თავი III — რეჟიმი, რომელიც გამოიყენება საპატიო საკონსულო თანამდებობის პირებისა და იმ საკონსულო დაწესებულებების მიმართ, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ასეთი თანამდებობის პირები
1. საპატიო საკონსულო თანამდებობის პირის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი საკონსულო დაწესებულების საკონსულოს უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრე ან მოქირავნე არის წარმგზავნი სახელმწიფო, უნდა განთავისუფლდეს ყველა სახელმწიფო, რეგიონული ან მუნიციპალური მოსაკრებლისგან და გადასახადისგან, გარდა გაწეული კონკრეტული მომსახურების საფასურისა.
2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საგადასახადო შეღავათი არ ვრცელდება იმ მოსაკრებლებზე და გადასახადებზე, რომლებიც, მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის თანახმად, უნდა გადაიხადოს იმ პირმა, რომელმაც ხელშეკრულება დადო წარმგზავნ სახელმწიფოსთა
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ას-511-484-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.04.2015
გარდა ამისა, ამგვარი საკონსულო დაწესებულებების უპირატესობები, პრივილეგიები და იმუნიტეტები რეგულირდება 59-ე, მე-60, 61-ე და 62-ე მუხლებით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე საპატიო კონსული აღჭურვილია კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებით, რომელიც მოიცავს…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება