“სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ"

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.07.2006 ბოლო ცვლილება 16.06.2009
ნომერი
№2-125
სარეგისტრაციო კოდი
340.090.000.22.032.008.958
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 99, 27/07/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.958

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-125

2006 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ

„ვეტერინარ ექიმთა სახელმწიფო სერტიფიცირების წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შეიქმნას სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანო – ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭო (შემდგომში – სასერტიფიკაციო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა)    ლევან ორკოშნელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი – სასერტიფიკაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ)    კობა ძამაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი – სასერტიფიკაციო საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი;

გ) კონსტანტინე იაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის და რისკის ანალიზის სამმართველოს უფროსი;

დ)  თენგიზ ყურაშვილი – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი;

ე)    გუგული გოდერძიშვილი – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ინფექციური და ინვაზიური დაავადებების დეპარტამენტის პროფესორი, სმმა აკადემიკოსი;

ვ) ჯემალ ბაბაკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის ინფექციური და ინვაზიური დაავადებების დეპარტამენტის პროფესორი;

ზ)   ლევან ციცქიშვილი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეტერინარები საზღვრებს გარეშე – კავკასია“-ს წევრი;

თ)   ლიანა ჩარგეიშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ი) დემნა ხელაია – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვეტერინარული ზედამხედველობის დეპარტამენტის ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

კ) თინათინ ონაშვილი – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დირექტორი;

ლ)  ზურაბ თიღილაური – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ქ. თბილისის სამმართველოს უფროსი;

მ)    გივი ფარფალია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – „აგრარულ საკითხთა დეპარტამენტის“ ვეტერინარული განყოფილების უფროსი;

მ) ილია სირაბიძე         – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №2-199 - სსმ III, №181, 21.12.2007 წ., მუხ.2012

2. სასერტიფიკაციო საბჭომ:

ა) შეიმუშაოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამა, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმები, გამოცდის ჩატარების წესი, გრაფიკი და ადგილი;

ბ) შექმნას საგამოცდო კომისიები შესაბამის ვეტერინარულ სპეციალობებში;

გ) განიხილოს და დაამტკიცოს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგები;

დ) შეიმუშაოს და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს დროებითი კერძო ვეტერინარული საქმიანობის განხორციელების მექანიზმი;

ე) მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე;

ვ) განიხილოს სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთები.

3. დაევალოს სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტს (შ. ლორთქიფანიძე) უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ბრძანების სახელმწიფო რეესტრში გატარება და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნება.

4. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის პირველმა მოადგილემ ლილი ბეგიაშვილმა.

5. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სვიმონიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №2-199 - სსმ III, №181, 21.12.2007 წ., მუხ.2012

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “სახელმწიფო ვეტერინარ ექიმთა სასერტიფიკაციო საბჭოს შექმნის შესახებ", №2-125, 17.07.2006, სარეგისტრაციო კოდი 340.090.000.22.032.008.958 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/65578-1/