“საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.03.2006 ძალადაკარგული 14.01.2011
ნომერი
№2-44
სარეგისტრაციო კოდი
340.010.000.22.032.008.264
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 14/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

შემდგომი ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.264

საქართველოს სოფლის მეურნეობის

მინისტრის ბრძანება №2-44

2006 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის თანდართული დებულება.

2. დაევლოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნება.

3. ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ „საქმინხილწყალის“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2004 წლის 1 ნოემბრის №2-215 ბრძანება და „აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამასახურის“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 2 მარტის №2-104 ბრძანება.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს ლილი ბეგიაშვილს.

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №2-54-სსმIII, №44, 01.04.2006წ.; მუხ.498

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 28 ივნისის ბრძანება №2-111-სსმIII, №90, 05.07.2006წ.; მუხ.1212

3. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №2-196-სსმIII, №144, 23.10.2006წ.; მუხ.1988

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №2-48-სსმIII, №53, 17.04.2007წ.; მუხ.579

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულება

პრეამბულა

პრეამბულა ამოღებულია-საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №2-48-სსმIII, №53, 17.04.2007წ.; მუხ.579

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სტატუსი

1. სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების, საქალაქო და რაიონული სამმართველოების მეშვეობით ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის, ხარისხის, სანიტარიულ-ჰიგიენური, ვეტერინარული, მცენარეთა დაცვის და აგროქიმიური ღონისძიებების ზედამხედველობას, მონიტორინგსა და სახელმწიფო კონტროლს.

2. მხოლოდ აღნიშნული სამსახურია უფლებამოსილი განახორციელოს სურსათის სფეროში ზედამხედველობა, მონიტორინგი და სახელმწიფო კონტროლი.

3. სამსახური უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით, საქართველოს სანიტარიული კოდექსით, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“, „ვეტერინარიის შესახებ“, „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“, „სასოფლო-სამეურნეო კარანტინის შესახებ“, „პესტიციდებისა და აგროქიმაკატების შესახებ“, „წყლის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე და ასრულებს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

6. სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, ემბლემა, შტამპი, დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

7. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №2-48-სსმIII, №53, 17.04.2007წ.; მუხ.579

თავი II

სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

    მუხლი 2. სამსახურის მიზნები

სამსახურის ძირითადი მიზნებია:

ა) მომხმარებელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ეკონომიკური ინტერესების დაცვა, ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილ სურსათთან, ასევე ცხოველის საკვებთან დაკავშირებით, შიდა ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით;

ბ) ცხოველებისა და მცენარეების დაცვის კონტროლის განხორციელებით ვეტერინარული, ფიტოსანიტარიული და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის მიღწევა;

გ) ცხოველთა გადამდები და არაგადამდები სნეულებებისაგან ცხოველთა დაცვა, ამ სნეულებების კერების აღმოფხვრა, მცენარეთა საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვა, კერების აღმოფხვრა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №2-48-სსმIII, №53, 17.04.2007წ.; მუხ.579

    მუხლი 3. სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები

სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობისა და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ბ) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიო-ფარმაცევტული პრეპარატების (საშუალებები), პესტიციდების, აგროქიმიკატების სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

გ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მონიტორინგის, ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სურსათის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის საფუძველზე სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ე) სახელმწიფო კონტროლის შედეგების წლიური ანგარიშის წარდგენა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, აგრეთვე ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიოფარმაცევტული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სანიტარიული, ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლი;

ზ) ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის დროს კრიზისული მართვის გეგმის შემუშავება და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა;

თ) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, ფალსიფიკაციის ფაქტების გამოვლენა და აღმკვეთი ზომების გატარება. აგრეთვე, ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობისათვის მავნებელი და მაღალი რისკის შესახებ მოსახლეობის სისტემატური ინფორმირება სურსათის ან ცხოველის საკვების მოხმარებისაგან დროებით თავის შეკავების შესახებ;

ი) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელთა დადგენილი წესით რეგისტრირება;

კ) სურსათის და ცხოველის საკვების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;

ლ) რისკის ანალიზის საფუძველზე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

