ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.12.2024 ძალადაკარგული 26.12.2025
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.151.016391
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2024 წლის 24 დეკემბერი

დაბა სტეფანწმინდა

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“ და „დ.ე“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის  მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-6 პუნქტის, 121-ე მუხლისა და  „საჯარო დაწესებულებაში  შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №1-ის შესაბამისად.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა და განისაზღვროს  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 3
დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა დანართი №3-ის შესაბამისად.
+
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის №23 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 28.12.2023წ. სარეგ. კოდი: 010250000.35.151.016371) „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა  და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“.
+
მუხლი 5
დადგენილება ძალაშია 2025 წლის 1 იანვრიდან.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავითი ქირიკაშვილი
+



დანართი №1

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

 

№

თანამდებობის დასახელება

თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი(ლარში)

 

საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირები

 

1

საკრებულოს თავმჯდომარე

   5989

2

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

   4525

3

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

   3859

4

საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

   3194

5

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

   2928

6

საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

   2262

 

 

დანართი №2

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 3 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 04.02.2025წ.

 

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები

№

თანამდებობათა დასახელება

თანამდებობრივი სარგო

საშტატო ერთეულის რაოდენობა

კოეფიციენტი

1

პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი,საკრებულოს აპარატის უფროსი – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი

2920

1

           --------

2

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მაჟორიტარებთან ურთიერთობის საკითხებში

1752

1

              1.2

3

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კომისიებთან ურთიერთობისა და ორგანიზაციულ საკითხებში

1752

1

            1.2

4

მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი საქმისწარმოების საკითხებში

 

1752

1

             1.2

 

სულ

 

4

 

 

დანართი №3

შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიციების ნუსხა

№

შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელი პოზიცია

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პოზიციების რაოდენობა

1

საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე

1

2

მძღოლი

1

3

საკრებულოს კომისიის კონსულტანტი

4

4

პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

1

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, №19, 24.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016391 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.02.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6347622-1/