“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (10)
შემდგომი ცვლილებები (7)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.635
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №474
2006 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დანართი №1-ით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.
2. დამტკიცდეს დანართი №2-ით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმა.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №956 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1640
დანართი №1
დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულება
აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების №2 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება შემდეგი დოკუმენტები:
ა) სალიცენზიო მოწმობა;
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ბ.ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი და ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
გ) სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგების უზრუნველყოფა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას სამინისტრო ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეკვეთას სამინისტრო აწარმოებს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლის თანახმად, შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ გაცემული მინდობილობა.
4. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის შემდეგ, ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირი, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იბარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და უზრუნველყოფს მათ შენახვას.

მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავს ი, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული ანალიტიკური დეპარტამენტი, ხოლო „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას – ლიცენზირების სამსახური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
მუხლი 5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა და/ან შევსება
1. საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად:
ა.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო საფეხურის მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;
ა.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად:
ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;
ბ.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა, ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ ებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად.
გ) სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად:
გ.ა) მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;
გ.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან “საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად.
2. ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის ფორმის მისაღებად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი გამოცდების ჩატარების შემდეგ წარადგენს სამინისტროში მოთხოვნას, რომელსაც ახლავს ნუსხა იმ პირებისა, რომლებმაც მოიპოვეს ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლება, ცენტრის გადაწყვეტილებასთან ერთად.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის ბლანკის გაცემა და/ან შევსება მკაცრი აღრიცხვის ფორმის მფლობელზე ხდება შემდეგი წესით:
ა) სალიცენზიო მოწმობის შევსებასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს ლიცენზირების სამსახური, ხოლო სალიცენზიო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 894 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი/პირები;
ა.1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე გაიცემა მათ შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ;
ბ) შევსებული სალიცენზიო მოწმობა გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
გ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტები:
გ.ა) საგანმანათლებლო რესურსცენტრის განაცხადი;
გ.ბ) საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი, სრული ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის იმ მოსწავლეთა სახელობითი ნუსხა, რომლებზედაც უნდა გაიცეს საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ.გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;
გ1) სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი განაცხადის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის არსებობის შემთხვევაში;
დ) ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის სამინისტროს მიერ გაცემულ ფორმებს ავსებს ცენტრი, ხოლო შევსებული ფორმების გაცემას უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
4. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია ხორციელდება:
ა) სალიცენზიო მოწმობის _ სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების – შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და მის თითოეულ გვერდზე დასმული უნდა იყოს სამინისტროს ბეჭედი.
5. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის – სალიცენზიო მოწმობის ასლი დამოწმებული სახით ინახება სამინისტროში დაწესებულების ლიცენზირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტაციასთან ერთად.
51. შევსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი და ორი სათანადოდ დამოწმებული ასლი). ერთი ეგზემპლარი ინახება სამინისტროში დაწესებულების სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტაციასთან ერთად. მეორე ეგზემპლარი ბარდება სამართალდამრღვევს, ხოლო მესამე ეგზემპლარი შედგენიდან 10 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთიან საინფორმაციო ბანკში).
6. საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციის შემდეგ, ვალდებულია ამ ჟურნალის შესაბამისი ჩანაწერის დამოწმებული ასლი გააგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეინახოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოგზავნილი ასლები.
7. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8. ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმების შევსების უფლებამოსილება აქვს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმებში გრაფა „დირექტორის“ გასწვრივ, წილადის ხაზის აღნიშვნის შემდეგ, ხელს აწერს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №956 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1640
მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების სამინისტროს მიერ ჩამოწერა შესაძლებელია:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო.
11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ბარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ჩამოწერის აქტის (დანართი №2) საფუძველზე.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ, ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანებიდან დაუყოვნებლივ მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრი – სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტების მისაღებად. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის გაცემა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ცენტრი ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში, მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს ახალი დოკუმენტების მისაღებად.
5. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატების გაცემა
1. გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს მოცემული დანართით დადგენილი წესის თანახმად გასცეს მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატი, გარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დუბლიკატისა.
2. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) დაწესებულების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობა
დ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელი ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა)ასლი;
გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა;
დ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, ადრე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;
ე) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს.
4. ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის მომართვის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა სამინისტროში დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი, გამოცემის თარიღი და სახელწოდება;
გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;
დ) ზოგადი განათლების (სრული ზოგადი განათლების საბაზო ან საშუალო საფეხურის) დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
5. ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სერტიფიკატის დუბლიკატის მიღებისათვის სერტიფიკატის მფლობელი იმ რესურსცენტრში, რომელშიც დარეგისტრირდა ექსტერნად, წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს.
6. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე ცენტრს მიმართავს ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გაცემის მიზნით და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:

ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში –დაბადების მოწმობა)ასლი;
გ) ცენტრის გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი და სახელწოდება, რომლითაც დამტკიცდა შესაბამისი ექსტერნის გამოცდების ჩაბარების შედეგები, იმ სერტიფიკატის ნომერი, სახელწოდება და გამოცემის თარიღი, რომელზეც გაიცემა დუბლიკატი, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებობის შემთხვევაში.
7. ცენტრმა ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმის მისაღებად სამინისტროს უნდა წარუდგუნოს:

ბ) გამოსაყენებლად უვარგისი ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – სერტიფიკატის სახელწოდება, გამოცემის თარიღი და ნომერი;
გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა) ასლი;
დ) ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა.
8. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.
9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) სალიცენზიო მოწმობის – სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების – შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის –სერტიფიკატის დუბლიკატის რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრში.
10. გაცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის რეგისტრაცია მიმდინარეობს მკაცრი აღრიცხვის ფორმების სარეგისტრაციო ჟურნალში.
11. სამინისტრო უზრუნველყოფს დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნომრების გამოქვეყნებას იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება სამინისტროს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც დუბლიკატის გაცემიდან ან მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ აქტის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.
12. საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციის შემდეგ, ვალდებულია ამ ჟურნალის შესაბამისი ჩანაწერის დამოწმებული ასლი გააგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეინახოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოგზავნილი ასლები.
13. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატებს ავსებს ის ორგანო/დაწესებულება, რომელმაც გასცა ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
14. ამ მუხლის მე-3 პუნქტით, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.

მუხლი 71. რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები
ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება შეუძლია რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლეს ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №956 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1640
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი
1. 2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას წარმოადგენს საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
2. 2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე:
ა) საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა.ა) მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;
ა.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი განაცხადის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის არსებობის შემთხვევაში;
გ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანებიდან დაუყოვნებლივ მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრი – სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტების მისაღებად. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის გაცემა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
დ.ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
დ.ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა) ასლი;
დ.გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა;
დ.დ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, ადრე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;
დ.ე) გამოსაყენებლად უვარგისი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს;
ე) საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის მომართვის საფუძველზე საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა სამინისტროში დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ე.ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ე.ბ) გამოსაყენებლად უვარგისი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი, გამოცემის თარიღი და სახელწოდება;
ე.გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;
ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება;
ზ) ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის სრული ზოგადი განათლების ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმების შევსების უფლებამოსილება აქვს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება;
თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმებში გრაფა „დირექტორის“ გასწვრივ, წილადის ხაზის აღნიშვნის შემდეგ, ხელს აწერს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმაში არ ივსება გრაფა „თავმჯდომარე“ და გრაფა „მდივანი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №956 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1640
მუხლი 9. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ ბრძანებით დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
დანართი №2
მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის
აქტი №
ქ. თბილისი
„___“ __________ 200 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ
| № | მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახე | რაოდენობა | მკაცრი აღრიცხვის ფორმის სტამბური ნომერი | მკაცრი აღრიცხვის ფორმის სარეგისტრაციო ნომერი |
| 1 |
|
|
|
|
| 2 |
|
|
|
|
| 3 |
|
|
|
|
კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს.
საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე:
წევრები:
მდივანი:
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი:
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.635
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №474
2006 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დანართი №1-ით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.
2. დამტკიცდეს დანართი №2-ით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმა.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №956 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1640
დანართი №1
დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულება
აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების №2 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება შემდეგი დოკუმენტები:
ა) სალიცენზიო მოწმობა;
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ბ.ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი და ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
გ) სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგების უზრუნველყოფა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას სამინისტრო ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეკვეთას სამინისტრო აწარმოებს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლის თანახმად, შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ გაცემული მინდობილობა.
4. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის შემდეგ, ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირი, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იბარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და უზრუნველყოფს მათ შენახვას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსი, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული ანალიტიკური დეპარტამენტი, ხოლო „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას – ლიცენზირების სამსახური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
მუხლი 5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა და/ან შევსება
1. საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად:
ა.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო საფეხურის მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;
ა.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად:
ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;
ბ.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა, ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 71. რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები🔗

ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.
ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება;
ზ) ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის სრული ზოგადი განათლების ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმების შევსების უფლებამოსილება აქვს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება;
თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმებში გრაფა „დირექტორის“ გასწვრივ, წილადის ხაზის აღნიშვნის შემდეგ, ხელს აწერს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმაში არ ივსება გრაფა „თავმჯდომარე“ და გრაფა „მდივანი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №956 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1640
მუხლი 9. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ ბრძანებით დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
დანართი №2
მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის
აქტი №
ქ. თბილისი
„___“ __________ 200 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ
№
მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახე
რაოდენობა
მკაცრი აღრიცხვის ფორმის სტამბური ნომერი
მკაცრი აღრიცხვის ფორმის სარეგისტრაციო ნომერი
1
2
3
კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს.
საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე:
წევრები:
მდივანი:
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი:
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.635
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №474
2006 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს დანართი №1-ით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი.
2. დამტკიცდეს დანართი №2-ით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის აქტის ფორმა.
3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ა. ლომაია
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №956 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1640
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №1030 - სსმ III, №170, 01.12.2008 წ., მუხ.1744
დანართი №1
დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ
მუხლი 1. ზოგადი დებულება🔗
აღნიშნული წესი შემუშავებულია „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანების №2 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
მუხლი 2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მკაცრი აღრიცხვის ფორმებს განეკუთვნება შემდეგი დოკუმენტები:
ა) სალიცენზიო მოწმობა;
ბ) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები:
ბ.ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – ატესტატი და ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
ბ.გ) სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატი;
ბ.დ) სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი;
გ) სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატი;
დ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 26 ნოემბრის ბრძანება №1030 - სსმ III, №170, 01.12.2008 წ., მუხ.1744
მუხლი 3. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგების უზრუნველყოფა🔗
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმებით მომარაგებას სამინისტრო ახორციელებს დამოუკიდებლად.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შეკვეთას სამინისტრო აწარმოებს, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-7 მუხლის თანახმად, შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე.
3. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სამინისტროს მიერ გაცემული მინდობილობა.
4. პოლიგრაფიული საწარმოდან მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოტანის შემდეგ, ამ ბრძანების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და შესაბამისი პასუხისმგებელი პირი, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე იბარებს მკაცრი აღრიცხვის ფორმებს და უზრუნველყოფს მათ შენახვას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
მუხლი 4. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა🔗
1. მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.
2. მკაცრი აღრიცხვის ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში.
3. სათავსი, სადაც ინახება მკაცრი აღრიცხვის ფორმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
4. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული სამინისტროს დებულებით გათვალისწინებული ანალიტიკური დეპარტამენტი, ხოლო „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვასა და გაცემას – ლიცენზირების სამსახური და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
მუხლი 5. მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემა და/ან შევსება🔗
1. საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად:
ა.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო საფეხურის მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;
ა.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად:
ბ.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;
ბ.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა, ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად.