მ) საგანგებო ზომების გატარების მიზნით სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის უზრუნველსაყოფად, შექმნილი ვითარების სიმძიმის გათვალისწინებით, შემდეგი ზომების განხორციელება:

მ.ა) ადგილობრივი წარმოშობის სურსათისა და ცხოველის საკვებთან მიმართებაში:

მ.ა.ა) გარკვეული ვადით სურსათისა ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსების შეჩერება;

მ.ა.ბ.) მოსახლეობის დროული ინფორმირება სურსათისა ან ცხოველის საკვების მოხამრებისაგან დროებით თავის შეკავების შესახებ;

მ.ა.გ) მაღალი რისკის სურსათთან და ცხოველის საკვებთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრა:

მ.ბ.) იმპორტირებული სურსათის ან ცხოველის საკვებთან მიმართებაში:

მ.ბ.ა.) სურსათისა და ცხოველის საკვების იმპორტის ექსპორტიორი ქვეყნიდან ან ამ ქვეყნის რომელიმე ნაწილიდან, აგრეთე საჭიროების შემთხვევაში, ტრანზიტის ქვეყნიდან გარკვეული ვადით შეჩერება;

მ.ბ.ბ.) ექსპორტიორ ქვეყანასთან, ამ ქვეყნის რომელიმე რეგიონთან ან ტრანზიტის ქვეყანასთან მიმართებაში მაღალი რისკის სურსათის ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრა;

მ.ბ.გ.) მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო საგანგებო დროებითი ზომები;

ნ) საზოგადოების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე;

ო) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შინაური ცხოველების რეგისტრაციაპასპორტიზაციის ორგანიზება;

პ) ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქციასთან მიმართებაში ვეტერინარულ-სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ჰიგიენური მოთხოვნებისა და წესების დაცვის ზედამხედველობა და კონტროლი;

ჟ) სანიტარიულ-ჰიგიენურ, ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების აღრიცხვა;

რ) ცხოველების გადამდები და არაგადამდები სნეულებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კონტროლი:

ს) მცენარეთა დაცვა მავნე ორგანიზმებისაგან;

ტ) ამოღებულია;

უ) ინსპექტორული კონტროლის განხორციელება;

ფ) სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის, ფიტოსანიტარიული კარანტინისა და აგროქიმიის სფეროში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;

ქ) კერძო ვეტერინარული სამსახურების საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;

ღ) ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების კონტროლი;

ყ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდებისა და შედეგების ექსპერტიზის ორგანიზება, სახელმწიფო რეგისტრაციის კოორდინირება, შემოტანის, წარმოების (დაფასოების), მარკირების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესების განხორციელების კონტროლი;

შ) ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ჩ) მეცნიერული მიღწევების, უახლესი ტექნოლოგიების, ტექნიკური საშუალებების დანერგვა, პროპაგანდა და საინფორმაციო მომსახურების ორგანიზება; ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის კონსულტაციისა და საინფორმაციო დახმარების გაწევა, თანამშრომელთა პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება;

ც) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სახდელების დაკისრება;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

წ) წყლის სასაქონლო პროდუქციისათვის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 28 ივნისის ბრძანება №2-111-სსმIII, №90, 05.07.2006წ.; მუხ.1212

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №2-48-სსმIII, №53, 17.04.2007წ.; მუხ.579

    მუხლი 4. სამსახურის ძირითადი უფლება-მოვალეობანი

1. სამსახურის უფლება-მოვალეობები სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სფეროში:

ა) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით რისკის მართვა და კომუნიკაცია რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით;

ბ) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობის ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით გამაფრთხილებელი და მაკორექტირებელი ზომების გატარება სურსათის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი რისკების შემცირების, აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით;

გ) რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ან მოქმედ ნორმებთან შეუსაბამობაზე საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირება;

დ) კრიზისული მდგომარეობის მართვის გეგმის კონკრეტულად განსაზღვრა იმ ქმედებებისა და ღონისძიებების ჩამონათვალით, რომლებიც აუცილებელია კრიზისის სამართავად, კრიზისის მართვის ჯგუფის შექმნის, გამჭვირვალეობისა და პროპორციულობის პრინციპის დაცვისა და საინფორმაციო სტრატეგიის ჩათვლით;

