თავი II — საკონსულო დაწესებულებებთან, კარიერულ საკონსულო თანამდებობის პირებთან და საკონსულო დაწესებულების სხვა წევრებთან დაკავშირებული ხელსაყრელი პირობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები
1. ყველა პირი, ვინც სარგებლობს პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით, ვალდებულია, პატივი სცეს მიმღები სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ასეთი პრივილეგიებისა და იმუნიტეტებისთვის ზიანის მიყენების გარეშე. მათ ასევე აქვთ ვალდებულება, არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში.
2. საკონსულოს უძრავი ქონება არ უნდა იქნეს გამოყენებული საკონსულო ფუნქციების შესრულებასთან შეუთავსებელი რაიმე ფორმით.
3. წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ იმ შენობის ნაწილში, სადაც განთავსებულია საკონსულოს ნაწილები, მოეწყოს სხვა დაწესებულებებისა და უწყებების ოფისები, იმ პირობით, რომ ასეთი ოფისებისთვის გამოყოფილი სივრცე განცალკევებულია საკონსულო დაწესებულების მიერ გამოყენებული სივრცისგან. ამ შემთხვევაში, აღნიშნული ოფისები, წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის, არ უნდა ჩაითვალოს საკონსულოს სივრცის ნაწილა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-511-484-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2015
58-ე მუხლის (ზოგადი დებულებები, რომლებიც ეხება უპირატესობებს, პრივილეგიებსა და იმუნიტეტებს) პირველი პუნქტით დადგენილია, რომ მუხლები 28, 29, 30, 34, 35, 36, 37, 38 და 39, 54-ე მუხლის მე-3 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-3 პუნქტები ვრცელდება საკონსულო დაწესებულებებზე, რომელთაც ხელმძღვანელობენ საპატიო საკონსულო თანამდებობის პირები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება