“საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.008.743
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №კ-1/243
2006 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (დანართი 1) და სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
დანართი 1
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის პირობებს.
მუხლი 2
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში (დაწესებულებაში) შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
დ) დაწესებულება – სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.
მუხლი 4
ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 5
1. სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
2. დამამათავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.
მუხლი 6
1. კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს მინისტრის აპარატის უფროსი და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (დაწესებულების) ხელმძღვანელი.
2. გადაწყვეტილება კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 7
კანდიდატმა დაწესებულებაში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 8
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.
2. მინისტრის ბრძანებით სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 6 თვით.
3. სტაჟიორს დანიშვნის შემდეგ ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა.
მუხლი 9
1. სტაჟიორთა რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (დაწესებულებაში), როგორც წესი, არ აღემატება აღნიშნული ქვედანაყოფის (დაწესებულების) შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.
2. სამინისტროს ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში, დაწესებულებაში და ტერიტორიულ ორგანოში სტაჟიორთა რაოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება მინისტრის მიერ.
თავი III
სტაჟიორის უფლებები
მუხლი 10
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის საკითხებს.
მუხლი 11
1. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება ხელმძღვანელობის წინაშე მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულში, დაწესებულებაში ან ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანის შესახებ.
2. ხელმძღვანელობა სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ.
თავი IV
სტაჟიორის მოვალეობები
მუხლი 12
1. სტაჟიორი მოვალეა:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას;
გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მოხელეებთან.
2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით. პირადი მოსწრების დღიური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტაჟიორმა უნდა წარადგინოს გამოცდაზე მის მიერ გაწეული მუშაობის მოსმენისას.
მუხლი 13
1. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება შესაბამის დაწესებულებაში ან ტერიტორიულ ორგანოში, რომელზედაც კონტროლს ახორციელებს ამ სამსახურის ხელმძღვანელი.
2. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის, შესაბამისი დაწესებულების დებულების (შინაგანაწესის) გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.
თავი V
სამინისტროს (დაწესებულების) მოვალეობები
მუხლი 14
სამინისტრო (დაწესებულება) სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 15
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
მუხლი 16
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელსაც იგი სამსახურებრივად ექვემდებარება, სისტემატურად ჩააბაროს ანგარიში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 17
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრის აპარატს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
თავი VI
სტაჟირების გავლის სხვა პირობები
მუხლი 18
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულების) ხელმძღვანელის წინადადებით.
მუხლი 19
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, დაწესებულებაში ან ტერიტორიულ ორგანოში თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა.
მუხლი 20
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მინისტრის აპარატი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს.
თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 21
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით.
დანართი 2
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
განაცხადი სტაჟირებაზე
1. გვარი, სახელი -----------------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი -------------------------------------------------------------
3. მოქალაქეობა -------------------------------------------------------------------------------
4. პირადობის მოწმობის ნომერი ---------------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა ------------------------------------------------------------------
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული
ფოსტა, ფაქსი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------

7. განათლება ( როდის რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)
| როდიდან | როდემდე | სასწავლებელი | ფაკულტეტი |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის №
| სპეციალობა | კვალიფიკაცია | დიპლომის № |
|
|
|
|
|
|
|
|
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე:
შეაფასეთ ენის ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.
| ენა | კითხვა | მეტყველება | წერა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. რატომ აირჩიეთ აღნიშნული სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიონალური გეგმები და მიზნები
13. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში (დაწესებულება) გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურულ ქვედანაყოფი (ან დაწესებულება) პრიორიტეტების მიხედვით.