ე) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით პერსონალის ჰიგიენის დამადასტურებელი დოკუმენტების შემოწმება;

ვ) დადგენილი წესით ნიმუშის აღება და დასახელებული საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემა;

ზ) მონაცემებისა და დოკუმენტური მასალის შემოწმება;

თ) ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჩანაწერების შემოწმება;

ი) საბაჟო ორგანოებთან სისტემატიური თანამშრომლობა პოტენციურად საშიში ტვირთის, მისი ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის დროებით შეჩერებისა და აღკვეთის თაობაზე ინფორმაციის ურთიერთგაცვლის მიზნით;

კ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში იმპორტირებული, გადამუშავებული, დამზადებული ან სადისტრიბუციოდ გამზადებული სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთის მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ზომების გატარება;

ლ) სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოებად რეგისტრირება.

2. ინსპექტორული კონტროლი:

სურსათისა და ცხოველის საკვების ინსპექტირება ხორციელდება სამსახურის უფლებამოსილი მოხელის (მოხელეების) მიერ რეგულარულად რისკის შეფასების საფუძველზე განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად ან იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი სურსათის უვნებლობის მოქმედ ნორმებთან შეუსაბამობაზე. ერთი და იმავე მწარმოებლის/ობიექტის სამსახურის მიერ ინსპექტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ კომბინირებული მიდგომით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით და დაუშვებელია ზემოაღნიშნული სფეროების მიხედვით სპეციალიზებული ინსპექტირების ჩატარება.

3. სამსახურის უფლებამოსილი მოხელის უფლებამოსილება:

ა) სახელმწიფო კონტროლის და მონიტორინგის მიზნით დადგენილი წესით აიღოს ნიმუშები საგამოცდო ლაბორატორიისათვის გადაცემის მიზნით;

ბ) ლაბორატორიული გამოცდის შედეგად ან ორგანოლეპტიკური შეფასების საფუძველზე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის/ხარისხის მაჩვენებლების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებები;

გ) დადგენილი უფლებების განხორციელებისას სათანადო ქმედებებთან დაკავშირებული ნებისმიერი პირის თხოვნის საფუძველზე წარადგინოს თავისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა;

დ) უვნებლობის მაჩვენებლების შეუსაბამობის დადგენის შემთხვევაში შეაჩეროს სურსათის ან ცხოველის საკვების ბაზარზე განთავსება;

ე) გაათავისუფლოს შეჩერებული სურსათი და ცხოველის საკვები, თუ დადასტურდა რომ, კანონის მოთხოვნები დაცულია დაკავებულ სურსათთან ან ცხოველის საკვებთან დაკავშირებით;

ვ) არ გაამჟღავნოს განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის ან რისკის ანალიზის შედეგად მოპოვებული სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მწარმოებლის/დისტრიბუტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა;

ზ) გამოითხოვოს სარეგისტრაციო წიგნი, დოკუმენტი ან სხვა მონაცემები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას სურსათის და ცხოველის საკვების შესახებ, გადაიღოს მათი ასლები და გააკეთოს ამონაწერები.

4. სამსახურის უფლება-მოვალეობები ვეტერინარიის სფეროში:

ა) ადამიანისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან;

ბ) ცხოველებით, მეცხოველეობის პროდუქტებითა და ნედლეულით ვაჭრობაზე (რეალიზაციაზე) კანონით დადგენილი წესით ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა;

გ) ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარული პრეპარატების, საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე იმპორტული ბიოლოგიური პრეპარატების შემოტანა-გატანის და გამოყენების ზედამხედველობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წამლის სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე;

დ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები სნეულებების გაჩენა-გავრცელების მიზეზების დადგენა და შესაბამისად პრევენციის, პროფილაქტიკის, ლოკალიზაციისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარების კონტროლი;

ე) ცხოველთა სნეულებების ვეტერინარული დიაგნოსტიკა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედლეულის და ცხოველთა საკვების ვეტერინარული კეთილსაიმედოობის განსაზღვრა:     

