საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოეში რეგისტრაციის წესის" დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.02.2006 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№146
სარეგისტრაციო კოდი
200.010.000.22.033.008.205
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 27/02/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.205

საქართველოს ფინანსთა

 მინისტრის ბრძანება №146

2006 წლის 27 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესის” დამტკიცების შესახებ

 საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის და 971 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2, №3, №4).

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 16 სექტემბრის №605 ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორებისათვის დასაშვები საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის წესის დამტკიცების თაობაზე”.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის ბრძანება №30-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.104

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 მარტის ბრძანება №215-სსმIII, №32, 29.03.2010წ.; მუხ.478

 

საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის წესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. რეგისტრაცია გულისხმობს გადამხდელის მიერ კონკრეტულ ობიექტზე გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის შესახებ შესაბამისი მონაცემების დაფიქსირებას საგადასახადო ორგანოში. ყველა საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ი, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს კონკრეტულ ობიექტზე მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების პროცესში, ექვემდებარება რეგისტრაციას საგადასახადო ორგანოში. რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი  გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ობიექტზე, რომლის მისამართი დაფიქსირებულია საგადასახადო ორგანოს სარეგისტრაციო მონაცემებში. საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნის) შესახებ ინფორმაცია აისახება მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში. აღნიშნული ინფორმაცია მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული ბაზიდან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ყოველწლიურად (არა უგვიანეს მომდევნო წლის ხუთი იანვრისა) უნდა იქნეს ამობეჭდილი, აკინძული (ზონარგაყრილი) და დამოწმებული შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ბეჭდით, შემდგომში არქივში შენახვის მიზნით.

2. საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციას ექვემდებარება ის საკონტროლო-სალარო აპარატი (შემდგომში – სსა), რომელიც ტექნიკურ-ფუნქციონალურად შეესაბამება სახელმწიფო რეესტრში შეტანილ სსა-ის ტიპის ნიმუშს.

3. პირმა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აწარმოოს სსა-ის გამოყენებით, უნდა მოახდინოს მისი რეგისტრაცია იმ საგადასახადო ორგანოში, რომლის სამოქმედო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებშიც მდებარეობს ობიექტი.

4. იმ პირებმა, რომელთა ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკა უკავშირდება მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას სხვადასხვა ადგილზე (სადისტრიბუციო ვაჭრობა, დატარებითი ვაჭრობა, მომხმარებლის ტერიტორიაზე მომსახურების გაწევა და ა.შ.), სსა-ის რეგისტრაცია უნდა მოახდინოს საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით საგადასახადო ორგანოში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 მარტის ბრძანება №215-სსმIII, №32, 29.03.2010წ.; მუხ.478

    მუხლი 2. საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისათვის წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი

1. პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია პირველი მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტების მიხედვით განსაზღვრულ საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციაში გაატაროს მის მიერ გამოსაყენებლი სსა, უშუალოდ ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საგადასახადო ორგანოს იმ უფლებამოსილ პირს, რომელიც ახორციელებს სსა-ის რეგისტრაციას, წარუდგენს განცხადებას (დანართი №1), რომელშიც მითითებული უნდა იყოს გადამხდელის სრული დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისამართი (იურიდიული და ფაქტობრივი ადგილი, სადაც იდგმება რეგისტრაციაში გასატარებელი სსა), გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, საკონტაქტო ტელეფონი, რეგისტრაციაში გასატარებელი საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მოდელი, საქარხნო ნომერი და გამოშვების წელი).

2. განცხადებას თან უნდა დაერთოს:

ა) რეგისტრაციაში გასატარებელი სსა-ის პასპორტი ან მისი შემცვლელი ანალოგიური დოკუმენტი;

ბ) იმ დოკუმენტების ასლები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და/ან სასაქონლო ზედნადები, იჯარის ხელშეკრულება და ა.შ.), რომლითაც დასტურდება რეგისტრაციაში გასატარებელ სსა-ზე განმცხადებლის მფლობელობის ფაქტი;

 გ) თუ სსა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია იმ პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს გადამხდელის კანონიერ წარმომადგენელს, მაშინ განცხადებას უნდა დაერთოს ამ პირის რეგისტრაციის პროცესზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

 დ) იმ შემთხვევაში, თუ ხდება სხვა საგადასახადო ორგანოში ერთხელ უკვე რეგისტრირებული სსა-ის რეგისტრაცია ახალ მფლობელზე ან იმავე მფლობე-ლის სხვა ობიექტზე, განცხადებას თან უნდა დაერთოს საგადასახადო ორგანოს ცნობა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ.

3. განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს შესაბამის თანამშრომელს უნდა წარედგინოს ის სსა, რომელიც ტარდება რეგისტრაციაში.

