საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციიის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.280.000.22.033.008.204
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №145
2006 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და 1101 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №1745-სსმIII, №170, 20.12.2006წ.; მუხ.2290
1. დამტკიცდეს „ინსტრუქცია საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №1046 ბრძანება „საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 2005 წ., №1446, მუხ. 125).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1556-სსმIII, №164, 07.12.2006წ.; მუხ.2229
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №1745-სსმIII, №170, 20.12.2006წ.; მუხ.2290
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №60, 30.04.2007წ.; მუხ.679
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №664-სსმIII, №119, 18.08.2008წ.; მუხ.1264
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №795-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1533
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №255-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.587
ინსტრუქცია
საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების
გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის
პროცედურების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 1101 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს.
2. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელონ საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
3. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების დროს, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმი.
მუხლი 2. საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების განსახორციელებელი ღონისძიებები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების სრულყოფილად უზრუნველყოფისათვის
1. საგადასახადო ინსპექციების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) სტრუქტურული ქვედანაყოფები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების სრულყოფილად ჩატარებისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ღონისძიებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება):
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგის-ტრაციაში გატარებას, ფისკალური მეხსიერების ჩართვას (საგადასახადო ინსპექტორის პაროლის შეტანას), სარეგისტრაციო ბარათების და საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ცნობის გაცემას;
ბ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს 10 რიცხვისა, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას/კონტროლის სამმართველოს გადასცემს წინა საანგარიშო თვეში ახლად დარეგისტრირებული და მოქმედი იმ გადასახადის გადამხდელების ნუსხას, რომლებსაც არა აქვთ დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატები. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობის ადგილი არ ექცევა მოცემული საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ტერიტორიის შიგნით, ასეთი გადამხდელების სია გადაგზავნილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში;
გ) საგადასახადო ინსპექციაში/რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს აცნობს მას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებს და გადასცემს წერილობით ინფორმაციას საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი მოდელების შესახებ;
დ) საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევაზე გამოტანილი გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე ახდენს შესაბამისი სანქციის დარიცხვას გადამხდელის პირად ბარათზე და ამზადებს შესაბამის „საგადასახადო მოთხოვნას“;
ე) დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ინფორმაციას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით უგზავნის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას/კონტროლის სამმართველოს.
3. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილება/კონტროლის სამმართველო:
ა) საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციული-ტერიტორიულ ფარგლებში სისტემატურად ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს. უზრუნველყოფს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოდან/მომსახურების სამმართველოდან/გადამხდელთა მომსახურების ცენტრიდან (განყოფილებიდან) გადმოგზავნილი ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამისი პირების მიმართ ახორციელებს კონტროლის პროცედურებს;
ბ) ამზადებს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის ბრძანების პროექტს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმისა და გამოყენების წესების დარღვევის, აგრეთვე მომხმარებელზე ჩეკის გაუცემლობასა (აპარატის გამოუყენებლობაზე) ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტების გამოვლენის მიზნით;
დ) ახორციელებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს/იურიდიულ სამმართველოს;
ვ) დარიცხული სანქციის გადაუხდელობის შემთხვევაში გადამხდელთა მიმართ ახორციელებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი/საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/კონტროლის სამმართველო/საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:
ა) საგადასახადო შემოწმების დროს ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს და გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში;
ბ) შემოწმების მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას)/საგადასახადო ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის.
5. იურიდიულ საკითხთა სამმართველო/იურიდიული სამმართველო:
ა) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოდან/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებიდან/კონტროლის სამმართველოდან მიღებული ოქმების საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტებს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ და წარუდგენს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს;
ბ) საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლენილ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტს ასახავს ინსპექციის გადაწყვეტილების (ბრძანების) პროექტში, რომელსაც წარუდგენს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №795-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1533
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №255-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.587
მუხლი 3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ
1. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე მუდმივი კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო ინსპექციის/ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი/მოადგილე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;
ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების ჩამტარებელი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანამდებობას, სახელს და გვარს;
გ) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) სამოქმედო ტერიტორიას (კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი აღწერით) და იმ გადამხდელთა სრულ ჩამონათვალს, რომლის მიმართაც მუდმივად უნდა განხორციელდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურები.
2. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე და მითითებულ გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე სისტემატური კონტროლი.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის შემდეგ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დაუყოვნებლივ ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 4. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის განსახორციელებელი ღონისძიებები და უფლებამოსილებანი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის გამოვლენის მიზნით
1. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს ახორციელებს ის საგადასახადო ინსპექცია/ რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გადასახადის გადამხდელი.
2. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები ხორციელდება გადასახადის გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებენ გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილების/კონტროლის სამმართველოს თანამშრომლები საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში განთავსებულ გადასახადის გადამხდელებთან მიმართებით.
4. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ის თანამშრომელი, რომელიც საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით მიმაგრებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ.) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავსებულ ან ბრძანებაში მითითებულ კონკრეტულ გადასახადის გადამხდელთა იმ ობიექტებზე, საიდანაც ხდება საქონლის (მომსახურების) მიწოდება და მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორება, უფლებამოსილია შევიდეს შესაბამის ობიექტზე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების შემოწმების მიზნით.
5. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურის განხორციელების დროს, საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობის ან მათი გამოუყენებლობის ფაქტის დადგენის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომელი ობიექტის ხელმძღვანელისთვის (ხელმძღვანელის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში – ობიექტის ტერიტორიაზე მომუშავე ნებისმიერი პირებისათვის) სამსახურებრივი მოწმობისა და მისი უფლებამოსილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის შემდეგ, უფლება-მოსილია:
ა) ობიექტზე შეამოწმოს:
ა.ა) საკონტროლო-სალარო აპარატის არსებობა;
ა.ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის ტექნიკური გამართულობა;
ა.გ) საკონტროლო-სალარო აპარატზე საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათი;
ა.დ) ემთხვევა თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის საქარხნო ნომერი საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ გაცემულ სარეგისტრაციო ბარათში ნაჩვენებ ნომერს;
ა.ე) არის თუ არა აპარატზე საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ლუქი;
ბ) აპარატის გაუმართაობის შემთხვევაში მოითხოვოს ობიექტის ხელმძღვანელისგან (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მოლარე-ოპერატორის ფუნქციის შემსრულებელი პირისგან) აპარატის დაზიანების თარიღის და დაზიანების აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების (მიმართვა ტექნიკური მომსახურების საწარმოზე და საგადასახადო ინსპექციაზე/რეგიონალურ ცენტრზე (საგადასახადო ინსპექციაზე)) შესახებ ინფორმაცია. ამის შემდეგ შეამოწმოს, აწარმოებს თუ არა აპარატის გაუმართაობის პერიოდში გადასახადის გადამხდელი ცალკეული საქონლის (მომსახურების) გაყიდვიდან მიღებული ფულადი ამონაგები თანხის ასახვას მოლარე-ოპერატორის ჟურნალში;
გ) საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ;
დ) საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას შეადგინოს შესაბამისი ოქმი.
6. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესაბამის უფლებამოსილ პირებს, ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილების გარდა, უფლება აქვთ:
ა) საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდონ კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინონ ამ თანხების გადამხდელის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე;
ბ) სალაროს წიგნის, მოლარე-ოპერატორის ჟურნალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მაჩვენებლები შეუდარონ სალაროში არსებულ ნაღდ ფულს;
გ) მისცენ წინადადება გადამხდელს წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ;
დ) მოახდინონ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის ან მათი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.
7. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ის თანამშრომელი, რომელიც უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით განპირობებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ.) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავსებულ ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ კონკრეტულ გადასახადის გადამხდელთა ობიექტებზე შესვლისას, უფლებამოსილია საგადასახადო სამართლდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და მოახდინოს დაკვირვება მოლარის მიერ ფულის მიღებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების და ქვითრის (ჩეკის) მომხმარებელზე გაცემის პროცედურაზე. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ან მომხმარებელზე ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთი და იგივე ობიექტში სისტემატურად.
8. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრეების გარეშე.
9. მომხმარებელზე ჩეკის გაუცემლობის ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტის გამოვლენის მიზნით საგადასახადო ორგანო ორგანიზებას უკეთებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვას. ამ მიზნით განიხილავს ფულადი სახსრების გამოყოფის საკითხს და ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) იცავს ღონისძიების კონფიდენციალობას;
ბ) უზრუნველყოფს გამოყოფილი ფულადი სახსრების დაცვას;
გ) საჭიროების შემთხვევაში ღონსძიებას უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტით და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
10. საკონტროლო შესყიდვის დროს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია გამოვიდეს როგორც მომხმარებელი (საქონლის/მომსახურების მიმღები). საკონტროლო შესყიდვისთვის გამოიყენება ეროვნული ვალუტა.
11. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის ნებისმიერი პროცედურის განხორციელების დროს სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გატარების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ან გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956

მუხლი 5. ამოღებულია

მუხლი 6. ამოღებულია

მუხლი 7. ამოღებულია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №664-სსმIII, №119, 18.08.2008წ.; მუხ.1264

დანართი №1 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1556-სსმIII, №164, 07.12.2006წ.; მუხ.2229
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №60, 30.04.2007წ.; მუხ.679

დანართი №2
ბრძანება
საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ
----------------------საგადასახადო ინსპექცია/რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
„---------„ ------------------------ 200 წ.
-------------------------------------- საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის
(საგადასახადო ინსპექციის) უფროსმა/მოადგილემ
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
განვიხილე 200 წ. „---------„ ------------------------- --------------------------------
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მასზე დართული მასალები
გამოვარკვიე ------------------------------------------------- დაარღვია------------------------------------
გადამხდელის (სამართალდამრღვევის) დასახელება
----------------------------------------------------------------------------------------------- მოთხოვნები
მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, რომელიც იყო დარღვეული
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის და 139-ე მუხლის ---- ნაწილის ------- ქვეპუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. ------------------------------------------------------- პასუხისმგებლობის ზომად სანქციის სახით

განესაზღვროს ჯარიმა თანხით ------------- ლარი.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)
უფროსი/მოადგილე
--------------------------------------
(ხელმოწერა)
ბ.ა.

+

ბ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს 10 რიცხვისა, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას გადასცემს წინა საანგარიშო თვეში ახლად დარეგისტრირებული და მოქმედი იმ გადასახადის გადამხდელების ნუსხას, რომლებსაც არა აქვთ დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატები. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობის ადგილი არ ექცევა მოცემული საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ტერიტორიის შიგნით, ასეთი გადამხდელების სია გადაგზავნილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში;
ბ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს 10 რიცხვისა, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას/კონტროლის სამმართველოს გადასცემს წინა საანგარიშო თვეში ახლად დარეგისტრირებული და მოქმედი იმ გადასახადის გადამხდელების ნუსხას, რომლებსაც არა აქვთ დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატები. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობის ადგილი არ ექცევა მოცემული საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ტერიტორიის შიგნით, ასეთი გადამხდელების სია გადაგზავნილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში;
გ) საგადასახადო ინსპექციაში/რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს აცნობს მას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებს და გადასცემს წერილობით ინფორმაციას საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი მოდელების შესახებ;
დ) საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევაზე გამოტანილი გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე ახდენს შესაბამისი სანქციის დარიცხვას გადამხდელის პირად ბარათზე და ამზადებს შესაბამის „საგადასახადო მოთხოვნას“;
ე) დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ინფორმაციას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით უგზავნის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას.
ე) დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ინფორმაციას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით უგზავნის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას/კონტროლის სამმართველოს.
3. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილება:
3. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილება/კონტროლის სამმართველო:
ა) საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციული-ტერიტორიულ ფარგლებში სისტემატურად ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს. უზრუნველყოფს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოდან/მომსახურების სამმართველოდან/გადამხდელთა მომსახურების ცენტრიდან (განყოფილებიდან) გადმოგზავნილი ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამისი პირების მიმართ ახორციელებს კონტროლის პროცედურებს;
ბ) ამზადებს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის ბრძანების პროექტს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმისა და გამოყენების წესების დარღვევის, აგრეთვე მომხმარებელზე ჩეკის გაუცემლობასა (აპარატის გამოუყენებლობაზე) ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტების გამოვლენის მიზნით;
დ) ახორციელებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს/იურიდიულ სამმართველოს;
ვ) დარიცხული სანქციის გადაუხდელობის შემთხვევაში გადამხდელთა მიმართ ახორციელებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი/საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი/საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/კონტროლის სამმართველო/საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:
ა) საგადასახადო შემოწმების დროს ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს და გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში;
ბ) შემოწმების მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას)/საგადასახადო ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის.