ვ) ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელება;

ზ) ქვეყნის ტერიტორიაზე სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში და იმ სნეულებათა ნუსხის დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება, რომელთა გამო ცხოველთა პროფილაქტიკური ვაქცინაცია და საკარანტინო აღმკვეთი ღონისძიებები ხორციელდება სახელმწიფო პროგრამით;

თ) ქვეყანაში საკარანტინო და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების და ადამიანის ჯანმრთელობისათვის პოტენციურად საშიში პროდუქციის ან/და ტვირთის შემოტანის გავრცელების აღკვეთის მიზნით ვეტერინარულ-სანიტარიული საკარანტინო კონტროლის განხორციელება.

5. სამსახურის უფლება-მოვალეობები მცენარეთა დაცვის სფეროში:

ა) საკარანტინო და სხვა საშიში მავნე ორგანიზმების გამოვლენა, მათი მასობრივი გავრცელებისა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილება, ასევე საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში მავნე ორგანიზმების ლოკალიზაცია და კერების ლიკვიდაცია;

ბ) ქვეყნის ტერიტორიის დაცვა მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან, სახელმწიფო ფიტოსანიტარიული კონტროლის განხორციელება მცენარეთა დაცვისა და საკანარანტინო წესების დარღვევების აღმოჩენისა და აღკვეთის მიზნით;

გ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა, მავნე ორგანიზმების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის კონტროლი;

დ) აგროსისტემებში ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება და სასარგებლო მწერებისა და სხვა ბიოაგენტების ინტროდუქციაზე, გამრავლებაზე და გავრცელებაზე კონტროლი;

ე) პესტიციდების და აგროქიმიკატების შემოტანის, მარკირების, შენახვის, წარმოების (დაფასოების), ტრანსპორტირების, რეალიზაციის, უსაფრთხო გამოყენების რეგლამენტების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ვ) მავნებლების, დაავადებებისა და სარეველების მასობრივი გავრცელების აღკვეთის მიზნით, მცენარეთა დაცვისა და საკარანტინო ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლი;

ზ) მცენარეთა დაცვის, ფიტოსანიტარიული კარანტინის ღონისძიებების სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

თ) საკარანტინო ობიექტების ნუსხის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა;

ი) სახელმწიფოს ტერიტორიაზე შემოტანილი ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებული ტვირთების, შესაფუთი მასალის, ტარის, სატრანსპორტო საშუალებების საკარანტინო დახედვა (შემოწმება) და ექსპერტიზა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) ფიტოსანიტარიულ კარანტინს დაქვემდებარებულ პროდუქციაზე, მასალასა და ობიექტებზე კარანტინის დადებისა და მოხსნის, ასევე გარკვეულ ტერიტორიაზე კარანტინის გამოყენებისა და მოხსნის ორგანიზების უზრუნველყოფა;

ლ) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების, სხვა საქვეკარანტინო პროდუქციისა და ობიექტის გაუსნებოვნების ორგანიზება;

მ) მცენარეთა დაცვისათვის, ქიმიურ, ბიოლოგიურ საშუალებებისა და აგროქიმიკატების საჭირო რაოდენობის პროგნოზირება, სარეზერვო ფონდის შექმნის ხელშეწყობა და არსებული რეზერვების გამოყენებაზე კონტროლი;

ნ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების გამოცდებისა და შედეგების ექსპერტიზის ორგანიზება, სახელმწიფო რეგისტრაცის კოორდინაცია და რეგისტრაციის განხორციელება, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა, სახელმწიფო კატალოგის წარმოება;

ო) სარეალიზაციოდ გამიზნული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 28 ივნისის ბრძანება №2-111-სსმIII, №90, 05.07.2006წ.; მუხ.1212

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №2-48-სსმIII, №53, 17.04.2007წ.; მუხ.579

თავი III

ხელმძღვანელობა და სამსახურის სტრუქტურა

    მუხლი 5. სამსახურის ხელმძღვანელობა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, ორგანიზებას უწევს სამსახურს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მოქმედებს სამსახურის სახელით და წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უცხო სახელმწიფოებთან ურთიერთობებში;

