საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
1.შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ (შემდეგში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები:
ა)სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;
ბ)სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;
გ) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.

2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 14 თებერვლიდან.

+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №31
2024 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
+
მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის 28-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად:
1.შეიქმნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ (შემდეგში – სააგენტო) ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემდეგი წარმომადგენლობები:
ა)სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;
ბ)სააგენტოს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა;
გ) სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ბაზაზე შეიქმნას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
+
მუხლი 2
დაევალოს სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის (შემდეგში – წარმომადგენლობები) შექმნასთან ერთად, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების ფუნქცია/მოვალეობების წარმომადგენლობებზე გადაცემასთან დაკავშირებით რეორგანიზაციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება.
+
მუხლი 3
დაევალოს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს (გ. ძიგუა) რეორგანიზაციის განსახორციელებლად შესაბამისი სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა.
+
მუხლი 4
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობების კონტროლი განახორციელოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მეშვეობით.
+
მუხლი 5. (ამოღებულია)
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
+
მუხლი 6
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ (ლ. დოლბაძე), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ (დ. ფაცაცია) და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტომ“, ამ დადგენილების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყონ მათ კომპეტენციას მიკუთვნებული კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.
+
მუხლი 7
1. ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 14 თებერვლიდან.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2025 წლის 27 მარტიდან.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №42 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 12 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ ტერიტორიული ორგანოების ბაზაზე აღმოსავლეთ საქართველოში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შექმნის შესახებ“, №31, 11.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016408 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6328749-1/