“აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილის ნუმერაცის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
06.02.2006 ძალადაკარგული 16.04.2015
ნომერი
№89
სარეგისტრაციო კოდი
200.120.000.22.033.008.148
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 17, 08/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (5)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.008.148

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №89

2006 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის XXXVIII თავის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.

+
დამტკიცდეს აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემა №1 დანართის შესაბამისად.

2.

+
ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დაბეჭდილ აქციზურ მარკებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა სამომხმარებლო ბაზარზე და ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანებით დამტკიცებული აქციზური მარკების გაცემა განახორციელოს ეტაპობრივად, თითოეული პროდუქციის სახეობაზე არსებული აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემდეგ.

3.

+
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 მაისის ბრძანება №393-სსმIII, №63, 08.05.2006წ.; მუხ.823

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №68-სსმIII, №14, 01.02.2007წ.; მუხ.155

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №820-სსმIII, №158, 03.11.2008წ.; მუხ.1585

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის ბრძანება №312-სსმIII, №65, 29.05.2009წ.; მუხ.717

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის ბრძანება №502-სსმIII, №74, 23.06.2010წ.; მუხ.1080

+

დანართი №1

აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემა

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

+

1. აღნიშნული სისტემა განსაზღვრავს საქართველოს აქციზური მარკების ფერებს, ნუმერაციას, მათზე აღნიშნულ სიტყვიერ წარწერებსა და ტარის ტევადობას.

2. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე-სუბიექტის მიერ წარმოდგენილ განაცხადსა და სპეციფიკაციაში (ლუდისა და ალკოჰოლიანი სასმელების შემთხვევაში) აღნიშნული იქნება ისეთი მოცულობის ტარა, რომელიც ზუსტად არ მიესადაგება აქციზურ მარკებზე აღნიშნულ მოცულობებს, გაიცემა მარაგში არსებული ყველაზე მიახლოებული უფრო დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები.

3. პროდუქციის სახეობის ფარგლებში, საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) შესაბამისი კოდის მქონე პროდუქციისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, მეწარმეთა მოთხოვნების დაკმაყოფილების და აქციზური მარკების დეფიციტის თავიდან აცილების მიზნით (ლუდსა და ალკოჰოლურ სასმელებზე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) უფლებამოსილია, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გასცეს სეს ესნ-ის სხვა კოდისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 258-ე მუხლის შესაბამისად აქციზის არანაკლები განაკვეთის მქონე საქონლისათვის განკუთვნილი იგივე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში მარაგში არსებული ყველაზე მიახლოებული უფრო დაბალი ტარის მოცულობისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა. დაუშვებელია იმპორტული და ადგილობრივი ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ერთმანეთით შეცვლა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 3 მაისის ბრძანება №393-სსმIII, №63, 08.05.2006წ.; მუხ.823

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის ბრძანება №312-სსმIII, №65, 29.05.2009წ.; მუხ.717

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის ბრძანება №502-სსმIII, №74, 23.06.2010წ.; მუხ.1080

    მუხლი 2. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი თვითწებადი აქციზური მარკები

+

1. პროდუქციის სახეობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებს აქვთ შემდეგი ფონური ფერი, განურჩევლად მათი წარმომავლობისა:

ა) იისფერი – აქციზურ მარკას, რომელზეც არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ (არაყი);

ბ) წითელი – აქციზურ მარკას, რომელზეც არ არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ.

2. პროდუქციის წარმომავლობის მიხედვით ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებს აქვთ შემდეგი ფონური ფერი და წარწერა:

ა) მწვანე ფერი, წარწერით „ადგილობრივი“ – ადგილობრივი წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზურ მარკას;

ბ) ცისფერი ფერი, წარწერით „იმპორტი“ – იმპორტული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელის აქციზურ მარკას.

3. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაცია განისაზღვრება სერიის აღმნიშვნელი ქართული ანბანის ორი ასო-ნიშნითა და რვაციფრიანი რიგითი ნომრით.

4. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების პირველი სერიული ასო-ნიშანი განსაზღვრავს სეს ესნ-ის შესაბამის კოდის მქონე შემდეგ პროდუქციას:

ა) ა – არაყი, სეს ესნ-ის კოდი 220860;

ბ) ბ – სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით, სეს ესნ-ის კოდი 220820;

გ) ლ – ლიქიორი და ტკბილი ნაყენი, სეს ესნ-ის კოდი 220870;

დ) ე – ეთილის სპირტი, სეს ესნ-ის კოდი 2207;

ე) ს – ვისკი, სეს ესნ-ის კოდი 220830; რომი და ტაფია, სეს ესნ-ის კოდი 220840; ჯინი და ღვინის ნაყენი, სეს ესნ-ის კოდი 220850; სხვა დადუღებული სასმელები, სეს ესნ-ის კოდი 220600; სხვა სპირტიანი სასმელები, სეს ესნ-ის კოდი 220890.

5. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების სერიის მეორე ასო-ნიშანი ცვალებადია და რვაციფრიანი რიგითი ნომრის შევსების შემთხვევაში იცვლება სხვა ანბანური ასო-ნიშნით.

6. ალკოჰოლური სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე აღნიშნულია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:

ა) არაყისათვის –

0.051ლ-0,100ლ

0.101ლ-0,200ლ

0.201ლ-0,250ლ

0.251ლ-0,300ლ

0.301ლ-0,400ლ

0.401ლ-0,500ლ

0.501ლ-0,700ლ

0.701ლ-1,00ლ

1,001ლ-2,00ლ

2,001ლ-10,00ლ

ბ) სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის, ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით –

0,051ლ – 0.200ლ

0,201ლ – 0.300ლ

0,301ლ – 0.500ლ

0,501ლ – 0.750ლ

გ) ლიქიორისა და ტკბილი ნაყენისათვის –

0,051ლ – 0.200ლ

0,201ლ – 0.300ლ

0,301ლ – 0.500ლ

0,501ლ – 0.750ლ

0.751ლ – 1,00ლ

დ) ეთილის სპირტისათვის - 

0,051ლ–0,300ლ

0,301ლ–0,500ლ

0,501ლ–0,750ლ

ე) სხვა ალკოჰოლური სასმელებისათვის (ვისკი, რომი და ტაფია, ჯინი და ღვინის ნაყენი, სხვა დადუღებული სასმელები, სხვა სპირტიანი სასმელები)

0,051ლ – 0.200ლ

0,201ლ – 0.500ლ

0,501ლ – 0,750ლ

0,751ლ – 1,00ლ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №820-სსმIII, №158, 03.11.2008წ.; მუხ.1585

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 მაისის ბრძანება №312-სსმIII, №65, 29.05.2009წ.; მუხ.717

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის ბრძანება №502-სსმIII, №74, 23.06.2010წ.; მუხ.1080

 

    მუხლი 3.  ამოღებულია

+

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 ოქტომბრის ბრძანება №820-სსმIII, №158, 03.11.2008წ.; მუხ.1585

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის ბრძანება №502-სსმIII, №74, 23.06.2010წ.; მუხ.1080

    მუხლი 4. თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები

+

1. თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაცია განისაზღვრება სერიის აღმნიშვნელი ქართული ანბანის ორი ასო-ნიშნითა და რვაციფრიანი რიგითი ნომრით.

2. ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის ფონური ფერია:

ა) ცისფერი – ადგილობრივი თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა;

ბ) მუქი წითელი – ადგილობრივი თამბაქო (უფილტრო).

3. იმპორტული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის ფონური ფერია:

ა) წითელი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა;

ბ) ცისფერი – ნარინჯისფერი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი), სიგარა, სიგარილა;

გ) ლურჯი – იმპორტული თამბაქო (უფილტრო);

დ) ყავისფერი-იასამნისფერი – იმპორტული თამბაქო (უფილტრო).

4. თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების სერიის აღმნიშვნელი ასო-ნიშნები იცვლება ალფაბეტური წესით რიგითი ნომრების ამოწურვის მიხედვით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის ბრძანება №502-სსმIII, №74, 23.06.2010წ.; მუხ.1080

    მუხლი 5.  ამოღებულია

+

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 21 ივნისის ბრძანება №502-სსმIII, №74, 23.06.2010წ.; მუხ.1080

    მუხლი 6. ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები

+

1. ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია:

ა) მწვანე – ადგილობრივი;

ბ) ლურჯი – იმპორტული.

2. ლუდისათვის განკუთვნილ აქციზური მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის აღმნიშვნელი ციფრობრივი მაჩვენებელი, სერიის მაჩვენებელი ლათინური ანბანის ორი ასო-ნიშნი და შვიდციფრიანი რიგითი ნომერი:

ა) ადგილობრივი ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:

0,33 ლ

0,5 ლ

1,0 ლ

1,5 ლ

2,0 ლ

2,25 ლ

ბ) სერიის მაჩვენებელი ლათინური ანბანის ორივე ასო-ნიშანი იცვლება ალფაბეტური წესით;

გ) იმპორტული ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე დატანილია ტარის მოცულობის შემდეგი მაჩვენებლები:

0,3 ლ

0,5 ლ

1,0 ლ

1,5 ლ

2,0 ლ

2,25 ლ

დ) იმპორტული ლუდისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებზე პირველი ლათინური ანბანის ასო-ნიშანი „I“ უცვლელია და აღნიშნავს „იმპორტს”, ხოლო მეორე იცვლება ალფაბეტური წესით რიგითი ნომრის ამოწურვის მიხედვით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის ბრძანება №68-სსმIII, №14, 01.02.2007წ.; მუხ.155

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილის ნუმერაცის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ", №89, 06.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.120.000.22.033.008.148 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62992-5/