გ) ამოღებულია;

დ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და სამსახურის მოხელეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

ე) ხელს აწერს სამსახურიდან გასულ ინფორმაციას, შეიმუშავებს და გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანანმდებობაზე ნიშნავს და თანანმდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოხელეებს;

ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის დებულებასა და წლიური ბიუჯეტის ხარჯთა ნუსხას;

ზ​1) ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს;

თ) აყენებს საკითხს იმ გადაწყვეტილებების ძალადაკარგულად ცნობის შესახებ, რომლებიც ზღუდავენ სამსახურის საქმიანობას;

ი) უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამების შესრულებას;

კ) აფორმებს ხელშეკრულებებს და გასცემს მინდობილობებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

3. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაგან ერთ-ერთი იმავდროულად არის მთავარი სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორი.

4. სამსახურის უფროსის მოადგილეთა ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.

5. სამსახურის უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 31 მარტის ბრძანება №2-54-სსმIII, №44, 01.04.2006წ.; მუხ.498

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №2-48-სსმIII, №53, 17.04.2007წ.; მუხ.579

    მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახური შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:

ა) ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ბ) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

დ) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის სამმართველო;

ე) რისკის მართვისა და კომუნიკაციის სამმართველო;

ვ) ქონების მართვის, საფინანსო და საბუღალტრო სამმართველო;

ზ) იურიდიული სამმართველო;

თ) რეგისტრაციისა და ნებართვების სამმართველო;

ი) მობილური რეაგირების ჯგუფი.

2. სამსახური მეთოდოლოგიურ ხელმძღვანელობას უწევს აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის საქვეუწყებო სამსახურებს.

3. სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია:

3.1. თბილისის საქალაქო სამმართველო;

3.2. რუსთავის საქალაქო სამმართველო;

3.3. ფოთის საქალაქო სამმართველო;

3.4. ქუთაისის საქალაქო სამმართველო;

3.5. ოზურგეთის რაიონული სამმართველო;

3.6. ლანჩხუთის რაიონული სამმართველო;

3.7. ჩოხატაურის რაიონული სამმართველო;

3.8. ბაღდათის რაიონული სამმართველო;

3.9. ვანის რაიონული სამმართველო;

3.10. ზესტაფონის რაიონული სამმართველო;

3.11. თერჯოლის რაიონული სამმართველო;

3.12. სამტრედიის რაიონული სამმართველო;

3.13. საჩხერის რაიონული სამმართველო;

3.14. ტყიბულის რაიონული სამმართველო;

3.15. წყალტუბოს რაიონული სამმართველო;

3.16. ჭიათურის რაიონული სამმართველო;

3.17. ხარაგაულის რაიონული სამმართველო;

3.18. ხონის რაიონული სამმართველო;

3.19. თელავის რაიონული სამმართველო;

3.20. ახმეტის რაიონული სამმართველო;

3.21. გურჯაანის რაიონული სამმართველო;

3.22. დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველო;

3.23. ლაგოდეხის რაიონული სამმართველო;

3.24. საგარეჯოს რაიონული სამმართველო;

3.25. სიღნაღის რაიონული სამმართველო;

3.26. ყვარლის რაიონული სამმართველო;

3.27. მცხეთის რაიონული სამმართველო;

3.28. ახალგორის რაიონული სამმართველო;

3.29. დუშეთის რაიონული სამმართველო;

3.30. თიანეთის რაიონული სამმართველო;

3.31. სტეფანწმინდის რაიონული სამმართველო;

3.32. ამბროლაურის რაიონული სამმართველო;

3.33. ლენტეხის რაიონული სამმართველო;

3.34. ონის რაიონული სამმართველო;

3.35. ცაგერის რაიონული სამმართველო;

3.36. ზუგდიდის რაიონული სამმართველო;

3.37. აბაშის რაიონული სამმართველო;

3.38. მარტვილის რაიონული სამმართველო;

3.39. მესტიის რაიონული სამმართველო;

3.40. სენაკის რაიონული სამმართველო;

3.41. ჩხოროწყუს რაიონული სამმართველო;

