საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
18.07.2006 ძალადაკარგული 14.07.2011
ნომერი
№583
სარეგისტრაციო კოდი
020.080.070.22.023.008.954
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 25/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.070.22.023.008.954

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №583

2006 წლის 18 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

„მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.

2. დამტკიცდეს დანართ-1-ში მოყვანილი „სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალის ფორმა“.

3. დამტკიცდეს დანართ-2-ში მოყვანილი „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა“.

3​1. დამტკიცდეს​ დანართ 3-ში მოყვანილი გამოსაყენებლად „უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის აქტის ფორმა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №73 - სსმ III, №170, 29.12.2010 წ., მუხ.2445

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. პაპუაშვილი

 

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №73 - სსმ III, №170, 29.12.2010 წ., მუხ.2445

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების  აღრიცხვა-ანგარიშგების წესი

1. წინამდებარე წესი არეგულირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგებას.

2. სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადება ხორციელდება პოლიგრაფიულ საწარმოებში „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად.

3. სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკების დამზადების ორგანიზებასა და მომარაგებას ახორციელებს სამინისტროს ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტი.

4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების ბლანკები განაწილებამდე ინახება სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ ამისათვის უფლებამოსილ თანამდებობის პირთან.

5. ოქმის ბლანკები შენახულ უნდა იქნეს ცეცხლგამძლე სეიფში, ამასთან, ის ადგილი, სადაც ინახება ოქმის ბლანკები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან.

6. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში ოქმის ბლანკების შენახვაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ, ოქმების ბლანკები გადაეცემა სამინისტროს სისტემაში არსებულ იმ ორგანოებს, რომელთაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება.

7. სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გადაცემა სამინისტროს სისტემაში არსებულ იმ ორგანოებისათვის, რომელთაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება უნდა დაფიქსირდეს სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში, რომლის ფორმა მოყვანილია ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში.

8. სამინისტროს სისტემაში არსებული ის ორგანოები, რომელთაც კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული აქვთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, ვალდებულნი არიან გამოყონ ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, ასევე განსაზღვრონ მათი ცენტრალური აპარატიდან ტერიტორიულ ორგანოებში სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №73 - სსმ III, №170, 29.12.2010 წ., მუხ.2445

9. ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხონ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში“, რომლის ფორმა მოყვანილია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში, ხოლო შესაბამისი ორგანოს ტერიტორიულ ორგანოებში სამართალდარღვევის ოქმების გადაცემა აწარმოონ სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალში, რომლის ფორმა მოყვანილია ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში. სამინისტროს სისტემაში არსებული შესაბამისი ორგანოების ცენტრალური აპარატიდან ტერიტორიულ ორგანოებში სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან სამართალდარღვევის ოქმების გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღრიცხონ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში”, რომლის ფორმა მოყვანილია ამ ბრძანების მე-3 პუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №73 - სსმ III, №170, 29.12.2010 წ., მუხ.2445

10. ადმინისტრაციული დეპარტამენტიდან ოქმების ბლანკების მიღებაზე და შემდგომ მის განაწილებაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ვალდებულნი არიან 3 თვეში ერთხელ აცნობონ ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ოქმის ბლანკების მოძრაობის შესახებ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №73 - სსმ III, №170, 29.12.2010 წ., მუხ.2445

11. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელიც ოქმის შემვსები პირის მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით ბარდება ამ წესის მე-9 პუნქტში მითითებულ ოქმის გამცემს, რომელთა მეშვეობითაც დაზიანებული ოქმის ფორმები ჩამოწერის მიზნით მიღება-ჩაბარების აქტით გადაეცემა ამ წესის მე-6 პუნქტში მითითებულ სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლებამოსილ პირს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №73 - სსმ III, №170, 29.12.2010 წ., მუხ.2445

12. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების ჩამოწერა შესაძლებელია შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან ოქმების ფიზიკური დაზიანების გამო ჩამოწერის აქტის (დანართი №3) მიხედვით, ოქმის/ოქმების ექსკლუზიური ნუმერაციისა და ჩამოწერის მიზეზების მითითებით. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის/ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №73 - სსმ III, №170, 29.12.2010 წ., მუხ.2445

დანართი №1

 სამართალდარღვევის ოქმის ბლანკების გასავლის ჟურნალის ფორმა

№

სერია

№....დან

№....მდე

რაოდენობა

გაცემის

თარიღი

ბლანკები მივიღე

(თანამდებობა, გვარი და ხელმოწერა)

1

2

3

4

5

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №2

 ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა

№

გაცემის თარიღი

ოქმის №

ოქმის გამცემი

ოქმის მიმღები

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

გვარი

სახელი

თანამდებობა

ხელმოწერა

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შედგენილი ოქმები

 

 

დაბრუნებული (გაუქმებული) ოქმები

შენიშვნა

გვარი

სახელი

თანამდე-ბობა

ხელმოწერა

დაბრუნების თარიღი

ოქმის ნომერი

გვარი

სახელი

თანამდე-ბობა

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №3

1.     აქტი №

2.     „-----” „--------------” 200 წელი

3.     გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის/ოქმების ჩამოწერის შესახებ

№

ოქმის ექსკლუზიური ნომერი

ოქმის ჩამოწერის მიზეზი

1

 

 

2

 

 

3

 

 

4

 

 

5

 

 

       ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს:

სამინისტროს ადმინისტრაციული

დეპარტამენტის უფროსი:                                                                                                                                                                                                           /---------------/

 

ადმინისტრაციული

დეპარტამენტიდან ოქმების

განაწილებაზე

პასუხისმგებელი პირი:                                                                                                                                                                                                                /---------------/

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანება №73 - სსმ III, №170, 29.12.2010 წ., მუხ.2445

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №583, 18.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 020.080.070.22.023.008.954 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65560-1/