„საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.05.2006 ძალადაკარგული 13.12.2018
ნომერი
№172
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.008.633
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 73, 01/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.008.633

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №172

2006 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ)“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს თანდართული დებულება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

ი. ოქრუაშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 8 მაისის ბრძანება №344 - სსმ III, №59, 14.05.2009 წ., მუხ.664

3. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №47 - სსმ III, №9, 27.01.2010 წ., მუხ.95

4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 08.02.2012 წ.

 

 

 

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების  

კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველოს დებულება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო (ტექსტში შემდგომში – სამმართველო) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

    მუხლი 2

სამმართველო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

მუხლი 3

სამმართველო ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წინაშე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

  მუხლი 4

სამმართველოს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო“, შტამპი, ლოგო, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

თავი II

სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები

    მუხლი 5. სამმართველოს ამოცანებია:

ა) შეიარაღებაზე და სამხედრო საქმიანობის კონტროლის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების განხორციელების პროცესში და მოლაპარაკებებში ექსპერტთა სტატუსით მონაწილეობა.

ბ) ზემოხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გასაცვლელი ინფორმაციების, შეტყობინებების მომზადება, შესაბამისი დიპლომატიური არხებისა და საერთაშორისო დახურული ელექტრონული ქსელით მათი მიღება-დაგზავნა;

გ) საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოების საინსპექციო ჯგუფების მიღება, (პასიური კვოტა) თანხლება და უზრუნველყოფა;

დ) საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში ინსპექციების განხორციელება (აქტიური კვოტა) და სტუმარ-ინსპექტორთა სტატუსით ინსპექციებში მონაწილეობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო შეიარაღებაზე დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა;

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებისა და სასწავლო დაწესებულებების მომზადება საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოების საინსპექციო ჯგუფების მიღებისათვის, ოფიცრებისათვის ლექცია-სემინარების ჩატარება;

ზ) უცხო ენების, შეიარაღებაზე კონტროლის და სავერიფიკაციო კურსებზე სამმართველოს ოფიცრების გაგზავნა;

თ) საერთაშორისო ხელშეკრულებების წევრი სახელმწიფოების შეიარაღებაზე კონტროლის სააგენტოებსა და სავერიფიკაციო ცენტრებთან ურთიერთთანამშრომლობა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №47 - სსმ III, №9, 27.01.2010 წ., მუხ.95

    მუხლი 6

სამმართველოს ფუნქციას წარმოადგენს ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (ეჩშძ) ხელშეკრულების, „ღია ცის“ ხელშეკრულების, და “ვენის 1999 წლის დოკუმენტის“ მოთხოვნათა შესრულება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2009 წლის 8 მაისის ბრძანება №344 - სსმ III, №59, 14.05.2009 წ., მუხ.664

თავი III

სამმართველოს ხელმძღვანელობა

    მუხლი 7

სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

    მუხლი 8

სამმართველოს უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

    მუხლი 9 ამოღებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №47 - სსმ III, №9, 27.01.2010 წ., მუხ.95

 

    მუხლი 10

სამმართველოს უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

    მუხლი 11

სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამმართველოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №47 - სსმ III, №9, 27.01.2010 წ., მუხ.95

    მუხლი 12

სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) წარადგენს დასამტკიცებლად სამმართველოს საშტატო ნუსხას;

გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;

დ) ახორციელებს კონტროლს სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;

ე) სამმართველოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) პასუხისმგებელია სამმართველოს ფუნქციების შესრულებაზე;

თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;

ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას;

კ) გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს.

ლ) სამმართველოს სახ ე ლით აფორმებს თანამშრომლობის გეგმებს საერთაშორისო ხელშეკრულებების წევრი სახელმწიფოების შეიარაღებაზე კონტროლის სააგენტოებსა და სავერიფიკაციო ცენტრებთან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №591 - სსმ III, №145, 18.10.2007 წ., მუხ.1637

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2012 წლის 6 თებერვლის ბრძანება №84 - ვებგვერდი, 08.02.2012 წ.

თავი IV. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა სტატუსი და ფუნქციები

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №47 - სსმ III, №9, 27.01.2010 წ., მუხ.95

    მუხლი 13. სამმართველოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – „ქვედანაყოფი“):

1. „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების (ეჩშძ) შესახებ“ ხელშეკრულების და „ვენის 1999 წლის“ დოკუმენტის განყოფილება;

2. „ღია ცის“ ხელშეკრულების და ინფორმაციის ანალიზის განყოფილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №47 - სსმ III, №9, 27.01.2010 წ., მუხ.95

    მუხლი 14. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:

1. „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ((ეჩშძ) შესახებ“ ხელშეკრულების და „ვენის 1999 წლის“ დოკუმენტის განყოფილება – საერთაშორისო ხელშეკრულების და დოკუმენტის თანახმად შეიარაღებაზე კონტროლის განხორციელება, აქტიური და პასიური კვოტების რეალიზება. ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ყოველწლიური გასაცვლელი ინფორმაციის მომზადებაში მონაწილეობა. ნდობისა და უსაფრთხოების სფეროში ეუთო-ს ფორუმის მიერ გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

2. „ღია ცის“ ხელშეკრულების და ინფორმაციის ანალიზის განყოფილება – საერთაშორისო ხელშეკრულების მოთხოვნათა შესაბამისად, სადამკვირვებლო მისიების მიღება და სადამკვირვებლო ფრენების ჩატარება, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულების წევრ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე. ამუშავებს და აანალიზებს, საერთაშორისო ხელშეკრულების წევრ სახელმწიფოთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეიარაღების შესახებ, ავრცელებს ნოტიფიცირებულ შეტყობინებებს დიპლომატიური არხების მეშვეობით. ინსპექციების ლოგისტიკური უზრუნველყოფის მიზნით, გეგმავს და აწვდის ინფორმაციას გაერთიანებული შტაბის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №47 - სსმ III, №9, 27.01.2010 წ., მუხ.95

    მუხლი 15.

ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც სამმართველოს უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №47 - სსმ III, №9, 27.01.2010 წ., მუხ.95

    მუხლი 16. ქვედანაყოფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე.

დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ზ) ანგარიშს აბარებს სამმართველოს უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №47 - სსმ III, №9, 27.01.2010 წ., მუხ.95

თავი V (ამოღებულია)

საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2010 წლის 27 იანვრის ბრძანება №47 - სსმ III, №9, 27.01.2010 წ., მუხ.95

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ვერიფიკაციის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №172, 23.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.008.633 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64714-4/