    მუხლი 3. საგადასახადო ორგანოებში საკონტროლო-სალარო აპარატების რეგისტრაციის და რეგისტრაციიდან მოხსნის წესი

1. იმ შემთხვევაში, თუ პირის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებენ ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირობებს, საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ ხდება მისთვის წარდგენილი სსა-ის საქარხნო მონაცემების შედარება განცხადებაში და განცხადებაზე თანდართულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებთან. საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ ხდება იმის დადგენა, შეუძლია თუ არა სარეგისტრაციოდ წარდგენილ აპარატს ჩეკზე ყველა სიტყვიერი ჩანაწერის ფორმირება ქართულ ენაზე.

2. მონაცემების დამთხვევის, დოკუმენტების სრულყოფილად წარდგენისა და აპარატის ჩეკებზე ქართულენოვანი ჩანაწერის ფორმირების შესაძლებლობებში დარწმუნების შემდგომ ხდება ამ კონკრეტული აპარატის რეგისტრაცია, რაც გულისხმობს მასზე ფისკალური მეხსიერების ჩართვას (პაროლის შეყვანას) და მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში სსა-ის სარეგისტრაციო მონაცემების ასახვას (დანართი №2).

3. პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების შემდეგ საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი თანამშრომელი გადამხდელს/მის უფლებამოსილ წარმომადგენელს უკან უბრუნებს სსას და მის პასპორტს (მის შემცველ ანალოგიურ დოკუმენტს) და გადასცემს სსა-ის სარეგისტრაციო ბარათს (დანართი №3), რომელიც მეწარმე სუბიექტმა უნდა შეინახოს იმ ობიექტზე, სადაც ხდება მისი ექსპლუატაცია.

4. სსა, რომელიც აღარ გამოიყენება კონკრეტულ ობიექტზე ანგარიშსწორებისათვის, ექვემდებარება აღრიცხვიდან მოხსნას. აღნიშნულის შესახებ მეწარმე სუბიექტი განცხადებით აცნობებს შესაბამის საგადასახადო ორგანოს. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ის საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირს გადასახადის გადამხდელმა/მისმა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს სსა და მასზე გაცემული სარეგისტრაციო ბარათი. საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ხდება წარმოდგენილ სსა-ზე აღნიშნული საქარხნო მონაცემების შედარება განცხადებაში დაფიქსირებულ მონაცემებთან, რის შემდეგ ხორციელდება სსა-ის გაუნაშთავი ჯამის (აპარატის მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია) ამობეჭდვა. ამის შემდეგ მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში კეთდება აღნიშვნა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ და გადასახადის გადამხდელს/მის უფლებამოსილ წარმომადგენელს გადაეცემა სსა და ცნობა სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (დანართი №4), რომელშიც ასახულია ინფორმაცია რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის და გაუნაშთავი ჯამის შესახებ.

41. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს საგადასახადო ორგანოს პასუხისმგებელი თანამშრომელი განახორციელებს პირის მიერ წარდგენილი განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ხოლო შესაბამის დოკუმენტაციაში ხარვეზის გამოვლენისას წყვეტს საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციის (რეგისტრაციიდან მოხსნის) პროცედურებს, რის შესახებაც ფაქტის გამოვლენის დღის არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა აცნობებს გადამხდელს.

5. სახელმწიფო რეესტრიდან სსა-ს მოდელის ამოღების შემთხვევაში, აპარატის შემდგომი გამოყენებისათვის ნებადართული ან საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლისთანავე, საგადასახადო ორგანოში დარეგისტრირებული აღნიშნული სსა-ის მოდელები ითვლება რეგისტრაციიდან (აღრიცხვიდან) მოხსნილად.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 23 იანვრის ბრძანება №30-სსმIII, №10, 26.01.2007წ.; მუხ.104

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 მარტის ბრძანება №215-სსმIII, №32, 29.03.2010წ.; მუხ.478

 

 

დანართი №1

 

 

---------------------------------------------------------------------------------------------------------

​(საგადასახადო ორგანოს დასახელება)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

​(გადამხდელის დასახელება)

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გთხოვთ საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციას ----------------------------------- ცალის ოდენობით

 

საკონტროლო-სალარო აპარატების აღრიცხვაზე აყვანისათვის წარმოგიდგენთ შემდეგ მონაცემებს:

1. ------------------------------------------------------------------------------------------------------------

​(გადამხდელის სრული დასახელება, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, მისამართი)

​----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

​(საიდენტიფიკაციო №, ტელეფონი, ფაქსი)

​ 

2. ------------------------------------------------------------------------------------------------------------

​(საწარმო (მეწარმე ფიზიკური პირი)

 

3. ------------------------------------------------------------------------------------------------------------