3.42. წალენჯიხის რაიონული სამმართველო;

3.43. ხობის რაიონული სამმართველო;

3.44. ახალციხის რაიონული სამმართველო;

3.45. ადიგენის რაიონული სამმართველო;

3.46. ასპინძის რაიონული სამმართველო;

3.47. ახალქალაქის რაიონული სამმართველო;

3.48. ბორჯომის რაიონული სამმართველო;

3.49. ნინოწმინდის რაიონული სამმართველო;

3.50. ბოლნისის რაიონული სამმართველო;

3.51. გარდაბნის რაიონული სამმართველო;

3.52. დმანისის რაიონული სამმართველო;

3.53. თეთრიწყაროს რაიონული სამმართველო;

3.54. მარნეულის რაიონული სამმართველო;

3.55. წალკის რაიონული სამმართველო;

3.56. გორის რაიონული სამმართველო;

3.57. კასპის რაიონული სამმართველო;

3.58. ქარელის რაიონული სამმართველო;

3.59. ხაშურის რაიონული სამმართველო.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №2-48-სსმIII, №53, 17.04.2007წ.; მუხ.579

    მუხლი 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

სამსახურის შემადგენლობაში არიან შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:

ა) სურსათის უვნებლობისა და ხარისხის ზედამხედველობის სამმართველოს ფუნქციებია:

ა.ა) სურსათისა და ცხოველის საკვების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე, ჰიგიენური და სანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;

ა.ბ) სასმელი წყლის, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მათი დასამზადებელი ნახევარფაბრიკატების და ნახშირორჟანგად გაზის წარმოების დარგში სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველყოფა;

ა.გ) წყლის სასაქონლო პროდუქციის კატეგორიის მინიჭების უზრუნველყოფა;

ა.დ) ამოღებულია;

ა.ე) საფუძვლიანი ეჭვის არსებობის დროს იმპორტირებული, გადამუშავებული, დამზადებული ან სადისტრიბუციო სურსათის ბაზარზე განთავსების აღკვეთის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ა.ვ) სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დოკუმენტური მასალის შემოწმება, ლაბორატორიული გამოცდისათვის ნიმუშების აღება;

ა.ზ) ამოღებულია;

ა.თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

ბ) ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ბ.ა) ცხოველთა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის კონტროლი ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური და არაგადამდები სნეულებებისაგან;

ბ.ბ) სხვა ქვეყნებიდან ცხოველთა სნეულებების აღმძვრელის შემოტანის აღმკვეთი ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;

ბ.გ) ბიოლოგიური, სადიაგნოსტიკო, ქიმიურ-ფარმაცევტული, სხვა ვეტერინარული პრეპარატების, საკვებდანამატების წარმოების, შენახვის, რეალიზაციის, ასევე იმპორტული ბიოლოგიური პრეპარატების შემოატნა-გატანის, გამოყენების ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ.დ) ცხოველებისა და ადამიანის საერთო საშიში მასობრივი გადამდები სნეულებების გაჩენა-გავრცელების მიზეზების დადგენა და შესაბამისად პრევენციის, პროფილაქტიკის, ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის უზრუნველყოფაზე კონტროლი;

ბ.ე) ცხოველთა სნეულებების ვეტერინარული დიაგნოსტიკა, მეცხოველეობის პროდუქტებისა და ნედ-ლეულის და ცხოველთა საკვების ვეტერინარული კეთილსაიმედოობის განსაზღვრა;

ბ.ვ) ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობისა და ვეტერინარულ-ინსპექტორული კონტროლის განხორციელება;

ბ.ზ) ცხოველთა აღრიცხვა-რეგისტრაცია, აღნიშვნა და იდენტიფიცირება და რეესტრში გატარება;

ბ.თ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

გ) მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ფუნქციებია:

გ.ა) ქვეყნის ტერიტორიაზე საკარანტინო და განსაკუთრებით საშიში ორგანიზმების გამოვლინებაში, მათ მასობრივ გავრცელებასა და საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, ლოკალიზაციისა და დაავადებათა კერების ლიკვიდაციის ღონისძიებების განხორციელება;

გ.ბ) საკარანტონო ღონისძიებების განხორციელება;

