“საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა –მთიანეთისა და კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების" დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.03.2006 ძალადაკარგული 20.03.2013
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.22.029.008.286
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 23/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (2)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.029.008.286

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №24

2006 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 მუხლის მე-6 პუნქტიდან გამომდინარე , ვბრძანებ:

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2009 წლის 27 იანვრის ბრძანება №02-სსმIII, №11, 30.01.2009წ.; მუხ.115

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

1. დამტკიცდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების  (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) თანდართული დებულება.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ზუგდიდის სამართველოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №40, „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქუთაისის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 14 იანვრის №38, „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2005 წლის 25 თებერვლის №162 ბრძანებები.

3. ბრძანება ძალში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხევიაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2009 წლის 27 იანვრის ბრძანება №02-სსმIII, №11, 30.01.2009წ.; მუხ.115

2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის; იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის; ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის; შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების) დებულება

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – სამმართველო (შემდგომში – სამმართველო) შექმნილია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის  34 დადგენილების საფუძველზე.

2. სამმართველო წარმოადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგი-ლებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შესაბამის რეგიონში.

3. სამმართველოს აქვს ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, დასრულებული ბალანსი, ხარჯთა ნუსხა და ანგარიში ხაზინაში.

4. სამმართველო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

5. სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, სხვა კანონებით. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენი-ლებებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით და სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2009 წლის 27 იანვრის ბრძანება №02-სსმIII, №11, 30.01.2009წ.; მუხ.115

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მინისტრის 2010 წლის 20 ივლისის ბრძანება №59-სსმIII, №89, 21.07.2010წ.; მუხ.1298

    მუხლი 2. სამმართველოს ამოცანები

სამმართველოს ამოცანებია:

ა) საქართველოში მიგრაციული პროცესების მართვის სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე ლტოლვილთა, დევნილთა, რეპატრიანტთა და საგანგებო სიტუაციებით (სტიქიური უბედურებები, ეპიდემია და სხვ.) გამოწვეული მიგრაციული ნაკადების რეგულირება, მათი დროებითი ან მუდმივი განსახლების ორგანიზება, ადაპტაცია-ინტეგრაციისათვის პირობების შექმნისა და სოციალური დაცვის ხელშეწყობა;

გ) სამოქმედო ტერიტორიაზე ლტოლვილთა, დევნილთა და დროებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე დაბრუნების ორგანიზების ხელშეწყობა;

დ) სამოქმედო ტერიტორიაზე მიგრაციული ნაკადების აღრიცხვა, მართვა და კონტროლი;

ე) „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით ტერიტორიულ ორგანოზე განსაზღვრული ფუნქციების რეალიზება.

    მუხლი 3. სამმართველოს უფლებამოსილება

1. სამმართველო თავისი ამოცანების და ფუნქციების შესრულებისას უფლებამოსილია:

ა) შეიმუშაოს საქმიანობის გეგმები; სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სხვა ტერიტორიული ორგანოებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან, კომპეტენციის ფარგლებში, მოითხოვოს და მიიღოს თავისი საქმიანობისათვის აუცილებელი, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

ბ) სამოქმედო ტერიტორიაზე განსახლებულ დევნილთა და ლტოლვილთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

გ) განიხილოს განცხადებები, საჩივრები, წინადადებები და მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება დასმულ საკითხებზე;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში.

2. სამმართველო პასუხისმგებელია მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.

    მუხლი 4. სამმართველოს საქმიანობის ორგანიზება

1. სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაზე;

ბ) სახელმწიფო ორგანოებში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სამმართველოს;

გ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;

დ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის აქტებს.

3. სამმართველოს ხარჯთა ნუსხასა და საშტატო განრიგს ამტკიცებს მინისტრი.

4. სამმართველოს მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

    მუხლი 5. დასკვნითი დებულებები

სამმართველოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების (აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა –მთიანეთისა და კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოების" დებულების დამტკიცების შესახებ", №24, 17.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.029.008.286 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63538-2/