14. თქვენი ინტერესთა სფეროები
15. რა სახის გრანტები და სტიპენდიები გაქვთ მოპოვებული წარსულში:
| როდის | ორგანიზაცია - დაწესებულება | თანხის ოდენობა |
|
|
|
|
|
|
|
|
16. შრომითი საქმიანობა
| როდიდან-როდემდე | უწყება, ორგანიზაცია, | თანამდებობა, | მისამართი უწყება ორგანიზაციის სადაც, მუშაობდით |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
17. ხართ თუ არა საზღვარგარეთ ნამყოფი კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა
პროფესიული მიზნით: სად, როდის?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

18. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო
წოდება: როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანო-დაწესებულებისგან
--------------------------------------------------------------------------------------------------------------

19. ერთი რეკომენდაცია
(მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო მონაცემები)
20. გთხოვთ ცალკე ფურცელზე დეტალურად დაასაბუთოთ თუ რას ელით სამინისტროში სტაჟირებისაგან. დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები ფორმატისა და შინაარსის შესახებ.
ფორმატი
§ არაუმეტეს ერთი ნაბეჭდი გვერდისა 1,5 ინტერვალით
შინაარსი
§ თქვენი პროფესიული მიზნები;
§ რა როლს ითამაშებს სამინისტროში სტაჟირება აღნიშნული მიზნების მისაღწევად?
§ რატომ აირჩიეთ თქვენს მიერ ზემოთ მითითებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი (დაწესებულება) სტაჟირებისათვის?
§ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულება) საქმიანობაში?
მოკლედ აღწერეთ სამინისტროში თქვენი სტაჟირების სავარაუდო შედეგები და მათი გამოყენება თქვენს შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში;
21. გთხოვთ, წარმოადგინოთ ცალკე ფურცელზე შემდეგი საბუთები:
ა.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
ბ. თქვენი აქტუალური CV
გ. ფოტოსურათი
დ. დიპლომას ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან)
ე. რეკომენდაცია/შუამდგომლობა
22. შენიშვნები
შევსების თარიღი ------------------------------------------
პირადი ხელმოწერა -----------------------------------------
+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.008.743
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
ბრძანება №კ-1/243
2006 წლის 2 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ
,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დებულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (დანართი 1), სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 2) და სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა (დანართი 3).
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 2 ივლისის ბრძანება №კ-1/243 - სსმ III, 07.07.2009, №84, მუხ.899
1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი (დანართი 1) და სტაჟირებაზე განაცხადის ფორმა (დანართი 2).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი. ჩოგოვაძე
შეტანილია ცვლილებები:
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 2 ივლისის ბრძანება №კ-1/243 - სსმ III, 07.07.2009, №84, მუხ.899
დანართი 1
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
მუხლი 1
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის პირობებს.
მუხლი 2🔗
მუხლი 2
მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის ახალგაზრდა სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗
მუხლი 3
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში ამ წესით რეგულირებადი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში (დაწესებულებაში) შემოტანილი აქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
დ) დაწესებულება – სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები.
მუხლი 4🔗
მუხლი 4
ეს წესი არ ვრცელდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 5🔗
მუხლი 5
1. სტაჟიორად შეიძლება დანიშნულ იქნეს შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
2. დამამათავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.
მუხლი 6🔗
1. კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულების) ხელმძღვანელი.
მუხლი 6
1. კანდიდატთან გასაუბრებას ატარებს მინისტრის აპარატის უფროსი და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (დაწესებულების) ხელმძღვანელი.
2. გადაწყვეტილება კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ ფორმდება მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 2 ივლისის ბრძანება №კ-1/243 - სსმ III, 07.07.2009, №84, მუხ.899
მუხლი 7🔗
მუხლი 7
კანდიდატმა დაწესებულებაში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 2-დან 6 თვემდე ვადით.
მუხლი 8
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 6 თვით.
2. მინისტრის ბრძანებით სტაჟირების ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 6 თვით.
3. სტაჟიორს, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ, გამოცდის შედეგებისა და სტაჟირების გავლისას განხორციელებული საქმიანობის შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფიდან (დაწესებულებიდან) მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა, დანართი 3-ის შესაბამისად.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 2 ივლისის ბრძანება №კ-1/243 - სსმ III, 07.07.2009, №84, მუხ.899
მუხლი 9🔗
3. სტაჟიორს დანიშვნის შემდეგ ეძლევა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი მოწმობა.
მუხლი 9
1. სტაჟიორთა რაოდენობა სტრუქტურულ ქვედანაყოფში (დაწესებულებაში), როგორც წესი, არ აღემატება აღნიშნული ქვედანაყოფის (დაწესებულების) შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს.
2. (ამოღებულია).
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 2 ივლისის ბრძანება №კ-1/243 - სსმ III, 07.07.2009, №84, მუხ.899
2. სამინისტროს ცალკეულ სტრუქტურულ ქვედანაყოფში, დაწესებულებაში და ტერიტორიულ ორგანოში სტაჟიორთა რაოდენობა ყოველწლიურად განისაზღვრება მინისტრის მიერ.
თავი III
სტაჟიორის უფლებები
მუხლი 10🔗
მუხლი 10
1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას.
2. სტაჟიორი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით ასრულებს კონკრეტულ, ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეიძლება შეეხებოდეს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის საკითხებს.
მუხლი 11🔗
მუხლი 11
1. სტაჟიორს უფლება აქვს დააყენოს წინადადება ხელმძღვანელობის წინაშე მისი სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ერთეულში, დაწესებულებაში ან ტერიტორიულ ორგანოში გადაყვანის შესახებ.
2. ხელმძღვანელობა სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის, აგრეთვე სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ან დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ.
თავი IV
სტაჟიორის მოვალეობები
მუხლი 12🔗
მუხლი 12
1. სტაჟიორი მოვალეა:
ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს ან შესაბამისი დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება შესაბამისად სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის სტაჟირებას;
გ) მუდმივი კონტაქტი იქონიოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს მოხელეებთან.
2. სტაჟიორი ვალდებულია სტაჟირების პერიოდში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის უშუალო მითითების შემთხვევაში აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის ჩვენებით. პირადი მოსწრების დღიური (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სტაჟიორმა უნდა წარადგინოს გამოცდაზე მის მიერ გაწეული მუშაობის მოსმენისას.
მუხლი 13🔗
მუხლი 13
1. სტაჟიორი ვალდებულია ყოველდღიურად საკუთარი ხელმოწერით დააფიქსიროს გამოცხადება შესაბამის დაწესებულებაში ან ტერიტორიულ ორგანოში, რომელზედაც კონტროლს ახორციელებს ამ სამსახურის ხელმძღვანელი.
2. ხელწერილი სამინისტროს დებულებისა და შინაგანაწესის, შესაბამისი დაწესებულების დებულების (შინაგანაწესის) გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.
თავი V
სამინისტროს (დაწესებულების) მოვალეობები
მუხლი 14🔗
მუხლი 14
სამინისტრო (დაწესებულება) სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
მუხლი 15🔗
მუხლი 15
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
მუხლი 16🔗
მუხლი 16
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს, რომელსაც იგი სამსახურებრივად ექვემდებარება, სისტემატურად ჩააბაროს ანგარიში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
მუხლი 17🔗
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 2 ივლისის ბრძანება №კ-1/243 - სსმ III, 07.07.2009, №84, მუხ.899
მუხლი 17
სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრის აპარატს მისდამი დაქვემდებარებულ სფეროში სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ.
თავი VI
სტაჟირების გავლის სხვა პირობები
მუხლი 18🔗
მუხლი 18
1. სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში შესაბამის დანაყოფში გამოუცხადებლობა;
ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ) პირადი განცხადება;
დ) ამ წესის მე-19 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულების) ხელმძღვანელის წინადადებით.
მუხლი 19🔗
მუხლი 19
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნა სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, დაწესებულებაში ან ტერიტორიულ ორგანოში თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა.
მუხლი 20🔗
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს.
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 2 ივლისის ბრძანება №კ-1/243 - სსმ III, 07.07.2009, №84, მუხ.899
მუხლი 20
სტაჟირებას კოორდინაციას უწევს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მინისტრის აპარატი, რომელიც ვალდებულია სტაჟირების საკითხებზე 6 თვეში ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია მინისტრს.