გ.გ) მავნე ორგანიზმების შემოტანისა და გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის დაცვა;

გ.დ) სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ფიტოსანიტარიული დიაგნოსტიკა მავნე ორგანიზამების გავრცელების პროგნოზირება და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების კონტროლის განხორციელება;

გ.ე) აგროსისტემაში ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება და სასარგებლო მწერებისა და სხვა ბიოაგენტების ინტროდუქციაზე, გამრავლებასა და გავრცელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;

გ.ვ) საქართველოს ტერიტორიაზე მცენარეთა დაცვა, ფიტოსანიტარიული კარანტინის ორგანიზება და კონტროლის უზრუნველყოფა;

გ.ზ) მავნებლების, დაავადებების და სარეველების მასობრივი გავრცელების აღკვეთის მიზნით, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მცენარეთა დაცვისა და საკარანტინო ღონისძიებების შესრულებაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა;

გ.თ) საკარანტინო ობიექტების ნუსხის შემუშავება;

გ.ი) კარანტინს დაქვემდებარებული პროდუქციის ფიტოსანიტარიული საკარანტინო შემოწმება;

გ.კ) მცენარეული წარმოშობის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების, საწყობების, სხვა საქვეკარანტინო პროდუქციისა და ობიექტის გაუსნებოვნების ორგანიზება;

გ.ლ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სახელმწიფო რეგისტრაცია, გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ნუსხის შემშავება, სარეგისტრაციო მოწმობების გაცემა;

გ.მ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

დ.ა) სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, რაიონული და საქალაქო სამმართველოების მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და ორგანიზაციული მომსახურების უზრუნველყოფა;

დ. ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;

დ.გ) სამსახურის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და შესაბამის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;

დ.დ.) სამსახურის ცენტრალური აპარატის საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების, აგრეთვე, სხვა საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი; თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, თავისი კომპენტეციის ფარგლებში სამსახურის უფროსის ინდივიდულური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;

დ.ე) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

დ.ვ) სამსახურის კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა, კომპიუტერული ქსელის გაფართოვება, პროფილაქტიკური სამუშაოების განხორციელება და მონაცემთა ბაზის რეგულარული განახლება და ეფექტური ადმინისტრირება.

ე) რისკის მართვისა და კომუნიკაციის სამმართველოს ფუნქციებია: მომხმარებლის ჯანმრთელობაზე საფრთხით გამოწვეული არასასურველი ზეგავლენისა და მისი სიმძიმის ალბათობის დადგენა; რისკის შეფასების შედეგების გათვალისწინებით გადაწყვეტილების შერჩევა და გამაფრთხილებელი, ეფექტური და ადეკვატური ზომების გატარება სურსათის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი რისკების შემცირების, აღმოფხვრის ან პრევენციის მიზნით; რისკის ანალიზის პროცესში ინფორმაციისა და დასკვნების, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებლებს/დისტრიბუტორებს შორის საფრთხეებსა და რისკების, რისკის შეფასების შედეგებისა და რისკის მართვის პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე საჭირო განმარტებების, შეუფერხებელი გაცვლა მეცნიერებს, რისკის შემფასებლებს, რისკის მართვაზე პასუხისმგებელ პირებსა და მომხმარებლებს შორის; მწარმოებლებისა და მომხმარებლების უზრუნველყოფა დროული, მიუკერძოებელი და ობიექტური ინფორმაციით სურსათთან დაკავშირებული საფრთხეებისა და შესაძლო რისკების თაობაზე.

ვ) ქონების მართვის, საფინანსო და საბუღალტრო სამმართველოს ფუნქციებია: სახელმწიფო პროგრამებისა და სამსახურის დასაფინანსებლად ფულადი სახსრების გადანაწილების დაგეგმვა, სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა და სამსახურის ქონებრივი ურთიერთობის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება, რაიონული და საქალაქო სამმართველოების მიერ წარმოდგენილი საფინანსო ანგარიშების სისწორის კონტროლი, ნაერთი ბალანსის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინაშე სავალდებულო ანგარიშების მომზადება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; სამსახურის ცენტრალური აპარატის, რაიონული და საქალაქო სამმართველოების საფინასო-ეკონომიკური საქმიანობის დაგეგმვა და ეფექტიანი წარმოების უზრუნველყოფა, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაცია, საბიუჯეტო სახსრებისა და ხარჯთანუსხების შესრულების ოპერაციების წარმართვა და თანხების მიზნობრივად ხარჯვის განხორციელება, სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობების წარმართვა და ქონებრივი ურთიერთობების რეგულირება.

