სახელმწიფოებთან საქართველოს ურთიერთობათა საკითხებზე;

 ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამართოს მოლაპარაკება უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებთან, საგარეო-პოლიტიკურ უწყებებთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საერთშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან;

 გ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს წინადადებები და რეკომენდაციები საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაგეგმარებისა და განხორციელების შესახებ;

 დ) მონაწილეობა მიიღოს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტების შემუშავებასა და მოლაპარაკებებში, ასევე დადგენილი წესით წარუდგინოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას ხელშეკრულებათა დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ და დაინტერესებულ უწყებებთან ერთად აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის სახელმწიფოებთან;

 ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;

 ვ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია გაუწიოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ სამინისტროს ხელმძღვანელობის ინსტრუქციების ოპერატიულ შესრულებას;

 ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობას კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს წინადადებები, რეკომენდაციები და დასკვნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დასანიშნი პირების თაობაზე;

 თ) სუამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობისა და თანამშრომლობის განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;

 ი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციასთან, დემარკაციასთან და სასაზღვრო ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.

2. ფუნქციების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ, აგრეთვე სუამის ფარგლებში მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს შესაბამისი მითითებები და ინსტრუქციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე;

გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია მათ ადგილსამყოფელ ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მოვლენების, ამ ქვეყნების საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, აგრეთვე სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე;

დ) მოამზადოს ანგარიშები ოფიციალური და სხვა დელეგაციების ვიზიტების და სუამის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ;

ე) აწარმოოს მონიტორინგი ევროპის ქვეყნებში, აგრეთვე სუამის ორგანოებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მუშაობაზე; მათი წლიური ანგარიშის საფუძველზე და მონიტორინგის შედეგების მიხედვით მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის   ბრძანება №37-სსმIII, №33, 04.03.2008წ.; მუხ.364

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №44-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.313

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №189 - ვებგვერდი, 12.08.2011წ.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) განუსაზღვრავს დეპარტამენტის თანამშრომლებს შესასრულებელი ვალდებულებების სფეროს და აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ზედამხედველობას უწევს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვის კონტროლს;

ვ) დეპარტამენტის ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას და კონტროლს უწევს მას;

ზ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და რესურსების გამოყოფაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად;

ი) ამზადებს წარდგინებებს დეპარტამენტის თანამშრომლის დანიშვნის, დაწინაურების, გადაყვანის, დაქვეითების, როტაციის, შვებულებაში გასვლის, წახალისების, რანგის მინიჭების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და გათავისუფლების თაობაზე;

კ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფის მიზნით;

ლ) მინისტრს აბარებს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს.

3. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. ამოღებულია.

5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;

ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე;

ვ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას, ორი ან მეტი მოადგილის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შესრულება ეკისრება ერთ-ერთ მოადგილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №44-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.313

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის        ბრძანება №253-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1856

    მუხლი 4. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) დასავლეთ ევროპის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა.ა) დასავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი;

ა.ბ) ამ მუხლის „ა.ა“ ქვექვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;

ა.გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

ა.დ) საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა და კონტაქტების დამყარება;

ა.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება;

ბ) აღმოსავლეთ ევროპის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ბ.ა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;

ბ.ბ) ამ მუხლის „ბ.ა“ ქვექვეპუნქტით განსაზღვრული ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;

ბ.გ) წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

ბ.დ) საქართველოში აკრედიტებული საელჩოებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობების შესახებ სრული ინფორმაციის მოძიება და მუდმივი ხასიათის კონტაქტების დამყარება;

ბ.ე) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება;

გ) მეზობელი ქვეყნებისა და სუამის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

გ.ა) მეზობელი ქვეყნების შესახებ პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო ხასიათის ინფორმაციის პერიოდული მოძიება და ანალიზი;

გ.ბ) მეზობელი ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან კომპეტენციის ფარგლებში საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების განხორციელება;

გ.გ) მეზობელი ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მუდმივი კავშირის უზრუნველყოფა და კონტაქტების დამყარება;