გ) სახელობო განათლების დამადასტურებელი სპეციალისტის სერტიფიკატის მისაღებად:
გ.ა) მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;
გ.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა. ეს მოთხოვნა არ ეხება საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – დაწყებით პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც ლიცენზირებულად ითვლებიან “საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად.
2. ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის ფორმის მისაღებად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი გამოცდების ჩატარების შემდეგ წარადგენს სამინისტროში მოთხოვნას, რომელსაც ახლავს ნუსხა იმ პირებისა, რომლებმაც მოიპოვეს ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების უფლება, ცენტრის გადაწყვეტილებასთან ერთად.
3. მკაცრი აღრიცხვის ფორმის ბლანკის გაცემა და/ან შევსება მკაცრი აღრიცხვის ფორმის მფლობელზე ხდება შემდეგი წესით:
ა) სალიცენზიო მოწმობის შევსებასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს ლიცენზირების სამსახური, ხოლო სალიცენზიო პირობების დარღვევასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასა და გაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 894 მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ახორციელებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი/პირები;
ა.1) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე გაიცემა მათ შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში შესაბამისი აღნიშვნისა და ხელმოწერის შემდეგ;
ბ) შევსებული სალიცენზიო მოწმობა გაიცემა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
გ) საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი იქნება შემდეგი დოკუმენტები:
გ.ა) საგანმანათლებლო რესურსცენტრის განაცხადი;
გ.ბ) საბოლოო შეფასების უწყისის მიხედვით შედგენილი, სრული ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის იმ მოსწავლეთა სახელობითი ნუსხა, რომლებზედაც უნდა გაიცეს საბაზო და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
გ.გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;
გ1) სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი განაცხადის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის არსებობის შემთხვევაში;
დ) ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის სამინისტროს მიერ გაცემულ ფორმებს ავსებს ცენტრი, ხოლო შევსებული ფორმების გაცემას უზრუნველყოფს საგანმანათლებლო რესურსცენტრი.
4. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაცია ხორციელდება:
ა) სალიცენზიო მოწმობის _ სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების – შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში, რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ზონარგაყრილი და მის თითოეულ გვერდზე დასმული უნდა იყოს სამინისტროს ბეჭედი.
5. შევსებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის – სალიცენზიო მოწმობის ასლი დამოწმებული სახით ინახება სამინისტროში დაწესებულების ლიცენზირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტაციასთან ერთად.
51. შევსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი და ორი სათანადოდ დამოწმებული ასლი). ერთი ეგზემპლარი ინახება სამინისტროში დაწესებულების სალიცენზიო პირობების დაცვის თაობაზე განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტაციასთან ერთად. მეორე ეგზემპლარი ბარდება სამართალდამრღვევს, ხოლო მესამე ეგზემპლარი შედგენიდან 10 დღის ვადაში იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში (ერთიან საინფორმაციო ბანკში).
6. საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციის შემდეგ, ვალდებულია ამ ჟურნალის შესაბამისი ჩანაწერის დამოწმებული ასლი გააგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეინახოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოგზავნილი ასლები.
7. ამ მუხლის პირველი და მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8. ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმების შევსების უფლებამოსილება აქვს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმებში გრაფა „დირექტორის“ გასწვრივ, წილადის ხაზის აღნიშვნის შემდეგ, ხელს აწერს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №956 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1640
მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა🔗
1. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების სამინისტროს მიერ ჩამოწერა შესაძლებელია:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) ფიზიკური დაზიანების გამო.
11. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან გაფუჭების შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ბარდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
2. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ჩამოწერა სამინისტროს მიერ უნდა მოხდეს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის სათანადოდ შედგენილი ოქმისა და ჩამოწერის აქტის (დანართი №2) საფუძველზე.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან პროფესიული სწავლების ცენტრის მიერ, ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანებიდან დაუყოვნებლივ მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრი – სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტების მისაღებად. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის გაცემა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ცენტრი ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში, მიმართავს სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს ახალი დოკუმენტების მისაღებად.
5. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ექსპერტიზა-უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
მუხლი 7. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატების გაცემა🔗
1. გაცემული მკაცრი აღრიცხვის ფორმის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს მოცემული დანართით დადგენილი წესის თანახმად გასცეს მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატი, გარდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დუბლიკატისა.
2. სალიცენზიო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) დაწესებულების წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობისა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) გამოსაყენებლად უვარგისი სალიცენზიო მოწმობა
დ) სალიცენზიო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
3. საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელი ზოგადი განათლების ან სახელობო განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა)ასლი;
გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა;
დ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს, იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, ადრე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;
ე) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს.
4. ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და პროფესიული სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის მომართვის საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა სამინისტროში დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) გამოსაყენებლად უვარგისი ზოგადი ან სახელობო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი, გამოცემის თარიღი და სახელწოდება;
გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;
დ) ზოგადი განათლების (სრული ზოგადი განათლების საბაზო ან საშუალო საფეხურის) დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში, აგრეთვე ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
5. ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სერტიფიკატის დუბლიკატის მიღებისათვის სერტიფიკატის მფლობელი იმ რესურსცენტრში, რომელშიც დარეგისტრირდა ექსტერნად, წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს.
6. საგანმანათლებლო რესურსცენტრი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის საფუძველზე ცენტრს მიმართავს ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის გაცემის მიზნით და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში –დაბადების მოწმობა)ასლი;
გ) ცენტრის გადაწყვეტილების ნომერი, თარიღი და სახელწოდება, რომლითაც დამტკიცდა შესაბამისი ექსტერნის გამოცდების ჩაბარების შედეგები, იმ სერტიფიკატის ნომერი, სახელწოდება და გამოცემის თარიღი, რომელზეც გაიცემა დუბლიკატი, აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საგანმანათლებლო რესურსცენტრში არსებობის შემთხვევაში.
7. ცენტრმა ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმის მისაღებად სამინისტროს უნდა წარუდგუნოს:
ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) გამოსაყენებლად უვარგისი ექსტერნატის წესით მიღებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – სერტიფიკატის სახელწოდება, გამოცემის თარიღი და ნომერი;
გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა) ასლი;
დ) ცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა.
8. გაცემულ დუბლიკატს დაესმება შტამპი აღნიშვნით „დუბლიკატი“.
9. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატის რეგისტრაცია ხორციელდება შემდეგი წესით:
ა) სალიცენზიო მოწმობის – სამინისტროს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების – შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ექსტერნატის წესით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის –სერტიფიკატის დუბლიკატის რეგისტრაცია ხორციელდება ცენტრში.
10. გაცებული მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის რეგისტრაცია მიმდინარეობს მკაცრი აღრიცხვის ფორმების სარეგისტრაციო ჟურნალში.
11. სამინისტრო უზრუნველყოფს დაკარგული ან გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნომრების გამოქვეყნებას იმ ბეჭდვით ორგანოში, რომელიც ვრცელდება სამინისტროს მთელ სამოქმედო ტერიტორიაზე და გამოიცემა კვირაში ერთხელ მაინც დუბლიკატის გაცემიდან ან მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ აქტის მიღებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.
12. საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლების დამადასტურებელი შესაბამისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის სპეციალურ სარეგისტრაციო ჟურნალში რეგისტრაციის შემდეგ, ვალდებულია ამ ჟურნალის შესაბამისი ჩანაწერის დამოწმებული ასლი გააგზავნოს საგანმანათლებლო რესურსცენტრში რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში. საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეინახოს საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გამოგზავნილი ასლები.
