„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ – „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;
ე) წარუდგენს მინისტრს გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით შერჩეულ თავისი მოადგილეების კანდიდატურებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და სხვა სამართლებრივ აქტებს;“.
3. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი სააგენტოს დირექტორის წარდგინებით.“.
6. დებულების მე-5 მუხლის „ზ“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
თ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;
ი) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;“.
7. დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
|
+
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №33
2024 წლის 11 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
+
მუხლი 1🔗
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 09/03/2021 წ., სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.061.016336) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ – „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს თანამშრომლების წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ, აფორმებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს;
ე) წარუდგენს მინისტრს გამარტივებული საჯარო კონკურსის წესით შერჩეულ თავისი მოადგილეების კანდიდატურებს;
ვ) წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და სხვა სამართლებრივ აქტებს;“.
3. დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
5. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების დებულებებს ამტკიცებს მინისტრი სააგენტოს დირექტორის წარდგინებით.“.
6. დებულების მე-5 მუხლის „ზ“ – „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება;
თ) სააგენტოს შრომის შინაგანაწესისა და შრომის დისციპლინის დაცვაზე კონტროლის უზრუნველყოფა/ზედამხედველობა;
ი) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;“.
7. დებულების მე-6 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
+
მუხლი 2🔗
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის დადგენილება №40 - ვებგვერდი, 31.12.2024 წ.
|
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 13 იანვრიდან.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარელევან მგალობლიშვილი
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2021 წლის 5 მარტის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №33, 11.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016410 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6328924-1/