გ.დ) საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში სუამის როლის შემდგომი განმტკიცების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

გ.ე) სუამის საწესდებო და სხვა ორგანოების სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების კოორდინაცია;

გ.ვ) სუამის ორგანოების წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;

გ.ზ) სუამის ფარგლებში საქართველოს თანამშრომლობის ხელშეწყობა და სუამის ფარგლებში ხელმოსაწერი შეთანხმებების, კონვენციების, დეკლარაციებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების შემუშავება, მათ შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება;

გ.თ) სუამის ორგანოებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომების მომზადების ხელშეწყობა;

გ.ი) სამინისტროს სხვა ქვედანაყოფების მიერ იმ კონკრეტულ დავალებათა შესრულების კოორდინაცია, რომლებიც სუამის ფარგლებში საქართველოს ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება;

გ.კ) სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წინადადებების წარდგენა სუამის ფარგლებში თანამშრომლობის თაობაზე;

გ.ლ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში წინადადებების, რეკომენდაციებისა და შესაბამისი ინსტრუქციების შემუშავება სამინისტროსა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;

გ.მ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დოკუმენტაციის (ვერბალური ნოტები, სასაუბრო მასალები) მომზადება;

დ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

დ.ა) საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თაობაზე ინფორმაციის ანალიზი;

დ.ბ) საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის, აგრეთვე საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შავ ზღვაზე ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის დელიმიტაციის სახელმწიფო კომისიის (შემდგომში – კომისია) სხდომაზე განსახილველ საკითხთა მომზადება, გადაწყვეტილებათა მისაღებად წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება;

დ.გ) მხარეთა კომისიების შეხვედრებისათვის ქართული მხარის პოზიციის შემუშავება და მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფორმატით;

დ.დ) კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მხარეთა კომისიების ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრებსა და სამუშაო გასვლებში მონაწილეობა;

დ.ე) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში ადგილებზე ჩასატარებელ აზომვებში მონაწილეობა და დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, ამ ფაქტთან დაკავშირებით, რეკომენდაციების მომზადება და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობა;

დ.ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მონიტორინგში მონაწილეობა;

დ.ზ) საქართველო-აზერბაიჯანის, საქართველო-სომხეთის, საქართველო-რუსეთის და საქართველო – თურქეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციისა და რედემარკაციის თაობაზე ინფორმაციის მომზადება, ანალიზი, წინადადებების და რეკომენდაციის მომზადება და ცალკეულ სამუშაოებში მონაწილეობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2008 წლის 27 თებერვლის   ბრძანება №37-სსმIII, №33, 04.03.2008წ.; მუხ.364

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 2 მარტის ბრძანება №44-სსმIII, №25, 06.03.2009წ.; მუხ.313

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2009 წლის 8 დეკემბრის        ბრძანება №253-სსმIII, №156, 22.12.2009წ.; მუხ.1856

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №189 - ვებგვერდი, 12.08.2011წ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 ივლისის ბრძანება №154 - ვებგვერდი, 17.07.2012წ.

    მუხლი 5. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა

  1. დეპარტამენტში შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სამმართველოს/სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 2. სამმართველოს/ სამსახურის უფროსი:

 ა) სამმართველოს/სამსახურის უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს /სამსახურის საქმიანობას;

 ბ) ანაწილებს სამმართველოში/სამსახურში შესულ მასალებს;

 გ) ახორციელებს სამმართველოს/ სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს;

 დ) სამმართველოს/ სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს;

 ე) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან შეთანხმებით წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს სამმართველოს/სამსახურის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

 ვ) ასრულებს ცალკეულ დავალებებს დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით;

 ზ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.

 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2010 წლის 15 ივლისის   ბრძანება №167-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1300

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2011 წლის 11 აგვისტოს ბრძანება №189 - ვებგვერდი, 12.08.2011წ.

    მუხლი 6. დასკვნითი დებულებანი

დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე”, №38, 31.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.008.126 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.07.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62926-6/