„საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.03.2006 ძალადაკარგული 31.12.2010
ნომერი
№178
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.008.249
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 32, 10/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.249

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №178

2006 წლის 10 მარტი

ქ. თბილისი

,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის, 97​1 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე და 139-ე მუხლის მე-12-13 ნაწილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი №1, №2).

2. ამოღებულია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №927-სსმIII, №106, 09.08.2006წ.; მუხ.1455

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1505-სსმIII, №164, 07.12.2006წ.; მუხ.2230

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 მარტის ბრძანება №173-სსმIII, №33, 13.03.2007წ.; მუხ.396

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №963-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1954

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №909-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.2006

3. 2006 წლის 1 აპრილამდე საგადასახადო დეპარტამენტმა უზრუნველყოს თვითწებადი ლუქების დიზაინის, ფორმის, ზომების, მასზე დასატანებელი რეკვიზიტების შემუშავება და შესაბამისი საგადასახადო ინსპექციებისათვის წლის განმავლობაში სავარაუდოდ საჭირო რაოდენობების განსაზღვრა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა ცენტრებმა (საგადასახადო ინსპექციებმა)/საგადასახადო ინსპექციებმა  ამ ბრძანებით გათვალისწინებული საკონტროლო-სალარო აპარატების ლუქების გამოყენება დაიწყონ 2011 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების მიმართ, ხოლო 2011 წლის პირველ იანვრამდე დარეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვა, ამ ბრძანებით დადგენილი წესით, განხორციელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან არა უგვიანეს 2011 წლის 1 მაისამდე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №927-სსმIII, №106, 09.08.2006წ.; მუხ.1455

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1505-სსმIII, №164, 07.12.2006წ.; მუხ.2230

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 მარტის ბრძანება №173-სსმIII, №33, 13.03.2007წ.; მუხ.396

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №963-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1954

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №909-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.2006

5. 2011 წლის 1 მაისამდე საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული სანქციები ლუქის გარეშე მუშაობისათვის ან მისი დაზიანებისათვის გავრცელდეს მხოლოდ იმ გადამხდელებზე, რომელთა საკონტროლო-სალარო აპარატები დაექვემდებარა დალუქვას ამ ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად და მათი მხრიდან დალუქვის შემდეგ იქნა ჩადენილი საგადასახადო სამართლდარღვევა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1505-სსმIII, №164, 07.12.2006წ.; მუხ.2230

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 მარტის ბრძანება №173-სსმIII, №33, 13.03.2007წ.; მუხ.396

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №963-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1954

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №909-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.2006

6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 4 აგვისტოს ბრძანება №927-სსმIII, №106, 09.08.2006წ.; მუხ.1455

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 1 დეკემბრის ბრძანება №1505-სსმIII, №164, 07.12.2006წ.; მუხ.2230

3. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 5 მარტის ბრძანება №173-სსმIII, №33, 13.03.2007წ.; მუხ.396

4. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №963-სსმIII, №186, 30.12.2008წ.; მუხ.1954

5. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №253-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.585

6. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №909-სსმIII, №159, 30.12.2009წ.; მუხ.2006

 

ინსტრუქცია საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ინსტრუქცია შემუშავებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ“ ქვეპუნქტის და 97​1 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად და განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების (შემდგომში – სსა) დალუქვასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

2. სსა-ების დალუქვა ხორციელდება იმ რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში)/საგადასახადო ინსპექციაში, რომელშიც რეგისტრირებულია სსა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №253-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.585

    მუხლი 2. საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვის წესი

1. სსა-ის პირველადი დალუქვა ხორციელდება მისი რეგიონალურ ცენტრში (საგადასახადო ინსპექციაში)/საგადასახადო ინსპექციაში (შემდგომში – ინსპექცია) რეგისტრაციის პროცედურის დამთავრებისთანავე.

2. სსა-ის დალუქვას ახორციელებს ინსპექციის უფროსის/მოადგილის მიერ ამ მიზნისათვის განსაზღვრული ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომელი.

3. სსა-ის დალუქვა ხორციელდება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ,,სტანდარტების ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს“ (შემდგომში – სააგენტო) მიერ ამ კონკრეტულ მოდელზე რეკომენდებულ ლუქის დასადებ ადგილებზე.

4. თუ სააგენტოს მიერ სსა-ის კონკრეტულ მოდელზე ლუქის დასადები ადგილი არ არის განსაზღვრული, ინსპექცია სსა-ს ლუქავს იმ ადგილებში, რომელიც მაქსიმალური ალბათობით გამორიცხავს სსა-ის კორპუსის გახსნას ლუქის დაზიანების გარეშე.

5. ლუქი უნდა დაიდოს ისე, რომ ლუქზე არსებული აღნიშვნები (ლუქის ნომერი და ინსპექციის დასახელება) არ ემთხვეოდეს სსა-ის კორპუსის გამყოფ ჭრილს.

6. სსა-ის დალუქვა ხორციელდება სპეციალური დამცავი ნიშნების მქონე თვითწებადი ლუქით (შემდგომში – ლუქი) ამისათვის განსაზღვრულ ადგილებზე დაწებების გზით. ამასთან, თვითწებად ლუქში გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი სახის წებო, რომელიც არ იძლევა სსა-დან ლუქის აძრობის საშუალებას დაზიანების გარეშე.

7. თვითწებად ლუქზე აღნიშნულ უნდა იყოს ინსპექციის დასახელება და ლუქის ნომერი.

8. სსა-ის პირველადი და შემდგომი (დაზიანების და სხვა შემთხვევებში) დალუქვა რეგისტრირდება სსა-ის დალუქვის ჟურნალში (დანართი №1), სადაც აღინიშნება:

ა) გადამხდელის დასახელება;

ბ) სსა-ის განთავსების ადგილი;

გ) დადებული ლუქის ნომერი;

დ) ლუქის დადების თარიღი;

ე) შენიშვნა.

9. სსა-ის დალუქვის ჟურნალში შეიტანება მისი ყოველი ხელახალი დალუქვის შემთხვევები.

10. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, თუ მისი შეკეთება საჭიროებს ლუქის მოხსნას ან იმ შემთხვევაში, თუ ლუქი მექანიკურად დაზიანდა, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია დაზიანების აღმოფხვრამდე (ხოლო ლუქის მექანიკური დაზიანების შემთხვევაში – ინსპექციის მიერ სსა-ის ხელახალ დალუქვამდე) შეაჩეროს საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება. ამ შემთხვევაში იგი ინსპექციას უგზავნის შეტყობინებას დანართი №2 ფორმის მიხედვით, სსა-ის ან ლუქის დაზიანების დაფიქსირებიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა.

11. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინება უნდა ჩაბარდეს სსა-ის განთავსების ადგილის მიხედვით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილების/კონტროლის სამმართველოს შესაბამის თანამშრომელს. ის გადასახადის გადამხდელები, რომელთა სსა-ები რეგისტრირებულია ინსპექციის ადმინისტრაციული შენობის განთავსების ტერიტორიაზე, შეტყობინებას აბარებენ ინსპექციის კანცელარიაში.

12. ლუქის მოხსნის ან ლუქის მექანიკური დაზიანების შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მიერ თუ არ იქნა უზრუნველყოფილი ამ მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესის მიხედვით ინსპექციაში შესაბამისი შეტყობინების გაგზავნა, აღნიშნული ჩაითვლება საგადასახადო სამართალდარღვევად, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მიხედვით.

13. სსა-ის დაზიანების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს და ტექნიკური მომსახურების ცენტრს (ან სხვა სარემონტო საწარმოს) უფლება აქვთ ახსნან (ლუქის გაჭრის გზით) ლუქი ისე, რომ რომ არ დაზიანდეს ლუქზე ინსპექციის დასახელებისა და ნომრის შემცველი ინფორმაციის განთავსების ადგილები და ამის შემდგომ უზრუნველყონ სსა-ების შეკეთების სამუშაოთა დაწყება.