ზ) ამოღებულია;

თ) იურიდიული სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილეების, სტრუქტურული ქვედანაყოფების, რაიონული და საქალაქო სამმართველოების მიერ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო სამართლებრივი მომსახურების უზრუნველყოფა; სამსახურის უფროსის ბრძანებებისა და სხვა აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება, შესაბამისი დასკვნების მომზადება; ოფიციალური დოკუმენტაციისა და კორესპონდენციის ვიზირება.

ი) რეგისტრაციის და  ნებართვების სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს  იმ ნებართვების და ლიცენზიების გაცემა და რეგისტრაციის განხორციელება, რომელთა გაცემისა და რეგისტრაციის უფლებამოსილება, კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

კ) რაიონული და საქალაქო სამმართველოები სურსათის უვნებლობისა და ხარისხის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს ახორციელებენ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე

ლ) მობილური რეაგირების ჯგუფის ფუნქციებია:

განსაკუთრებულ შემთხვევებში ოპერატიულად გავიდეს სამოქმედო ტერიტორიაზე (კერა, საგანგებო სიტუაციის რაიონი, ობიექტი) და ოპერატიულად შეისწავლოს რეალურად არსებული სიტუაცია (გამოკითხვით, დათვალიერებით, მოძიებით, მოკვლევით და სხვა საჭირო მეთოდებითა და ხერხებით); დაუყოვნებლივ გაანალიზოს მიღებული ინფორმაცია; დაგეგმოს გადაუდებლად განსახორციელებელი ძირითადი ღონისძიებები/ქმედებები (საფრთხეებისა ან/და რისკების აღმოსაფხვრელი ან/და მისაღებ დონემდე შესამცირებელი ღონისძიებები, ეპიდემიებისა და ეპიზოოტიების სალიკვიდაციო სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალებები, ლაბორატორიული კვლევისათვის საჭირო მასალისა და ნიმუშების სახეობები და რაოდენობები, საკარანტინო მავნე ორგანიზმების ქვეყანაში შემოჭრისას გავრცელების კერების სალიკვიდაციო ღონისძიებები, განსაკუთრებით საშიში მავნებლების სალიკვიდაციო ღონისძიებები საგანგებო მდგომარეობის თავიდან აცილების მიზნით, საკარანტინო ზონაში შესაბამისი სამუშაოები და სხვა) და სავარაუდო მიმართულებები (საჭირო მატერიალური რესურსებისა და ღონისძიებების პრაქტიკულად განმახორციელებელი პირების ჩათვლით); დაუყოვნებლივ დაიწყოს რისკის მართვის დროებითი ზომების გატარება საფრთხის პროპორციულად, ასევე საჭირო მიმართულებებით სათანადო ღონისძიებების/ქმედებების განხორციელება (კომუნიკაცია გამჭვირვალობის გათვალისწინებით) ან/და გააკონტროლოს მათი სრულყოფილად განხორციელება; სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის შესწავლის შედეგების, გატარებული და დამატებით საჭირო ღონისძიებების/ქმედებების შესახებ ოპერატიულად აცნობებს სამსახურის ხელმძღვანელობას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 28 ივნისის ბრძანება №2-111-სსმIII, №90, 05.07.2006წ.; მუხ.1212

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 16 ოქტომბრის ბრძანება №2-196-სსმIII, №144, 23.10.2006წ.; მუხ.1988

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 13 აპრილის ბრძანება №2-48-სსმIII, №53, 17.04.2007წ.; მუხ.579

თავი IV

დასკვნითი დებულებები

    მუხლი 8. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.

    მუხლი 9. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ", №2-44, 14.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.008.264 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.04.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63442-4/