5. იურიდიულ საკითხთა სამმართველო/იურიდიული სამმართველო:
ა) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოდან/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებიდან მიღებული ოქმების საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტებს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ და წარუდგენს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს;
ა) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოდან/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებიდან/კონტროლის სამმართველოდან მიღებული ოქმების საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტებს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ და წარუდგენს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს;
ბ) საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლენილ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტს ასახავს ინსპექციის გადაწყვეტილების (ბრძანების) პროექტში, რომელსაც წარუდგენს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №795-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1533
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №255-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.587
მუხლი 3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ
1. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე მუდმივი კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო ინსპექციის/ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი/მოადგილე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;
ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების ჩამტარებელი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანამდებობას, სახელს და გვარს;
გ) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) სამოქმედო ტერიტორიას (კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი აღწერით) და იმ გადამხდელთა სრულ ჩამონათვალს, რომლის მიმართაც მუდმივად უნდა განხორციელდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურები.
2. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე და მითითებულ გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე სისტემატური კონტროლი.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის შემდეგ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დაუყოვნებლივ ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 4. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის განსახორციელებელი ღონისძიებები და უფლებამოსილებანი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის გამოვლენის მიზნით
1. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს ახორციელებს ის საგადასახადო ინსპექცია/ რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გადასახადის გადამხდელი.
2. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები ხორციელდება გადასახადის გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებენ გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილების თანამ-შრომლები საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში განთავსებულ გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებენ გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილების/კონტროლის სამმართველოს თანამშრომლები საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში განთავსებულ გადასახადის გადამხდელებთან მიმართებით.
4. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ის თანამშრომელი, რომელიც საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით მიმაგრებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ.) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავსებულ ან ბრძანებაში მითითებულ კონკრეტულ გადასახადის გადამხდელთა იმ ობიექტებზე, საიდანაც ხდება საქონლის (მომსახურების) მიწოდება და მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორება, უფლებამოსილია შევიდეს შესაბამის ობიექტზე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების შემოწმების მიზნით.
5. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურის განხორციელების დროს, საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობის ან მათი გამოუყენებლობის ფაქტის დადგენის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომელი ობიექტის ხელმძღვანელისთვის (ხელმძღვანელის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში – ობიექტის ტერიტორიაზე მომუშავე ნებისმიერი პირებისათვის) სამსახურებრივი მოწმობისა და მისი უფლებამოსილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის შემდეგ, უფლება-მოსილია:
ა) ობიექტზე შეამოწმოს:
ა.ა) საკონტროლო-სალარო აპარატის არსებობა;
ა.ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის ტექნიკური გამართულობა;
ა.გ) საკონტროლო-სალარო აპარატზე საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათი;
ა.დ) ემთხვევა თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის საქარხნო ნომერი საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ გაცემულ სარეგისტრაციო ბარათში ნაჩვენებ ნომერს;
ა.ე) არის თუ არა აპარატზე საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ლუქი;
ბ) აპარატის გაუმართაობის შემთხვევაში მოითხოვოს ობიექტის ხელმძღვანელისგან (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მოლარე-ოპერატორის ფუნქციის შემსრულებელი პირისგან) აპარატის დაზიანების თარიღის და დაზიანების აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების (მიმართვა ტექნიკური მომსახურების საწარმოზე და საგადასახადო ინსპექციაზე/რეგიონალურ ცენტრზე (საგადასახადო ინსპექციაზე)) შესახებ ინფორმაცია. ამის შემდეგ შეამოწმოს, აწარმოებს თუ არა აპარატის გაუმართაობის პერიოდში გადასახადის გადამხდელი ცალკეული საქონლის (მომსახურების) გაყიდვიდან მიღებული ფულადი ამონაგები თანხის ასახვას მოლარე-ოპერატორის ჟურნალში;
გ) საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ;
დ) საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას შეადგინოს შესაბამისი ოქმი.
6. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესაბამის უფლებამოსილ პირებს, ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილების გარდა, უფლება აქვთ:
ა) საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდონ კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინონ ამ თანხების გადამხდელის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე;
ბ) სალაროს წიგნის, მოლარე-ოპერატორის ჟურნალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მაჩვენებლები შეუდარონ სალაროში არსებულ ნაღდ ფულს;
გ) მისცენ წინადადება გადამხდელს წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ;
დ) მოახდინონ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის ან მათი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.
7. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ის თანამშრომელი, რომელიც უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით განპირობებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ.) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავსებულ ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ კონკრეტულ გადასახადის გადამხდელთა ობიექტებზე შესვლისას, უფლებამოსილია საგადასახადო სამართლდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და მოახდინოს დაკვირვება მოლარის მიერ ფულის მიღებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების და ქვითრის (ჩეკის) მომხმარებელზე გაცემის პროცედურაზე. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ან მომხმარებელზე ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთი და იგივე ობიექტში სისტემატურად.
8. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრეების გარეშე.
9. მომხმარებელზე ჩეკის გაუცემლობის ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტის გამოვლენის მიზნით საგადასახადო ორგანო ორგანიზებას უკეთებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვას. ამ მიზნით განიხილავს ფულადი სახსრების გამოყოფის საკითხს და ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) იცავს ღონისძიების კონფიდენციალობას;
ბ) უზრუნველყოფს გამოყოფილი ფულადი სახსრების დაცვას;
გ) საჭიროების შემთხვევაში ღონსძიებას უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტით და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
10. საკონტროლო შესყიდვის დროს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია გამოვიდეს როგორც მომხმარებელი (საქონლის/მომსახურების მიმღები). საკონტროლო შესყიდვისთვის გამოიყენება ეროვნული ვალუტა.
11. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის ნებისმიერი პროცედურის განხორციელების დროს სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გატარების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ან გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №255-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.587
მუხლი 5. ამოღებულია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
მუხლი 6. ამოღებულია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
მუხლი 7. ამოღებულია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №664-სსმIII, №119, 18.08.2008წ.; მუხ.1264
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
დანართი №1 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1556-სსმIII, №164, 07.12.2006წ.; მუხ.2229
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №60, 30.04.2007წ.; მუხ.679
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №664-სსმIII, №119, 18.08.2008წ.; მუხ.1264
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
დანართი №2
ბრძანება
საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ
----------------------საგადასახადო ინსპექცია/რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
„---------„ ------------------------ 200 წ.
-------------------------------------- საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის
(საგადასახადო ინსპექციის) უფროსმა/მოადგილემ
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
განვიხილე 200 წ. „---------„ ------------------------- --------------------------------
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მასზე დართული მასალები
გამოვარკვიე ------------------------------------------------- დაარღვია------------------------------------
გადამხდელის (სამართალდამრღვევის) დასახელება
----------------------------------------------------------------------------------------------- მოთხოვნები
მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, რომელიც იყო დარღვეული
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის და 139-ე მუხლის ---- ნაწილის ------- ქვეპუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. ------------------------------------------------------- პასუხისმგებლობის ზომად სანქციის სახით
გადამხდელის (სამართალდამრღვევის) დასახელება
განესაზღვროს ჯარიმა თანხით ------------- ლარი.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)
უფროსი/მოადგილე
--------------------------------------
(ხელმოწერა)
ბ.ა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №664-სსმIII, №119, 18.08.2008წ.; მუხ.1264
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.280.000.22.033.008.204
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №145
2006 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტისა და 1101 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №1745-სსმIII, №170, 20.12.2006წ.; მუხ.2290
1. დამტკიცდეს „ინსტრუქცია საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის №1046 ბრძანება „საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 2005 წ., №1446, მუხ. 125).
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1556-სსმIII, №164, 07.12.2006წ.; მუხ.2229
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 18 დეკემბრის ბრძანება №1745-სსმIII, №170, 20.12.2006წ.; მუხ.2290
3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №60, 30.04.2007წ.; მუხ.679
4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №664-სსმIII, №119, 18.08.2008წ.; მუხ.1264
5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №795-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1533
6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
7. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №255-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.587
8. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №604-სსმIII, №114, 18.09.2009წ.; მუხ.1298
ინსტრუქცია
საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების
გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის
პროცედურების შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. ეს ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 1101 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს.
2. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ამ ბრძანებით დადგენილი წესით განახორციელონ საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი.
3. საჭიროების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების დროს, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელთა საქმიანობის უსაფრთხოებისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმი.
მუხლი 2. საგადასახადო ორგანოების სტრუქტურული ქვედანაყოფების განსახორციელებელი ღონისძიებები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების სრულყოფილად უზრუნველყოფისათვის🔗
1. საგადასახადო ინსპექციების/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) სტრუქტურული ქვედანაყოფები საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების სრულყოფილად ჩატარებისათვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ ღონისძიებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადამხდელთა მომსახურების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების ცენტრი (განყოფილება):
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკონტროლო-სალარო აპარატების რეგის-ტრაციაში გატარებას, ფისკალური მეხსიერების ჩართვას (საგადასახადო ინსპექტორის პაროლის შეტანას), სარეგისტრაციო ბარათების და საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ ცნობის გაცემას;
ბ) ყოველთვიურად, არა უგვიანეს 10 რიცხვისა, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას/კონტროლის სამმართველოს გადასცემს წინა საანგარიშო თვეში ახლად დარეგისტრირებული და მოქმედი იმ გადასახადის გადამხდელების ნუსხას, რომლებსაც არა აქვთ დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატები. იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფი გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული საქმიანობის ადგილი არ ექცევა მოცემული საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ტერიტორიის შიგნით, ასეთი გადამხდელების სია გადაგზავნილ უნდა იქნეს შესაბამის საგადასახადო ორგანოში;
გ) საგადასახადო ინსპექციაში/რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში) პირის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის დროს აცნობს მას საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვალდებულებებს და გადასცემს წერილობით ინფორმაციას საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილი მოდელების შესახებ;
დ) საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევაზე გამოტანილი გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე ახდენს შესაბამისი სანქციის დარიცხვას გადამხდელის პირად ბარათზე და ამზადებს შესაბამის „საგადასახადო მოთხოვნას“;
ე) დარიცხული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ინფორმაციას საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გატარების მიზნით უგზავნის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას/კონტროლის სამმართველოს.
3. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილება/კონტროლის სამმართველო:
ა) საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სამოქმედო ადმინისტრაციული-ტერიტორიულ ფარგლებში სისტემატურად ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს. უზრუნველყოფს გადამხდელთა მომსახურების სამმართველოდან/მომსახურების სამმართველოდან/გადამხდელთა მომსახურების ცენტრიდან (განყოფილებიდან) გადმოგზავნილი ინფორმაციის დამუშავებას და შესაბამისი პირების მიმართ ახორციელებს კონტროლის პროცედურებს;
ბ) ამზადებს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის ბრძანების პროექტს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ;
გ) ახორციელებს ღონისძიებებს საკონტროლო-სალარო აპარატების დადგმისა და გამოყენების წესების დარღვევის, აგრეთვე მომხმარებელზე ჩეკის გაუცემლობასა (აპარატის გამოუყენებლობაზე) ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტების გამოვლენის მიზნით;
დ) ახორციელებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებს და შემდგომი რეაგირებისათვის უგზავნის იურიდიულ საკითხთა სამმართველოს/იურიდიულ სამმართველოს;
ვ) დარიცხული სანქციის გადაუხდელობის შემთხვევაში გადამხდელთა მიმართ ახორციელებს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებს.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი/საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/კონტროლის სამმართველო/საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი/საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს კონტროლის სამმართველო/საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო:
ა) საგადასახადო შემოწმების დროს ახორციელებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით განსაზღვრულ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს და გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში;
ბ) შემოწმების მასალებს დადგენილი წესით წარუდგენს შესაბამის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას)/საგადასახადო ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის.
5. იურიდიულ საკითხთა სამმართველო/იურიდიული სამმართველო:
ა) გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოდან/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებიდან/კონტროლის სამმართველოდან მიღებული ოქმების საფუძველზე ამზადებს ბრძანების პროექტებს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ და წარუდგენს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს;
ბ) საგადასახადო შემოწმების აქტით გამოვლენილ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევის ფაქტს ასახავს ინსპექციის გადაწყვეტილების (ბრძანების) პროექტში, რომელსაც წარუდგენს საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსს/მოადგილეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 20 ოქტომბრის ბრძანება №795-სსმIII, №155, 24.10.2008წ.; მუხ.1533
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №255-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.587
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 17 სექტემბრის ბრძანება №604-სსმIII, №114, 18.09.2009წ.; მუხ.1298
მუხლი 3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების შესახებ🔗
1. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე მუდმივი კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფის მიზნით საგადასახადო ინსპექციის/ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსი/მოადგილე გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;
ბ) საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების ჩამტარებელი საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) თანამდებობას, სახელს და გვარს;
გ) საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის (წარმომადგენლების) სამოქმედო ტერიტორიას (კონკრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი აღწერით) და იმ გადამხდელთა სრულ ჩამონათვალს, რომლის მიმართაც მუდმივად უნდა განხორციელდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურები.
2. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სამოქმედო ტერიტორიაზე და მითითებულ გადასახადის გადამხდელთა მიმართ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს ენიჭება უფლებამოსილება განახორციელოს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე სისტემატური კონტროლი.
3. გადასახადის გადამხდელისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის შემდეგ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი დაუყოვნებლივ ახორციელებს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 4. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის განსახორციელებელი ღონისძიებები და უფლებამოსილებანი საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დარღვევის გამოვლენის მიზნით🔗
1. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურებს ახორციელებს ის საგადასახადო ინსპექცია/ რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე ფუნქციონირებს გადასახადის გადამხდელი.
2. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები ხორციელდება გადასახადის გადამხდელის სამუშაო საათებში ან/და ფაქტობრივი მუშაობის დროს.
3. გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებენ გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილების/კონტროლის სამმართველოს თანამშრომლები საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში განთავსებულ გადასახადის გადამხდელებთან მიმართებით.
4. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ის თანამშრომელი, რომელიც საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით მიმაგრებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ.) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავსებულ ან ბრძანებაში მითითებულ კონკრეტულ გადასახადის გადამხდელთა იმ ობიექტებზე, საიდანაც ხდება საქონლის (მომსახურების) მიწოდება და მოსახლეობასთან ფულადი ანგარიშსწორება, უფლებამოსილია შევიდეს შესაბამის ობიექტზე საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების შემოწმების მიზნით.
5. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურის განხორციელების დროს, საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობის ან მათი გამოუყენებლობის ფაქტის დადგენის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომელი ობიექტის ხელმძღვანელისთვის (ხელმძღვანელის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში – ობიექტის ტერიტორიაზე მომუშავე ნებისმიერი პირებისათვის) სამსახურებრივი მოწმობისა და მისი უფლებამოსილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის შემდეგ, უფლება-მოსილია:
ა) ობიექტზე შეამოწმოს:
ა.ა) საკონტროლო-სალარო აპარატის არსებობა;
ა.ბ) საკონტროლო-სალარო აპარატის ტექნიკური გამართულობა;
ა.გ) საკონტროლო-სალარო აპარატზე საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ გაცემული სარეგისტრაციო ბარათი;
ა.დ) ემთხვევა თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის საქარხნო ნომერი საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ გაცემულ სარეგისტრაციო ბარათში ნაჩვენებ ნომერს;
ა.ე) არის თუ არა აპარატზე საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ლუქი;
ბ) აპარატის გაუმართაობის შემთხვევაში მოითხოვოს ობიექტის ხელმძღვანელისგან (ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში მოლარე-ოპერატორის ფუნქციის შემსრულებელი პირისგან) აპარატის დაზიანების თარიღის და დაზიანების აღმოფხვრის კუთხით განხორციელებული ღონისძიებების (მიმართვა ტექნიკური მომსახურების საწარმოზე და საგადასახადო ინსპექციაზე/რეგიონალურ ცენტრზე (საგადასახადო ინსპექციაზე)) შესახებ ინფორმაცია. ამის შემდეგ შეამოწმოს, აწარმოებს თუ არა აპარატის გაუმართაობის პერიოდში გადასახადის გადამხდელი ცალკეული საქონლის (მომსახურების) გაყიდვიდან მიღებული ფულადი ამონაგები თანხის ასახვას მოლარე-ოპერატორის ჟურნალში;
გ) საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდოს კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ;
დ) საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას შეადგინოს შესაბამისი ოქმი.
6. საგადასახადო შემოწმების პროცესში შესაბამის უფლებამოსილ პირებს, ამ მუხლის მე-5 პუნქტში ჩამოთვლილი უფლებამოსილების გარდა, უფლება აქვთ:
ა) საკონტროლო-სალარო აპარატიდან ამობეჭდონ კონკრეტული პერიოდის მიხედვით აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია ამონაგები თანხის შესახებ და დაადგინონ ამ თანხების გადამხდელის საბუღალტრო დოკუმენტაციაში ასახვის სისწორე;
ბ) სალაროს წიგნის, მოლარე-ოპერატორის ჟურნალისა და საკონტროლო-სალარო აპარატის მაჩვენებლები შეუდარონ სალაროში არსებულ ნაღდ ფულს;
გ) მისცენ წინადადება გადამხდელს წარმოადგინოს სალაროში არსებული ფულადი სახსრები და შესაბამისი წერილობითი განმარტება ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ;
დ) მოახდინონ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრა გადასახადის გადამხდელის ან მათი წარმომადგენლის სალაროში არსებული მთელი ფულის სრული დათვლის გზით.
7. საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ის თანამშრომელი, რომელიც უფროსის/მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კუთხით განპირობებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ზონაზე (ქუჩა, უბანი და ა.შ.) ან გადამხდელთა ჯგუფზე, ამ ზონაში განთავსებულ ან ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებულ კონკრეტულ გადასახადის გადამხდელთა ობიექტებზე შესვლისას, უფლებამოსილია საგადასახადო სამართლდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე არ გაამჟღავნოს თავისი სამსახურებრივი მიზანი (გამოვიდეს ფსევდომომხმარებლის როლში) და მოახდინოს დაკვირვება მოლარის მიერ ფულის მიღებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების და ქვითრის (ჩეკის) მომხმარებელზე გაცემის პროცედურაზე. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ დაფიქსირდა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ან მომხმარებელზე ამობეჭდილი ქვითრის (ჩეკის) წარუდგენლობის ფაქტი, საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) თანამშრომელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეადგინოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული პროცედურა შეიძლება ჩატარდეს ერთი და იგივე ობიექტში სისტემატურად.
8. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურები შესაძლებელია ჩატარდეს დამსწრეების გარეშე.
9. მომხმარებელზე ჩეკის გაუცემლობის ან ჩეკში ფაქტობრივად გადახდილზე ნაკლები თანხის ჩვენების ფაქტის გამოვლენის მიზნით საგადასახადო ორგანო ორგანიზებას უკეთებს საქონლის/მომსახურების საკონტროლო შესყიდვას. ამ მიზნით განიხილავს ფულადი სახსრების გამოყოფის საკითხს და ახორციელებს შემდეგ ღონისძიებებს:
ა) იცავს ღონისძიების კონფიდენციალობას;
ბ) უზრუნველყოფს გამოყოფილი ფულადი სახსრების დაცვას;
გ) საჭიროების შემთხვევაში ღონსძიებას უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტით და სხვა ტექნიკური საშუალებებით.
10. საკონტროლო შესყიდვის დროს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი უფლებამოსილია გამოვიდეს როგორც მომხმარებელი (საქონლის/მომსახურების მიმღები). საკონტროლო შესყიდვისთვის გამოიყენება ეროვნული ვალუტა.
11. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის ნებისმიერი პროცედურის განხორციელების დროს სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციების გატარების მიზნით საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ადგენს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ ან გამოვლენილ დარღვევებს ასახავს შემოწმების მასალებში.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №255-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.587
მუხლი 5. ამოღებულია🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
მუხლი 6. ამოღებულია🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
მუხლი 7. ამოღებულია🔗
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №664-სსმIII, №119, 18.08.2008წ.; მუხ.1264
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
დანართი №1 (ამოღებულია)
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1556-სსმIII, №164, 07.12.2006წ.; მუხ.2229
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 აპრილის ბრძანება №406-სსმIII, №60, 30.04.2007წ.; მუხ.679
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №664-სსმIII, №119, 18.08.2008წ.; მუხ.1264
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №965-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1956
დანართი №2
ბრძანება
საგადასახადო სამართალდარღვევის შესახებ
----------------------საგადასახადო ინსპექცია/რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
„---------„ ------------------------ 200 წ.
-------------------------------------- საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის
(საგადასახადო ინსპექციის) უფროსმა/მოადგილემ
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
განვიხილე 200 წ. „---------„ ------------------------- --------------------------------
საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მასზე დართული მასალები
გამოვარკვიე ------------------------------------------------- დაარღვია------------------------------------
გადამხდელის (სამართალდამრღვევის) დასახელება
----------------------------------------------------------------------------------------------- მოთხოვნები
მიეთითება საქართველოს საგადასახადო კოდექსის მუხლი, ნაწილი, ქვეპუნქტი, რომელიც იყო დარღვეული
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 127-ე მუხლის და 139-ე მუხლის ---- ნაწილის ------- ქვეპუნქტის საფუძველზე
ვბრძანებ:
1. ------------------------------------------------------- პასუხისმგებლობის ზომად სანქციის სახით
გადამხდელის (სამართალდამრღვევის) დასახელება
განესაზღვროს ჯარიმა თანხით ------------- ლარი.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის VIII კარით დადგენილი წესით.
საგადასახადო ინსპექციის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)
უფროსი/მოადგილე
--------------------------------------
(ხელმოწერა)
ბ.ა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 14 აგვისტოს ბრძანება №664-სსმIII, №119, 18.08.2008წ.; მუხ.1264
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციიის დამტკიცების თაობაზე“, №145, 27.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.008.204 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63196-7/