13. მკაცრი აღრიცხვის ფორმების დუბლიკატებს ავსებს ის ორგანო/დაწესებულება, რომელმაც გასცა ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
14. ამ მუხლის მე-3 პუნქტით, მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-12 და მე-13 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №955 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1638
მუხლი 71. რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულებები🔗
ამ დებულებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება შეუძლია რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამონაცვლეს ან იმ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №956 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1640
მუხლი 8. გარდამავალი დებულებანი🔗
1. 2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას წარმოადგენს საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
2. 2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე:
ა) საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმების მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
ა.ა) მოსწავლეთა საბოლოო შეფასების უწყისი;
ა.ბ) ლიცენზიის ან უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესავსები ფორმები სამინისტროს მიერ გაიცემა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ წარმოდგენილი განაცხადის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობის არსებობის შემთხვევაში;
გ) საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის შევსების დროს ან რაიმე მიზეზით დოკუმენტების დაზიანების შემთხვევაში, საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანებიდან დაუყოვნებლივ მიმართავს საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრი – სამინისტროს და წარუდგენს გამოსაყენებლად უვარგის დოკუმენტებს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტების მისაღებად. შესაბამისი განათლების დამადასტურებელი ახალი დოკუმენტის გაცემა ხორციელდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
დ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი მკაცრი აღრიცხვის ფორმის დუბლიკატის მიღების მოთხოვნით საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარადგენს შემდეგ დოკუმენტებს:
დ.ა) განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
დ.ბ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – დაბადების მოწმობა) ასლი;
დ.გ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობა;
დ.დ) განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს იმ პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და დამთავრების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, ადრე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, რომელზეც უნდა გაიცეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დუბლიკატი;
დ.ე) გამოსაყენებლად უვარგისი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირს განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი დაკარგული აქვს;
ე) საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ლიცენზირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ან განათლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მფლობელის მომართვის საფუძველზე საგანმანათლებლო რესურსცენტრებმა სამინისტროში დუბლიკატის გაცემის შესახებ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ე.ა) განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლში მითითებული მოთხოვნების შესაბამისად;
ე.ბ) გამოსაყენებლად უვარგისი საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მისი დაზიანების შემთხვევაში, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – დოკუმენტის ნომერი, გამოცემის თარიღი და სახელწოდება;
ე.გ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მინდობილობა;
ვ) ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, ლიკვიდირებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მიზნით, ახორციელებს ის საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლიკვიდირებული საგანმანათლებლო დაწესებულება;
ზ) ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის – საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულთათვის სრული ზოგადი განათლების ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმების შევსების უფლებამოსილება აქვს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება;
თ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების ან საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ფორმებში გრაფა „დირექტორის“ გასწვრივ, წილადის ხაზის აღნიშვნის შემდეგ, ხელს აწერს იმ საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა/შევიდა ლიკვიდირებული/რეორგანიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება. ამ შემთხვევაში საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმაში არ ივსება გრაფა „თავმჯდომარე“ და გრაფა „მდივანი“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 23 ივლისის ბრძანება №531 - სსმ III, №107, 31.07.2007 წ., მუხ.1186
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის ბრძანება №956 - სსმ III, №146, 19.10.2007 წ., მუხ.1640
მუხლი 9. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა🔗
ამ ბრძანებით დამტკიცებულ მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.
დანართი №2
მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის
აქტი №
ქ. თბილისი
„___“ __________ 200 წელი
გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ჩამოწერის შესახებ
№
მკაცრი აღრიცხვის ფორმის სახე
რაოდენობა
მკაცრი აღრიცხვის ფორმის სტამბური ნომერი
მკაცრი აღრიცხვის ფორმის სარეგისტრაციო ნომერი
1
2
3
კომისია ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმის ნიმუშების ჩამოწერის სისწორეს.
საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე:
წევრები:
მდივანი:
მკაცრი აღრიცხვის ფორმების შენახვა-გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი:
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოსაყენებლად შემოღებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე", №474, 24.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.008.635 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64726-3/