თავი VII
გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 21🔗
მუხლი 21
ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით.
დანართი 2
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო
განაცხადი სტაჟირებაზე
1. გვარი, სახელი -----------------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი -------------------------------------------------------------
3. მოქალაქეობა -------------------------------------------------------------------------------
4. პირადობის მოწმობის ნომერი ---------------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა ------------------------------------------------------------------
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული
ფოსტა, ფაქსი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
ფოსტა, ფაქსი:
----------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------------------
7. განათლება ( როდის რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)
| როდიდან |
როდემდე
სასწავლებელი
ფაკულტეტი
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის №
| სპეციალობა |
კვალიფიკაცია
კვალიფიკაცია
დიპლომის №
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე:
შეაფასეთ ენის ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.
ენა
კითხვა
მეტყველება
წერა
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
12. რატომ აირჩიეთ აღნიშნული სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიონალური გეგმები და მიზნები
13. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში (დაწესებულება) გსურთ სტაჟირების გავლა. მიუთითეთ სამი სტრუქტურულ ქვედანაყოფი (ან დაწესებულება) პრიორიტეტების მიხედვით.
14. თქვენი ინტერესთა სფეროები
15. რა სახის გრანტები და სტიპენდიები გაქვთ მოპოვებული წარსულში:
| როდის |
ორგანიზაცია - დაწესებულება
თანხის ოდენობა
16. შრომითი საქმიანობა
| როდიდან-როდემდე |
უწყება, ორგანიზაცია,
თანამდებობა,
მისამართი უწყება ორგანიზაციის
სადაც, მუშაობდით
17. ხართ თუ არა საზღვარგარეთ ნამყოფი კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა
პროფესიული მიზნით: სად, როდის?
პროფესიული მიზნით: სად, როდის?
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
18. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო
წოდება: როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანო-დაწესებულებისგან
წოდება: როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანო-დაწესებულებისგან
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------------
19. ერთი რეკომენდაცია
(მიუთითეთ რეკომენდატორის სახელი და გვარი და საკონტაქტო მონაცემები)
20. გთხოვთ ცალკე ფურცელზე დეტალურად დაასაბუთოთ თუ რას ელით სამინისტროში სტაჟირებისაგან. დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები ფორმატისა და შინაარსის შესახებ.
ფორმატი
§ არაუმეტეს ერთი ნაბეჭდი გვერდისა 1,5 ინტერვალით
შინაარსი
§ თქვენი პროფესიული მიზნები;
§ რა როლს ითამაშებს სამინისტროში სტაჟირება აღნიშნული მიზნების მისაღწევად?
§ რატომ აირჩიეთ თქვენს მიერ ზემოთ მითითებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი (დაწესებულება) სტაჟირებისათვის?
§ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულება) საქმიანობაში?
მოკლედ აღწერეთ სამინისტროში თქვენი სტაჟირების სავარაუდო შედეგები და მათი გამოყენება თქვენს შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში;
21. გთხოვთ, წარმოადგინოთ ცალკე ფურცელზე შემდეგი საბუთები:
ა.პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
ბ. თქვენი აქტუალური CV
ბ. თქვენი აქტუალური CV
გ. ფოტოსურათი
დ. დიპლომას ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან)
ე. რეკომენდაცია/შუამდგომლობა
22. შენიშვნები
შევსების თარიღი ------------------------------------------
პირადი ხელმოწერა -----------------------------------------
დანართი 3
პირადი ხელმოწერა -----------------------------------------
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ"?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 12.03.2010.
- როდის იქნა მიღებული “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ"?
- “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ" მიღებულია 02.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №კ-1/243. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.010.22.024.008.743.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ"-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.03.2010.
- სად არის “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ"-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.03.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების შესახებ", №კ-1/243, 02.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.024.008.743 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.03.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/64882/