„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება №24 |
|
2024 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 8. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სამსახურში შექმნილია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:
ა) სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი;
ბ) პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი;
გ )ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
დ) იურიდიული დეპარტამენტი;
ე) გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტი;
ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი;
ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი;
თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
კ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
ლ) მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო.
მ) ოპერატიული სამმართველო.“.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი
1. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) აღმოსავლეთ საქართველოს I სამმართველო;
ბ) აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველო;
გ) ქვემო ქართლის სამმართველო;
დ) კახეთის სამმართველო;
ე) დასავლეთ საქართველოს სამმართველო;
ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო;
ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო.
2. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის კახეთის, დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის სამმართველოების ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება.
3. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს I და აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოების ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება, გარდა ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ დანაშაულებისა, რომელთა გამოძიებაც მიეკუთვნება პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციას.
4. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ, კომპეტენციას მიკუთვნებულ, დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება;
ბ) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ, კომპეტენციას მიკუთვნებულ, დანაშაულებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურისა და სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში მონაწილეობა;
ე) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ზ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
თ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
ი) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;
კ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
მ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც/რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც აწარმოებს იგი გამოძიებას. ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამავე უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე;
გ) გამოიყენოს კვლევის სპეციფიკური საშუალებები და მეთოდები დანაშაულის სხვადასხვა სახის კვალთა, საგნის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით;
დ) განახორციელოს პირის დაქტილოსკოპირება, ფოტო- და ვიდეოგადაღება, გენეტიკური დაქტილოსკოპირება, ოდოროლოგიური კვალისა და სხვა ნიმუშების აღება;
ე) მიმართოს სხვა სახელმწიფო უწყებებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალურ კვლევების ჩატარების მიზნით;
ვ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები;
ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
6. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთ საქართველოს I სამმართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოს, კახეთის სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოსა და ქვემო ქართლის სამმართველოების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.
3. დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 მუხლი:
„მუხლი 91. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი
1. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) საგამოძიებო სამმართველო.
2. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით.
3. პირადი ცხოვრების ხელყოფის დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ, კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება;
ბ) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ, კომპეტენციას მიკუთვნებულ დანაშაულებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელება;
გ) პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის საქმეთა გამოძიების პროცესში ერთგვაროვანი მიდგომების დამკვიდრების მიზნით პრაქტიკის დამდგენი მიდგომების განვითარება, მეთოდიკური მითითებების შემუშავება და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფისთვის გაზიარება;
დ) პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის საქმეთა გამოძიების პროცესში გამოკვეთილი გარემოებების ანალიზი პრევენციული მიდგომების განვითარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით;
ე) კომპეტენციის ფარგლებში პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ი) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
კ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
ლ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;
მ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ო) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;
პ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;
ბ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც/რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც აწარმოებს იგი გამოძიებას. ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამავე უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე;
გ) გამოიყენოს კვლევის სპეციფიკური საშუალებები და მეთოდები დანაშაულის სხვადასხვა სახის კვალთა, საგნის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით;
დ) განახორციელოს პირის დაქტილოსკოპირება, ფოტო- და ვიდეოგადაღება, გენეტიკური დაქტილოსკოპირება, ოდოროლოგიური კვალისა და სხვა ნიმუშების აღება;
ე) მიმართოს სხვა სახელმწიფო უწყებებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალურ კვლევების ჩატარების მიზნით;
ვ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები;
ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.
5. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.
4. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი
1. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამსახურის საქმიანობაში თანამედროვე ინფორმაციული სისტემების დანერგვა და ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით სამსახურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ბ) სამსახურის ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვა.
2. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამსახურის ინფორმაციული სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური მონიტორინგი და ადმინისტრირება;
ბ) სამსახურში არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა;
გ) სამსახურის კომპიუტერული ტექნიკისა და ინფორმაციული სისტემების დანერგვის, რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
დ) ახალი ინფორმაციული სისტემების ინიცირება, საჭირო კრიტერიუმებისა და სათანადო ტექნიკური დავალებების შემუშავება, მათი შექმნა, დანერგვა და შემდგომი მხარდაჭერა;
ე) სამსახურის სხვა დეპარტამენტებისთვის კონსულტაციისა და დახმარების გაწევა დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ვ) გამოძიების პროცესში ელექტრონული მტკიცებულებების ამოღებისას და დამუშავებისას საგამოძიებო დანაყოფის მხარდაჭერა, კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების ათვისებაში სამსახურის პერსონალის ხელშეწყობა შესაბამისი ტრენინგებით უზრუნველყოფისა და სახელმძღვანელო-საცნობარო მასალების მოპოვება-მომზადების გზით;
თ) „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
ი) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკისა და მისი დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვის პროცესში მონაწილეობა და პერიოდული ანგარიშის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის/კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისათვის/მოადგილისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;
კ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება, მათი დანერგვის პროცესში მონაწილეობა, რეკომენდაციების მომზადება და მათ შესრულებაზე მონიტორინგი;
ლ) ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება და მათზე რეაგირება;
მ) თავისი საქმიანობის ანალიზზე დაყრდნობით, დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ხარვეზების გამოვლენა და მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ნ) დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრობლობა;
ო) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
პ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
ჟ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;
რ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ტ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის და კურატორი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;
უ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს მისი ფუნქციების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან;
ბ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტის ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის.“.
5. 171 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გამომძიებლის, საგამოძიებო დანაყოფის წარმომადგენლის და მოქალაქის შეხვედრის ორგანიზება;“.
6. დაემატოს შემდეგი რედაქციის 172 მუხლი:
,,172 . ოპერატიული სამმართველო.
1. ოპერატიული სამმართველოს ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა ეფექტიანი გამოძიების პროცესში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის ხელშეწყობა, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელების გზით.
