“საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.05.2006 ძალადაკარგული 16.12.2016
ნომერი
№171
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.034.008.632
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 01/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.170.050.22.026.008.632

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №171

2006 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის“ თანდართული დებულება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

ი. ოქრუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №676 - სსმ III, №160, 06.11.2008 წ., მუხ.1614

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომ – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

    მუხლი 2

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

    მუხლი 3

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

    მუხლი 4

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტი“, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 5

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი განათლებისა და წვრთნების ერთიანი სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) შეიარაღებულ ძალებში განათლების სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობა;

გ) კოორდინაციის გაწევა საერთაშორისო სწავლებების (კონფერენციები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები) და წვრთნების (მრავალეროვნული, საერთაშორისო) ჩატარება/რეალიზაციისას.

    მუხლი 6

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოს ერთიანი თავდაცვითი და საგანმანათლებლო ინტერესებიდან გამომდინარე, საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მოკლე და გრეძელვადიანი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარება;

გ) საერთაშორისო და შიდაგეგმიური ფართომასშტაბიანი სწავლებებისა და წვრთნების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

დ) სამხედრო სასწავლო დაწესებულებათა მსმენელებისა და კურსანტების, აგრეთვე რეზერვისტთა თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების, სატრენაჟორო და საპოლიგონე ვარჯიშების, საველე შეკრებებისა და სტაჟირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა და კონტროლი;

ე) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სასწავლო დაწესებულებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მეთოდური დანიშნულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (პოლიგონებით, სასროლეთებით, საწვრთნელი და სასიმულაციო მოწყობილობებითა და აღჭურვილობით) უზრუნველყოფა. სწავლებისა და წვრთნების სფეროში მათი გამოყენების კოორდინაცია;

ვ) მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრის მომზადება;

ზ) სხვადასხვა სახის ცერემონიალების, ღონისძიებებისა და სამხედრო რიტუალების ჩატარების უზრუნველყოფა კომპეტენციის ფარგლებში.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

    მუხლი 7

დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

    მუხლი 8

დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

    მუხლი 9

დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

    მუხლი 10

დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

    მუხლი 11

დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

    მუხლი 12

დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) დასამტკიცებლად წარადგენს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას და სტრუქტურას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს შიდა საკადრო საკითხებს, განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;

თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან;

ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

თავი IV

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები

    მუხლი 13

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფები):

ა) განათლების, წვრთნების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო:

ბ) სარიტუალო სამსახური;

გ) დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია;

დ) სერჟანტთა მომზადების სკოლა;

ე) ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“;

ვ) საჩხერის სამთო მომზადების სკოლა;

ზ) საპატიო ყარაული;

თ) სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი;

ი) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №676 - სსმ III, №160, 06.11.2008 წ., მუხ.1614

    მუხლი 14

სტრუქტურული ქვედანაყოფების ერთეულებს შორის ფუნქციები ნაწილდება გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

    მუხლი 15

ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

    მუხლი 16

ქვედანაყოფს, საჭიროებისამებრ, გააჩნია ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, ბეჭედი და სხვა ატრიბუტიკა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

    მუხლი 17

ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;

გ) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

დ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ე) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

    მუხლი 18

ქვედანაყოფების ფუნქციები

1. განათლების, წვრთნების დაგეგმვისა და კონტროლის სამმართველო:

ა) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი განათლებისა და წვრთნების ერთიანი სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს შეიარაღებული ძალების განათლების სისტემაში ცვლილებებთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებთან;

გ) სამხედრო-სასწავლო დაწესებულებების ინსტიტუციური ბაზის ჩამოყალიბება და განვითარება, სწავლებებისა და წვრთნების კოორდინაცია და კონტროლი;

დ) სასწავლო დაწესებულებებისა და საწვრთნელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა მაღალ ორგანიზაციულ, ნატოსთან თავსებადი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

2. სარიტუალო სამსახური:

ა) სამხედრო საჩვენებელი ორკესტრისა და საპატიო ყარაულის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) სამხედრო რიტუალებისა და საპატიო სტუმრების დახვედრა-გაცილების ცერემონიალების ჩატარების ორგანიზება.

3. დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია (ტექსტში შემდგომ – თავდაცვის ეროვნული აკადემია):

ა) საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადი ბრძოლისუნარიანი არმიის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა სამხედრო პროფესიული განათლების პროცესის განხორციელება ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სასწავლო პროგრამებით;

ბ) მოტივირებული სამხედრო პედაგოგიური კადრების მომზადება, საერთაშორისო სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარება და დანერგვა;

გ) საგანმანათლებლო პროცესის თანმიმდევრული განვითარება, თანამედროვე მეთოდებით უზრუნველყოფა, სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიური ზრდა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

4. სერჟანტთა მომზადების სკოლა:

ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობათა მიხედვით მაღალპროფესიულ დონეზე კვალიფიციურ სერჟანტთა მომზადება;

ბ) სკოლაში მეთაურთა, პედაგოგთა, ოფიცერინსტრუქტორთა და ინსტრუქტორთა პროფესიული დონის, სწავლებისა და სწავლის ხარისხის ინტენსიური ზრდა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;

გ) საერთაშორისო სამხედრო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გამოცდილების გაზიარება და დანერგვა.

5. ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პროფესიონალ კაპრალთა პირადი შემადგენლობის მომზადება;

ბ) სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად სამხედრო ტექნიკური ქონებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების გამართული მდგომარეობის უზრუნველყოფა და დაცვა;

გ) სასწავლო ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და შენაერთების პირადი შემადგენლობის სასწავლო პროცესების უზრუნველყოფა.

6. საჩხერის სამთო მომზადების სკოლა:

ა) სპეციალისტების მომზადება/გადამზადება ალპინიზმისა და სამთო-ტაქტიკური მიმართულებით, აღნიშნულის განსახორციელებლად ძლიერი და მობილური სასწავლო ბაზის შექმნა;

ბ) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამთო მომზადებაში დაგეგმილი წვრთნების ორგანიზება და პრაქტიკული უზრუნველყოფა;

გ) მეგობარი ქვეყნების ანალოგიურ სასწავლო ცენტრებთან ერთობლივ წვრთნებსა და გაცვლით პროგრამებზე წინადადებების მომზადება.

7. საპატიო ყარაული:

ა) საქართველოს უმაღლესი რანგის სტუმრებისა და დელეგაციების დახვედრა-გაცილებისას და სხვადასხვა სახის დღესასწაულზე საზეიმო და სამხედრო ცერემონიალების ჩატარება;

ბ) საზოგადო მოღვაწეების და მაღალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურეების დაკრძალვის ცერემონიალით უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალზე საპატიო განწესის შესრულება და გვირგვინით შემკობის ცერემონიალის უზრუნველყოფა.

8. სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი:

ა) სამხედრო რიტუალების, საზოგადოებრივ-აღმზრდელობითი, კულტურულ-მასობრივი და სპორტული ღონისძიებების ცერემონიალის ჩატარების უზრუნველყოფა თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) სასწავლო-სარეპერტუარო გეგმების შემუშავება, ორკესტრის პირადი შემადგენლობის პროფესიული დონის გაუმჯობესება და აღნიშნულის განსახორციელებლად ძლიერი და მობილური სასწავლო მატერიალური ბაზის შექმნის უზრუნველყოფა;

გ) ქვედანაყოფების მიერ სამწყობრო სიმღერების შესწავლის უზრუნველყოფა, სამხედრო მუსიკოსებისა და მედოლემესიგნალეების მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.

9. დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების განყოფილება:

ა) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესისა და პროცედურების წარმართვა და ხელმძღვანელობა;

ბ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა;

გ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად განსახორციელებელი პროგრამების პრიორიტეტულობის დადგენა და ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების მომზადება;

დ) დეპარტამენტის განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზი შეიარაღებული ძალებისთვის „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული, თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების მიზნით;

ე) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში დეპარტამენტის განვითარების, ერთიანი ძირითადი პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, პერიოდული შეფასება, განხორციელების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ვ) დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2008 წლის 4 ნოემბრის ბრძანება №676 - სსმ III, №160, 06.11.2008 წ., მუხ.1614

    მუხლი 19

სამხედრო-სასწავლო დაწესებულებები: თავდაცვის ეროვნული აკადემია, სერჟანტთა მომზადების სკოლა, ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ და საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, თავის კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებენ სამხედრო-საგანმანათლებლო, პროგრამული, სამხედრო სახელმძღვანელო ლიტერატურის, სასწავლო-მატერიალური ბაზის შექმნას, სამხედრო-სასწავლო პროცესის დაგეგმვას და კოორდინაციას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

თავი V

დასკვნითი დებულება

    მუხლი 20

ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 24 დეკემბრის ბრძანება №801 - სსმ III, №185, 27.12.2007 წ., მუხ.2066

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ", №171, 23.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.034.008.632 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64708-2/