​(საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის მოდელ(ებ)ი, საქარხნო ნომერი, გამოშვების წელი)

​ 

4. ------------------------------------------------------------------------------------------------------------

​(ფაქტობრივი ადგილი, სადაც დაიდგმება აპარატ(ებ)ი)

​ 

 

 

5. დანართები:

– საკონტროლო-სალარო აპარატ(ებ)ის პასპორტ(ებ)ი/ან მისი შემცვლელი ანალოგიური დოკუმენტ(ებ)ი;

– გადამხდელის მიერ აპარატზე საკუთრების ან მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, შესყიდვის აქტი, იჯარის ხელშეკრულება და ა.შ.);

– სსა-ის რეგისტრაციის პროცესის განხორციელებაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სსა სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია იმ პირის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს გადამხდელის კანონიერ წარმომადგენელს);

– საგადასახადო ორგანოს ცნობა სსა-ს რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხდება სხვა საგადასახადო ორგანოში ერთხელ უკვე რეგისტრირებული სსა-ს რეგისტრაცია ახალ მფლობელზე ან იმავე მფლობელის სხვა ობიექტზე).

 

გადამხდელი/მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ----------------------------------------------

​                                                                                                                                                                                                                  (ხელმოწერა, თარიღი)

 

 

 

 

 

 


 

 

დანართი №2

 

 

სსა-ის რეგისტრაციის (მათ შორის, რეგისტრაციიდან მოხსნის) მონაცემები

 

№

გადამხდელის დასახელება

სამართლებრივი ფორმა

საიდენტიფიკაციო ნომერი

სსა-ის მოდელი

სსა-ის კოდი

საქარხნო ნომერი

სსა-ის განთავსების ზუსტი მისამარ-თი

სსა-ის სარეგისტრაციო ბარათის ნომერი

სსა-ის რეგისტრაციის თარიღი

გაუნაშთავი ჯამის მონაცემები

Z
ანგარიშის ნომერი

სსა-ის რეგისტრაციიდან მოხსნის ნომერი

რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი

რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 მარტის ბრძანება №215-სსმIII, №32, 29.03.2010წ.; მუხ.478

 

 


 

დანართი №3

საკონტროლო-სალარო აპარატის სარეგისტრაციო

ბარათი № ---------------------

საკონტროლო-სალარო აპარატი--------------------------------------------------------------

                                                                           (მოდელის დასახელება)

 

საქარხნო ნომერი----------------------კუთვნილება-----------------------------------------

                                                                                   (საწარმო/მეწარმე ფიზიკური პირი)

 

რეგისტრირებულია----------------------------------------------საგადასახადო ორგანოში

                       (საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება)

 

სსა-ს რეგისტრაციის თარიღი-----------------------------------------------------------------

                                                                 (რიცხვი, თვე, წელი)

 

დადგმულია მისამართზე---------------------------------------------------------------------

 

საგადასახადო ორგანოს                             ------------------------------------

უფლებამოსილი პირი                                     (ხელმოწერა, თარიღი)

                                                        

                                                                                                          ბ.ა.

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 მარტის ბრძანება №215-სსმIII, №32, 29.03.2010წ.; მუხ.478

 

 

 

 

დანართი №4

 

ც ნ ო ბ ა

საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ

№-------------------

ცნობა ეძლევა-----------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------

(გადასახადის გადამხდელის სრული დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი)

 

კუთვნილი საკონტროლო-სალარო აპარატი-----------------------------------------------

                                                              (მოდელის სახელწოდება და საქარხნო ნომერი)

 

განთავსებულია--------------------------------------------------------------------------------

                                           (სრული მისამართი, ქალაქი, რაიონი, ქუჩა №)

 

გაუნაშთავი ჯამის მონაცემები---------------------------------------------------------------

                                                      (მაჯამებლის მაჩვენებლის ფიქსაცია ციფრობრივად)

 

ძ ანგარიშის №----------------------------------------------------------------------------------

                                                             (ციფრობრივად, სიტყვიერად)

 

მოხსნილია რეგისტრაციიდან----------------------------------------------------------------

                                                       (საგადასახადო ორგანოს სრული დასახელება)

 

რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღი-------------------------------------------

                                                                         (რიცხვი, თვე, თარიღი)

 

საგადასახადო ორგანოს                           ---------------------------------

უფლებამოსილი პირი                              (ხელმოწერა, თარიღი)

                                          

                                                                                                ბ.ა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 22 მარტის ბრძანება №215-სსმIII, №32, 29.03.2010წ.; მუხ.478

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას გამოსაყენებელი საკონტროლო-სალარო აპარატების საგადასახადო ორგანოეში რეგისტრაციის წესის" დამტკიცების შესახებ“, №146, 27.02.2006, სარეგისტრაციო კოდი 200.010.000.22.033.008.205 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63202-2/