2. ოპერატიული სამმართველოს ფუნქციებია:
ა) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადაუდებელი ღონისძიებების (შემთხვევის ადგილის დაცვა, დაკავება, პირადი ჩხრეკა) განხორციელება;
დ) შემთხვევის ადგილისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება, იმ პირთა იდენტიფიცირება, რომლებიც შესაძლოა ფლობდნენ გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას;
ე) სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში მონაწილეობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ სამმართველოში შესული კორესპონდენციის განხილვა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურისა და სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში მონაწილეობა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა;
ლ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება;
მ) სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება;
ნ) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება;
ო) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება სამმართველოს მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე;
პ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;
ჟ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება;
რ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
2. ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1-ლი აპრილიდან.
|
+
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 07/06/2022, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.79.092.016009) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების: 1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 8. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სამსახურში შექმნილია შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ა) სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი; ბ) პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი; გ )ადმინისტრაციული დეპარტამენტი; დ) იურიდიული დეპარტამენტი; ე) გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტი; ვ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი; ზ) ეკონომიკური დეპარტამენტი; თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი; ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; კ) გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი); ლ) მსხვერპლთა უფლებების დაცვის სამმართველო. მ) ოპერატიული სამმართველო.“. 2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი 1. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) აღმოსავლეთ საქართველოს I სამმართველო; ბ) აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველო; გ) ქვემო ქართლის სამმართველო; დ) კახეთის სამმართველო; ე) დასავლეთ საქართველოს სამმართველო; ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველო. 2. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის კახეთის, დასავლეთ საქართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის სამმართველოების ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება. 3. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის აღმოსავლეთ საქართველოს I და აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოების ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ დანაშაულთა გამოძიება, გარდა ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმ დანაშაულებისა, რომელთა გამოძიებაც მიეკუთვნება პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა დეპარტამენტის კომპეტენციას. 4. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ, კომპეტენციას მიკუთვნებულ, დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარება; ბ) „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულ, კომპეტენციას მიკუთვნებულ, დანაშაულებზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში შესული კორესპონდენციის განხილვა; დ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურისა და სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების პროცესში მონაწილეობა; ე) კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო აქტივობებისა და ტრენინგების ჩატარების შესახებ წინადადებების ინიცირება, ასევე მათი ჩატარება ან განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში მიზნობრივი ჯგუფებისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით წინადადებების ინიცირება და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; ზ) სამსახურში შექმნილი კომისიების/სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება; თ) დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების პერიოდულად აღრიცხვა, განახლება და გამოძიების ხარისხის მონიტორინგისა და ანალიტიკური დეპარტამენტისთვის მიწოდება; ი) სამსახურის სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში მათი შესრულება; კ) საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება დეპარტამენტის მიერ დაგეგმილი შესაბამისი პროექტების, ღონისძიებებისა და შეხვედრების თაობაზე; ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის წლიური ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა; მ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის/მოადგილის დავალების საფუძველზე სხვა ფუნქციების განხორციელება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტაცია და დახმარება სამსახურის სხვა სტრუქტურული ერთეულისგან/თანამშრომლისგან; ბ) საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომელიც/რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის ფაქტზეც აწარმოებს იგი გამოძიებას. ამ უწყების ტექნიკურ აღჭურვილობას/საშუალებებს ან/და სატრანსპორტო საშუალებებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იყენებს მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობისას, ამავე უწყებასთან შეთანხმების საფუძველზე; გ) გამოიყენოს კვლევის სპეციფიკური საშუალებები და მეთოდები დანაშაულის სხვადასხვა სახის კვალთა, საგნის და ნივთიერი მტკიცებულებების აღმოჩენის, დაფიქსირების, ამოღებისა და მათი შემდგომი გამოკვლევის მიზნით; დ) განახორციელოს პირის დაქტილოსკოპირება, ფოტო- და ვიდეოგადაღება, გენეტიკური დაქტილოსკოპირება, ოდოროლოგიური კვალისა და სხვა ნიმუშების აღება; ე) მიმართოს სხვა სახელმწიფო უწყებებს საექსპერტო-კრიმინალისტიკური და სპეციალურ კვლევების ჩატარების მიზნით; ვ) მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები; ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რომლებიც აუცილებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური შესრულებისთვის. 6. სპეციალურ საქმეთა გამოძიების დეპარტამენტში შემავალი აღმოსავლეთ საქართველოს I სამმართველოს, აღმოსავლეთ საქართველოს II სამმართველოს, კახეთის სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამმართველოსა და ქვემო ქართლის სამმართველოების სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.“.3. დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 მუხლი:
3. დაემატოს შემდეგი რედაქციის 91 მუხლი:
„მუხლი 91. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი
„მუხლი 91. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტი
2. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით.
2. პირადი ცხოვრების ხელყოფის საქმეთა გამოძიების დეპარტამენტის ამოცანაა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ იმ დანაშაულთა გამოძიება, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1571, 158-ე და 159-ე მუხლებით.
5. 171 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
5. 171 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6. დაემატოს შემდეგი რედაქციის 172 მუხლი:
6. დაემატოს შემდეგი რედაქციის 172 მუხლი:
,,172 . ოპერატიული სამმართველო.
,,172 . ოპერატიული სამმართველო.
+
2. ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2025 წლის 31 მარტის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 31.03.2025წ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კარლო კაციტაძე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსიკარლო კაციტაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2025.
- როდის იქნა მიღებული „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 22.11.2024. მიმღები ორგანო — სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 080240000.79.092.016024.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.04.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის 2022 წლის 7 ივნისის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №24, 22.11.2024, სარეგისტრაციო კოდი 080240000.79.092.016024 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6313370/