ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს
დადგენილება №526
1990 წლის 1 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ბოლნისის რაიონის ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან რესპუბლიკური სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციური სისტემებისათვის“ მიწის გამოყოფის შესახებ
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭო ადგენს:
დამტკიცდეს ბოლნისის რაიონის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასკომის 1989 წლის 29 დეკემბრის №468 გადაწყვეტილება და გამოეყოს მოიჯარე ორგანიზაციის მიწებიდან 10,0 ჰექტარი (ბაღი - 7,6 ჰექტარი, საძოვარი - 1,04 ჰექტარი, ბუჩქნარი - 1,36 ჰექტარი) რესპუბლიკურ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიციურ სისტემებს“ ადმინისტრაციული შენობისა და მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი კოტეჯების ასაგებად.
დაევალოს რესპუბლიკურ სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება „კომპოზიტურ სისტემებს“;
ა) აუნაზღაუროს:
- საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს 8,64 ჰექტარი ახალი მიწის ათვისების ხარჯები საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 7 იანვრის № 10 დადგენილებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად და მიწის გამოყოფასთან დაკავშირებული მიწათმოწყობის მასალების მოსამზადებელ სამუშაოთა ღირებულება;
- ქვეშის მოიჯარე ორგანიზაციას მიწის გამოყოფით მიყენებული ზარალი, არსებული წესის შესაბამისად.
ბ) შეინარჩუნოს გამოყოფილ ფართობზე არსებული მრავალწლიანი ნარგავები;
გ) მშენებლობის პროექტი შეუთანხმოს საქართველოს სსრ ბუნების დაცვისა და სატყეო მეურნეობის სახელმწიფო კომიტეტს;
დ) გამოყოფილ ფართობზე ისტორიული ძეგლის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობოს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრს.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ო. ქვილითაია
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველი ზ. მახარაძე