“სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.04.2006 ძალადაკარგული 29.01.2010
ნომერი
№343
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.22.033.008.537
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 58, 27/04/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.537

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №343

2006 წლის 19 აპრილი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

„სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულების მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

დამტკიცდეს დებულება „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ“ თანდართულ დანართთან ერთად (დანართი №1).

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ივნისის ბრძანება №591-სსმIII, №79, 05.06.2007წ.; მუხ.848

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №200-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.465

 

დებულება

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს დებულება განსაზღვრავს „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულების შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების (შემდგომში – ქონება) რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 31 მარტის ბრძანება №200-სსმIII, №40, 31.03.2009წ.; მუხ.465

    მუხლი 2. „სააგენტოს“ დაფინანსების წყარო და მოცულობა

1. ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილების და/ან რეალიზაციისათვის აუცილებელი ხარჯები გაიწევა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული „სააგენტოს“ დაფინანსებიდან.

2. „სააგენტოს“ ფუქციონირების ხარჯები ფინანსდება ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, ფინანსთა მინისტრის მიერ ყოველწლიურად დამტკიცებული „სააგენტოს“ წლიური ხარჯთაღრიცხვის მოცულობით.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ივნისის ბრძანება №591-სსმIII, №79, 05.06.2007წ.; მუხ.848

    მუხლი 3. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯების შეუფერხებელი დაფინანსების, მათ შორის იმ ოპერაციების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, როდესაც ქონების განკარგვასთან დაკავშირებული ხარჯები აღემატება ამონაგებ თანხას, ფინანსთა მინისტრი წლიურ ხარჯთაღრიცხვასთან ერთად ამტკიცებს საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობას ახალი საფინანსო წლის განმავლობაში.

2. საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთის მოცულობა განისაზღვრება „სააგენტოს“ წლიური დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის არა უმეტეს ერთი მეოთხედის მოცულობით.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი გამოიყენება წლის განმავლობაში დროებითი ფინანსური გარღვევების დასაფარავად და იმავე წელს უნდა იქნეს აღდგენილი სრული მოცულობით.

    მუხლი 4. ბიუჯეტთან ანგარიშსწორება და ანგარიშგება

. „სააგენტო“ ფინანსთა სამინისტროში წარადგენს კვარტალურ ანგარიშს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. კვარტალურ ანგარიშში მიეთითება მონაცემები განვლილი კვარტლის განმავლობაში და წლის დასაწყისიდან მიღებული სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების შესახებ (დანართი №1).

2. კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან არა უგვიანეს 5 საბანკო დღისა „სააგენტომ“ უნდა უზრუნველყოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მიმართვა სახელმწიფო ბიუჯეტის „სხვა არაკლასიფიცირებული არასაგადასახადო შემოსავლების“ ნაწილში (სახაზინო კოდი 3168).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ივნისის ბრძანება №591-სსმIII, №79, 05.06.2007წ.; მუხ.848

    მუხლი 5. გარდამავალი დებულებები

ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი ვრცელდება წინამდებარე „დებულების“ დამტკიცებამდე „სააგენტოს“ მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგებზე.

დანართი №1

სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის

შედეგად ამონაგები თანხის განაწილების გაანგარიშება”

200 _ წლის __ კვარტალის მდგომარეობით

 

 

 

დასახელება

საანგარიშო

კვარტალი

წლის

დასაწყისიდან

1

2

3

4

1

ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გარდამავალი ნაშთი (+/-)

 

 

2

ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის ოდენობა

 

 

3

„სააგენტოს” დაფინანსება ამონაგები თანხიდან

 

 

4

საბრუნავი სახსრების გარდამავალი ნაშთი

 

 

5

გადარიცხულია ბიუჯეტში (თანხა ლარებში)

 

 

6

დარიცხულია ბიუჯეტის სასარგებლოდ (2-3-4) (თანხა ლარებში)

 

 

 

 

7

ექვემდებარება ბიუჯეტში გადარიცხვას (6+1-5) (თანხა ლარებში)

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 1 ივნისის ბრძანება №591-სსმIII, №79, 05.06.2007წ.; მუხ.848

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე", №343, 19.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.008.537 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64384-2/