“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.03.2006 ძალადაკარგული 14.09.2010
ნომერი
№222
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.008.308
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 41, 27/03/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.308

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №222

2006 წლის 27 მარტი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 89-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ყ“ ქვეპუნქტისა და 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის თანდართული დებულება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ლომაია

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 30 მაისის ბრძანება №486-სსმIII, №76, 06.06.2006წ.; მუხ.1004

2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 29 მაისის ბრძანება №340-სსმIII, №65, 29.05.2009წ.; მუხ.721

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №650-სსმIII, №104, 24.08.2009წ.; მუხ.1168

5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1099-სსმIII, №149, 04.12.2009წ.; მუხ.1762

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №7/ნ-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.162

7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №16/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ.; მუხ.407

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის დებულება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) იქმნება უმაღლესი, პროფესიული, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მიზნით.

2. ცენტრი წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლსაც ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).

3. ცენტრი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“, ,,ზოგადი განათლების შესახებ“, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. ცენტრი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ მესამე პირებთან ურთიერთობაში.

5. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ლოგო, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.

6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი 0102, უზნაძის ქ. №68.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 30 მაისის ბრძანება №486-სსმIII, №76, 06.06.2006წ.; მუხ.1004

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

თავი II

მიზნები, ფუნქციები, საქმ იანობის საგანი

    მუხლი 2. ცენტრის მიზნები

ცენტრის მიზანია:

ა) საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი პროგრამების საერთაშორისო სტანდარტებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების/საგანმანათლებლო პროგრამების სტატუსის, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის გაცემის უფლების დადგენა;

ბ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტთან, ეროვნულ სასწავლო გეგმებთან და სამინისტროს მიერ დადგენილი ზოგადსაგანმანათლებლო დასაწესებულებების ნორმატივებთან შესაბამისობის დადასტურება;

გ) პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარე სასწავლო პროცესის სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან, პროფესიულ სტანდარტთან, ხოლო პროფესიული სწავლების ცენტრში აგრეთვე – სტანდარტულ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამასთან შესაბამისობის დადასტურება;

დ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის თავისუფალი გადაადგილების ხელშეწყობა, სწავლის, სწავლებისა და კვლევის პროცესებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

    მუხლი 3. ცენტრის ფუნქციები

ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ცენტრი:

ა) ახორციელებს უმაღლესი, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას;

ბ) კონტროლს უწევს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ აკრედიტაციის პირობების შესრულებას, რომლის დარღვევის შემთხვევაში უფლებამოსილია გააუქმოს მინიჭებული აკრედიტაცია;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით;

გ​1) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირობებით გასცემს თანხმობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სპეციალობის/სპეციალობების ჩამონათვალის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებთან შესაბამისობის თაობაზე;

დ) შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს აკრედიტაციის დებულებას და აკრედიტაციის საფასურის ზღვრულ ოდენობას, საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალური ცნობის (აღიარების) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტურობის დადგენის წესს, აგრეთვე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრის წარმოების წესს;

დ​1) შეიმუშავებს და სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გადასვლის წესს;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაციაციების ან/და დაინტერესებული ორგანიზაციების და მხარეების მონაწილეობით, შეიმუშავებს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) დასამტკიცებლად წარუდგენს რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პირობებს და წესს;

ვ) შეიმუშავებს და ამტკიცებს თვითშეფასების კითხვარის, თვითშეფასების ანგარიშისა და აკრედიტაციის მოწმობის ფორმებს;

ზ) ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფებს;

თ) თანამშრომლობს უმაღლეს, ზოგადსაგანამანათლებლო და პროფესიულ საგანმანთლებლო დაწესებულებებთან;

ი) სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად აწარმოებს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების რეესტრს;

ი​1) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების და მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ახდენს საზღვარგარეთ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ფორმალურ ცნობას (აღიარებას) და საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ეკვივალენტობისა და ავთენტიკურობის დადგენას;

კ) კონსულტაციას უწევს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით, შეიმუშავებს ყოველწლიურ რეკომენდაციებს აკრედიტაციის საკითხებზე;

ლ) აწყობს ტრენინგ-სემინარებს, ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებს ხარისხის მართვასა და აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

მ) ახორციელებს ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების შესაბამის კვლევებს;

ნ) თანამშრომლობს საერთაშორისო და უცხო ქვეყნის შესაბამის ორგანიზაციებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან;

ო) უზრუნველყოფს აკრედიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამჭირვალობას და ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას;

პ) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას;

ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 30 მაისის ბრძანება №486-სსმIII, №76, 06.06.2006წ.; მუხ.1004

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 29 მაისის ბრძანება №340-სსმIII, №65, 29.05.2009წ.; მუხ.721

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება №7/ნ-სსმIII, №14, 05.02.2010წ.; მუხ.162

თავი III

სტრუქტურა და მართვა

    მუხლი 4. ცენტრის მართვა

1. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც სამინისტროს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერმინისტრი.

2. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. ცენტრის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ცენტრის დირექტორის დავალებით ასრულებს დირექტორის მოადგილე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №16/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ.; მუხ.407

    მუხლი 5. ცენტრის დირექტორის უფლება-მოვალეობები

1. ცენტრის დირექტორი:

ა) წარმოადგენს ცენტრს და პასუხს აგებს ცენტრის საქმიანობის კანონიერად წარმართვაზე;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის თანამშრომლებს, აფორმებს მათთან შრომის ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს, გარდა ამ დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ცენტრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს. აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) ცენტრის ფუნქციებიდან გამომდინარე გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ე) ხელშეკრულების საფუძველზე უფლებამოსილია მოიწვიოს სპეციალისტები, მათ შორის, უცხოელი სპეციალისტებიც, კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით;

ვ) უზრუნველყოფს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს;

ზ) იღებს გადაწყვეტილებას ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ;

თ) ადგენს აკრედიტაციის ექსპერტთა შერჩევის კრიტერიუმებს, ამტკიცებს აკრედიტაციის ექსპერტთა ეთიკის კოდექსს;

ი) შეისწავლის აკრედიტაციის ექსპერტთა მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და შესაბამის მოსაზრებებს წარუდგენს აკრედიტაციის საბჭოს;

კ) კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;

ლ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის საშტატო განრიგს;

მ) ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს და საქმისწარმოების წესს;

ნ) მინისტრს წარუდგენს ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებებსა და შესაბამის პროექტს;

ო) მინისტრს წარუდგენს ცენტრის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;

პ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. დირექტორი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობაზე, ფინანსური რესურსების განკარგვაზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 11 მარტის ბრძანება №16/ნ-სსმIII, №27, 12.03.2010წ.; მუხ.407

    მუხლი 6. ცენტრის სტრუქტურა

1. ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებას უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით. სტრუქტურულ ერთეულთა რაოდენობა განისაზღვრება ცენტრის საშტატო განრიგით.

2. ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელიც მტკიცდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3. ცენტრის სტრუქტურული ერთეულის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

    მუხლი 7. ამოღებულია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 30 მაისის ბრძანება №486-სსმIII, №76, 06.06.2006წ.; მუხ.1004

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

თავი III​1

აკრედიტაციის საბჭო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

    მუხლი 7​1. აკრედიტაციის საბჭო

1. ცენტრთან იქმნება შემდეგი სახის აკრედიტაციის საბჭოები:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო;

ბ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო;

გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო;

დ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო.

2. აკრედიტაციის საბჭოს მიზანია საქართველოში განათლების ხარისხის ამაღლება, რისთვისაც შეისწავლის საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. 3. აკრედიტაციის საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.

4. აკრედიტაციის საბჭო საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 29 მაისის ბრძანება №340-სსმIII, №65, 29.05.2009წ.; მუხ.721

    მუხლი 7​2. აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციები

1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციებია:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, აკადემიური უმაღლესი და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების განხილვა და მათ საფუძველზე აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.

2. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციებია:

ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების შესწავლა და ცენტრის დირექტორისათვის აკრედიტაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის წარდგენა.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციებია:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და წინადადებების მომზადება:

ბ) აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნების შესწავლა და ცენტრის დირექტორისათვის აკრედიტაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის წარდგენა.

3​1. მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ფუნქციებია:

ა) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა;

ბ) მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნებისა და აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შემაჯამებელი დასკვნის განხილვა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.

4. აკრედიტაციასთან დაკავშირებით აკრედიტაციის საბჭო იღებს შემდეგი სახის ერთერთ გადაწყვეტილებას ან რეკომენდაციას:

ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;

ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) აკრედიტაციის პირობით მინიჭების შესახებ;

დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.

5. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტაციის საბჭო არ ეთანხმება აკრედიტაციის ექსპერტთა დასკვნას ან/და ცენტრის დირექტორის მოსაზრებებს ვალდებულია დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 29 მაისის ბრძანება №340-სსმIII, №65, 29.05.2009წ.; მუხ.721

    მუხლი 7​3. აკრედიტაციის საბჭოს რეგლამენტი

1. აკრედიტაციის თითოეული საბჭოს სხდომა მოიწვევა სამ თვეში ერთხელ მაინც. აკრედიტაციის საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, საკუთარი ინიციატივით, ცენტრის დირექტორის მოთხოვნის შემთხვევაში ან/და საბჭოს არანაკლებ 3 წევრის წერილობითი მოთხოვნით.

2. აკრედიტაციის საბჭოს სხდომებს უძღვება საბჭოს თავმჯდომარე, წევრებს აცნობს სხდომის დღის წესრიგს.

3. აკრედიტაციის საბჭოს თავმჯდომარის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს მისი მოადგილე.

4. აკრედიტაციის საბჭოს სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით დასწრება შეუძლია ცენტრის დირექტორს, ცენტრის თანამშრომლებსა და აკრედიტაციის ექსპერტებს, ასევე ნებისმიერ პირს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით.

5. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3. აკრედიტაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება აკრედიტაციის საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

6. სხდომის დროს წარმოებს ოქმი. ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. საბჭოს სხდომის ოქმის საფუძველზე გამოიცემა აკრედიტაციის საბჭოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე.

7. მდივნის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის ფუნქციებს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს აკრედიტაციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

    მუხლი 7​4. აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა

1. აკრედიტაციის თითოეული საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 2 წლით. აკრედიტაციის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, მათ შორის თავმჯ-დომარეს, მოადგილეს და მდივანს, მინისტრის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

2. აკრედიტაციის თითოეული საბჭოს წევრს შეიძლება უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ან:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ცნობის შემთხვევაში;

დ) ექვსი თვის განმავლობაში სხდომებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში;

ე) ისეთი მოქმედების შემთხვევაში, რომელიც შეუთავსებელია აკრედიტაციის საბჭოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან;

ე​1) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში საქმიანობის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას;

ვ) სამინისტროს წარდგინების საფუძველზე.

3. უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამინისტროს წარდგინებით ერთ თვეში ნიშნავს ახალ წევრს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.

4. ამ დებულების 7​2 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტი, 7​3 მუხლი და 7​4 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები არ ვრცელდება მასწავლებლის პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოზე, რომლის პერსონალური შემადგენლობის განსაზღვრისა და საქმიანობის წესი რეგულირდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 29 მაისის ბრძანება №340-სსმIII, №65, 29.05.2009წ.; მუხ.721

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №650-სსმIII, №104, 24.08.2009წ.; მუხ.1168

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის ბრძანება №1099-სსმIII, №149, 04.12.2009წ.; მუხ.1762

თავი IV

ქონება, ფინანსები, სახელმწიფო კონტროლი

    მუხლი 8. ცენტრის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ცენტრს სახელმწიფოს მიერ გადაეცემა ქონება უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

    მუხლი 9. ცენტრის ფინანსები და ანგარიშგება

1. ცენტრის დაფინანსების წყაროებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციისთვის დადგენილი აკრედიტაციის საფასურიდან მიღებული შემოსავლები;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები;

დ) მიზნობრივი გრანტები;

ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.

3. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს მის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

    მუხლი 10. კონტროლი ცენტრის საქმიანობაზე

1. ცენტრის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს ცენტრის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ცენტრი სამინისტროს თანხმობით უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქმედებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ხოლო ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.

4. კომპეტენციების შესაბამისად მინისტრი კონტროლის განსახორციელებლად უფლებამოსილია ცენტრისაგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

თავი V

დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

    მუხლი 11. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი, ცენტრის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია

1. ცენტრის დებულებაში ცვლილებების შეტანა, მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადაეცემა სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის ბრძანება №431-სსმIII, №87, 22.06.2007წ.; მუხ.943

 

თავი VI

გარდამავალი დებულებები

    მუხლი 12. გარდამავალი დებულებები

ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დანიშნული აკრედიტაციის საბჭოების წევრების უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს მათი დანიშვნიდან 2 წლით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №650-სსმIII, №104, 24.08.2009წ.; მუხ.1168

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ", №222, 27.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.308 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63616-7/