14. სსა-ის შეკეთების (მასში დაზიანების მიზეზების აღმოფხვრის) შემდეგ, მისი ექსპლუატაციის დაწყებამდე, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სსა წარადგინოს ინსპექციაში მისი ხელახალი დალუქვის მიზნით.

15. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ინსპექციაში გაგზავნილ იქნა შეტყობინება სსა-ზე დადებული ლუქის მექანიკურად დაზიანების შესახებ, ინსპექციის შესაბამისმა თანამშრომელმა ამ შეტყობინების მიღებიდან (გაგზავნიდან) ორი სამუშაო დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სსა-ის განთავსების ადგილზე გასვლა და სსა-ის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული შესაბამისი ჩანაწერების ამობეჭდვის გზით იმის დადგენა, შეტყობინებაში მითითებული თარიღის შემდეგ გადამხდელის მხრიდან ხომ არ ჰქონდა ადგილი სსა-ის გამოყენების ფაქტს. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ფაქტი არ გამოვლინდა (ხოლო ასეთი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ), ინსპექციის თანამშრომელი ადგილზევე უზრუნველყოფს სსა-ის დალუქვას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №253-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.585

 

 

დანართი №1

    

საკონტროლო-სალარო აპარატის დალუქვის ჟურნალი

 

№

გადამხდელის დასახელება

სსა-ის განთავსების ადგილი

დადებული ლუქის ნომერი

ლუქის  დადების თარიღი

შენიშვნა

1

2

3

4

5

6

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხელახალი დალუქვის შემთხვევაში „შენიშვნის” გრაფაში გაკეთდება აღნიშვნა „ხელახალი დალუქვა” და მიეთითება, თუ მერამდენედ ილუქება აღნიშნული სსა.

 

 

 

 

დანართი №2                           

 

შეტყობინება

საკონტროლო-სალარო აპარატის (ან მასზე დადებული ლუქის) დაზიანების შესახებ

––––––––––––––––––––– რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)/ საგადასახადო ინსპექციის

(სრული დასახელება)

 

გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს/გადასახადების ადმინისტრირების განყოფილებას/ კონტროლის სამმართველოს

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

            (განყოფილება/მთავარი ინსპექტორი ადმინისტრციულ-ტერიტორიულ ერთეულში)

 

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

         (გადასახადის გადამხდელის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი)

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად გაცნობებთ, რომ

 საკონტროლო-სალარო აპარატი მოდელი ——, საქარხნო ნომერი————————, განთავსების ადგილი —————————————————————————, სარეგისტრაციო № —————- მიმდინარე წლის ,,———-“ ,,——————-“ —————სთ ————წთ დაზიანდა. დაზიანების აღმოფხვრა საჭიროებს სსა-ის გახსნას და, შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის გაჭრას. შეკეთებამდე სსა-ის მაჯამებელი მრიცხველის ჩვენება (გაუნაშთავი ჯამი) შეადგენს——————————-, ხოლო ამ სსა-ზე ამობეჭდილი ბოლო z ანგარიშის ნომერია———, თანხით————————————.

 

 საკონტროლო-სალარო აპარატზე ————————————————––––––––————————————

                           (მოდელი, საქარხნო ნომერი, განთავსების ადგილი, სარეგისტრაციო ნომერი)

საგადასახადო ორგანოს მიერ დადებული ლუქის მექანიკური დაზიანება მოხდა მიმდინარე წლის ,,———-“ ,,——————-“ ————სთ ————წთ. გთხოვთ, უზრუნველყოთ სსა-ის ხელახალი დალუქვა.

 

მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის მე-12 ნაწილის შესაბამისად, შეჩერებულია.

 

 

გადასახადის გადამხდელი/მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ––––––––––––––––––––––––––––––

                                                 (ხელმოწერა)

                                                –––––––––––––––––––––––––––––

                                        (თარიღი)

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 23 აპრილის ბრძანება №253-სსმIII, №51, 28.04.2009წ.; მუხ.585

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საკონტროლო-სალარო აპარატების დალუქვის წესების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, №178, 10.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.249 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63358-6/